Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. რა შუაშია მისია... როცა ადამიანს არ ესმის, დაბნეულია, გონება დაბინდული აქვს, მისიაა მისი სიბნელიდან გამოყვანა მისია კი არა, კეთილი საქმეა უბრალოდ... "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება"ო...
  2. დრო როგორ არ მაქვს კეთილის საქმისთვის... დრო არ მაქვს წყლის ნაყვისა მხოლოდ...
  3. რა არგუმენტები გინდა იმაზე რომ სტალინი სატანა იყო... ვინც არის გამგები, იმას არც სჭირდება ახსნა, თვითონაც კარგად წაიკითხავს და გაიგებს... 2-ჯერ 2 რომ 4-ია, ამას მტკიცება არ უნდა, ამას პირველ კლასში მასწავლიდნენ მე... ასევე იმას, რომ არავითარი ნათელი მომავლის შეპირებით არ შეიძლება ადამიანს წაართვა სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მისცა... ეს აქსიომაა ჩემთვის და არ საჭიროებს დამტკიცებას...
  4. აქ რა მოსატანია, და პუტინმა რომ არქეოლოგობა დაიწყო, მიშა რას აპირებს?
  5. მე არ მეშლება ნერვები... მეცინება უბრალოდ ასეთი ელემენტარული ამბების მტკიცება რომ მიხდება... სულ დავაიგნორებდი, მაგრამ მინდა, რომ დავეხმარო და ბნელეთიდან გამოვიყვანო , თუ მოინდომებს რა თქმა უნდა თვითონ ...
  6. ბაბუაჩემი დაიღუპა იმ ომში... და ის სტალინის მხარეს კი არ იბრძოდა, სამშობლოს იცავდა და სტალინს მიუძღვის უდიდესი როლი მის სიკვდილში... რატომ ამას შენ ვერ აგიხსნი, დიდი დრო უნდა და რომ გამოვნახო კიდეც ეს დრო, შენ მაინც ვერ/არ გაიგებ... პს. არც ისე მოხუცი ვარ, რომ "ბიძაჩემო" დამიძახო... ყოველ შემთხვევაში, თავს ახალგაზრდათ ვგრძნობ და იმედი მაქვს მოვესწრები იმ დროს, როცა ქართველების თავებიდან სტალინის ფენომენს გამორეცხავენ... ჩემი და ჩემისთანების დახმარებით...
  7. აი, ამაზე რა უნდა გიპასუხო შენი აზრით? სად არის მერე ის "ახალი სამყარო, სამართლიანი, პოზიტიური, ნათელი მომავლით"? სატურნ, ხანდახან მგონია, რომ გვეკაიფება ხალხი...
  8. კარგი რა... ლენინის IQ მაღალი ექნებოდა, მაგრამ გამოსირებული ბოლშევიკი იყო... IQ ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ნორმალურია... მე პირადად ვიცნობ მაღალი IQ-ს მქონე ერთ ადამიანს, პროფესორია და საქართველოში საკმაოდ ცნობილიც, მაგრამ ცხოვრებაში მაგარი კროჭია... და სიბინძურის და პოდლობების მეტი არაფერი უკეთებია თავის ცხოვრებაში... ვიცი კურგინიანი, მომისმენია მისთვის და ერთი მარაზმატიკი ბოლშევიკია... მაგისთანები ხალხს ხვრეტდნენ სტალინის დროს... ა, ხომ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს...
  9. დაივიწყე და ისღა მაკლია სტალინისტი პატივს მცემდეს...
  10. რა შუაშია მხედრიონი და ა.შ. სხვათაშორის, რამდენი მხედრიონელია პარლამენტში, იცი? პს. თუ ძმა ხარ, მძიმე-წერტილი გამოიყენე წერის დროს, თორემ მიჭირს აზრის გაგება...
  11. მიტინგიდან მოდიხარ, თუ მიშას გამოსვლა გაქვს ახალი მოსმენილი?
  12. აი, მაგას რომ იზამ, სწორედ მაშინ დაგემხობა თავზე ინგლისი... რაც ჯერ არ არის გამორიცხული... 16 ათასი პოლიციელი ყავთ გამოყვანილიო და მაინც ვერ შვებიან ჯერეთ რამეს... რამდენია სპეცნაზი? 1000, 2000? რას უზამ 10 000-იან ბრბოს? ვერაფერს... მანდ შეიძლება ჯარმაც არ გაამართლოს... პს. სადღაც წავიკითხე, პირველად პოლიციელბს ბრძანებაც კი ჰქონდათ, რომ არ შეეშალათ ხელი ძარცვისთვის, რომ ხანძარი უფრო მეტად არ დანთებულიყოო... ეეჰ, სატურნ, შენ 26 მაისს და 7 ნოემბრის აქციების დარბევა გგონია უდიდესი მიღწევა სპეცნაზის მოქმედებაში...
