-
პოსტები
2.731 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი georgekh13
-
ადვილად... რუსეთის ფირმები ყიდულობენ საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს? რუსეთის მოქალაქე არის მინისტრი? რუსეთში გამდიდრებული ე.წ. ბიზნესმენი იყო მინისტრი? მინუსი შენ ჩემგან...
-
კარგი არ გვინდა კამათი... ოღონდ დამეთნახმე, რომ პროექტის შესრულებაა მთავარი და არა ის, თუ ვინ შეასრულებს შავ სამუშაოს...
-
და მთელი მისი პოლიტიკა, და მთელი პოლიტიკა მისი შემდგომი საბჭოთა კავშირისა შენი სიტყვების საწინააღმდეგოს ამტკიცებს... სადაც კი დარტყმული მემარცხენე რევოლუციონერი გამოჩნდებოდა ყველას საბჭოთა კავშირი აფინანსებდა... სტალინს სწორედ ისევე უნდოდა მსოფლიო მმართველობა, როგორც ჰიტლერს... და მათ შორის ამ მხრივ დიდი სხვაობა არ არის...
-
ვერ დაგეთანხმები... რუსეთის ინტერესებში შედიოდა არა კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, (რომელიც ალბათ იქნებოდა დამოუკიდებელი და მეტ-ნაკლებად უმართავი მისი, რუსეთის მხრიდან), არამედ საქართველოზე ზეგავლენის გაძლიერება და მისი მართვა... რა მიიღო ახლა რუსეთმა? საქართველო დასუსტებული, არათავისუფალი (რუსეთის მოქალაქე, KGB-ს თანამშრომელი მინისტრი), ყველაფერი მიეყიდა რუსეთს... მთავრობა, რომელიც უძლურია ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში და მარტო კონცერტების გამართვა შეუძლია... ეს იყო რუსეთის ინტერესი და მიაღწია კიდეც...
-
იწყობა ჩინეთში, კი, მაგრამ მზადდება სად? და apple რომ კარგია, ამაში ჩინეთს რა წილი მიუძღვის?
-
გეთანხმები... რუსეთს ახლა აწყობს მიშა, იმიტომ რომ იძახის არ დაველაპარაკებიო... რომ დაელაპარაკოს, რა უნდა თქვას? ამიტომ ასეთი გაყინული სიტუაცია ურჩევნია... და კიდევ სად მონახავს ისეთ პრეზიდენტს, რომელიც მხოლოდ შადრევნების გახსნით იქნება დაკავებული და ბათუმში ხულიოს კონცერტების მოწყობით?
-
ეგ ანეგდოტი, რომაა ხომ იცი? 'რაო, ბიჭო, რა თქვა იმ მათხუარმა ამერიკამო?' ორი გლეხი პრასს რომ მიირთმევს და ამ დროს ამერიკაზე ჭორაობს...
-
ლოკალურად უდგები საქმეს... შედიოდა რუსეთის ინტერესებში აფხაზეთის და ოსეთის ახევა და აგვახიეს კიდეც... შედის რუსეთის ინტერესებში მიშას პრეზიდენტობა და არის კიდეც პრეზიდენტი... როგორ გგონია, მედვედევმა მართლა ემოციების გამო გასცა შეტევის ბრძანება... ეს სპეცოპერაცია იყო... სიტუაციის დაძაბვა, საქართველოს ჩათრევა ომში და პირველი გასროლის (ყოველ შემთხვევაში მთელი მსოფლიოსთვის) ჩვენთვის შეტენვა და მერე შემოსვლა საქართველოში... კითხვა: ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? ვიცი მიპასუხებ, გერმანიამ/ჰიტლერმაო... და მართალიც იქნები, რატომ? იმიტომ რომ პირველი ჰიტლერმა გაისროლა და მან შემოუტია საბჭოთა კავშირს... ის კი არავის ახსოვს, რომ 1939 წელს საბჭოთა კავშირი და გერმანია ერთად იბრძოდა, გვერდიგვერდ და გამარჯვების აღლუმებსაც კი მართავდნენ... პოლიტიკა რთული საქმეა და არა შადრევნების მოწყობა... რუსეთი და პასუხისმგებლობა? და საერთოდ პასუხისმგებლობა დიდ პოლიტიკაში სხვა სახელმწიფოს და სხვა ხალხის მიმართ? მესმის პასუხიმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ, მაგრამ სხვა ქვეყნის მიმართ არ არსებობს... არსებობს საკუტარი ქვეყნის ინტერესები რაღაც მომენტში და მორჩა...
-
ჩინეთი რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი? წინააღმდეგი ამერიკა შეიძლება იყოს და დაკეტოს თავისი ბაზარი ჩინეთის პროდუქციისთვის... მერე ნახე შენ ჩინეთის 'განვითარება სწრაფი ტემპებით'... პს. ჩინეთში დანმზადებულ ხარისხიან ნივთებზე ნუ ვილაპარაკებთ.. ყველა ნაგავია, უბრალოდ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად...
-
ეგ ცხადია... 2008 წლის ომი გრუ-ს კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც ჩვენი მთავრობა რუსეთის მხარეზე იღებდა მონაწილეობას...
-
საქართველოშიც ყიდის ჩინეთი თავის ნაგავს, მაგრამ საქართველოს ბაზარი ვერ შეედრება ამერიკის ბაზარს... რაც შეეხება ჩინეთის უნივერსიტეტებს, რომ მოვა ეგ დრო, მერე ვილაპარაკოთ...
