Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. გამარჯობა ლიცემერ :hello: - - - ნუთუ დაგკარგე! რაღაც სევდა დღეებს ამწარებს, ქარიშხალია ჩემს გარშემო თითქოს და ბარდნის, არა, თუ ისევ შენს ძებნაში არ ვიწანწალე, ან უშენობა გამაგიჟებს, ან შენზე დარდი! ვიცი, შენს წუხილს არასოდეს აღარ გამანდობ, სასუფეველი დამიმკვიდრე მტკივან იჭვებზე, ო, როგორ მიყვარს ხეტიალი უმისამართოდ, ოღონდ ძვირფასო, შენზე დარდში მივაბიჯებდე...
  2. - - - იყო ფანტელები ურიცხვი, უთვლელი... ენთო ლამპიონი, ვით ოქროს ლამპარი, იყო სიხარული, იყო აღტაცება, და ღამე ლამაზი, ისე, ვით ზღაპარი... ლექსი პაწაწინა თოვლზე, სიყვარულზე, უეცრად ნაგრძნობი სულების ერთობა, მეტი არაფერი, გარდა სურვილისა, მესმინა ლექსები და... ასე ეთოვა!...
  3. არისტოკრატიული ცხვირი მაქვს. :
  4. ალუჩა, ბროწეულიც, კომშიც, მარწყვიც, ბანანიც... ხმა ალუჩას მივეცი
  5. დავიბენი, იქ მომავალში როგორ აღმოვჩნდით ერთად, როდესაც არც აწმყოში და არც წარსულში არ ვიცნობდით ერთმანეთს? საოცარია, მეც ასეთივე გრძნობა გამიჩნდა. არ ვიცი რატომ... ისე ლამაზად, მთრთოლვარედ თოვდა, მე გამირბოდა თვალები ცაში, გული გაჭრას და სიყვარულს მთხოვდა და სწორედ მაშინ შემომხვდი გზაში... მერე ყურება დამჩემდა ცაში და შევეჩვიე კიდეც მოლოდინს, ჩვენ უცნობები ვიყავით მაშინ და უცნობებად დავრჩით ბოლომდის... დადიხარ ასე, დავდივარ ასე, და აღარა აქვს ბოლო მოლოდინს, არ ვიცი რატომ, არ ვიცი რაზე, ჩვენ უცნობებად დავრჩით ბოლომდის!
  6. ქორწილი ზეცაში შენი სუნთქვა წმინდა სანთლებს აქრობს, ო, ბაგეო - ლოცვა რისთვის აცხოვლე, შენ ხარ ჩემი იდუმალი საქმრო, მე ვარ შენი სევდიანი საცოლე... ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს, რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს, ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს, სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ. არ გვჭირდება საქორწილო სუფრა, თოლიებმა ლურჯი ფრთები გაშალეს, რიჟრაჟისას მადლს შევწირავთ უფალს, და ვარსკვლავნი ჩააქრობენ მაშხალებს. ჩვენ მეჯვარედ გამოგვყვება მთვარე, და ღრუბლები გაგვიშლიან სარეცელს, შენ ხარ ჩემი სულის ნახევარი, დაგკარგე და... ირემივით დაგეძებ!
  7. შენ რომ მოწყენილი ხარ, მეც რაღა თქმა უნდა მწყინს - - - ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს, დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა, ენძელა - ჩემი სულის ნატეხი, მოუსვენარმა თოვლმა დაფარა... იღვიძებს მარტი თვალთა ფერხულით, აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო, ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული ხურჯინით უნდა ამოვუტანო!...
  8. - - - თეთრი ფიქრები სადღაც მიჰქრიან, თითქოს ქარია ჩემი ცხოვრება, რა ვქნა, რომ აწი არ შემიძლია, ამ შეცდომების გამოსწორება. კარგია ასე ტაძარში შესვლა, ამ ქვეყანაზე მე მარტო დავრჩი, ავადმყოფივით დავდივარ ახლა, ასე უდროოდ მოკლული ბავშვი...
  9. - - - კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა, ცამ და პოეტმა იციან მარტო, ქალი წვიმაში რომ ილუმპება, რატომ იცინის უმისამართოდ. კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა, ხემ და პოეტმა იციან მარტო, ქალი ქუჩაზე როცა გადარბის, რატომ ქვითინებს უმისამართოდ!...
  10. - - - ისე მომენატრა დღეს შენი ალერსი, თუ გნახე იქნება კოცნითაც დაგახრჩო, რომ სული განაბონ ჩიტებმა ხეებზე, რომ უფრო გაწითლდეს სირცხვილით ყაყაჩო. http://i040.radikal.ru/0911/10/fd04d44c3a36.jpg
  11. მე კი მეგონა... მე კი მეგონა ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის გულს ფიანდაზად გადამიშლიდით... თვალებში მენთო მოკაშკაშე სხივი ურიცხვი და თქვენ ჩააქრეთ თქვენი სიმშვიდით. მე გაჭრა მსურდა, სად - არ ვიცი, მსურდა კი გაჭრა, მეწადა კიდეც თქვენთან ერთად დაღლაც, შიმშილიც, მე მოვემზადე ასაფრენად, ავუშვი აფრა და... გავიყინე თქვენი სიმშვიდით. მე კი მეგონა ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის, გულს ყვავილივით გადამიშლიდით! გამარჯობა ლიცემერ :hello:
  12. სიმარტოვე ახლა ჩემი გრძნობა ისე ხალასია, როგორც ჩემი სულის სიმარტოვე, ალბათ მარტოობაც ლამაზია, როცა ღმერთის ტოლი მიგატოვებს. ამ დღეს უსასრულო სევდა მოაქვს, განცდილს ხელმეორედ ვინღა ჰპოვებს, ალბათ სიყვარულზე სპეტაკია, ასეთი საოცნებო სიმარტოვე. ჰეი, ჩემი გულის სალოცავო, რამე გასაოცრად წმინდა მთხოვე, მოდი, ერთხელ კიდევ გამომცადე, კიდევ გამწირე და მიმატოვე...
