Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. პლატონური სიყვარული ნამდვილად არსებობს. ყველაზე ამაღლებული გრძნობაა ამქვეყნად.
  2. ლ ი ც ი :2kiss: - - - შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს ნამიანს... არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე, შორს გაფრინდები, ვით პატარა ჭიამაია, ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს... მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით, სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე, და თუ ოდესმე, თუ ოდესმე მოგაგონდები, მოდი, მიტირე და სიკვდილი გამილამაზე...
  3. არც მიფიქრია :no2: - - - მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს... შემოჩვეულ სევდას წვიმის ცვარი შლიდეს. იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს... მინდა ვიყოთ ერთად, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე თბილი, ხშირი წვიმით წვიმდეს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს!...
  4. ლ ი ც ი :2kiss: კარგად ვარ, გმადლობ. ალბათ... ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს, და გულმა შენსკენ გამოიწია, შენა ხარ ჩემი ლოცვა და ფიცი, და მე უშენოდ არ შემიძლია. მე მერცხალი ვარ გაზაფხულისა, შენს აივანზე დასაბუდები, გამიღიმილე შენი სულისა, თორემ წავალ და არ დავბრუნდები. გეძებ, გეძახი, ვერ გაგაგონე, გული მტკივა და დამედე წამლად, ალბათ ძალიან მიყვარხარ, თორემ, ასეთ დროს შენთან რამ მომიყვანა!...
  5. ალბათ სიყვარულია ამის მიზეზი :bee: maka არა, ალბათ დედოფლების გრძნობებზე. გმადლობ, მეც კარგად ვარ. :buchti:
  6. შენ ასე გრძნობ თავს?
  7. - - - გაზაფხული გახმიანდა კვლავაც, დაიღვარა მუქ, ლილისფერ ფერებად, სიყვარულის ერთი სუსტი ხმა ვარ, ხმა ვარ, ვიცი, ვერვინ მომეფერება... გაზაფხულზე მოვინატრებ სიცოცხლეს, მზეს როცა აქვს მოალერსე ხელები, თან გავყვები იებსა და ენძელებს, ხმა ვარ, აბა როგორ მომეფერები...
  8. "სიყვარული ყველას უნდა" :yes3:
  9. როგორ ხარ ლიც :love3: ... უშენოდ სკა ვარ ცარიელი, უსარგებლო და უნაყოფო, უშენოდ ბაღი ვარ ცარიელი ღმერთმა უშენოდ ნუ მამყოფოს! უშენოდ სიბერის ყავლი მომდის უშენოდ ჩემთვის დღე არ დღეობს, უშენოდ ვაზი ვარ ყვავილობის, სადა ხარ, ჩემო მებაღეო!
  10. - - - მე თუ ვტირივარ, ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ, არა ვგევარ ბრჭყვიალა ქალებს, და რაც ჩემშია, ყველაფერი მუდამ ნაღდია... მე თუ ვმეგობრობ, ერთგულებას ელოდო უნდა, მე თუ ვღალატობ, იმ ღალატსაც რაღაც ფასი აქვს, არ ვხურდავდები, არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას, და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასიანსს... მე თუ ვუჩოქებ, ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ, შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს!... მანანა ფრუიძე
  11. ლ ი ც ი :hello: . . . იქნება თეთრი ნუშების თოვა და გაზაფხულის მეჯლისი სადმე, მე ჰაეროვან სამოსით მოვალ ღიმილით, მზით და სინათლით სავსე. იქნება თეთრი ნუშების თოვა, და თეთრ ფანტელთა ტრიალი თავზე, მე საცეკვაოდ უთუოდ მოვალ, გაზაფხულით და სინათლით სავსე. რომ სამუდამოდ შემორჩეს ხსოვნას, რომ ეს აპრილი ყოველთვის აღდგეს... მე ჰაეროვან სამოსით მოვალ და ერთხელ კიდევ ვიცეკვოთ სადმე.
  12. შენ მოხვალ ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს, ირხევა ჩემი საყურე ვერცხლის, შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან, როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი. ჩამოიშლება ტაძარი რწმენის, და ეს თიბათვე ველებს გათიბავს, როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი, აღარ მეცმება კაბა ქათიბა... აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს, სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები, მე დაგივიწყებ ძალიან მალე, და შემოდგომა მოვა უშენოდ. მერე ინანებ, რომ არის გვიან, მოდგები ამ ჩემს გზასთან, ქვიანთან, რომ უშენობით დამჭკნარა ღვია, რომ სადღაც გზაში დაგაგვიანდა... მე კი გავყვები ღორღიანს, ქვიანს, კვლავ იწკრიალებს საყურე ვერცხლის, შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან, როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!
  13. - - - იზეიმებენ შეხვედრას ჩვენსას თეთრი შროშნები, და ყაყაჩოთა წითელ დროშებით შემოგვხვდებიან ვრცელი მინდვრები. განვიწმინდებით... ყოველივე ბოროტისგან განვიწმინდებით, ჩვენს დასალოცად მოვა მაისი, ოქროს ქოშებით... და ჩვენს შეხვედრას დიდი ზეიმით, დიდი ხალისით, იზეიმებენ მინდვრის შროშნები.
  14. ოჯახური ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არაა. მოუწესრიგებელ ოჯახში მამაკაციც შეიძლება იყოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
  15. ლ ი ც ი ... და თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც... ჩემს ტოლებს ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს” არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს, არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად, არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე. ცაში ოთახი განათდება იაპონურად, ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე, მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად, მრავალ მოკითხვას დავუხვდები ვით მკვდარ მიმოზებს. დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში, დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული, უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები, და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული. ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი, გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს, და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი, რადგან მზითევში არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”. ნინო თარიშვილი
  16. :hello: - - - იცით რა მინდა... სიყვარული მინდა მაწვიმდეს, მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს. ის რაც წავიდა, აღარასდროს ავნებს აწინდელს, დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს... ჩემი სულიდან თქვენს სულებში გადავნაწილდე... ბევრი არ მინდა, სიყვარული მინდა მაწვიმდეს!
  17. http://s09.radikal.ru/i182/0911/b0/35faeb282b79.jpg
  18. გილოცავ! http://s15.radikal.ru/i189/0911/04/9e2b36d0101f.gif
  19. კი, ქართული მულტფილმია, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. :
  20. ჯიმა ეს ცხოვრება ზღაპარია ჯიმა, ზღაპარია ჯიმა ძველისძველი, ვიცი, ბედმა რომ არ გაგიღიმა, მაგრამ ნაღველს სიყვარული შველის. ციდან ოქროს ფანტელები ცვივა, გვირილებით მოიჩითა ველი, გაერევა ზოგჯერ ცრემლის წვიმა, მაგრამ ცრემლსაც სიყვარული შველის. ქვეყნად ყველა თავის ბედზე ჩივა, სულ ერთია, ბრძენია თუ ხელი, გულს უწამლე, სანამ დროა, - მტკივანს, ტკივილს მხოლოდ სიყვარული შველის... დაიჭიმა ყველა ნერვი სიმად, მოდის დარდი, დარდი - შენი მცველი, ვინმე უნდა შეიყვარო, ჯიმა, მარტოობას სიყვარული შველის!
  21. არაფერს არ შევცვლიდი, მაშინ "მე" არ ვიქნებოდი. "ვიცი, ჩემს შეცდომებს კვლავ გავიმეორებ, კიდეც რომ დავიწყო ცხოვრება თავიდან".
×
×
  • შექმენი...