Jump to content
Planeta.Ge

ნინო

პლანეტელი
  • პოსტები

    158
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ნინო

  1. ზამთრის მონოლოგი ცივა, სხეული გამომეფიტა, მალე ყინულად გარდავიქმნები, ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები. მეგონა უცებ გაიდარებდა, მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს, შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან, რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ. მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ. როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ, როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად. და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს... ნადირი
  2. მე მინდა ჩემს დასაფლავებაზე კარგმა მუსიკოსმა დაუკრას, - ამბობს მომაკვდავი. - გეთაყვა, რომელი მუსიკის მოსმენას ისურვებდით? - ეკითხება ახლობელი.
  3. http://s59.radikal.ru/i165/1001/3e/d58a620d604f.gif
  4. რატომ არ პატიობენ ქალები, ღალატს?! არ თუ ვერ?
  5. - - - სასწაულივით მოვიდა თოვლი, თეთრი პეპლებით აივსო ქუჩა, მე შენს წინ ვდგები, როგორც მარტვილი, ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ... სავსეა სული შენი ძახილით, თოვლით, იებით, მზით და ქარებით, სასწაულივით დგეხარ ჩემს წინ და სასწაულივით ვერ გეკარები... თითქოს სიზმარში მოვიდა თოვლი - თეთრი პეპლებით სავსეა ქუჩა, მე მეშინია შენი გაქრობის, ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ!...
  6. http://s56.radikal.ru/i151/0912/3c/fe9f496f8d02.jpg
  7. http://s02.radikal.ru/i175/0912/b6/971655c42f75.jpg
  8. - - - ახალწლის ღამეს გინატრებთ მეკვლედ, და სიყვარულო, ნუ გაგვაწბილებ, ვისაც ოცნება უსაზღვროდ გვიყვარს, შენი სინაზე გაგვინაწილე. ყველა ქალსა და ყველა გოგონას, გულის ფიცარზე მიუკაკუნე, რომ გრძნობდეს ყველა, როგორ ირხევა მთვარე - ლაჟვარდის ვერცხლის საყურე... ყველა ბიჭსა და ყველა მამაკაცს, თავდავიწყებით ტრფობა ასწავლე, რომ დაინახონ მთრთოლვარე ცრემლი, შეყვარებული ქალის წამწამზე!
  9. http://s40.radikal.ru/i090/0912/c9/de39a8f60944.gif http://s49.radikal.ru/i124/0912/b0/c6fe37b1f1d2.jpg
  10. ლ ი ც ი :hello: - - - ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს თორემ, არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება, იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა... ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, როგორც "მზეშინა", თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩიათ. ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს, სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი, არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს! ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა... ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს რადგან, არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება, სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა! დალილა ბედიანიძე
  11. - - - იწვის წიგნები და ბარათები ღაწვზე - თხიერი... მიტოვებულიც, ნაღალატევიც ხარ მშვენიერი! იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე, ადვილად ითქმის, ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე, ვერაფერს თითქმის! იყავი შენში დარწმუნებული თვალზე თხიერით, გამტყუნებულიც, დაწუნებულიც ხარ მშვენიერი! ის არ წასულა თავისი ნებით, არც ჰაი - ჰარად, თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით, ზღვამ წაიყვანა... მეც ზღვა მომესმის გამძვინვებული, ზღვა შენმიერი, სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც ხარ მშვენიერი!...
  12. ულამაზო გოგო ჩემს ქუჩაზე ულამაზო გოგო ცხოვრობს ერთი, არასოდეს დასცდენია საყვედური ღმერთის. შეიძულა მერე როგორ სურათი და სარკე, მისი ტოლი გოგონები მისხდომიან აკვნებს! ის კი ჩუმად უმზერს ჭიშკარს, წლებსაც ჩუმად ითვლის, არავის არ დაუნიშნავს პაემანი მისთვის. სულ რაღაცას ეფარება თავდახრილი, მორცხვი, ჯერ არ იცის ნეტარება იმ პირველი კოცნის... ეჰ, რამდენჯერ იდედოფლა სიზმარში თუ ძილში, და მას შემდეგ სტკივა თითი საქორწილო ნიშნის. ჩემს ქუჩაზე ულამაზო გოგო ცხოვრობს ერთი, არასოდეს დასცდენია საყვედური ღმერთის. კაცს რამდენი სილამაზე ჩასჭკნობია ხელში, მერე გული უძებნია ცრემლებით და ხვნეშით... მას კი ოქროს გული დაჰყვა, მოხასხასე მუდამ, მაგრამ რა ქნას, მაგრამ რა თქვას, გულს მონახვა უნდა! მიაგენით! ვიდრე სხივი ჩამოდნება მთვარის, ჩქარა, თორემ დარდი მომკლავს, დაბერდება ქალი!
  13. ლ ი ც ი როგორ ხარ? :hello: - - - გითხარი.. გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი, ბავშვივით დამტუქსე თან: "რა ცუდი ყოფილხარ.. მომეშვი... გამცილდი... როგორ გამიბედე თქმა". არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ, მეძახი ცუდსა და შლეგს, მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ- როგორი კარგი ხარ შენ!
×
×
  • შექმენი...