Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. აუ თანამშრომლები დამცინიან რა სულ ჩხუბის სპორტებში ხართო. ისე მართლა დაჟე ქალებიც ან ტყვიას ისვრიან და ან მშვილდს. 35 სპორტსმენიდან 20 მოჭიდავეა. ერთი მშვიდობიანი სპორტი ბატუტია მგონი და ისიც რუსი გამოდის ჩვენგან.
  2. lasha_alo ამ ჯიგარს, რომ ვუსმინოთ ამერიკის სენატიც რუსების აგენტები არიანო გვეტყვის, არადა, მათი ანგარიშებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ამ კონკრეტულ ანგარიშს. გარდა მაგისა, ან წყარო მოთხოვეთ ამ ურფინმიშმადიდებელს რომ დადოს ამ ორგანიზაციების მოსყიდვის თაობაზე, თუ ვერ დადებს მაშ წაუშალეთ ეს დაუსაბუთებელი ჭორი და ზოგადად გააჩუმეთ ეს ცილისწამების ნიაღვარი რაც ამ მიშას უგემოვნო გამპრავებლისგან მოდის.
  3. ბარემ მე ჩამოვალ და მე დავისვენებ და თან საქმეს ვიზამ. მითუმეტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი რამე განდო, აი მიშას წინააღმდეგ ხმის მიცემაა ერთ-ერთი რასაც შენ ნაღდად ვერ განდობ კარგი რა, რას მეუბნები, ხომ იცი მიშა სადაც მოფსამს ბალახი არ ხარობს, ეგ შენობაც იმდენჯერ ჩაინგრევა და იმდენ უბედურ შემთხვევას გამოიწვევს, რომ ბოლო ბოლო დაიხურება. გარდა მაგისა, შე...ეცი ისეთი პარლამენტის შენობას სადაც დეპუტატები შახტიორის კასკებით ივლიან იმის შიშით, რომ თავზე რამე არ დაეცეთ.
  4. Marcus აბა რას ურჩევ ხალხს? ყველა ესპანეთში წავიდეს? ხომ იცი, რომ ყველა ვერ წავა, ხოდა ვინც დარჩება რა ქნას? შეწყვიტოს ბრძოლა და მიშას მანიაკ რეჟიმს დაუთმოს ყველაფერი? თუ უნდა იბრძოლოს მომავლისთვის. შენი პოზიცია გასაგებია და ხელი ჩაიქნიე და ნურც ნურასდროს დაიწუწუნებ რომ რამე არ მოგწონს, ვინაიდან იმ დღეს როდესაც დაიკიდე ყველაფერი შენ მორალური პასუხისმგებლობა მოიხსენი მომავალზე და შესაბამისად მისი განსჯის პასუხისმგებლობაც. ამიტომ ხმა აღარ ამოიღო თუ რამე არ მოგეწონება იმიტომ, რომ შენ არაფერი ქენი მის გასაუმჯობესებლად და პირიქით ვინც ცდილობდა იმასაც ხელის ჩაქნევისკენ მოუწოდებ. ჩვენ შეიძლება არ გამოგვივიდეს, მაგრამ შენგან განსხვავებით "ჩვენ ვცადეთ მაინც". ვინც ოპოზიციის ამა თუ იმ კანდიდატს ლანძღავს მოვუწოდებ ასევე ისაუბრონ ამაზე: ახალაია, ზონდერები, მოძალადეები, საკაშვილი, ბოკერია, რეპრესიები, ყველანი ციხეში, ახალი ადამიანის გამოყვანა, მეორე ახალაია, წაგებული ომი, დაკარგული ქვეყანა, შადრევნები და დამშეული ადამიანები კუტუნიოს კონცერტის ფონზე, უგემოვნო უხარისხო მშენებლობები და აკვიატებული აზრები, ელიტარული კორუფცია, მთავარსარდალი კეზერა და ასე შემდეგ.
