-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
wanderer სწორედ მაგიტომ დავწერე რომ მასე ვიფიქრე რომ მაგას გულისხმობდი. Siknadmo პირველი: ეგ სიტყვები, მათეს 1:18-ტში წრია და არა 2:18-ში. მეორე: მაგ საკითხზე უკვე დავწერე ზედა პოსტეში: და ეს ყველაფერი ღმერმა თავისი წმინდა სულის მეშვეობით გააკეთა. ამგვარად, იესოს წარმოშობა კაცისაგან კი არა, ღვთის სულისაგან არის. ამიტომ სავსებით მართებულად ამბობს ბიბლია რომ მარიამს, 'ჩანასახში წმინდა სულისაგან ჰყავდა'. (მათეს 1:18).
-
wanderer ზემოთ, #79-ტე პოსტში დავწერე უკვე. (როგორც ჩანს მაგსიტყვებს გულისხმობდი, გამოცხადების 22-რე თავის ბოლო სიტყვებია).
-
wanderer რომელ სიტყვებს გულისხმობ თუ არ დაიზარებ დაწერე. ბიბლიის ბოლო წიგნში "გამოცხადების" ბოლო სიტყვები ასე მთავრდება: "ვმოწმობ ყველასთვის, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს. და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან და წმინდა ქალაქიდან, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი." ამ სიტყვებით ღმერთი არ ამობდა რომ ის შეაჩერებდა ვინმეს თუკი ვინმე ეცდებოდა ცვლილებების შეტანას ბიბლიაში. როგორც ჩანს, ღმერთმა კარგად იცოდა რომ ადამიანები შეეცდებოდნენ ბიბლიაში ცვლილებების (დამახინჯებების) შეტანას; ამიტომ მან ისინი უბრალოდ გააფრთხილა და იმის შედეგები გააგებინა, რაც ცვლილებების შემტანს ერგუნებოდა წილად.
-
Nukriko კი არსებობს. მცნებებიც და ცნებებიც ბევრი არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა შეიძლება მამა დაუძახოს ღმერთს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ღვთის შვილები არიან. იესოს შემთხვევაში, როგორც ბიბლია იუწყება, იესო ღვთის შვილი (ძე) იყო, და იესოს წარმომავლობა არ იყო მიწიერი, არამედ ღმერთმა მისი სიცოცოხლე, ზეციერი (სულიერი,უხილავი) სამყაროდან, მატერიალურში (ხილულში) გადმოიტანა, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყოდით, მისი სიცოცხლე ღმერთმა გადმოიტანა მარიამის საშვილოსნოში და თავისი სულიერი ძე (შვილი) მოავლინა ადამიანად. ბიბლიის თანახმად, იესოს სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში არ დაწყებულა. "ზეციდან... ჩამოვედი", — არაორაზროვნადაცხადებდა იესო (იოანე 6:38). იესო ღვთის შემოქმედების დასაბამიდან ზეცაში, (ადამიანის თვალისთვის უხილავ) სულიერ სამყაროში ცხოვრობდა თავის ზეციერ მამასთან. ამიტომაც უწოდებს მას ბიბლია 'ღვთის ქმნილების დასაბამს' (გამოცხადება 3:14). აქედან გამომდინარე, იესოს თავისუფლად შეეძლო ეთქვა შემდეგი სიტყვები: "ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელის" (იოანე 6:38) და ეს სიტყვებიც: "ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის. ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა. არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა. ასევე, არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს". უფრო მეტიც, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა თავად დაადასტურა იესოზე რომ ის მისი ძე (შვილი) იყო: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე". - (ნათქვამია მათეს მესამე თავის 17-ტე მუხლში).
-
Siknadmo ბიბლიის თანახმად, იესოს ხორციელი მამა არ ჰყოლია. იოსები მისი მამობილი იყო, ვინც პატარა იესოზე მამობრივ მზრუნველობას ეწეოდა; ხოლო ღმერთი კი იყო მისი მამა, ვისზეც იესო ლოცულობდა და ამბობდა: "მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე". (წაიკითხე იოანეს სახარება, თავი 17:1-5).
-
Siknadmo მე არ დაგთანხმებივარ. პირიქით, საკითხის გარკვევისათვის მიგითითე მონათესავე თემა რომ იქ გაგერკვია, მაგრამ რადგან არ გსურს, შენი ნებაა. რაც შეეხება ბიბლიურ შეკითხვას, რომელსაც სათანადო თემაში სვავ: გიპასუხებ: მათეს სახარებაში წარმოდგენილია იესოს გენეალოგია იესოს მამობილის ― იოსების წარმომავლობითი ხაზის აღწერით, ხოლო ლუკას სახარებაში, იესოს დედა ― მარიამის წარმომავლობითი ხაზის მეშვეობით.
-
Siknadmo:
-
Siknadmo როგორც ჩანს ჩემს დაწერილ სიტყვებს არაფრად აგდებ. სულ ცოტა, 4-ჯერ მაინც დაგიწერე რომ ამ თემაში გასარჩევი საკითხი არაათქო ის, რასაც შენ ითხოვ. აი მაგალიტად, იმ საკითხის მონათესავე თემა და აქ მაინც დავსი ეგ შეკითხვები რომ გაერკვე: ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა? რით უპირატესობს ერთი თარგმანი მეორეზე? ეს კი ლინკი: http://planeta.ge/index.php?showtopic=15678 გარდა ამისა, წინა პოსტებში ასეთი რამ მეწერა, რასაც თუ ყურადღებით წაიკითხავდი, აღარ იტყოდი ამას: "როგორ უნდა ვისაუბროთ ბიბლიაზე თუკი ის გაყალბებულია"-ო. რადგან ვწერდი: კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გავიმეორებ რომ ამჟამად მაინც გაითვალისწინო და არ იფიქრო რომ თავს ვარიდებდე შენს შეკიტხვებს ორმელიც ამ თემას არ შეესაბამება სადაც სვავ კითხვებს:
-
T_A_T შენი ნებაა, როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეცი. მრისხანე მრისხანეა. მრისხანებას რა დეფინიცია უნდა ჰქონდეს. ბიბლიის რომელიმე ნონაკვეთს თუ გულისხმობ, არ ვიცი, სასურველი იქნებოდა კონკრეტული მონაკვეთი მოგეყვანა და ჩამოგეყალიბებინა შეკითხვა. ბიბლია ასეთ პიროვნებად წარმოადგენს ბიბლიურ ღმერთს. ამას რა დეფინიცია სჭირდება არ ვიცი. კაენ-აბელის, აბრამის რწმენი გამოცდის და სოდომგომორას მოვლენები სრულიად სამართლიანად წარმოგვიდგენს ბიბლიურ ღმერთს. სასურველი იქნებოდა კონკრეტული შეკითხვის სახით დაწერო თუ კონკრეტული განხილვა გაინტერესებს აქ ჩამოთვლილთაგან. ესეც ზედაპირული შეკითხვაა; სასურველი იქნებოდა უფრო მეტი კონკრეტიზაცია. Siknadmo პოსტები წაიკითხე ყურადღებით. მე არ მითხოვია დამიჯერეთქო. მე სრულიად სხვა რამეს გწერდი. გარდა ამისა:
-
Siknadmo რომ არ წაგიკითხავს და არ იცი, იმიტომ გავუწიე მაგ წიგნს რეკომანდაცია შენთან რომ გაცნობოდი მასში წარმოდგენილ ფაქტებს და არა ის რომ აფსოლუტურად სხვა წიგნზე გაკეთებული რუსული კომენტარებით "გაგებათილებინა" იმ წიგნში მოყვანილი ფაქტები, რომელზეც ამბობ რომ წაკითხვის შესაძლებლობა არ გაქვს. თუ არ გაქვს წაკითხვის შესაძლებლობა, და არ გაცნობილხარ მასში წარმოდგენილ ფაქტებს შენი პრობლემაა და არა სხვისი. გარდა ამისა, ამ თემაში გასარჩევი სულაც არაა იმ საკითხის დაწვრილებით განხილვა რასაც ითხოვ. ამ თემაში ბიბლიური შეკითხვები იწერება (ცნობისათვის). "ჩანს"? არ გაცნობილხარ მის წიგნში წარმოდგენილ ფაქტებს და ზდაპირულ დასკვნებს აკეთებ. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანად განიხილავ საკითხებს. გაეცანი წიგნს რომელიც მიგითითე და გეცოდინება კონკრეტული ფაქტებიც, რომელიც მრავლადაა მასში წარმოდგენილი. წიგნის ავტორს მასში მითითებული აქვს წყაროებიც სადაც შეძლებ მის მიერ წარმოდგენილი ფაქტების გადამოწმებას. ამ თემაში კი ბიბლიური შეკითხვები დავსვათ (თუ გვაქვს), ნუ ავცდებით თემას რომ სამართლიანი შენიშვნა არ დავიმსახუროთ მოდერატორებისაგან. ხომ დაგიწერე უკვე, ბიბლიური ხელნაწერები და მისი თარგმანებიც კი. (შესაბამის თემაში მაინც დასვი ეგ შეკითხვები). მის მოსწავლეებს არ გაუყალბებიათ მართლმადიდებლად წოდებულმა რელიგიურმა მიმდინარეობამ გააყალბა. აი ეს შეკითხვა რა შუაშია საერთოდ. ან მე, ან ვინმემ ახსენა იეჰოვას მოწმეები ან სხვა რელიგიური უმცირესობები? მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს რომ ბიბლია ჩვენ მოვიტანეთ დღემდეო და არა იეჰოვასმოწმეები. (ცნობისათვის). თავად გაეცანი ამ წიგნს, გამოიკვლიე ეს საკითხები და შემდეგ შესაბამის თემაში დაწერე შენი მოსაზრება და არგუმენტებიც მოიყვანე. როცა ამას გააკეთებ (შესაბამის თემაში), გამოვეხმაურები შენს პოსტს და არგუმენტირებულად დაგისაბუთებ თუ საპირისპირო აზრი მექნება. აქ კი ნუ გავაოფებთ თემას. გავიმეორებ, რომ ამ თემაში ბიბლიური შეკითხვები ისმევა. პ.ს. ოფტოპიკებს აღარ გამოვეხმაურები.
-
Siknadmo შენ მოგყავს რუსული საიტიდან აფსოლუტურად სხვა წიგნზე კერძო პირის სუბიექტური მოსაზრებები, მაშინ როცა მე სრულიად სხვა წიგნი მიგითიტე პოსტ 52-ში. როგორც ჩანს პოსტებს არ კითხულობ ყურადღებით. წიგნი რომელიც მე მიგითითე, მასში ამ სწავლულის პირადი შეხედულებები კი არ არის იესოს ვინაობაზე, არამედ წარმოდგენილია ფაქტები, სადაც კარგად ჩანს მართლმადიდებლების მიერ ბიბლიური ტექსტის გაყალბების დიდი მცდელობები. წაიკითხე პოსტები ყურადღებით:
-
მართლმადიდებელი ეკლესია საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს
აზრი replied to ლ ი ც ი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ლ ი ც ი ოჰ, დიდი ხანია არც მე აღარ მწამს მაგათი, დიდი ხანია. -
http://www.pic4ever.com/images/164.gif უკომენტაროდ:
-
ჭანო მიზეზი რელიგიაშია, ანუ თავად იმ რელიგიაში, რომელსაც მართლმადიდებლობა ეწოდება. როგორც მახსოვს, მართლმადიდებელმა რელიგიამ, გარკვეული სახის შეთანხმება დთო და ხელი მოაწერა მისიონრობის შესახებ. ანუ არ მისიონრობენ. ახლა არ მცალია რომ გადავხედო მასალებს და ვიპოვო ეს შეთანხმება და ისიც, თუ კიდევ ვინ მოაწერა ხელი მას. მთავარი მომენტი აქ არის ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ეწევა მისიონერულ ანუ მქადაგებლურ საქმიანობას, ეს არის ფაქტი. მათ უნდა ესტუმრო, ისინი არ გესტუმრებიან. ამ დროს, ქრისტიანობა კი სწორედ რომ მისიონერულმა საქმიანობამ გაავრცელა. I საუკუნის ქრისტიანებს რომ მართლმადიდებლების მსგავსად ეფიქრათ და ემოქმედათ, ქრისტიანობა არ გავრცელდებოდა არანაირი ფორმით. Kracaxnadukla საიდან ამხელა აგრესია? თუ საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით დასაბუთება არ შეგიძლია, მუშტებზე კი არ უნდა იყურო. აგრესიის და შემხვდი აგიხსნის ნაცვლად, წიგნი იკითხო და ცივილიზებური პოსტები აკეთო მგონი გაცილებით უკეთესია. თემის გარეთ არსებულ საკითხებზე თუ მომწერ, არ გიპასუხებ და გაითვალისწინე.
-
იესომ თავის მოწაფეებს დაავალა ქრისტიანობის ქადაგება, ანუ მისიონრული საქმიანობის შესრულება და თან დააყოლა რომ ამ საქმიანობის შესრულებისას მათთან იქნებოდა. მან თქვა: "წუთისოფლის აღსასრულემდე თავენთან ვიქნებიო". ადამიანების მოწაფეებად გახდომა, რაც ქადაგების, მისიონრობის წყალობით ხდებოდა, წუთისოფლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. მართლმადიდბელებს მისიონრები არ გყავთ, არც გყოლიათ და არც გეყოლებათ.
-
Siknadmo PM-ში კი მომწერე მარა, მოვკვდი სიცილით რაც მომწერე. პასუხი მინდოდა მომეწერა და ვერ იგზავნება რადგან საფოსტო ყუთი სავსე აქვსო, იქნებ წაშალო პირადი შეტყიბინების ყუთში ზოგი წერილი რომ მეც მომეცეს საშუალება მოგწერო. რაც შეეხება მაგ შეკითხვას. შენი შეკითხვა არაა ბიბლირუი შეკითხვა. ის არის ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებული შეკითხვა. ასე რომ მაგისთვის არის ცალკე თემა და შეგიძლია იქ დასვა გიპასუხებ. აი აქ: ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა? რით უპირატესობს ერთი თარგმანი მეორეზე?
-
არსად არ დამიწერია გაუგებრად წერ და ვერ ვიგებთქო. ქრისტიანები მისიონრები იყვნენ მეთქი მე ეს დაგიწერე. როგორც ჩანს ვერ გაიგე.
-
Siknadmo როგორც ჩანს, სიტყვა მისიონერის მნიშვნელობა უნდა გაიგო ჯერ და შემდეგ დაწერო ისეთი რამ რაც დაწერე. იესო იყო მისიონერი. მისი მიმდევრებიც მისიონრები იყვნენ. მისიონერი წარგზავნილს/გაგზავნილს ნიშნავს, რომელიც რელიგიურ სიტყვას ავრცელებს. ეკელსია კი თავისთვის არის. არსად მიდის. აქეთ მოდითო ამბობენ. "მისიონრობის" ნამეტანი საუცხოო ფორმა გამონახეს.
-
ჭანო არ ჰყავთ მსგავსი მისიონრები არც რელიგიური სწავლებების გასავრცელებლად, რადგან ხელშეკრელებას ოაწერეს ხელი როგორც მახსოვს და არ მისიონერობენ და არც სასადილო დახმარების სახლების გახნით დაუტვირთავთ თავი, რაც ცხადია სამწუხარო რეალობად მიმაჩნია. თუმცა, თბილისში ჰქონდათ გახსნილი თითზე ჩამოსათვლელი ადგილ(ებ)ი, სადაც რამოდენიმე უსახლკარო და გაჭირვებული თუ იქეთ მიაკითხავდა თითო ლუკმას აწვდიდნენ. მას შემდეგ ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა, თუ არ გაუარესდა კიდე რა ვიცი.
-
Siknadmo შენ თუ ფიქრობ რომ ამბიცია და სიცრუა მალაპარაკებს ძალიან ცდები. შენ ამბობ რომ ხახლის დიდი რაოდენობა კათოლიკე და მარტლმადიდებლად წოდებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან და ეს მიგაჩნია იმის საფუძვლად რომ ესე იგი ჭეშმარიტების მატარებლები ხართ. როდის აქეთ საზღვრავს რაოდენობა ხარისხს? იცი რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსლიმია? რაოდენობით ნუ საზღვრავ ვინ ამბობს და იქცევა სწორად და ვინ არასწორს ამბობს და ცრუობს. როგორც ჩანს რელიგიურ პირად წარმოადგენ შენ თავს ამ ფორუმზე, ამიტომ რელიგიურად გეტყვი. უმრავლესობამ იესო არ მიიღო, უმცირეოსაბმ მიიღო. ესე იგი, უმრავლესობა იყო მართალი? ცხადია არა. ასე რომ, დღეს მილიარდობით თუ ხართ კათოლიკები და მართლმადიდებლები, ავტომატურად არ ნიშნავს რომ რელიგიურად სწორს ასწავლით; არც იმას ნიშნავს რომ სიმართლეს აკეთებდით და ასწავლიდით და ასე იქცევით დღემდე. სამწუხაროდ, რელაობა ანუ ფაქტები სწორედ იმაზე მიუთითებენ რომ რელიგიური "მანქანა", რომელიც IV საუკუნეში შეიქმნა საუკუნეების მანძილზე ბიბლიასაც ებრძოდა და მოაზროვნე ადამიანებსაც. ეკლესიის საქმეების შემყურე, მრავალი ათეისტი ადამიანი უფრო დაშორდა ღმერთს, რადგან თვითმარქვია ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ ადამიანების ცეცხლში დაწვა, თავისუფალი აზროვნების ჩახშობა, სწორედ იმის მტკიცებულებას წარმოადგენს რაც მოაზროვნე ადამიანებს ათეისტებსაც არაეკლესიურ თეისტებსაც იმაში არწმუნებს რომ IV საუკუნეში გამოგონებული ეკლესიური მანქანა ადამიანების სამართავად იქნა შექმილი. რაც შეეხება ბიბლიისადმი მტრობას. სამწუხაროა რომ ეკლესიის ისტორიას კარგად არ იცნობ, რადგან მაგ შეკითხვას აღარც კი დასვავდი. ამ ფორუმზე ვერ გასწავლი ეკლესიის ისტორიას, სასირცხვილო საქმიანობას და იმას, თუ როგორ ეპყრობოდა ეკლესია და მათი ბობოლა წარმომადგენლები ბიბლიას და რომლებიც "წმინდანებად" შერაცხეს მათი სიკვდილის შემდეგ როგორ აყალბებდნენ ბიბლიის სიყვებს. მოდი, ამ საინტერესო თემის (სადაც ახლა ვწერთ, მისი) გაოფება რომ არ გამოგვივიდეს, რეკომენდაციას გავუწევ შენთან ერთ საინტერესო წიგნს, სადაც იდეალურადაა წარმოდგენილი მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ ბიბლიის გაყალბების მაქსიმალური მცდელობის დამადასტურბეელი ფაქტები. წიგნის სახელწოდებაა: "The Orthodox Corruption of Scripture: The Effect of Early Christological Controversies on the Text of the New Testament". ქართულად დაახოებით ასეთი სათაური აქვს: "მართლმადიდებლების მიერ წმინდა წერილების გაყალბება: რა ზეგავლენა მოახდინა ადრეულმა თეოლოგიურმა წინააღმდეგობებმა ახალი აღთქმის ტეხტებზე". აქვე მოგახსენებ, რომ ეს წიგნი პირადად მაქვს არაერთხელ წაკითხული და გაცნობილი ვარ ფაქტებს. (მსგავსი ხასიათის სხვა წიგნებიც მაქვს წაკითხული). ხოლო ამ წიგნის ავტორზე მოგახსენებ, რომ იგი გახლავს: ბარტ ეჰრმანი, ახალი აღთქმის ცნობილი სწავლული; ადრეულ ქრისტიანთა ხელნაწერთა ტექსტუალური კრიტიკოსი; ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პატივდებული პროფესორი, რომელიც უნივერსიტეტში არსებული რელიგიური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. წაიკითხე ხოლმე განათლებული და თანამედროვე დროში მცხოვრები სწავლულების ნაშრომები და შემდეგ მოდი და მომაყენე შეურაცხყოფა თუ სიცრუეს გწერ. შეგიძლია ამ ვებგვერდსაც გადაავლო თვალი რომ უკეთ გაეცნო ამ პროფესორის ვინაობას და განათლებას: http://www.bartdehrman.com/books/orthodox_corruption.htm წიგნის გარეკანი, რომელსაც რეკომენდაცია გავუწიე შენთან ასე გამოიყურება: http://s005.radikal.ru/i209/1002/5e/59981774c971.jpg პ.ს. მარტო იოანე ოქროფირის, დამასკელის ან მთაწმინდელის დაწერილი მართლმადიდებლური წიგნების წაკითხვით სიმართლეს ვერ გაიგებ თუ რას სჩადიოდნენ ეკლესიის მესვეურნი საუკუნეების მანძილზე. საჭიროა მიუკერძოებელი სწავლულების ნაშრომებსაც გაეცნო რომ შენი ცოდნის სპექტრი გააფართოო რომ საკითხი ყველა მხრიდან დაინახო და სწორი შეფასებები გააკეთო.
-
paolo არ მოველოდი შენგან ასე ნაჩქარევი და მცდარი დასკვნის გაკეთებას. "მართლა გჯერა"-ო მეკითხები და თან რას მწერ. სადმე ოდესმე დამიწერია რომ ჩამსწორებლებს ან საეკლესიო კრებებს არ ამოძრავებდათ რაიმე ამბიცია? მათ რო ამბიცია ამოძრავებდათ და ამოძრავებთ, ნეტა მასე ვინმეს ამოძრავებს ამბიციები? არ მგონია! ვინაიდან მე იმ ადამიანების ჯგუფს მიმაკუთვნებენ, რომლებსაც ბიბლიის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება, იმას არ ნიშნავს რომ მეც იმას გავიძახდე, თითქოსდა ეკლესია და მისი მესვეურნი არ ცდილობდნენ ბიბლიის ჩასწორებასა თუ დამახინჯებას. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა ეკლესია ებრძოდა ბიბლიას, მის მორგებასა და დამახინჯებას ცდილობდა, მათი მცდელობა მხოლოდ ნაწილობრივად იყო წარმატებული, რომელიც მოგვიანებით გამომჟღავნდა, აღმოიფხვრა და ტექსტი თავის საწყის ფორმას დაუბრუნდა და მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიების მცდელობა წარუმატებელი გახდა. ისინი დიდი ამბიციით და ღვთისადმი ურწმუნოებით მაქსიმალურად ცდილობდნენ არა მარტო სახარების, არამედ მთელი ბიბლიის დამახინჯებას, გადაკეთებას, გაყალბებასა და საკუთარ პოლიტიკურ-რელიგიური მოსაზრებებისადმი მორგებას! რაც შეეხება სახარების დამწერებს, მათ ნამდვილად არ ამოძრავებდათ ამბიცია და არ იმყოფებოდნენ იმ ამბიციის ზეგავლენის ქვეშ, რა ამბიციებიც მოგვიანებით საუკუნეების მანძილზე ამოძრავებდა ეკლესიის რელიგიურ-პოლიტიკურ "მანქანას" და ამ ანქანის მართავ რელიგიურ ლიდერებს; სახარების დამწერებზე მსგავი ამბიცია არ მართავდათ რომ თავისი თვალით ნანახი რეალობის დამახინჯებული სახით გადმოცემისთვის შეეწყო ხელი. აქვე ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ თუ შეკითხვა უშუალოდ არ ეხება ბიბლიაში ჩაწერილ ცნობას, ნუ დასვავ ამ თემაში, რადგან ასე თემა კარგავს თავის ლაზათს და ოფდება. კითხვები როგორიცაა ეკლესიის თუ რომელიმე კონკრეტული რელიგიის ქმედებები ბიბლიისადმი მოპყრობაზე თუ სხვა, არაა ბიბლიური შეკითხვები. მიუხედავად ამისა, ამჯერად გაგცემ პასუხს შეკითხვებზე, მაგრამ გთხოვ, სხვა დროს ნუღარ გავცდებით თემას. ამჯერად გაგცემ პასუხს ამ შეკითხვებზე: დღეს სახეზე ეკლესიამ რა ჩათვალა და როგორ, მათთვისაა ისეთი რამ რაც უნდა აღიარონ, ვისთვისაც ეკლესია წარმოადგენს ყველაფრის განმსაზღვრელს. არ იფიქრო რომ მსოფლიოს მეცნიერები, ქრისტიანული რელიგიები და ბიბლიის მკითხველები, მხოლოდ იმიტომ ცნობენ ბიბლიას ისეთად როგორი ფორმითაც დღეს გვაქვს სახეზე, რადგან ზოგი ეკლესია ბიბლიის ამ ფორმას აღიარებს. ეკლესია რას აღიარებს და რას არა, პირადად ჩემთვის ერთი გრამი მნიშვნელობაც კი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეკლესიამ რა დაიდგინა თავისთვის კანონიკურად და რა არა, არანაირად არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ბიბლიის კანონიკური წიგნებისათვის. მსგავსი დამოკიდებულება აქვს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს; ისინი მართლმადიდებლად და კათოლიკე ეკლესიებად წოდებულ ქრისტიანობიდან განდგომილ რელიგიურ მიმდინარეობას არ უსმენენ განსაკუთრებით ბიბლიის კანონიკური წიგნების განსაზღვრების თაობაზე. სად იყო მართლმადიდებლობა, როცა ბიბლიის კანონიკური წიგნები უკვე დადგენილი და გამოვლენილი იყო. როგორც ჩანს, შენ ფიქრობ, რომ მართლა ეკლესიამ დაგვიდგინა რომელია კანონიკური წიგნი და რომელი არა? თუ მასე ფიქრობ, ძალიან ცდები. მასე რომ იყოს, ეკლესიაზე დამოკიდებულები ვყოფივართ და დავღუპულვართ მაშინ. გავიმეორებ: ეკლესიამ რა დატოვა და რა არა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვერ დაგეთანხმები, რადგან რეალობა სხვა სურათს გვიხატავს. საკითხები რაზეც ახლა ვმსჯელობთ, საფუძვლიანად მაქვს გამოკვლეული და ამიტომ ვამბობ ასე. შენ კი, როგორც ჩანს, ზედაპირულად გაქვს ეს საკიხი გამოკვლეული. სხვა შემთხვევაში არ იტყოდი მსგავს რამეს. ვერ დაგეთანხმები. ძალიან მკვეთრად იგრძნობა მათში როგორც სტილისტური, ისე ავტორისეული განწყობა. გამოიკვლიე ისინი და დარწმუნდები. რა თქმა უნდა შენი ნებაა რა გჯერა და რა არა. მაგრამ, რასაც ამბობ, საფუძველს მოკლებულია. თუ გსურს ამ სკაკითხზე გააგრძელო და წარმოადგინო რაიმე სახის მიზეზები მაინც, რატომ ფიქრობ მასე, კარგი იქნებოდა, მხოლოდ გახსენი სათანადო სათაურით თემა და იქ გავაგრძელოთ. შენ, მე, ნუკრიკო, ჭანო და სხვები, ყველა ალბათ განსხვავებულად აღვიქვამდით რაიმე მოვლენას და განსხვავებულად გადმოვცემდით. ისევე როგორც სახარების დამწერების ნაწერებშია სხვაობები (და არა წინააღმდეგობები). შენ თუ ბიბლიას ხარისხიანად გამოიკვლევდი, დარწმუნდებოდი რომ ბიბლიის დამწერებს არ ამოძრავებდათ პირადი ამბიციები. ისინი ბიბლიის წერისას არ იქყვენ საკუთარი ამბიციების და შთაბეჭდილებების ზეგავლენის ქვეშ. ისინი არ ცდილობდნენ საკუთარი შთაბეჭდილებების და ამბიციების იმაზე წინ დაყენებას, რაც რეალურად მოხდა და რისი წერილობით გადმოტანაც ითავეს. მათ კარგად ესმოდათ, თავიანთი მასწავლებლის იესოს სწავლებები და რომ ცხოვრებაში გარეგნულობაზე კი არა, არსზე გაემახვილებინათ ყურადღება. მოკლედ, ამ საკითხებზე ამ თემაშ მსჯელობა გაოფებად მიმაჩნია და ამიტომ არ გავაგრძელებ. როგორც მოგწერე, გახსენი თემა, დაარქვი სათაური და ზოგ კარგ რამეს გაგიზიარებ ინფორმაციი სსახით როგორც პატიოსანი ადამიანების - სახარების დამწერთა, ისე დაწერილი სახარების არაპატიოსანი ადამიანების მიერ გამყალბების მცდელობის შესახებ.
-
რა ვიცი რა გითხრა. რუსულ ენას დიდი ხანია აღარ ვიყენებ. სასურველია თუ ქართულ (ან ინგლისურ) ენაზე ამიხსნიდი.
-
ჟარგონებს გულისხმობ? სხვათაშორის რუსულს ისევ ქართულად ახსნა კი მირჩევნია.
-
ვერ გავიგე რას გულისხმობ. თუ შეგიძლია უფრო ნათლად ჩამოაყალიბო, ნუ დაიზარებ. მაინტერესებს რას გულისხმობ.
-
T_A_T ნამდვილად. მაგრამ, რაიმეს უარყოფა, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ვერცერთი რელიგიის სწავლებას გარე მყოფი ადამიანები ვერ შეცვლიან და არც უნდა ეცადონ. ნუ მიიღებენ იმას რაც არაა მისაღები, უარყონ, ესაა და ეს. T_A_T მოკლედ გეტყვი. საერთოდ, როგორც წესი, არანაირ ვარაუდებს არ ვეთანხმები. ნებისმიერი აზრი, რომელსაც ვეთანხმები, კარგად დასაბუთებული უნდა იყოს და მყარ საძირკვლებზე უნდა იყოს დაფუძნებული, სანდო, სარწმუნო და ძლიერ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ საინტერესო ვარაუდს ვისმენ და ვაანალიზებ, თუმცა ვარაუდებს არადოეს ვიჯერებ. პ.ს. ნიუტონს ბევრ რამეში ვეთანხმები, (განსაკუთრებით რასაც ეკლესიურ სწავლებებზე წერდა. მან თიტქმის ყველაფერი უარყო ეკლესიური); ნიუტონი ბიბლიის უძლიერესი მკვლევარი იყო. დიდხანს რომ ეცოცხლა ალბათ ბევრ რამეს მიაგნებდა.