Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. - - - შენ ამერიდე დაფეთებული წინანდებურად ვარდის ფერითა, ნუთუ ისე ვარ დაბერებული, რომ ვეღარ მიცან და ამერიდე... ჩამომიქროლე, წამოიხვეტე ქარი და ქარში გაქრი ქარულად, ერთხელ ირიბად გადმოიხედე და გაიღიმე თითქოს ფარულად. და გაქრი, ქუჩას თოვლი აცვივა, გარშემო თეთრი ფერის ჟინია, ნუთუ მე მართლა ბერიკაცი ვარ და შენ ამ თეთრი თმის გეშინია. გიყვარდა თეთრი ფერი ყოველთვის, ჩემთან ღამეებს თეთრად ათევდი, თუმცა დამთრთვილა ცამ ჩრდილოეთის და ადრეულად ოდნავ გავთეთრდი ნუ გეშინია, გულში არ ცივა, გარშემო თეთრი ფერის ჟინია, მე ახალგაზრდა ბერიკაცი ვარ, შენ ამ თეთრი თმის ნუ გეშინია!...
  2. საინტერესო ნახატები გაქვს. :flowers:
  3. ერთგული კაციც არსებობს და ქალიც, უბრალოდ ქალს მეტი მოთმენის უნარი აქვს სექსუალური თვალსაზრისით, მამაკაცს თუ დიდხანს არ შეუძლია უქალოდ ყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ ერთგული არ არის.
  4. http://s46.radikal.ru/i113/0912/76/b218f5120e44.gif ეს სურათი ძალიან მიყვარს
  5. ნეტავ ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია, ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია, ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი... ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი. ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო - შრიალა, ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო - წკრიალა, ნეტავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები, შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები. ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია, ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია!
  6. შორეული მილოცვა შენ ახლა შორსა ხარ და შენი ღიმილიც წარსულის ნაღვლიან ოცნებას მინათებს, არც ჩემი ხმა გესმის, არც გულისტკივილი და ობლად ციმციმებს ობოლი სინათლე... მარტო ვარ, ახალწლის ღამე იფერფლება, შორს ლურჯი ვარსკვლავი რაღაცას მანიშნებს, ფიფქები ცვივიან ვით მკვდარი პეპლები, და უხმოდ ფარავენ ჩვენს გაყრილ ნაბიჯებს! და მაინც მომავლის იმედი არ მტოვებს, ამშვენებს ამ ღამეს, ამ ცისფერ ღვინოსაც, ჩვენს პირველ შეხვედრებს რაც უნდა ათოვოს, ბედნიერ ახალ წელს ჩურჩულით გილოცავ! http://i030.radikal.ru/0912/d1/65ae1b944f5b.gif
  7. http://i072.radikal.ru/0912/77/853553c1e42c.gif http://i070.radikal.ru/0912/cb/ff3f0f89d7bd.gif
  8. http://s48.radikal.ru/i121/0912/82/2b26980c02ae.jpg რუსთაველი არ არის მაგრამ ეს სინათლის ირმები ძალიან მომწონს. http://i013.radikal.ru/0912/98/77b495b7b086.jpg
  9. შობა - ახალი წელი გვიახლოვდება, ყველაზე დიდი, სპეტაკი და მშვენიერი დღესასწაული... "დაგვბედებოდეს ნატვრის ახდენა, და სიყვარული ბავშვივით წრფელი!" მოვემზადოთ მის შესახვედრად. http://s02.radikal.ru/i175/0912/cd/22c2e6e31cb6.gif
  10. - - - სასწაულივით მოვიდა თოვლი, თეთრი პეპლებით აივსო ქუჩა, მე შენს წინ ვდგები როგორც მარტვილი, ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ... სავსეა სული შენი ძახილით, თოვლით, იებით, მზით და ქარებით, სასწაულივით დგახარ ჩემს წინ და სასწაულივით ვერ გეკარები. თითქოს სიზმარში მოვიდა თოვლი - თეთრი პეპლებით სავსეა ქუჩა, მე მეშინია შენი გაქრობის, ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ!..
  11. იმდები უნდა გაგიცრუო, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
  12. - - - როცა ქუჩაში დიდთოვლობისას, აღარ გესვრიან ბიჭები გუნდას, შენ დრო და ჟამი ყვავილობისა, უკვე წარსულად ჩათვალო უნდა. მერცხლის მოფრენის დრო და საათი, როცა სულ ერთი გახდება შენთვის, თუ თვალხმიერად არავის ეტრფი, გაგხუნებია სიზმრები თეთრი... ხიდან ჩამოშლას ჩიტის ბუდისას, ვეღარ მიიტან როდესაც გულთან, შენ სიმღერები სიჭაბუკისა, უკვე წარსულად ჩათვალო უნდა!...
  13. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ბავშვებად რჩებიან. :buchti:
  14. - - - ჯურღმულებში, ჩემი ქუჩის ბოლოს, ცხოვრობს ერთი დაღუპული ლოთი, შეუწირავს ახალგაზრდა კაცი, ერთი ქალის უსასრულო ლოდინს... დალევს ღვინოს, საღამომდე ელის, ზის და ელის თუ არ მოვა დილას, ფეხისწვერზე გაპარვიან წლები და ლოდინით შეაბერდა დივანს! მოდით, ერთად ვადღეგრძელოთ კაცი, ვიდრე სასმისს ავიღებდეთ ხელში, ერთი გრძნობის სადღეგრძელო შევსვათ, ლოთი რომ სვამს და ვერ შესვა დღემდის!...
×
×
  • შექმენი...