Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. ლ ი ც ი როგორ ხარ? დე, თვალებმა ისაუბრონ... დე, თვალებმა ისაუბრონ, შენ ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას, ეგ თვალები უკეთ მეტყვის, რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას! ნუ მიცქერი ასე გრძნობით, ჟრუანტელმა დამიარა და ჩემს სულში სიყვარული ჩანჩქერივით ჩაიღვარა... მაშ თვალებმა ისაუბრონ, ნუ, ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას, მაგ თვალებმა უკვე მითხრეს, რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას!
  2. გამარჯობა ლიცემერ * * * აი, სად შემხვდი ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია, შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია. შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს, და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია, შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია... მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავაგვიანე... ძალიან მიყვარს ეს ლექსი
  3. http://i011.radikal.ru/1005/51/4347625e3532.jpg
  4. მთავარი ის კი არ არის, ვის რა ეწყინა, უბრალოდ, ასეთი გამოსვლის შემდეგ მე მას პოლიტიკოსად ვეღარ აღვიქვავ.
  5. ვინმე თუ გულით არ მელის! ვისთვის ცხოვრების აზრი ვარ და სილამაზე აპრილის, ვისთვის ღრუბელი სევდისა, ციდან ცრემლებად დაღვრილი. ვისთვის თვალთმაქცი მზის სხივი, ვისთვის მთოშავი ქარ - წვიმა, ვინმე თუ გულით არ მელის, მასთან არასდროს არც მივალ!...
  6. * * * რა უსაზღვრო ნაღველს მალავს სული, ჩემი მეუფე, სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს, ანდა მის გარეუბნებს! აწვიმს მიწას და სახურავს და შრიალით ავივსე, სევდა, - სულში ჩასახული უკრავს წვიმის კლავიშზე...
  7. * * * ცაზე ციმციმებ ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი, ო, როგორ მინდა, ხელი წუთით მაინც შეგახო, ო, რა ხანია გელი... ბედის ვარსკვლავო, შემომხვიე თბილი მკლავები, ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა, ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული, ვინ შეგიყვარდა? ბედის ვარსკვლავო, ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი, იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული, ჩუმად მითხარი... ბედის ვარსკვლავო... იდუმალო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ციმციმებ საიდუმლო, მარადიული, ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით და... სიყვარული!
  8. * * * მიწას ასკდება წვიმის წვეთები, აურაცხელი წვიმის წვეთები, ისეთი დიდი თავგამოდებით, ისეთნაირი სულისკვეთებით - თითქოს უბრალო წვიმა კი არა, საერთო ძილში ცას ღვიძავს მარტო, და სიმარტოვის ორომტრიალში შეშინებული კაცს ეძებს სანდოს!...
  9. * * * გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა, გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაადო ხუნდი, გამოწვდილ ხელებს შეიძლება ეამბორო და გამოწვდილ ხელებს შეიძლება ენდო ბოლომდის!
  10. * * * ვდუმვარ, ხანდახან მებუტება დაღლილი ბაგე, ეხლა სადა ხარ, ვისი სულის სამყაროს აგებ? თვალნათლივ გხედავ, მეურჩება მაინც გონება, ვერაფერს ვბედავ, მავსებს ეჭვი და დაღონება. არა და ვიცი, მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს, არ მჯერა ფიცის, კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი... ერთადერთი ხარ? არ მგონია, ყველა ერთია, ვითომ ღმერთი ხარ? შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია! ვდუმვარ... ხანდახან გავუყუჩდე სიყვარულს უნდა, ეხლა სადა ხარ, ჩემს დუმილში მომეხმე მსურდა...
  11. * * * ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ, ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ... როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვე ვერასდროს, ვერასდროს, შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან. შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...
  12. ლ ი ც ი გმადლობ, ძალიან ლამაზია. * * * თვალებს ნუ დახრი, უნდა ჩაგხედო, უნდა ვიპოვო სევდის იარა, ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი, როგორც ჩემამდის ხმებმა იარა. უნდა ვიპოვო ის მონატრება, შენ რომ თვალებში დაგიწყლიანდა, უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში და მოგიშუშო ყველა იარა...
  13. მონატრება გაზაფხულის მონატრება მომეძალა, სიყვარული, ცრემლიანი თვალები, მორთმეული ყვავილები მომენატრა, წარსული და ის ლამაზი წამები. ის ნიავი, ტირიფები მომენატრა, იები და თეთრი... თეთრი ვარდები, ლექსით სავსე მოგონება მომენატრა ის ლამაზი სინამდვილის ზღაპრები. მომენატრა ის წარსული გაზაფხული, ცრემლით, მზით და ლურჯი იის ფერებით, დავბრუნდები ტირიფების ხეივანში, ოცნებაში ისევ მოგეფერები. გაზაფხულის მონატრება მომეძალა, მზის სხივების, ცრემლიანი თვალების, მორთმეული ყვავილები მომენატრა, ბავშვობა და ის ლამაზი წამები... http://s003.radikal.ru/i201/1003/dc/002c5b72d365.jpg
  14. http://s53.radikal.ru/i140/1003/d2/184f6cc14f56.jpg გაზაფხული შემოსულა ლენ...
  15. გმადლობ მალინა, ტკბილეული ძალიან მიყვარს. http://i076.radikal.ru/1003/97/23d84521af25.jpg ყავა მიირთვი
  16. * * * მოგენატრები... და მე ვიცი ეს მონატრება რამდენჯერ ცრემლებს გაგიჩენს თვალში. მოგენატრები და მე ვიცი ეს მონატრება რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში. მოგენატრები... და მე ვიცი ამ მონატრებას ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის. მოგენატრები ახლაც და მერეც, როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში. მოგენატრები, ჩემს მონატრებას ბევრჯერ გაყვები უღმერთოდ ქარში.
  17. არა, პირადად არ ვიცნობ. ნეკრო და მალინა კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩემს გვერდზე.
  18. * * * ტოტზე იჯდა და ღამეს ათევდა, დამჭიკჭიკებდა მაღლიდან, ჩემს სიცოცხლეს რომ აფერადებდა, ის ჩიტი სადღაც გაფრინდა...
  19. * * * გაზაფხული გახმიანდა კვლავაც, დაიღვარა მუქ, ლილისფერ ფერებად, სიყვარულის ერთი სუსტი ხმა ვარ, ხმა ვარ, ვიცი, არვინ მომეფერება. გაზაფხულზე მოვინატრებ სიცოცხლეს, მზეს როცა აქვს მოალერსე ხელები, თან გავყვები იებსა და ენძელებს, ხმა ვარ, აბა, როგორ მომეფერები?
  20. http://s002.radikal.ru/i199/1002/0b/2016377157d7.jpg http://s39.radikal.ru/i084/1002/06/19ab17495bcc.gif
  21. მე და შენ ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი, ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა, შენ - ცისკენ აღერილი გედი, მე - ზღვაში ჩაძირული ანძა. შენ - მოდრეიფე ზვირთი, მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა, შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი, მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა. გზად ათას საფეხურებს ტოვებს კვლავ წყვილთა უსასრულო წყება, მე შენში აღმაფრენა ვპოვე, შენ ჩემში ცრემლები და წყენა. და უხმოდ მიმატოვე მარტო, შენ კარი მომიხურე ცივად, მე ფიქრთა ქარავანი მართობს, და გული უსასრულოდ მტკივა...
  22. ჩემთვის ძნელია ხმის მიცემა ვინმესთვის, რადგან თითქმის არავის ვიცნობ, თუ არ ჩავთვლით ლიცის, შევეცდები გავეცნო დასახელებული კანდიდატების ნაწერებს. საარჩევნოდ ცალკე თემა გაიხსნება?
  23. * * * ჩემში ვერ ნახავ მორჩილებას ყოველი ქალის, ვერც მე ავიტან შენს გულგრილ მზერას, ატმების ხანძარს, ჩემს კარებთან უშენოდ ჩავლილს მზე წაიღებს და ვით ბედისწერას დაველოდები, წვიმა როდის აკოცებს მაისს, რომც დავიჯერო გულზე წუხილს შემოიცოცებ, რას არ შეგარქმევ, შეუცნობი დამრჩება მაინც, სხვის ნამდვილ ღიმილს, რით სჯობია შენი სიცივე? ზმანება შენი, მონატრების ლურჯ ბრწკარებს ერთვის, და დაგაქვს წლები მოლოდინის, ანდა წვალების, ო, შარშან იყო, სხვას ვარდები მოჰქონდა ჩემთვის, მე კი მრჩებოდა შენსკენ თვალები...
×
×
  • შექმენი...