  5. ხო, მე კიდე ჩამოვდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ მიშას წინააღმდეგ მივცე ხმა
  6. ჩემი აზრით, როგორ ვთქვა მარტივად, აი მომღერლებს, რომ შევადარო არის მაიკლ ჯეკსონი, თუმცა მე დიო და ბლექ საბათი მომწონს.
  7. Marcus რამდენად მორალურად გამართლებული მიგაჩნია ოპოზიციაში მყოფი ადამიანის ლანძღვა და იმ შესაძლო საფრთხის შიშით, რომ ოპოზიციაში მყოფმა რომელიმე ადამიანმა რამე ცუდი არ ჩაიდინოს მომავალში, ოპოზიციაზე ხმის არმიცემის მოწოდება მაშინ, როდესაც მთავრობის წევრები ჭამენ ქვეყანას. არ ფიქრობ, რომ აღნიშნული მოწოდებით ფაქტიურად მხარს უჭერ არსებულ რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ ყველა უარყოფით მოვლენას, შესაძლო საფრთხის ან შესაძლო გამართლების სანაცვლოდ. ვინაიდან, თუნდაც, რომ დავუშვათ, რომ შენს მიერ გამოთქმული მოსაზრება ამ კონკრეტულ ადამიანზე არის სრული მიუკერძოებელი სიმართლე, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არსებული უარყოფითი მდგომარეობა შენარჩუნდება ან გაუარსედება. ან თუ ესე მიგაჩნია, მაშინ რატომ პირდაპირ არ უჭერ მხარს არსებულ რეჟიმს?
  8. ჩემი ინფორმაციით ზონდერები სპორცმენებისგან იკრიბება და არა პოლიციის აკადემიიდან. ანტენის დაკიდებისთვის იჭერენ ადამიანებს, რეპრესიებს ატარებენ და შენ რაც ჩამოთვალე, ნამდვილი თუ არის იზოარიას დაჭერა როგორ გაუჭირდა გულბოღმა მიშას რეჟიმს? ამბობ ყველაფერი ვიციო, მაშ შეგიძლია გვარები დაასახელო იმ აკადემია კურსდამთავრებულების, რომლებიც ზონდერობენ? ვხედავ კარგად გესმის სისტემა, ხოდა თუ მიკერძოებული არ ხარ, მაშინ მოგვიყევი დანაშაულებრივი დეტალები ახალაიების შესახებ, სანოძეზე, მელნიკოვზე, მერაბიშვილზე, თუ ესენი არაფერს არღვევენ?
  9. laci აი ეს არის: http://www.youtube.com/watch?v=_0oKeAhHJqw ეს მაგარი თქვი
  10. laci ტყულია რაც დაწერა, დამიჯერე მოწესრიგებული ადამიანია
  11. ყოჩაღ ოპოზიციას, თუ მთავრობაში მოუსვლელად ამდენი შეძლეს, რომ იძულებულს ხდიან მთავრობას ადამიანების ჯანმრთელობა დააზღვიონ, ხომ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რამდენ სიკეთეს გააკეთებენ.
  12. Marcus ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ლევან იზორია არის ის ვინც აღზარდა ის პოლიციელები, რომლებმაც აღკვეთეს მანქანების ქურდობა და ხალხი, რომ მშვიდად დადის ქუჩაში. რასაც ნაცები ამაყობენ. ხოლო ზონდერები გულღრძო, გულბოღმა მიშას ფენომენია და ტყულად ნუ აბრალებ სხვას. მიშა - ზონდერი ბიძნა - არაზონდერი ჯერ ჯერობით ესეა და ტყუილად მიშას ზონდერობას სხვას ნუ აბრალებ. თუ სხვა იზონდერებს მერე ვისაუბროთ ერთად და აქამდე მხოლოდ მიშას რეჟიმი ზონდერობდა. სამწუხაროდ სააკაშვილმა ისე ჩაკლა პოლიტიკური პროცესი, რომ წარმოუდგენელია ვინმე ნორმალურად წარმოჩინდეს, ამიტომ ოპოზიციამ სულ, რომ ბატი დაასახელოს ჩემი უბნის მაჟორიტარად და ნაციონალებმა კიდე დიმიტრი გელოვანი, მე მაინც ბატს მივცემ ხმას. სააკაშვილის რეპრესიები უნდა დამთავრდეს.
