Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. რომელი გამოძიება? გირგვლიანის მკვლელობა რომ გამოიძია?
  2. საზღვარგარეთ სად? სომალიში? არ გაგიგოს ეგ მიშამ თორემ ეწყინება, ჩვენ ევროპაზე უფრო უკეთესი ევროპა ვართო... და შენ კიდევ შიმშილით წყდებიანო...
  3. და მოღალატე რომ არის, ეს შენ უნდა გადაწყვიტო, რა თქმა უნდა...
  4. მე რატომ უნდა მენდო, ფაქტებს უნდა ენდო... რაღაც მეეჭვება ინტელექტი ჩინეთში მიედინებოდეს ანდა ინდოეთში... სამსახურს როცა ვეძებდი, 10-ჯერ და მეტჯერ მეტი მოთხოვნა იყო ამერიკის უნივერსიტეტებზე, ვიდრე ევროპის სასწავლებლებზე... არ გვინდა კამათი ახლა ტვინები საით მიედინება, უბრალოდ შეგიძლია მითხრა თუნდაც ერთი ინოვაციური ნივთი ჩინეთში დამზადებული? ახალი, რომლის მაგალითი არ არსებობს მსოფლიოში... მე ფიზიკოსი ვარ და არა ეკონომისტი... მე უბრალოდ რეალობას ვხედავ და ვხვდები რომ ამერიკის სისტემა სჯობია ჯერ-ჯერობით ყველა დანარჩენ სისტემებს ეკონომიკებისა მთელ მსოფლიოში... აგერ, ვალის ზედა ზღვრის გაზრდაზე მიდიოდა ცოტა ხნის წინ ამერიკაში პოლიტიკური (ცხადი იყო, რომ მიაღწევდნენ შეთანხმებას) კამათი დემოკრატებსა და რესპლიკელებს შორის და მთელი მსოფლიო შიშისგან კანკალებდა, რა გვეშველება, რომ ვერ მოილაპარაკონო რატომ ნეტავ?
  5. დავიწყოთ ბოლოდან სულაც არ ვარ ამერიკის ეკონომიკაზე შეყვარებული... პირიქით, ვიცი რომ მგლური კანონებით მოქმედებენ, მაგრამ უკეთესი (ყველასგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას მოთხოვნის მიხედვით... ) ჯერ არავის მოუგონია (უტოპიას არ განვიხილავთ, მხოლოდ რეალურად მოქმედ სქემას)... ახლა რაც შეეხება ჩინეთს... ჩინეთს ჩამორჩენილი ეკონომიკა ჰქონდა და ეყოთ ჭკუა (საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით) არ გადაეყოლებინათ ქვეყანა იდეოლოგიისთვის... იაფი მუშახელის წყალობით დაიწყო ჩინეთის ეკონომიკამ განვითარება, მაგრამ რადგან ჩამორჩენილი იყო ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით, ამითომ გვეჩვენება, რომ თითქოს მაგრად ვითარდებიან... ჩინეთის ეკონომიკა დამოკიდებულია ამერიკის ეკონომიკაზე, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ პარაზიტობს მასზე... ფიქსირებული ვალუტა და ა.შ. ამერიკის ეკონომიკას რომ დაენძრეს, ეგრევე დაენძრევა ჩინეთის ეკონომიკასაც... ამბობენ რომ კრიზისის გამო უკვე შეინიშნება ჩინეთის ეკონომიკაში პრობლემებიო... ამას, რომ თავი დავანებოთ, მოდი ვთქვათ გულწრფელად, რომ ჩინელებს ჯერ არაფერი შეუქმნიათ/მოუგონიათ... მხოლოდ კოპირებას აკეთებენ და ტექნოლობიების მოპარვას... და თუ გინდა, რომ ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკის ეკონომიკას გადაუსწროს, ისინი უნდა გავიდნენ ახალ ფაზაზე, ახალი ტექნოლოგიების გამოგონებაზე და დანერგვაზე... და არა ამერიკაში მოგონილი ტექნოლოგიების აწყობაზე... ესაა და ეს...
  6. ამერიკა მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა ახალი იდეების და გამოგონებების მიხედვით... შენ ამერიკის უნივერსიტეტები უნდა ნახო... ევროპელისთვისაც კი იქ სწავლა პრესტიჟის ამბავია და კარიერის გარანტია... პს. რაც შეეხება ამერიკის ეკონომიკის სიკვდილს, ძალიან გაზვიადებულია ეს ამბავი ეეჰ, ნუკრიკო, საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ: ამერიკა ლპება სოციალურადო, ხოლო საბჭოთა კავშირი კაპიტალურადო... მე არ ვამტკიცებ, რომ ამერიკის ეკონომიკური მოდელი გენიალურია და ბოლო ფორმაციაა ადამიანთა განვითარების ისტორიაში... არა, მაგრამ უკეთესი ჯერ არავის მოუგონია, თუ არ ჩავთვლით უტოპიებს...