  13. - - - არ ღირს - ყველაფერი დაინახო, არ ღირს - ყველაფერი მოისმინო, თუ გინდა ცხოვრება გაინაღდო, ზედმეტი დარდი მოიცილო. ფერი ბევრია ყოველ დროში, ერთი აირჩიე ბაირაღად, მიტომ დაბრმავდა ჰომეროსი, რომ ყველაფერი დაინახა... ხმებს, მშვენიერ ხმებს ვეთხოვები, უკვე საკმაოდ მოისილა, მიტომ დაყრუვდა ბეთხოვენი, რომ ყველაფერი მოისმინა!...
  14. - - - განშორებისას შენს გულგრილ სიტყვებს, ვუსმენდი ზუსტად ორი წლის წინათ, დგას ოქტომბერი და ფიქრებს მირევს, შენში კი წარსულს ბავშვივით სძინავს. და ახლა შენი სუსტი სურვილით, გაშლილ მაგიდას ვუსხედვართ ორნი, მაფორიაქებს შენი დუმილი მაწამებს, როგორც თამბაქოს ბოლი. თავს არ გასცემენ თრთოლვით ხელები, და არც ჩემს თვალებს დასცდება წვიმა, არც ბაგე გეტყვის, რომ მესიზმრები ისევე, როგორც ორი წლის წინათ. სუსტია ლამაზია...
  15. ჩემი დღიურიდან დღეს გაზაფხულის უკანასკნელი დღეა, ძალიან მოწყენილი ვარ, ყველაფერი მომბეზრდა... მე ვიცი, არავის ვუნახივარ მარტო, ჩემს თავთან ერთად. მე ყოველდღიურად მხედავენ ღიმილთან, ამხანაგებთან, სიხარულთან, ცრემლებთან ხელჩაკიდულს... მხედავენ ყველგან: კინოში, ხეივანში, სცენაზე, ავტობუსში, სანაპიროზე. მე დამინახეს ერთი - ორჯერ სარკეებშიც... მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არავის ვუნახივარ მარტოობაში - ჩემს თავთან ერთად. ... და თუ მნახეს, ალბათ ვერ მიხვდნენ, რომ ეს მე ვიყავი...
  16. - - - ვიმარჩიელებ ფოთლის კარტებით და მთელი ღამე ვიფიქრებ შენზე, თუმც ფეხშიშველი ბოშა ვარ, მაგრამ გულწრფელ სიყვარულს მე მაინც შევძლებ! შავი მზეები აივსებიან ჩუმი ცრემლებით წვიმიან დღეში, მე გიცდი, მაგრამ ფიქრები მმოსავს, და გიცდი ქარში... წვიმაში... მზეში! რა ვუყოთ მერე, გიწამე ღმერთად, თუმც ფეხშიშველი გოგო ვარ ბოშა, შავი მზეები სიყვარულს გთხოვენ, შენ მათი ცქერა არ გიღირს გროშად!... მიმკითხავეს და ასე მითხრეს: ქალიაო ჩვეულებრივი ის მკითხავი მე ვიყავი :bee:
  17. - - - ხეებმა მითხრეს - დავითალხეთო, შენზე ოცნებას აქეთ უვლია, მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო, თვალებში მხოლოდ საყვედურია... გადავემხობი მინდვრის ბალახებს, ქალი კი არა, კლდე ვარ, ტინი ვარ, მოვკვდები, მაგრამ არ დაგანახებ, არ დაგანახებ, როგორ ვტირივარ!...
  18. - - - აპატიეო! - თითქოს მთხოვდნენ ჩუმად ვერხვები, მაპატიეო! - თითქოს სურდათ ეთქვათ შენს ტუჩებს, გიყურებ, ვიცი, დღეის შემდეგ ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ამ გულში ორომტრიალს რა მიაყუჩებს... გემშვიდობები და ვერხვებიც თითქოს თავს ხრიან, მე ვეწამები, რატომ? რისთვის? - არ ღირს ძიებად, ვეღარ გითხარი, ყველაფერი იყო გვიანი, გთხოვ მაპატიო, რომ ვერ შევძელი მე პატიება!...
  19. - - - მე მესმის დაფლეთილ ღრუბლების გოდება, მთების მწვერვალებიც გარშემო კვნესიან, გულში მწუხარება ნისლივით გროვდება და შენზე ფიქრები კვლავ შემომესია. იმედის ვარსკვლავიც კი არსად კიაფობს, განთიადს შიშსა ჰგვრის გრიალი მეხისა, ამ წლებმა რაც მიყო, მოვალ და გიამბობ, გიამბობ, თუ შენთან შეხვედრა მეღირსა!...
  20. მინდა ყველას დავემალო გულში დამრჩა ნაწვიმარი, მე უშენოდ სადღა გავძლო, ქარმა მითხრა სამძიმარი, სხვას რთავენო საპატარძლოდ. თვალი ცრემლით მომწვიმია, გული დარდის ფთილებს ფანტავს, სოფლის თავში ქორწილია, ვაი, ჩემს თავს!...
×
×
  • შექმენი...