  13. მე წაკითხული მაქვს ერთ-ერთი ფიზიკოსის მოგონება, სადაც ის წერს, რომ იმიტომ აირჩიეს ჰიროსიმა, რომ ძირითადად ერთსართულიანი სახლები იყოო და ხისო... ე.ი. უფრო მეტი ზარალი მიეყენებინაო... ამერიკელებმა იქ ატომური ბომბი გამოსცადეს... ეს იყო და ეს... პს. მთელი თქვენი პოლემიკა არ წამიკითხია, ამიტომ შეიძლება მთლად თემაში ვერ ჯდებოდეს ჩემი პოსტი... მაშინ ბოდიში...
  14. რამდენიმე წელი რუსთავის ფორუმზე ვიყავი ზუსტად შენსავით, ქართულად დალაპარაკება მინდოდა... იქამდე მივედი რომ რუსთავი2-ის თანამშრომელმა, თუ არ გიყვარს ნაციკები, აქ რატომ შემოდიხარო... ბოლოს ერთმა რა გააჭირეთ საქმე ერთი სვანით, რომელიც ეკლის ბარდებში დაიკაწრა და ისე მოკვდაო (ამ ადამიანის სახელი და გვარიც ვიცი და დიდ პატრიოტულ გამოსვლებს აწყობს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წინ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ)... ეს იყო ბოლო წვეთი... იქ გართობაზე უკვე საუბარიც აღარ შეიძლებოდა... და დავიხურე ქუდი თუმცა იყო იქ რამდენიმე ნორმალური ადამიანი...
  15. მიკვირს შენი... აქვს კამათს აზრი ფაშისტთან? ნიკს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ... ანდა როგორ უნდა ეკამათო იმას ვინც ამტკიცებს, მაგალითად, რომ გირგვლიანი ეკლის ბარდებში დაიკაწრა და იმიტომ მოკვდა და საერთოდ, რა გავაჭირვეთ საქმე ერთ სვანზე (ასეთი მეორე ფორუმელიც ვიცი)... აქვს ამ ადამიანებთან კამათს აზრი? როგორ უნდა ეკამათო მაგალითად, ადამიანს რომელსაც აიხმანის ნიკი აქვს და აიხმანს აიდეალებს, ანდა სტალინს ეთაყვანება? ასეთი ადამიანები, როგორც იტყვიან, კლინიკური შემთხვევები არიან და მათ კამათო-თერაპია ვერ უშველის, ტვინის ტრეპანაცია სჭირდებათ... ბოდიშს მოგიხდით ყველას, მაგრამ მე მგონი მარაზმში გადავდივართ ელემენტარული ადამიანური თვისებების საჭიროების მტკიცებით და გამართლებით...
  16. ხელისუფლებამ ამ დონეზე არ უნდა მიიყვანოს საქმე, თორემ ხალხი რომ გამოვა ქუჩაში, მერე შეიძლება ჯარი გახდეს საჭირო, და შეიძლება არც უშველოს... ნუ იქნება ოღონდ ბუნტი... არასტაბილური მდგომარეობაა ბუნტი, არაწრფივი, რომლის მარტივი, წრფივი ამოხსნა (პოლიციის გამოყვანა, სპეცნაზი) უკვე აღარ არსებობს...
  17. თურქეთში მაღაზიის ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. კახა კეკუტია, გურამ თოლორდავა და კახა ვეკუა ქალაქ ტრაბზონში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ეჭვმიტანილები მარასტრიტის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში ქურდობისას აიყვანეს. მაღაზიის მეპატრონემ ადგილობრივი პოლიციის გამოძახება მოახერხა. ხომ მოუხდება ახლა ამას ასეთ დაფაზე გაკვრა: ვინ გვარცხვენს
  18. ევროპაში მოიპარავ, დაგიჭერენ (თუ დაგიჭირეს) მიუხედავად იმისა ძველი ბიჭი ხარ თუ ახალი... ისე ბევრი ვიცი რომ ქურდობს და მამაძაღლობს აქ, მარა, პოლიციაც არ არის ჯაბანი... მე გამოვედი მაგ მდგომიარობიდან... ჩემთვის პოლიციელი ჩემი დამცველია... თუმცა აქამდე გავლილი ცხოვრების ნახევარზე მეტი მეც მასე ვფიქრობდი...
  19. შენ გინახავს სხეული მოკლულის? შემოაკვდათ ხომ? დუმბაძეს აქვს კარგად ნათქვამი: ქართველებსო ერთი ჩვევა გვაქვსო, მოვკლავთ კაცს და შემომაკვდაო ვიტყვითო, მისი ბრალი იყო რომ მოვკალიო...
  20. ხდება, მაგრამ დამნაშავეს დასჯიან და არც უდოთი გამოუშვებენ... პს. გირგვლიანის შემთხვევა შეცდომა არ იყო... წინასწარგანზრახული მკვლელობა იყო და არც შემკვეთები დასჯილან... თუ მე მეშლება რამე?
  21. რა ვიცი, აქ თქვეს, ისროდაო, ოღონდ პირველი გასროლა პოლიციელმა მოახდინაო... მოკლედ არ ვიცით ჯერ რა მოხდა...
×
×
  • შექმენი...