-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უი დირემ სულ ამერიკის მოყვარული მეძახა და ისე მლანძღა. ეს კარდუს გარე ბიძაშვილი კიდე რუსეთუმე ხარო მეუბნება. უკვე მე თვითონ დავიბენი დირე მოდი გვიშველე კაცო -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
urfinjus ჯერ ერთი კახურ პირდაპირობაზე შენთვის არ მომიმართავს სხვას ვუთხარი, უბრალოდ ვერ კითხულობ არეული გაქვს გონება. რატომ მაყენებ შეურაცხყოფას? ხომ იცი, რომ წინ არ მიდგახარ და ვერ გაგცემ საკადრის პასუხს და კომპიუტერს ამოფარებული ესე მამაცი, რომ ხარ სასაცილოა. მიშას ვადა უმთავრდება და აუცილებლად წავა, შეეგუე ამ აზრს. ისე კი, გირჩევ წადი ექიმს გაესინჯე არეულად წერ. ფსიქოლოგიურად არ უნდა იყო მყარად. პ.ს. ისე კი ერთში მართალი ხარ, რომ ჯორჯ ბუშის ქუჩას აუცილებლად გადაერქმევა სახელი, სირცხვილია ამ სამარცხვინო არსების სახელი რომ ქვია თბილისის ქუჩას. ტეხასის სოფელშიც კი არ არის ჯორჯ ბუშის ქუჩა. -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo რა ვქნა შენი კახური პირდაპირობა მაკლია urfinjus ისე რა გჭირთ ეს ზვიადისტებს ესეთი მარტო თქვენ რომ გიყვართ ქვეყანა . არც ერთ ადამიანს პატივს არ ვცემ ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულით პოზიორობს, გეგონება ეს განსაკუთრებული თვისება აქვს მას და მხოლოდ მას და სხვა ამაში ახლოს ვერ მივა მასთან. სხვათაშორის შენი ნახსენები გუბაზიც მაგიტომ არ მეხატება მაინც და მაინც გულზე ეროვნულობით რომ მოაქვს თავი და რომ მარტო მას უყვარს სამშობლო. ეხლა გაკვირვებული შემეკითხები ალბათ: როგორ შენც გიყვარს სამშობლო, იგი ხომ მე მიყვარს ერთი სიტყვით ვინც ქვეყნის სიყვარულზე "საავტორო უფლების" ქონას დაიბრალებს ყველა სამკურნალოა. ერთი ეს გამაგებინე აბა გავლენის აგენტურა რა არის 90-იანი წლების ზვიადისტური ლეგენდაა. იქნებ თავად ხარ გავლენის ქვეშ ეხლა და ვერ ხვდები და მე ვცდილობ გამოფხიზლებას? ეს შეუძლებელია? მაგ ლოგიკით ხომ შესაძლებელია? თუ სამშობლოზე თავდადებულებზე ეს არ მოქმედებს, იმუნიტეტი გაქვს? სხვაზე მოქმედებს ხომ მარტო? თუმცა სულ დამავიწყდა შენ ხომ "ვინ იყო ომში წინ, რომ მიგვიძღოდა? ვინ იყო....მახმუდი, მახმუდი......" ერთ წინადადებაში 17 ცალი "მე" წერია ერთი ეს როგორ გამოთვალე? ტრაექტორიით? -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
urfinjus მეც ამას არ გეუბნებოდი -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როდესაც დაუსაბუთებლად ადამიანებს აბრალებ ლუბიანკის ოცნებების მსახურს ეს არის ლოზუნგების გამეორება. ყრზო რას ნიშნავს? შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობ? თან კულტურული სათნო გიჭირავს, ტანჯული, როგორ დაგესხნენ თავს და ფინგალებს გასვამენ ეს ველური "ჭორვილელები" და თან ცდილობ კნინობითი მომართვით რამე დამაკლო . საიდან მოიტანე ეს? დაგესიზმრა? ტანჯული ხარ რა მოკლედ, როგორ არ გაფასებთ ვინაიდან სურათები არ გაქვს გამოკიდული თურმე ვინ არის რუსეთუმე და რით ამტკიცებ? თუ ვინმე არღვევს კანონს რატომ არ იჭერენ? ბელეტრისტიკაა რასაც რუსეთის მსახურობას თქვენ უწოდებთ. ფაქტები იმას ამბობს, რომ მიშამ მისცა ყველაფერი