  7. მიტინგებზე კიდევ დადიხარ? თუ ეს რვეულში გაქვს ჩაწერილი პოლიტმომზადების დროს? პს. აი, შენნაირად მოფიქრალების გამო არ მინდა საქართველოში ცხოვრება...
  8. ნუკრიკო, ერთ კითხვაზე მიპასუხე და შეგეშვები როგორ გგონია, ამერიკის წარმატება (ის რომ ყველაფერს რომ იქ იგონებენ, და რომ უდიდესი ეკონომიკა აქვთ) არის თუ არა დაკავშირებული მის ეკონომუკურ სისტემის ტიპზე?
  9. აი სინამდვილეში სად მივყავართ ანტიმეცნიერული „აგრუმენტებს“ სოციალური სოლიდარობის წინააღდეგ. რას ჰქვია სოლიდარობა? რასაც შენ ანტიმეცნიერულ არგუმენტებს უძახი, სინამდვილეში ის ბუნების კანონია... იყო თანაბარი გადანაწილება საბჭოთა კავშირში და სად არის ახლა ის? არ არის ამერიკაში თანაბარი გადანაწილება და ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა...
  10. სადაც პირველში მატერიალური დოვლათი ნაწილდება თითქმის თანაბრად, ხოლო მეორეში - ძალზე არათანაბრად ეგ რას ჰქვია, არათანაბრად? ახლა მაგალითად, მე, თუნდაც შენ (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგიაში ერკვევი და ა.შ.), და სტივ ჯობს, ერთნაირად რატომ უნდა გვქონდეს შემოსავალი? თუნდაც ბილ გეიტსს?
  11. - სად, ვინ და როდის შეთანხმდა იმაზე, რომ საზოგადოების უმთავრესი მიზანი სწორედ ეკონომიკის განუხრელ ზრდა უნდა იყოს? ჯერ აქამდე წავიკითხე და ამაზე გიპასუხებ: შეთანხმებით არავინ არ შეთანხმებულა...უბრალოდ ეგ საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა... ადამიანია შექმნილი მასე... მოტივაციაა ეგ ცხოვრების... ადამიანი რაც უფრო კარგად მუშაობს, მით უფრო მეტი ხელფასი უნდა... მეტი ხელფასი რომ მისცე, ეკონომიკა უნდა გაიზარდოს... ვინც კარგად მუშაობს, ის რა თქმა უნდა უკეთესად უნდა ცხოვრობდეს კიდეც... გლეხურად ავხსენი, მაგრამ ასეა ჩემი აზრით...
  12. მიპატიებია... არ არის ჩემი სპეციალობა პოლიტოლოგია და უნდა გაგიტყდე, რომ არც 'კაპიტალი' წამიკითხია სერიოზულად კი, რად უნდა მაგას პოლიტოლოგიის ცოდნა და იდეოლოგიების გადაბულბულება... კომუნიზმი რომ უტოპიაა და შეუძლებელია მისი რეალობაში მოყვანა, ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა არ უნდა უნდოდეს... თეორეტიკოსობამ დაგვღუპა ჩვენ... ლენინი თეორეტიკოსი იყო, და რომ ეტყოდნენ, როგორ გადავწყიტოთ ესა თუ ის პრობლემაო, იძახოდა დავხვრიტოთო (რასსტრელიატ, ბატუშკა, რასსტრელიატო...) პლუს-მინუს რამდენიმე მილიონი, ჯდებოდა მისი თეორიის ფარგლებში...
  13. გიორგი, ვერ გავიგე რაზე ვკამათობთ... მე ვამბობ, რომ კადაფი იმსახურებს იმას რასაც უშვებიან მეთქი... შენ ამბობ, რომ კი იმსახურებს, მაგრამ ყოფილიყო, მაინც უკეთესი იქნებოდა ლიბიისთვისო, ვიდრე მარიონეტი, რომელსაც დასავლეთი დასვამსო... ასეა? არ არის აუცილებელი რომ იყოს დამოუკიდებელი მმართველი ლიბიის, მაგრამ ხომ შეიძლება იყოს არადიქტატორი? რომელი ჯობია, მარიონეტი დიტქატორი, თუ მარიონეტი დემოკრატი (ნუ, თუ დემოკრატი არა, ყოველ შემთხვევაში არადიქტატორი)... ხომ გაიგო ყველამ, რომ დიქტატორზე დაყრდნობა არ შეიძლება... ჭკვიანი კაცის ნათქვამია, ხიშტზე დაყრდნობა შეიძლება, დაჯდომა არაო... ამიტომ, ეგებ მიხვდეს დასავლეთი და მოიყვანოს ლიბიის სათავეში მარიონეტი, მაგრამ მეტ-ნაკლებად დემოკრატი? გამორიცხავ ამის შესაძლებლობას?