  13. გიორგი68 მართალი გითხრა ესეთი ცარიელ თავიანი უგულო თუ იყო არ მეგონა. მესმის შენი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთები უნდა ალაპარაკო სწორედ, რომ არჩევნებზე არ წავალთო ხალხმა აღარ თქვას და ჯანდაბას მიშა იყოსო არც კი გაივლონ თავებში.
  14. რა დამსახურებისთვის აგირჩიეს რომ ვკითხე არ ვიცი განცხადება შევიტანე და პრეზიდენტმა მოიწონა ჩემი კანდიდატურაო. ბორდის თავმჯდომარეს თუ შეწინააღმდეგებიხარ ოდესმე მეთქი და პასუხად თვა რა თქმა უნდა არაო. სამ ნაციონალურ არხზე რომ ერთი სიუჟეტი გადის იმაზე მიპასუხა არ დავინტერესებულვარ მაგ საკითხით მაგრამ დარწმუნებვული ვარ დამნაშავე დაისაჯაო კიდევ ერთი ვკითხე არ გიფიქრია რომ შენი გონებრივი შესაძლებლობები არ აკმაყოფილებს ბორდის წევრობას თქო და არ ვიცი რას გულისხმობო. ამ პასუხებით ვფიქრობ ჩანს რასაც ვგულისხმობდი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი არჩევს, რომელიც არასდროს ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობას თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების მიღებისას და არ ინტერესდება იმით, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია კერძო ტელკევიზიებთან ერთად ერთი და იგივე სიუჟეტებს უშვებს, აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის ერთადერთი მიზანი არსებული რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დისკრედიტაციაა, არ არის მიუკერძოებელი მხარე და მის მიერ წამოწყებული ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობა არის ფარსი.
  15. ისე მართლა უფრო საინტერესო ადამიანი ვერ იპოვეთ
  16. ეს ამოცანა რომ ვკითხო შეიძლება? http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/vashlebi.jpg
  17. ხაშურის პოლიციის შენობაში საეჭვოდ გარდაცვლილ ქიმერიძის ამბავზე რუსთავი 2-მა, იმედმა და საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ერთი და იგივე სიუჟეტი გაუშვა. თვქენ დაპირდით ფორუმელებს, რომ ბორდის სხდომაზე იკითხავდით ამის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ეს ფაქტი გაკრიტიკებულ იქნა სხვადასხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოს, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს მხრიდანაც. მას მერე მრავალი თვე გავიდა და თუ დაინტერესდით ამ ფაქტით რომ ერთი და იგივე სიუჟეტი გადის ამ 3 ტელევიზიაში და როგორ ხდება ეს?
  18. ვისაც რეპუტაცია 100 მეტი აქვს და ფედოტოვის კლუბის წევრია, ფქვილი დავურიგოთ და ესე მოვიზიდავთ. ნაციონალები არჩევნებს იგებენ ფქვილის და სასუქის დარიგებით და თქვენ ხალხს ვერ მოიზიდავთ.
  19. ადრეც დავუსვი ეს კითხვა მაგრამ არ გამცა პასუხი: 1) თუ გიფიქრია ოდესმე, რომ შენი განათლება და ზოგადად განვითარების დონე არ აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კრიტერიუმებს? თუ არ გიფიქრია, გირჩევ, რომ იყო უფრო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. 2) და თუ გიფიქრია ამის თაობაზე, მაშინ, ლოგიკურად იმაზეც უნდა გეფიქრა, თუ რატომ მოხვდი საბჭოში შენ და არა სხვა სავარაუდოდ უფრო ღირსეული კანდიდატი და იქნებ გვითხრა მაშ რა დამსახურებისთვის აღმოჩნდი საბჭოში? 3) ოდესმე თუ შეწინააღმდეგებიხარ საბჭოს თავმჯდომარეს რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას და თუ კი, გთხოვ მოგვიყვანო მაგალითი?