რუსებს და თუ ვინმემ ლანძრვა გაბედა რუსეთუმეს ეძახით. ზვიადისტები მიეჩვიენ იოლად ცხოვრებას რუსეთის აგენტის დაბრალებით ყველაზე ვინც მათ აზრს არ იზიარებს. ჩემი მეზობელი მაყვალა დეიდაა ერთი და თუ რამეზე შეეწინააღმდეგე ეგრევე რუსეთის აგენტად გამოგაცხადებს. მეზობელს კაკლის მურაბის რეცეპტს ასწავლიდა და ვიღაცამ ჩაუსწორა კილონახევარი შაქარი არა მაყვალა 2 კილო უნდაო, ხოდა მაყვალა გაბრაზდა როგორ მისწორებსო და სულ რუსეთის აგენტი ეძახა. ჯერ ერთი საქართველოში საერთოდ არ ვარ, ჩემით პატიოსანი შრომით მოვიპოვებ პურს და თქვენს მიერ გამოტანი დასკვნები არ არის სიმართლე და ტყუილზე ნუ ააგებთ ფიქრებს. მეორე "ბიძინას ტუგრიკები" არასდროს ამიღია, აი სააკაშვილი კი იღებდა დიდი ხანი, თუმცა თქვენგან აღშფოთება არ გამიგია. რატომ არის ოპოზიცია და ვთქვათ ბიძინა მიშაზე უარესი, გთხივთ ფაქტების მოყვანით დამიდასტუროთ. ჯერ-ჯერობით ეს თქვენი მოსაზრება რ2-ის ლოზუნგია ვიდრე არ დაადასტურებთ. -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დონალდ ტრამპი ამერიკაში ნამყოფიც არ ხარ გეტყობა. ტრამპს სერიოზულად არავინ აღიქვავს. თუ გაინტერესებს ამერიკის თაობაზე ამ დღეებში გავხსნი და გირჩევ წაიკითხე. არ ღირს დავა ადამიანთან ვინც ნაცმოძრაობის ლოზუნგებით ცხოვრობს და კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია. -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმებით, რომ უწიგნურ რედნეკებში ნამდვილად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ იგი არ არის ამერიკელი და არის მუსულმანი. ოფიციალურად ეს არ არის სწორი. ნუთუ გჯერათ, რომ ყველა ოფიციალურ სტრუქტურას სადაც იგი დარეგისტრირებულია შეცდომა მოუვიდა, თუმცა ეს იცის სამასვალის რედნეკმა მძღოლმა? თან ცხოვრებაში მეჩეთში არ ულოცია, ეკლესიაში დადის და მიუხედავად ამისა მაინც მუსულმანია? იაფფასიანი პროპაგანდაა მხოლოდ რედნეკებზე გათვლილი. კიდევ ერთი შეთქმულების თეორია. ისე აშშ-ს არჩევნები ცალკე თემას იმსახურებს და იქ გავხსნი გუდას და ყველაფერს ვიტყვი რესპუბლიკელებზე. ნუთუ ესე რთულია იმის გაგება, თუ მე რა მაშფოთებს???? მე მაშფოთებს არა ის, რომ ვინმე გააკრიტიკებს ოპოზიციას, არამედ მაინტერესებს ის, თუ რამდენად გულწრფელია ადამიანი, როდესაც აკრიტიკებს ვინმე X-ს, როდესაც ის არ ჩადის კრიმინალს და მისი ჭორვილელობაც კი უდიერად მოხსენიების მიზეზი არის და ლანძღავს შესაძლო მომავალ დანაშაულებზე და ამავე დროს არ აღნიშნავს მთავრობის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებებს. urfinjus გთხოვთ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ: რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის სადისტი მკვლელების შეწყალება? -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუთუ ამის თქმა ჯალათობაა: ისევ ურჩად ხმას არ იღებთ მთავრობის უმსგავსობებზე აი ეს კი რასიზმია: -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