  14. შენ გინდა თქვა, რომ იყოს დიქტატორი, ოღონდ ეროვნული? არ შეიძლება, რომ არც მარიონეტი იყოს და არც დიქტატორი?
  15. ნუკრიკო, ვერ გავიგე... მაპატიე, მაგრამ "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო" (რომელთა თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა) რაღაც უტოპიას ჰგავს... განათლებაში არ უნდა ერეოდეს? ანდა სამედიცინო მომსახურების სფეროში? ვერ გავიგე, შენ მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე? თუ ანარქისტი? სახელმწოფოს იმიტომ ვქმნით ადამიანები, საზოგადოება, რომ იგი გვემსახურებოდეს სხვადასხვა სფეროში და არ იყოს ანარქია... თუ სახელმწოფომ არა, მაშინ ვინ უნდა აკონტროლოს ეს სფეროები? თუ შენ ამ ჩარევას გულისხმობ...
  16. არ ვამართლებ სამოქალაქო ომს, სადაც არ უნდა იყოს ის... უბრალოდ, მე აქ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბევრი კადაფის მხარეზეა, თანაუგრძნობს.. ამბობენ რომ თურმე ლიბიელებს კარგი ცხოვრება ჰქონიათ და ა.შ. მე უბრალოდ ვამტკიცებ, რომ კადაფი რომ არ ყავდეთ ყელში ამოსული ლიბიელებს, მაშინ გარეშე ძალა ვერ გააჩაღებდა სამოქალაქო ომს... რაც არ უნდა იყოს, თავი რომ დავანებოთ ნატოს დაბომბვებს, ხელში ავტომატით ხომ ძირითადად აჯანყებული ლიბიელები იბრძვიან... ალბათ უამრავია დაღუპული ორივემ მხრიდან და რომ არა კადაფის მოშორების სურვილი, მაშინ რა ძალა აომებს იმ ხალხს (აჯანყებულებს)? ვითომ ამერიკელები ურიგებენ ფულს თვითოეულ მათგანს და ისინიც ამიტომ იბრძვიან?
  17. კი, მესმის... ვინ ამბობს რომ ამერიკელები ანგელოზები არიან მეთქი... პირიქით... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კადაფია ანგელოზი... ორივე მხარე ნაგავია და ორივე მხარეს ადამიანის სიცოცხლე ჰკიდია... მაინც არ მესმის, რატომ არ არის ობიექტურობა, იმის თქმა, რომ კადაფი ნაბიჭვარია და მიიღებს თავისას... აუცილებელია, ამ დროს ვიძახო, ამერიკელებიც თესლები არიან-თქო? ვთქვი ეს ერთხელ და ყოველ კადაფის ანდა ჰუსეინის გახსენებაზე, რომ არ გავიმეორო, ამით ობიქტურობას დავკარგავ?
  18. ვიცოდი მაგას რომ მკითხავდი და მოიყვანდი მაგ ქვეყნებს მაგალითად... მაგრამ გიპასუხა სატურნმა... მე დასამატებელი არაფერი მაქვს...
  19. რატომაც არა... და დროა, გეორგია გადაკეთდეს საქართველოდ... გრუზია, და ა.შ. რას ფიქრობს საგარეო საქმეთა სამინისტრო? ტყუილად აჭმევენ ფულს?
  20. სხვათაშორის, საბჭოთა კავშირის დროს ყვავილებით მოვაჭრეების სახელი გვქონდა გავარდნილი რუსეთში... ერთი იმას მიყვებოდა, როგორ ვერ გაყიდა ტყემალი კიევში და ციმბირში წაიღო... "ტალინი" დამახინჯებაა მერე... მოგწონს, რუსები მტკვარს კურას რომ ეძახიან?
  21. აი, ნუკრიკო, სწორედ მანდ გეშლება... კომუნიზმი თეორიაა, სტალინიზმი ამ თეორიის პრაქტიკაში განხორციელება... არ განვავრცობ ამას, იმიტომ რომ შენ გწამს კომუნიზმის... და რწმენის წინაშე ნებისმიერი არგუმენტი უძლურია...
  22. კარგი, დავუშვათ, რომ მომეჩვენა. დავწერე თითქოს და მომეჩვენა რომ დავწერე... პს. კომუნისტურ იდეაში, ცენზურა თუ არ შედის, პირდაპირ დახვრეტები ხომ მოსულა? ვინც ჩვენთან/თქვენთან არ არის, ის ჩვენი/თქვენი მტერია... ასე არ არის?
  23. მუამარ კადაფი: „ყველა დიდებული წინასწარმეტყველი უდაბნოდან მოვიდა: მუჰამედი, იესო და მე“... http://www.presage.tv/img/multimedia/a7043.jpg
×
×
  • შექმენი...