  20. Grigali ვერ ვიგებ რატომ მაინც და მაინც 1921 წლის კონსტიტუციით? სენტიმენტები გაქვთ რამე?
  21. მე შემიძლია მოგიყვანო სხვა ქვეყნების მაგალითები სადაც არჩევნებით შეცვალეს დადებითად. შენ ვერ მომიყვან ვერც ერთი ქვეყნის მაგალითს სადაც ბოიკოტით რამე მიიღეს. საქართველოში, რომ ვერ ვცვლით იმის ბრალია, რომ ემოციებს ყვება ყველა და ყველანაირ არარაციონალურ, ირიბად პრომიშისტურ გადაწყვეტილებაზე, მაგალიტად ბოიკოტზე თანახმა არის ბევრი. უნდა მივცეთ ხმა და დავიცვათ ჩვენი ხმები. სხვა გზა არ არის. ლულა არ გავრგებს. თანაც მიშა გაიქცევა და დევნილი გმირის მანტიით შეიმოსება. აქ კი დაგვრჩება ისევ წვალება. სჯობს არჩევნებით შევცვალოთ. მშვიდობიანი გზით არის შანსი და ამის გაშვება არ შეიძლება. არჩევნების ბოიკოტი არის მიშას ნაცბანდის ირიბი მხარდაჭერა.
  22. შეგიძლიათ ვინმემ მაგალითი მომიყვანოთ სადაც არჩევნების ბოიკოტმა შედეგი გამოიღო? ესეთი ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი კანონიერი იარაღი გვაქვს მოქალაქეებს - არჩევნები და ამაზე ნებაყოფლობით უარის თქმა არის არარაციონალური ნაბიჯი, მე ვიტყოდი უაზრო, უპასუხისმგებლო საქციელი. ბოიკოტის ნაცვლად ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ. თუ ვთანხმდებით, რომ ქვეყანა გვაქვს და ადამიანები ვართ, იმაზეც ვთანხმდებით, რომ არ გვინდა დიქტატურა და მეფე, ან სხვა არაარჩევითი ფორმა, მაშ გამოდის, რომ ერთადერთი იარაღი ჩვენს ხელში არის ჩვენი ხმა, სწორედ ამით ვაკონტროლებთ პოლიტიკოსებს და ამაზე ნებაყოფლობით უარის თქმა როგორ შეიძლება ვერ ვხდები.
  23. ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდა ჩვენთან წყალდიდობა, რომ იყო, მახსოვს მიშა მილანში საათებს არჩევდა.
  24. ვინც ბოიკოტს აპირებთ, გახსოვდეთ, რომ როდესაც პრობლემა შეგექმნებათ მომავალში ნუ დაიჩივლებთ, თქვენ ამის მორალური უფლება აღარ გექნებათ ვინაიდან არაფერი გააკეთეთ, რომ გაგეუმჯობესებინათ თქვენი ყოფა და შესაბამისად ნუღარ იწუწუნებთ. დანაპირებს რომ არ მისრულებს მიშა და ვთხოვ შესრულებას ხელს მიშლიან ნაციონალები და შადრევენები ხომ გვაქვს და ბიძინა მაგასაც წაგვართმევსო მეუბნებიან. მე კიდე აუცილებლად მიშას შეცვლას მივცემ ხმას და ვინც არ უნდა მოვიდეს აუცილებლად ისევ მოვთხოვ დანაპირების შესრულებას და დარწმუნებული ვარ დღევანდელი სქელ#######ა ციცო კოორდინატორები, როგორც ეხლა ცდილობენ ჩემს გაჩუმებას, ისე მომავალი მთავრობის დროსაც იგივეს იზამინ, განურჩევლად იმისა ვინ მოვა. ციცოები ხომ არსებული რეჟიმის პატრიოტები არიან ყოველთვის და ქვეყანა ფეხებზე კიდიათ.
×
×
  • შექმენი...