Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. ნუკრიკო, გავიარეთ ეგ გზა და შენ კიდევ ერთხელ გინდა გაგვატარო? არ იშლი ხომ შენსას?
  2. ჩვენ მიშა გაგვიჩალიჩებს რაცხას... პირდაპირ ობამას დაელაპარაკება და საქართველოზე გამონაკლისს გააკეთებინებს...
  3. ერთ ჩემ მეგობარს ავარია მოუვიდა. 4 წელი მისცეს პირობით... ჯაშუშებსაც 4 წელი...
  4. საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას მათთან, მაგრამ ხანდახან მაინც ვერ მოვითმენ ხოლმე, როცა ყველაფერის გამართლება ხდება...
  5. რომ შეგიფასონ 1000 დოლარად და საბუთი დაგიდონ წინ, ოფიციალური, და თან პატრული მოგადგეს გარეთ გამოსაყვანად, რას იზამ, გაყიდი? თუ უარს იტყვი? შენ რა გგონია, სატურნ, ბოტანიკურ ბაღს გაყიდიან და კაპიკ-კაპიკ მოსახლეობას მოახმარენ ფულს? თუ მიშა აიშენებს კიდევ ერთ სასახლეს ანდა აუზს სადმე და მორჩება ამით? შენ რომელი გგონია უფრო ალბათური, პირველი თუ მეორე?
  6. მესმის შენი, მაგრმა მთელი საქართველო რომ გაწყდეს ერთ დღეს, როგორ გგონია, მიშას წარბი შეუტოკდება?
  7. ფულზე დგას სატურნ, ფულზე... ამერიკის ფულზე... და ხალხიდან ამოღებულ ფულზე კიდევ... და კიდევ ქართველების 'სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო', 'მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო', და კიდევ ბევრ რამეზე... და მასეთ ნაბიჭვრებს, რომლებიც სჭირდებად შავი სამუშაოს შესასრულებლად, ბევრს იპოვი საქართველოში... გამოიყენებენ, და მოიშორებენ...
  8. სატურნ, არ მოგწყინდა ნაციკების მართლება? სახლს რომ გაგიყიდიან, ღმერთმა გაშოროს, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაცაში დაჭირდეთ ან შენობა, ანდა ადგილი რაზედაც შენობა დგას, და 113 ლარს მოგცემენ კომპენსაციას, მერე რას იტყვი პს. ტყუილად ამართლებ ამ ვაჭრობას... მაღალ ფასებზე ლაპარაკიც არ მიდის... მაგალითად, ქალაქის ცენტრში, შენობა, რომლიდანაც კვლევითი ინსტიტუტი გამოაგდეს, (სხვათაშორის ის ინსტიტუტი ჯერ ილიას უნივერსიტეტს შეუერთეს და ახლა დაფინანსება შეუწყვიტეს და მალე გაუქმდება) 5000 ლარად გაიყიდა... მაღალი ფასია? გითხრა რატომ გაიყიდა 5000 ლარად? იმიტომ რომ ნაციკების ჯგუფიდან იყიდა ვიღაცამ... ვიცი ვინც, მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ იმ მინისტრის პატიოსნების გჯერა და გულს არ გატკენ ახლა
  9. მე ეგ არ მქონდა მხედველობაში... ედიკას დროსაც, და ახლაც ის ფული არ მიდის ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებლად...
  10. სატურნ, რა მნიშვნელობა აქვს, რა თანხას გამოაცხადებენ...
  11. ყველაფერი ფარდობითია... მაჰმუდა მართლა არაფერს არ წარმოადგენს... ირანში მთავარი მათი რელიგიური ლიდერია. ამას წინათ მაჰმუდას მაგრად დაურხიეს... წარმოიდგინა რომ მართლა მაგარი იყო და მოსვეს ადგილზე...
  12. სანაძლეო გინდა? რომ ვერც 2 წელიწადში, და ვერც ვერასოდეს მაჰმუდა მაგას ვერ იზამს... და საერთოდ იგი ირანში არაფერს არ წარმოადგენს...
  13. სწორედ ეს ჰქონდა მიზეზი ინსტიტუტების გაერთიანებას უნივერსიტეტებთან... ჯერ გააუქმეს, როგორც დამოუკიდებელი, შეუერთეს უნივერსიტეტს, მერე სულ გააუქმებენ... რაც თითქმის მოხდა უკვე... მერე ნელ-ნელა უნივერსიტეტებსაც მიახურავენ... თქვენ წარმოგიდგენიათ ვაკეში რა ადგილზე არის თსუ და შენობები ფუჭდება უაზროდ (ნაციკების აზრით)... შეამცირებენ უნივერსიტეტს, შეყრიან ყველას მაღლივის კორპუსში და გაყიდიან ვაკეში კორპუსებს... ნაციკების პოლიტიკა აქეთკენ მიდის... განათლების დარხევა, ხალხის დამოქლიავება... რადგან დაქლიავებულის მართვა უფრო ადვილია... ადვილია ამღერო ასეთი ხალხი 'მომძღვნელმან ჩვენისა პურისა და სარჩოსი, რომელი არს მიშა, გიორგი, პოლიქტე, ივანე და ა.შ.' და მორჩა აღარ არის საქართველო...
  14. საწყალი ებრაელები... ჯერ საქართველოს შეხედე, და მერე ისრაელს... ჯერ საქართველოს არმიას შეხედე და მერე ისრაელის ჯარს...
  15. ევროპაში მგზავრობა ავტობუსით ძალიან ძვირია, ევროდან დაწყებული და ზემოთ... ასე რომ, როგორც ბატონი პრეზიდენტი ბრძანებს, საქართველომ უკვე გადაუსწრო ბევრ ევროპულ ქვეყანას და აქაც ხომ არ ჩამოვრჩებით, ამიტომ ნუ წუწუნებთ... მგზავრობა გაძვირდა, ე.ი. აქვს ხალხს გადახდის საშუალება, აქვს გადახდის საშუალება, ეი ფული აქვს ხალხს, ფული აქვს საიდან? ხელფასებიდან, ეი მაღალი ხელფასები აქვს, ეს რას ნიშნავს, ევროპას დავეწიეთ და მალე გადავუსწრებთ... გიხაროდენ...
  16. ებრაელები რა შუაში არიან ახლა აქ?
  17. საიდუმლო არ არის, უბრალოდ გამოძიება გადაწყვეტს რა ინფორმაცია გაუზიაროს პრესას და რა არა... მაგრამ ადვოკატებს კი უფლება აქვთ ყველაფერი თქვან რაც მოეპრიანებათ... ამ შემთხვევაში კი ადვოკატებს აუკრძალეს რამის თქმა... ეს რამდენად კანონიერია, არ ვიცი...
  18. ეეჰ, მიდიან კარგი ადამიანები... ღმერთმა აცხონოს...
  19. როცა მღვდელი ამცირებს ადამიანს, რომელიც ცოცხალია და შეუძლია ადგეს და წვერები დააგლიჯოს მი ვითომ მღვდელს, ეს ერთია, მაგრამ როცა მღვდელი ამცირებს ადამიანს, რომელსაც რამდენიმე საათში მიწა უნდა დააყარონ, მეორე ამბავია და ერთმანეთს ვერ შეადარებ... გავერთობი რა თქმა უნდა იმ ქლიავით, რომელიც გაბადრულია სიხარულისგან, მღვდელმა რომ უპარტყუნა ქორწილში...
  20. ნუ მკრეხელობ... ხომ შეიძლება ღმერთი მართლა არსებობდეს და რომ მიხვალ იქ 1000 წლის მერე, შეგრცხვება...
  21. აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის გასაცემ ვიზებზე ქვეყნის კოდის ფორმულირებას ცვლის. განახლებულ დოკუმენტზე GEO იქნება მითითებული. შეერთებულ შტატებში საქართველო ყველა ოფიციალურ დოკუმენტში „Georgia" - დ იწოდებოდა, თუმცა ვიზებში ქვეყნის კოდად ძველი ტრადიციით მითითებული იყო „გრუზიას" შემოკლებული ვარიანტი „GRZ". მიუხედავად იმისა რომ ფორმულირების შეცვლა ფინანსური და ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული პროცესი იყო, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დათანხმდა ქართული მხარის მოთხოვნას და ვიზებზე, რომელიც დღეიდან გაიცემა, GEO იქნება მითითებული. „პროცესი საბჭოთა მემკვიდრეობიდან განთავისუფლებისა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთაც და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. „გე-რე-ზე" კოდი ჩვენთვის რა თქმა უნდა იყო მიუღებელი. მიუხედავად ურთულესი პროცესისა, ეს პრობლემა გადაიჭრა. დღეიდან ყველა ვიზა რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება GEO კოდით, ანუ გეორგიას აღმნიშვნელი კოდით. ეს არის სერიოზული მიღწევა ჩვენი დიპლომატიისა", - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა. --------------------------- კიდევ ერთი წარმატება... ა, ბატონო, ამათ არ დაკბენენ...
×
×
  • შექმენი...