-
ჰო, მაგრამ ეგეც მხოლოდ პუტინის საწინააღმდეგოდ თქვა... და ძირითადად, მთელი ინტერვიუ იყო პუტინის საწინააღმდეგოდ მიმართულ პიარში გათვლილი ერთ-ერთი ნაბიჯი მისი პიარშჩიკების მიერ...
-
პოლიტიკა სწორედ ეგაა... იცრუო ისე, რომ დაგიჯეროს უმრავლესობამ... ბიდლომ... პს. ზუსტად იგივეს აკეთებს მიშიკოც... ევროპას გადავუსწარითო რომ იძახის... ვის სჯერავს? ბიდლოს...
-
ამერიკა არ მიყვარს, მაგრამ იმის არ აღიარება, რომ ის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, არ იქნება მართალი... რატომ გვავიწყდება ყველას, რომ ჩინეთიც, რუსეთის ამერიკის ბაზრით ცხოვრობს... რომ არა ამერიკის ბაზარი, ვის შეტენიდა ჩინეთი თავის პროდუქციას? ასეო, ისეო, ჩინეთს ეკუთვნის ამერიკაო? რა მერე? ზურგზე მოიკიდებს და ჩინეთში წაიღებს? სტენფორდში ვიყავი ორი წლის წინ და 90 პროცენტი ჩინელი სტუდენტია იქ... ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა... რატომ? იმიტომ რომ სტენფორდი მარტო ამერიკაშია ჯერ-ჯერობით... როცა ამერიკელი სტუდენტი ჩინეთში წავა სასწავლებლად და როცა ჩინეთის უნივერსიტეტში მუშაობა პრესტიჟული გახდება, მერე ვილაპარაკოთ ჩინეთის იმპერიის გაბრწყინებაზე და ამერიკის იმპერიის მზის ჩასვენებაზე... პს. კიდო ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ მიყვარს ამერიკა, მაგრამ სიმართლე თვალის სინათლეო... ტენდენცია ჩვენც კარგი გვქონდა რამდენიმე წლის წინ და სად ვართ ახლა? პს. გასული წლის დასაწყისში არგენტინა იყო თურმე ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ყველაზე მეტი იმედის მომცემი ქვეყანა...
-
ახალი არაფერი... უბრალოდ მე მივიღე გადაწყვეტილება და პუტია მეორე დღეს ჩამოვიდაო... უკვე ვსიო პალიხალო... მე მგონი მთელი ინტერვიუ ამისთვის იყო მომზადებული მისი პიარშჩიკების მიერ...
-
კაი რა, რომ არა ამერიკის ბაზარი, რას იზამს ჩინეთი ანდა რუსეთი?
-
საქართველოში კომუნისტური პარტია ისევ არსებობს?
georgekh13 replied to Augustus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არა, მთლად მასეც არ არის... საბჭოთა კავშირში იყო ეროვნების მიხედვით დაყოფა... -
საქართველოში კომუნისტური პარტია ისევ არსებობს?
georgekh13 replied to Augustus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნაც-ბანდა ვისი გაზრდილია? ვისი შვილები და შვილიშვილები არიან? -
ვილნიუსის მერი BTR ებრძვის მოძრაობის წესების დაცვას
georgekh13 replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი, და ესვრიან კიდეც... შეგახსენო? -
საქართველოში კომუნისტური პარტია ისევ არსებობს?
georgekh13 replied to Augustus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეიარაღებული არა.. უბრალოდ ლიბერალურ ლოზუნგებს ამოფარებული... ცხვრის ტყავში, გადაცმული მგლები.. შეიარაღებული, მაინც ნიშნავს, რომ ამ შეიარაღებას იყენებ როცა გჭირდება... ნაც-ბანდა კი, მხოლოდ პიარისთვის იყენებს ლიბერალურ იდეებს... პრინციპში, ლენინიც და სტალინიც ასე იქცეოდნენ... ყველაფერი მშრომელი ხალხისთვის არ კეთდებოდა მაშინაც? ერთმა ჭკვიანმა თქვა (ციტატის სიზუსტეში თავს ვერ დავდებ, მაგრამ აზრი ასეთია), ისტორია მეორდება ორჯერო, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსიო და კომედიაო... ახლა ჩვენ კომედიის და პარსის პერიოდში ვართ... -
საქართველოში კომუნისტური პარტია ისევ არსებობს?
georgekh13 replied to Augustus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით? პს. ვის დავურხიეთ? აგერ არ არიან ხელისუფლებაში დღეს? ნაც-ბანდა აბა ვინაა? მოდერნიზებული ბოლშევიკური, ნეო-ბოლშევიკური მოძრაობა... უბრალოდ ბოლშევიკებმა სახე იცვალეს და სახელი... ესაა და ეს... -
ვილნიუსის მერი BTR ებრძვის მოძრაობის წესების დაცვას
georgekh13 replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სამაგიეროდ, სატურნის მანქანის ნომერი არ ჩანს ტიპი გადადის ქუჩაზე და ხომ არ გადაუვლიდნენ... ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით არ აქვთ ამის ინდულგენცია, რომ დღისი-მზისით... სატურნ, ენრიკეს კონცერტზე იყავი? -
ამ ხელისუფლების მომხრე ვინაა შემოიხედეთ რა
georgekh13 replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას ჰქვია არ იქნება... მიშა მუდამ იქნება, უპატრონოდ ხომ არ დაყრის ხალხს? -
პს. რა ვიცი, მიშა სულ გაიძახის ევროპაში უკეთესიო და ა.შ.