urfinjus მე ყველას ვაკრიტიკებ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოპოზიცია მთავრობაზე ნაკლებს აფუჭებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ძალაუფლება არ აქვს. და მხოლოდ მათ მიერ შესაძლო დარღვევებზე შეიძლება საუბარი. ამიტომ, ვიღაცის ლანძღვა იმ ჰიპოთეტური დანაშაულის გამო, რომლეიც მან შესაძლოა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იმ დროს როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ამას უკვე ჩადის და შენ არ რეაგირებ ამაზე, არის ან არარაციონალური ან კომფორმიზმი. -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
ტაშიი replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
urfinjus გირგვლიანის წამებას შეგუებულ "ლიბერტარიანელებს" არ დასტირი? მიშას რეჟიმის მიერ ფეხქვეშ გათელილ ადამიანის უფლებებს არ დასტირი? თუ ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო როდესაც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავ და მოსვლის შემდეგ პირში წყალის დაგუბება არის რაციონალური გადაწყვეტილება? აშშ-ს რესპუბლიკელებთან საკოხტაპროწუდ გაქრისტიანებულ ლევან რამიშვილს არ დასტირი? გავაგრძელო? -
-
Siknadmo რას ამბობ აკრძალვით მე პლანის მოწევის აკრძალვის წინააღმდეგი ვარ დაჟე და ეკლესიას, როგორ ვიტყოდი. ყოველგვარ ძალადობას ვეწინააღმდეგები. უბრალოდ ხალხი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ სამოთხე არ არის და გაუთავებელი დაპირებების გამო ამა თუ იმ შენობაში სიარულს შეეშვას, მხოლოდ ეს ვიგულისხმე.
-
ერთი ქადაგებს და მეორე მიშას მთავრობა კიდე ასრულებს, ხოდა მაგიტომ ვამბობ ორივე დასაკეტია. რო დაკეტო ერთიც და მეორეც დილა იქნება მზიანი და ცაზე ცისარტყელები იქნება და პეპლები იფრენენ
-
Siknadmo ხო მარა გმირად, ხომ რუსებმა აღიარეს? ხოდა მაგას ვწერ მეც
-
ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" გამახსენდა რატომღაც. ბატიუშკა რომ ამბობს სადაც რუსი სალდათის წმინდა სისხლი დაიღვრება ის მიწა დედა რუსეთის არისო
-
ისე ევგენი რადიონოვის მაგივრად, რომ ხასანბეკოვი ყოფილიყო თუ შერაცხავდნენ წმინდანად? ხო ვიცი რუსები გმირებს როგორ არჩევენ, გვარი, სახელი, ჰაბიტუსი. აი ეს არის ძირითადი ნიშნები, შემდეგ უკვე ლეგენდას რასაც გინდა მოიგონებ, რა ვინმე შეგიმოწმებს თუ რა? ისე ხატს, რომ ვუყურებ რაღაცით ოქტომბრელის ნიშანს მაგონებს
-
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კადაფის ჩამოგდება 1 მილიარდი დაჯდა. სადამ ჰუსეინის კიდე 1000 ჯერ მეტი და თან ასიათასობით მსხვერპლი. ასე, რომ ობამას კრიტიკა ამ მხრივ უადგილოა. თანაც ობამას თუ არ ჰქონდა გამოცდილება ბაიდენი ყავდა ვიცეპრეზიდენტად, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელია მგონი 20 წელი უკვე. ფაქტია, რომ ეხლანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა გაცილებით გონივრულია ვიდრე მანამდე იყო. რაც შეეხება სირიასთან საფრანგეთის ომის დაწყებას, მეეჭვება, რომ ესეთი გადაწყვეტილება საფრანგეთმა დამოუკიდებლად მიიღოს თანაც ეს კაცი ომებიდან გამოსვლის ლოზუნგებით მოვიდა. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხოდა ძალიან კარგი, ომის მაგივრად ჯანდაცვას დააფინანსებენ. მეტად დაიბეგრება მაგალითად უორენ ბაფეტები, რასაც თავად ითხოვს კაცი, ყველაზე დიდი კაპიტალისტია და აღიარებს, რომ უნდა მეტად დაბეგრონ, რომ სოციალური ხარჯები გაწიონ. ნაკლები უნდა ხარჯონ გაუთავებელ ომებზე. რაც საშუალებას მისცემს "კბილები ჩუსვან" ტვინგამოლაყებულ სამხრეთელებს, რომლებიც დღესაც კი ჩრდილოეთთან ომის წაგებას გლოვობენ. განათლებას მისცემენ რედნეკებს (რესპუბლიკელების ელექტორატი) და იქნებ მერე მაინც შეეშვან ოჯახის წევრების სისტემატიურ გაუპატიურებას და თან კვირა დღეს ეკლესიაში ლოცვას. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას ამბობ კაცო, სტიმულუს პაკეტები ობამას ადმინისტრაციამ აკეთა სწორედ და მაგაზე ლანძღავენ რესპუბლიკელები. მაგის გაკეთებას აპირებს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტიც. რატომ იქნება აშშ-ს დასასრული? მაღალი ცხოვრების დონე ცუდია? -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმები აქ. ისე ეს ცალკე თემას იმსახურებს, თუმცა აქ დავწერ. ობამა მოვიდა უაღრესად გაუბედურებულ სახელმწიფოში. მიიღო ბუშის მემკვიდრეობა. ბუშის ადმინისტრაცია იყო სამარცხვინო ამ ქვეყნისთვის. მან ყველაფერ ამერიკულ ღირებულს გადაუსვა ხაზი. დაწყებული არჩევნებიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებით, საწამებელი ციხეებით, ერაყის მოსახლეობის პრაქტიკულად გენოციდით და ისეთი ეკონომიკური კრიზისით, რომელიც რთულად დასაძლევია. ამის მერე მოდის ობამა და მის ყოველგვარ მცდელობას გამოასწოროს რესპუბლიკელები ბლოკავენ კონგრესში, აბსოლლუტური საბოტაჟი ხდება რესპუბლიკელების მხრიდან და მიუხედავად ამისა სამუშაო ადგილები იზრდება ყოველ კვირა და კრიზისიდან გაცილებით უკეთესად გამოვიდნენ ვიდრე ევროპა. მაგალითისთვის 2008 წლიდან დაწყებული, ანუ 4 წლის განმავლობაში, ახალი დოლარების ემისიის შეფარდება ერთობლივ შიდა პროდუქტთან უფრო დაბალი აქვთ რაც ევროზონას ბოლო 8-9 თვეში. ანუ მიაღწია გარკვეულ ფინანსურ წარმატებებს, დაკეტა სამარცხვინო გუანტანამო, ახორციელებს ჯანდაცვის რეფორმას მიუხედავად რესპუბლიკელების წინააღმდეგობისა, მოკლა ბინლადენი, ერაყიდან ჯარები გამოიყვანა. უბრალო მაგალითისთვის გეტყვი სამწუხაროდ რესპუბლიკელები რა კრიზისში არიან. მიტ რომნი პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი მანამდე იყო მასაჩუსეცის გუბერნატორი და გაუბედურებული მასაჩუსეცის ეკონომიკა ნამდვილად ფეხზე დააყენა. დახმარებას უწევდა უქონელ ადამიანებს და მოკლედ არავის შიოდა მასაჩუსეცში მისი მმართველობის დროს. ეხლა დებატებს თუ ადევნებ თვალს დგანან რესპუბლიკელი კანდიდატები და რომნის აკრიტიკებენ რატო ეხმარებოდი მშივრებს რა სოციალისტი ხარო და ესეც წითლდება ხოლმე და თავის დაცვას იწყებს. აბსოლუტური სიგიჟეა რა, ეს არის გაუგონარი ველურობა. ნუ ჰოლანდის არჩევაზე არ ვიცი ჯერ რა იქნება. რთული სიტუაციაა ევროპაში და რამის თქმა გამიჭირდება. ერთი ვიცი, რომ შენი მალ მალე მემარცხენე პოპულისტის ძახება არ არის სწორი იმ უბრალო მიზეზით, რომ ცხოვრების დონით ეს შენს მიერ ხსენებული "პოპულისტი სოციალისტები" სჯობს ყველა ქვეყანას. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკბილოდ? არა ამერიკაში უნდა იმოგზაურო და "გლუბინკა" უნდა ნახო. -------------------------------------------- ეხლა საფრანგეთს დავუბრუნდეთ. ევროპა პრაქტიკულად შეთანხმებული იყო სეკვესტრზების განხორციელებაზე ვინაიდან ზრდა არ დაიგეგმა და რეფორმები და კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია ზრდის გარეშე ამიტომ იძულებულები გახდნენ სეკვეტრზე. თუმცა ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება და ზრდას დაპირდა ფრანგებს. სავარაუდოდ საუბარია ახალი ობლიგაციების გამოშვებაზე (ანუ ვალის აღებაზე) და მოზიდული თანხით ინფრასტრუკტურის განვითარებაზე ანუ ე.წ. სტიმულუს პაკეტებზე. თუ საფრანგეთი ამას გააკეთებს, სავარაუდოდ გერმანია შეეწინააღმდეგება ამას და სთხოვს საფრანგეთს ძველ გეგმებს დაუბრუნდნენ, ანუ ევროპის მთავარი ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან და კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ამას დაუმატეთ საბერძნეთის ამბები. არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ 19% აიღო ანუ კოალიცია უნდა შედგეს. კოალიციაში კიდე სეკვესტრის გაკეთებაზე რა ამბები ატყდება ხომ წარმოგიდგენიათ. მთავრობის ერთი ნაწილი მეორეს დაუწყებს ჭიდაობას ესეთ მგრძნობიარე თემაზე. ამას ბერძნების ამპარტავნობა დაუმატეთ და სიზარმაცე (ერთადერთი ქვეყანაა სადაც ისეთი ზარმაცები ცხოვრობენ, რომ ქართველიც კი მშრომელ ადამინად ითვლება)..... ანუ საბერძნეთის პრობლემა გრძელდება და კრიზისი კიდე უფრო ღრმავდება. პ.ს. დღეს ბირჟებზე სიმშვიდე იყო, თუმცა მე რყევას მოველოდი. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ამერიკასაც კარგად ვიცნობ და ევროპასაც. ამიტომ შედარებას, რომ ვაკეთებთ ალბათ ცხოვრების დონე უნდა შევადაროთ. და არა უორენ ბაფეტი ვინმე ევროპელ მილიონერს. ამერიკას უზარმაზარი ეკონომიკა აქვს, მაგრამ 1% არის მდიდარი. 100 ათასი ან მეტი შემოსავალი აქვს მხოლოდ 5%-ს და მილიონერი აქედან არის 1%-ზე ნაკლები. ლიბერტარიანული იდეებით აქვთ გამოლაყებული თავი სამხრეთის ღარიბ შტატებს. კაცს ნახავ კბილები არ აქვს და გიმტკიცებს, რომ ჯანდაცვა არ სჭირდება და ობამა კომუნისტი, მუსულმანი, ეშმაკია. მას გულწრფელად სჯერა, რომ ის არ არის ღარიბი და არის დროებით არამდიდარი, ვინაიდან ამერიკული ოცნების სჯერა. მართალი კედელს ლესავს, მაგრამ სჯერა. არ ვიცი რატომ, განა რამდენი კედელი უნდა გალესოს? ამერიკაში მედიცინა არის მსოფლიოში მოწინავე და მასთან ხელმისაწვდმობა არის უფრო ცუდი ვიდრე ლამის საქართველოში. ანუ დოვლათი იქმნება, მაგრამ უსამართლოდ ნაწილდება. არ შეიძლება გოლდმან-საკსის სიიო-ს ჰქონდეს ანაზღაურება 300-500 მილიონი ბონუსებით, იმიტომ რომ არარეალური თანხაა. ევროპაში, სადაც სოციალური დაცვა არსებობს უკბილო ადამიანს ვერ ნახავ. მართალია ვერც უორენ ბაფეტს ნახავ, მაგრამ რად გინდა თუ ადამიანები ნორმალურად, ყოველ შემთხვევაში ამერიკაზე უკეთესად ცხოვრობენ. სსრკ-ს რაც შეეხება კიდე ნამდვილად საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო დრო იყო და იმის მტკიცება, რომ სსრკ, რომ არა უკეთესად ვიქნებოდითო შეუძლებელია, ვინაიდან ეკონომიკაში არ არსებობს ამ დონის ინსტრუმენტები, რომ ეს გამოთვალო და შესაბამისად დაადასტურო. ასევე იმის მტკიცება, რომ კომუნსტების გამო იყო ეკონომიკა აყვავებული არ არის სწორი. ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა და სოცუზრუნველყოფის არსებობა, ინფრასტუკტურა კი ნამდვილად მათი დამსახურებაა. ეკონომიკას რაც შეეხება კი წარმატების ძირითადი მიზეზი ვფიქრობ, რომ იყო სსრკ-ს ჩაკეტილობა. ანუ 300 მილიონიან ბაზარზე მონოპოლისტები ვიყავით მთელ რიგ აგრარულ და ინდუსტრიულ საქონელზე და გარანტირებული უზარმაზარი გასაღების ბაზარი გვქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კომუნისტების მაგივრად რამე სხვა ისტები, რომ ყოფილიყვნენ და ესეთი მონოპოლია გვქონოდა, ისევე წარმატებული ეკონომიკა გვექნებოდა. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საერთოდ კი ეს ლიბერალური კაპიტალიზმის იდეები არის უსამართლობის გამართლება. ამორალურია, როდესაც ცხოვრების მოდელი მორგებულია მხოლოდ 1% ინტერესებზე და დანარჩენებს ეუბნებიან, რომ დროებით ხართ ღარიბებიო. ხოდა ზის ხის მჭრელი ჯონი და სჯერა ამერიკული ოცნების. მაინც ვერ ვხვდები როგორ უნდა შეუსრულდეს ეს ოცნება, რა ყველა ხეს მაგას მოაჭრევინებენ? იაფფასიანი, ისე რა ხარისხის საქონლის შეუჩერებელი მოხმარება არის საფუძველი ლიბერალური კაპიტალიზმის, რათა 99% პროცენტი გაუჩერებლად ყიდულობდეს 1%-გან საქონელს და აღარ მუშაობს ეს მოდელი ხალხო გაიგეთ. X-ს პერსონას შემოსდის 10 ათსი და გადასახადს იხდის 30-40%-ს და თან გაუჩერებლად უნდა ხარჯოს თანხა, ამისთვის რეკლამები, მოდა, ცხოვრების სტილი რომელსაც თავს ახვევენ ტელევიზორიდან და შედეგად 1% მდიდარი და 99% მეოცნებე. უნდა შეეგუოს 1% რომ ნაკლები შემოსავალი ექნებათ. უორენ ბაფეტი არის ყველაზე დიდი კაპიტალისტი და კაცი ამბობს უნამუსო რეჟიმში ვცხოვრობთ, როცა მე შემოსავლების 17 პროცენტს ვიხდი და ჩემი მდივანი, რომელსაც 60 ათასი აქვს წლიური შემოსავალი 30% იხდისო. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სხვათაშორის საფრანგეთის ფინანსური მდგომარეობა არის ნორმალური. პირიქით გერმანელებთან ერთად სხვებს ეხმარებიან. უბრალოდ ბერძნების და რაც ყველაზე დიდი ბომბაა იტალიის პრობლემებს, რომ აგვარებენ პრაქტიკულად ამას ეთქვა უარი. საფრანგეთს დაერხაო ან დარხეული ჰქონდაო არ არის სწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ ევროზონას ერხევა, რაც ჩვენც აუცილებლად შეგვეხება. დღეს ევროპის ყველაზე დიდი პრობლემა არის იტალია. საბერძნეთი არის ძალიან პატარა და მოგვარდება, აი იტალია თუ გასკდა მაგას უკვე ვერ უშველის ვერავინ. ევროზონაში სიდიდით მესამე ეკონომიკაა. კარგი ერთი. საფრანგეთი სოციალისტურია დიდი ხანია. სამუშაო კანონმდებლობა სსრკ-ზე უფრო კომუნისტური აქვთ მაგრამ არაფერი დარხევა არ ეტყობათ. ჩემი აზრით ფრანგებს სამუიშაო კანონმდებლობის ოდნავ ლიბერალიზება სჭირდებათ, თუმცა ვერ გაბედა ამის გაკეთება ვერავინ, რამდენი მცდელობაც იყო იმდენჯერ დემონსტრაციებმა წალეკა ქვეყანა. მოკლედ ეგრე უნდათ ფრანგებს და ეგრე ცხოვრობენ და ჩვენ რას ვფიქრობთ სულ არ ადარდებთ. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
urfinjus სულ სხვადასხვა სიტუაციებს მოიხსენიებთ და აერთიანებთ ერთ პრობლემაში და თან სოციალისტებს აბრალებთ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი.