-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ეხლა ვფიქრობ, ამერიკლებმა მიშას ხომ არ მიანიშნეს ამით რაღაცეები. ანუ დააშინეს? მე მგონია, რომ მიშას აფრთხილებენ, რომ ჭკვიანად მოიქეცი თორე ცუდად გექნება საქმეო..
-
ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია. აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს ახალი მოდელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო ამბოხისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის სემ ბელის თქმით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება. ამერიკელებმა გამოაქვეყნეს იმ 37 ქვეყნის სია, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველომ ამ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. საქართველოს ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ: 1.Iran 2.Sri Lanka 3.Russia 4.Georgia 5.Israel 6.Turkey 7.Burundi 8.Chad 9.Honduras 10.Czech Republic 11.China 12.Italy 13.Colombia 14.Ukraine 15.Indonesia 16.Malaysia 17.Jordan 18.Mexico 19.Kenya 20.South Africa 21.Ireland 22.Peru 23.Chile 24.Armenia 25.Tunisia 26.Democratic Republic of the Congo 27.Belarus 28.Argentina 29.Albania 30.Ecuador 31.Sudan 32.Austria 33.Nigeria 34.Syria 35.Kyrgyz Republic 36.Egypt 37.Belgium http://radicalism.milcord.com/blog/?p=5
-
როგორც ჩვენი მთავრობის მოქმედებიდან (მხედველობაში მაქვს უპირველეს ყოვლისა საპრივატიზაციო პოლიტიკა) ჩანს, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გეზი მთლიანად ბაზარზე აიღო(ეს უფრო აშკარა იყო კ.ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს). მას მიაჩნია, რომ ბაზარი ეკონომიკის მართვის იდეალური საშუალებაა. უფრო მეტიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ იქნება საჭირო და გაუქმდება. ბაზარი რომ მართლაც იდეალური იყოს, მაშინ ამდენი ღარიბი ქვეყანა არ იარსებებდა. მთლიანად ბაზარს მინდობილი ეკონომიკური პოლიტიკა მართვის ყველაზე მარტივ გზას გვთავაზობს. საკმარისია ხელისუფლება არ ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და ყველაფერი თავისით მოწესრიგდება. ამაზე იოლი ეკონომიკური პოლიტიკის მოფიქრება ალბათ შეუძლებელია. მაშინ რა უშლის ხელს ამდენ ღარიბ ქვეყანას, ნუთუ ყველა ისინი საკუთარი თავის მტრები არიან და ეკონომიკის მართვით ზედმეტად იტვირთავენ თავს? და ეს მაშინ, როცა თუ საერთოდ არ მართავენ ეკონომიკას საუკეთესო შედეგს მიიღებენ. მსოფლიოში ბაზრის იდეალიზირება დაიწყო 70-იან წლებში. რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორი ამერიკელი მეცნიერის, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების მილტონ ფრიდმანისა და ავგუსტო ფონ ჰაიეკის შეხედულებებმა. მათ მოახდინეს ბაზრის გაფეტიშება. გავიხსენოთ, რომ 70-იანი წლები ცივი ომის პერიოდია. აშშ-ს უპირველესი მტერია საბჭოთა კავშირი. ამერიკა ყველანაირად ცდილობენ სსრკ-ს დანგრევას ან დასუსტებას. თუკი საბჭოთა კავშირში დაიჯერებენ, რომ ბაზარი არის იდეალური ბერკეტი ეკონომიკის მართვის, მაშინ გარდაქმნების დაწყება ქვეყანაში გარდაუვალია. საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს დემოკრატიზაციას. საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიზაცია უეჭველად გამოიწვევს ძლიერი ცენტრალიზებული მართვის მოშლას და შედეგად აშშ-სათვის ყველაზე საშიში მტრის დასუსტებას. ამდენად დასავლეთი დაინტერესებულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაიჯერონ ბაზრის სრულყოფილება (ქვემოთ ვნახავთ, რომ არსებობს კიდევ სხვა მოტივი ამისათვის). ამასთანავე, საბაზრო ეკონომიკას სჭირდება მესაკუთრეთა ფენა, ამიტომ საჭირო იყო პრივატიზაციის პროცესისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა, თუნდაც ეს პრივატიზაცია ,,ბინძური"(უსამართლო) ყოფილიყო. ამ მიზნის მისაღწევად და მსოფლიო საზოგადოებაში ამ მოსაზრებების ფართოდ გავრცელებისათვის, ხდებოდა ამერიკელი მეცნიერების შეხედულებების მაქსიმალური პოპულარიზაცია და პროპაგანდირება. მათ მასმედიაში დიდ ადგილი ეთმობოდათ. შეიქმნა სერიოზული საიტები ინტერნეტში, სადაც სწორედ ამ მოსაზრების მუსირება ხდებოდა. ფრიდმანი, ჰაიეკი და მათი მომხრეები ხშირად გამოდიდონენ სხვადსხვა სატელევიზიო არხით, რადიოთი, იბეჭდებოდნენ პრესაში. საზოგადოებაში მიზანმიმართულად ინერგებოდა ამერიკელი მეცნიერების იდეები. აქვე ვიტყვით, რომ მილტონ ფრიდმანმა მხარი დაუჭირა ჩილეში გადატრიალებას, რის გამოც მას საპროტესტო გამოსვლები მოუწყვეს ნობელის პრემიის გადაცემისას (სხვათაშორის ამ ბოლო დროს აღარ ისმის ხმები ჩილეს ეკონომიკური სასწაულის შესახებ). წარმოშობით გერმანელი ავგუსტო ფონ ჰაიეკი კი ახალგაზრდობაში ნაციონალ სოციალიზმის იდეებით იყო გატაცებული და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიებით არ უნდა ყოფილიყო განწყობილი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შემცირდა ამგვარი პროპაგანდის აუცილებლობა და 90-იანი წლებიდან მდგომარეობა ნელნელა შეიცვალა, თუმცა ეს მეცნიერთა წრეში მეტად იგრძნობა, ვიდრე ფართო საზოგადოებაში. სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ მეცნიერები, რომ ბაზარი არ არის იდეალური და მას აქვს ე.წ. ჩავარდნები გარკვეულ სფეროებში. კერძოდ, ბაზარი ვერ ქმნის 1) საზოგადოებრივ პროდუქტს, მაგალითად გზების მშნებლობა; 2) ეფექტურად ვერ მართავს რესურსებს თუკი წარმოებას თან ახლავს გარკვეული გარეგანი ეფექტები, ამის გამო იგი მთავრობის ჩარევის გარეშე ვერ წყვეტს ეკოლოგიის საკითხებს, 3) ვერ მართავს ეფექტურად მონოპოლიებსა და ოლიგოპლოიებს, რის გამოც ხდება ქვეყნის რესურსების არაეფექტური გამოყენება და ამავე დროს იზრდება სოციალური უთანასწორობა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: 4) ინფორმაციის ასიმეტრიულობა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მყიდველმა გასაყიდი საქონლის შესახებ იცის უფრო ნაკლები ვიდრე გამყიდველმა. ეს მომენტი მთლიანად ცვლის შეხედულებას ბაზრის ეფექტურობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საკამრისია უმნიშვნელო ასიმეტრია ინფორმირებულობაში, რომ ბაზრის ,,უხილავი ხელი" არაოპტიმალურად იწყებს მუშაობას. უფრო მეტიც ზოგიერთ სფეროში შეიძლება მან ბაზრის შემცირება ან საერთოდ გაქრობაც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. აღმოჩნდა რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობის გამო ბაზარი შეიძლება რამდენიმე წონასწორობაში გავიდეს და ამასთანავე დამყარებული წონასწორობა სულაც არ იყოს ყველაზე ოპტიმალური. ამ საკითხების დამუშავებაში 2001 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ ჯორჯ აკერლოფს, მაიკლ სპენსსა და იოსებ სტიგლიცს. ახლა ვნახოთ თუ რა შედეგს მოგვცემს ეკონომიკის განვითარების მთლიანად ბაზარზე მინდობა. აქვე ასევე გამოჩნდება განვითარებული ქვეყენების მხრიდან ბაზრის გაფეტიშების ის მეორე მოტივიც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. არესბობს დიდი ხნის წინ შვედი მეცნიერების მიერ დამუშავებული თეორია, რომელსაც ჰეკშერ-ოჰლინის თეორია ეწოდება და რომლის დამუშავებისათვისაც ოჰლინმა 1972 წელს ნობელის პრემია მიიღო (ჰეკშერი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო). თეორიის არსი შემდეგშია: ქვეყანაში უპირატესად ვითარდება და საექსპორტოდ იქცევა ის დარგი, რომლის განვითარებისათვისაც საჭირო რესურსი ამ ქვეყანას სხვა რესურსებთან შედარებით ყველაზე ჭარბად აქვს. დავფიქრდეთ რა გვაქვს ჩვენ ყველაზე ჭარბი? უდავოა, რომ კაპიტალი არასაკამრისი გვაქვს, არც უახლეს ტექნოლოგიებზე მიგვიწვდება ხელი. სამაგიეროდ გვყავს უმუშევრების დიდი არმია. ამასთან დასაქმებულთა ხელფასებიც ძალიან დაბალია. ე.ი. გვყავს ჭარბი იაფი მუშახელი. ასეთ წინაპირობების არსებობის გამო საბაზრო ძალები (მთავრობის მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში), რომლებიც ჰექშერ-ოჰლინის თეორიას ემორჩილებიან, გამოიწვევენ შრომატევადი დარგების განვითარებას ქვეყანაში. განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დიდი რაოდენობის კაპიტალი, მაღალი ტექნოლოგიები და განვითარებული საფონდო ბაზარი, შეუძლიათ და ანვითარებენ კიდეც მაღალტექნოლოგიურ და კაპიტალტევად დარგებს. კაპიტალტევადი დარგები მაღალი შრომისნაყოფიერებით გამოირჩევიან. რაც შეეხება მეცნიერებატევად, მაღალტექნოლოგიურ დარგებს, ისინი მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიური ძალაუფლებით სარგებლობენ. იმის გამო, რომ მაღალტექნოლოგიებზე ცოტას თუ მიუწვდება ხელი ამ დარგებში კონკურენტები ცოტაა, რაც მათ მონოპლოიურად მაღალი მოგების საშუალებას აძლევს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კი როცა ტექნოლოგია მოძველდება და ხელმისაწვდომი ხდება ბევრი მეწარმესათვის, მოგების ნორმა ამ დარგებში მცირდება და ისინი გადადიან იმ ქვეყნებში სადაც იაფი მუშახელია, საიდანაც უკვე გაიაფებული საქონელი ბრუნდება განვითარებულ ქვეყანაში. ამ თეორიას ,,პროდუქტის საციცოცხლო ციკლის" თეორია ქვია და იგი ფრანგმა მეცნიერმა რ. ვერნონმა დაამუშავა. ამის შედეგად მოგებული რჩებიან განვითარებული ქვეყნები, მათ უნთავისუფლდებათ შრომატევად და ნაკლებ პროდუქტიულ დარგებში დასაქმებული მუშახელი და შესაძლებლობა ექმნებათ გამონთავისუფლებული მუშახელი ახალ, უფრო მომგებიან დარგებში დაასაქმონ. ამით იზრდება ქვეყანაში შექმნილი დოვლათი და პარალელურად განვითარებადი ქვეყენებიდან შემოდის გაიაფებული დაბალტექნოლოგიური, მაგრამ განვითარებული ქვეყენების საზოგადოებისათვის საჭირო საქონელი (მაგალითისათვის ამერიკელების მიერ მოხმარებული ფეხსაცმელების მხოლოდ 5% იკერება ამერიკაში დნარჩენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყენებიდან შემოდის). როგორც ვხედავთ მაღალ განვითარებული ქვეყნები საერთაშორისო ვაჭრობიდან დიდ მოგებას იღებენ. ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების სტაბილიზაციისათვის შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საერთაშორის სავალუტო ფონდის აქციების ძირითადი ნაწილი აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის საკუთრებაშია. ასე რომ, თუ ჩვენ ეკონომიკას მთლიანად მივანდობთ ბაზარს ჩვენი ქვეყანა იქცევა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ დამატებად შრომატევად და დაბალტექნოლოგიურ დარგებში, თანაც ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ უცხოელებმა საერთოდ არ გააკეთონ ინვესტიცია საქართველოში, უბრალოდ საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა გახდება ისეთი, რომელიც მოგებას მოუტანს განვითარებულ ქვეყნებს. მეორე მხრივ კი, შრომატევადი დარგების განვითარება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი შექმნის შედარებით ნაკლებ პროდუქტს, რის გამოც მისი ხელფასი დაბალი იქნება. ე.ი. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა გავა ისეთ წონასწორობაში, როცა გავქვს დაბალი ხელფასები და შესაბამისად დაბალი ცხოვრების დონე. ამიტომაც სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში მოუწოდებს ქვეყნის მთავრობებს, რომ ჩაერიონ ეკონომიკის განვითარების მსვლელობაში და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა არასასურველი წონასწორობიდან უფრო სასურველ წონასწორობაში გადაიყვანონ. რის შემდეგაც შესაძლოა ეს ჩარევა დიდი ხნით აღარც გახდეს საჭირო. სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკა, როგორც სტიგლიცი ამტკიცებს, შეიძლება არაოპტიმალურ წონასწორობაში გავიდეს, შეიძლება აიხსნას მრავალი, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ძალიან გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისები და ცხოვრების დაბალი დონე. ვერა და ვერ გამოყავს ეს ქვეყნები კრიზისიდან ბაზარს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ დედამიწის რესურსების შეზღუდულობა შეუძლებელს ხდის ყველა ქვეყნისათვის ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას. მაგალითად იმისათვის, რომ ჩინეთში ცხოვრების დონე გაუტოლდეს საბერძნეთის ცხოვრების დონეს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მას დასჭირდება დამატებით ერთი დედამიწა თავისი რესურსებით. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს შეადგენას, მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-ს. დანარჩენი განვითარებული მსოფლიოც ასევე დაახლოებით 40%-ს, ხოლო მთელი განვითარებადი მსოფლიო კი რესურსების დარჩენილ 20%-ს. ასე რომ თუ ყველა ქვეყანა თანაბრად იცხოვრებს, ცხივრების დონე აღარ იქნება ისე მაღალი, როგორც ახლა არის განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ძნელია დაიჯერო, რომ ჩვენ ვინმე ,,ხეზე ცოცვას" გვასწავლის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებმა არცერთ ქვეყანაში არ გამოიღო დადებითი შედეგი, უფრო პირიქით ხდება ხოლმე. უცხოური ტრანსეროვნული კორპორაციების უკონტროლოდ მოწვევამ კი შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს. ისინი საკმაოდ დიდ ფინანსებს ფლობენ, რის გამოც აქვთ ყველა შესაძლებლობა ჩაერიონ პატარა ქვეყნების განვითარებაში. საჭიორების შემთხვევაში მოისყიდონ პოლიტიკოსები და მოაწყონ გადატრიალებები. ეს მოხდა კიდეც ჩილეში, როცა სპილენძის მომპოვებელმა უცხოურმა ფირმამ ,,BNN"-მა, დააფინანსა გადატრიალება და შეიწირა ქვეყნის მთავრობა და ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი. იგივე ბედი ეწია პატრის ლუმუბასაც. ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა და ამიტომ შეიძლება იგი პოლიტიკური მიზნებისათვისაც იქნეს გამოყენებული. ამის გამო, ადამიანებმა, ვისაც ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ევალებათ, ეკონომიკური შეხედულებები უმჯობესია პროფესიული ლიტერატურით შეიქმნან და არა მასმედიის საშუალებებით, რადგან მასმედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპები შეიძლება სულაც არ იყოს სწორი და ამდენად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი უარყოფითი პროცესები არ განვითარდეს საქართველოშიც საჭიროა, რომ ქვეყანის მთავრობა აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში და იგი სასურველი მიმართულებით წაიყვანოს. გერმანიის, საფრანგეთის და იაპონიის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთ მსხვილ კორპორაციებთან. იაპონიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 30 წლის განმავლობაში მართვდა ქვეყნის ეკონომიკას. ამისათვის მათ ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით ხელოვნურად შეამცირეს საბანკო საპროცენტო განაკვეთი და გაამყარეს იაენის კურსი. ხელოვნურად გაზარდეს კრედიტზე და ვალუტაზე მოთხოვნა, შექმნეს დეფიციტი, ხოლო შემდეგ კი მთავრობა განსაზღვრავდა ადმინისტრაციულად თუ ვისთვის უნდა მიეცათ კრედიტი და ვისთვის არა. ასევე ადმინისტრაციული მეთოდებით ანაწილებდნენ უცხოურ ვალუტას, რომ კონტროლი გაეწიათ თუ რაში დაიხარჯებოდა ქვეყნის მწირი სავალუტო მარაგები, რათა კაპიტალი რაც შეიძლება ეფექტურად გამოეყენბინათ. მათ არ დაუწყიათ უცხოელების დახმარების ძიება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ახლა კი თვითონ არიან ყველაზე მსხვილი ინვესტორები თვით აშშ-შიც კი. იაპონიის მთავრობამ ეკონომიკის ასეთი გზით მართვით თავისი ხალხი ახლოს არ გააკარა შრომატევად დარგებს. განავითარეს მაღალი ტექნოლოგიები. ეკონომიკის 30 წლიანი ფაქტიურად ცენტრალიზებული მართვის შემდეგ კიდევ 10 წელი მოანდომეს სრულ ლიბერალიზაციას (ჩვენთან კი სამ წელიწადში ეკონომიკის სამინისტროს გაუქმებას ვარაუდობენ). იაპონიის მთავრობა აკონტროლებდა ექსპოტრსაც და იმპორტსაც, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ყოფილიყო საერთაშორისო ვაჭრობა. ზემოთ მოხსენიებული ზომების მიღება იაპონიას იმიტომ დასჭირდა, რომ იქ არ იყო განვითარებული სახელმწიფო სექტორი და საჭირო იყო გარკვეული ბერკეტების შექმნა კერძო სექტორის სამართავად. ჩვენთან კი ჯერ კიდევ არის სახელმწიფო სექტორი, ამიტომ მთავრობას არ დასჭირდება ასეთი ხერხების გამოყენება. სახელმწიფოს ყველაზე უკეთ შეუძლია მსხვილი კაპიტალის მობილიზება და უახლესი ტექნოლოგიების მოძიება. გარდა ამისა სტიგლიცი თავის 2001 წლის ნობელის პრემიის ლექციაში ამბობს, რომ მან ვერ მოიძია ვერცერთი საკამრისად მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისათვის, რომ კერძო სექტორს უფრო უკეთ შეუძლია მსხვილი კორპორაციების მართვა ვიდრე სახელმწიფოს. ეს განსაკუთრებით ეხება მონოპოლიებს. იმის გამო, რომ ბაზარი შედარებით ეფექტურია მაშინ, როცა კონკურენცია სრულყოფილია, მცირეა შეზღუდვები კაპიტალის მოძიების მხრივ და ტექნოლოგიებზე წვდომაც არ არის ძალინ ძნელი, ამიტომ უმჯობესია, რომ ასეთი დარგების მართვა ბაზარს მიენდოს. ასეთია მცირე და საშუალო საწარმოები, რადგანაც ბაზარზე მოქმედი საწარმოების რიცხვი დიდია, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული კაპიტალდაბანდებები და არც უახლესი ტექნოლოგიები, ამიტომ უნდა ვივიარაუდოთ, რომ იგი უფრო ეფექტურად მოახერხებს ამ საწარმოების მართვას ვიდრე სახელმწიფო. მაღალი კონკურენციის გამო ასეთ დარგებში ძნელია მაღალი მონოპოლიური მოგების მიღება. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ თუკი იზრდება სამართავი საგნების რიცხვი, მაშინ მათი ეფექტურად სამართავად მართველობითი ორგანო ექსპონენციალურად უნდა გართულდეს. ასე რომ, სახელმწიფო ვერაფრით ვერ მოახერხებს დიდი რაოდენობის მცირე საწარმოების ეფექტურად მართვას და ჯობს ისინი გაყიდოს, მაგრამ რამდენიმე ათეული მსხვილი მონოპოლიური საწარმო, რომელიც მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს და მაღალტექნოლოგიებს ჯობია სახელმწიფოს ხელში დარჩეს. მით უმეტეს, რომ მათ ძირითადად უცხოურ ბაზარზე მოუწევთ მოღვაწეობა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის დაძლევა. გარდა ამისა, მსხვილი საწარმოები საშუალებას იძლევიან მონოპლოიური მოგება მიიღონ, რითაც იზრდება სოციალური უსამართლობა. თუკი ეს საწარმოები დარჩება სახელმწიფოს ხელში, როგორც მსხვილი აქციონერისა, მაშინ შესაძლებელი იქნება მაღალი მოგების (დივიდენდების) მთელ მოსახლეობაზე შედარებით სამართლიანად გადანაწილება. აქვე ვიტყვით, რომ იაპონიამ როგორღაც მოახერხა თავის მოსახლეობაში სოციალური სამართლიანობის მიღწევა. მისი მოსახლეობის 90% საშუალო მაცხოვრებელია, მხოლოდ 10%-ია მდიდარი. აქვე არ შემიძლია არ შევჩერდე იმ საკითხზე, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ჩვენ ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ. ჯერ ერთი, იაპონიას არაფერი აქვს ადამიანების გარდა. ამიტომ, უმთავრესი სიმდიდრე ადამიანური კაპიტალია და საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. თუ ჩვენ გვეყოლება მაღალკვალიფიციური ინჟინრები და მეცნიერები და თუ მათი ხვედრითი წილი ჩვენს მოსახლეობაში დიდი იქნება, მაშინ იგივე ჰექშერ-ოჰლინის თეორიით მოსალოდნელია, რომ ჩვენშიც განვითარდება მაღალტექნოლოგიური დარგები. ეკონომისტებისათვის ცნობილია ე.წ. ,,ლეონტიევის პარადოქსი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს დიდი რაოდენობით კაპიტალი, მის ექსპორტში დიდი იყო შრომატევადი დარგების წილი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ შრომატევად დარგებს მიათვალეს მეცნიერებატევადი დარგებიც (მეცნიერებისა და ინჟინრების შრომა). სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აშშ-ს ექსპორტში დიდი იყო ისეთი საქონლის წილი, რომელიც მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური იყო. სწირედ ეს აძლევდათ მათ უპირატესობას საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აშშ-ს უფრო დიდი უპირატესობა ქონდა მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და ინჟინრების სახით. შეიძლება მკითხველი შეშინდეს და თქვას, რომ ჩვენ აშშ-ს ამ საკითხში კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ჰექშერ-ოჰლინის თეორიით მნიშვნელობა აქვს არა აბსოლუტურ სიდიდეს, არამედ ფარდობით ხვედრით წილს მოსახლოებაში. ახლა უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზე გადავიდეთ. ჩვენ ისეთი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, რომელიც რაც დრო გავა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ჰიდრო რესურსი. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სასმელ წყალს. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰიდროენერგეტიკული რესურსების მიხედვით ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია 4-ჯერ იაფია, ვიდრე თბო, თუ ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული. ამასთან იგი არ ილევა, განახლებადია. ეკოლოგიურად, მიუხედავად ჩვენში გავრცელებული აზრისა, ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე სხვა მეტნაკლებად რენტაბელური ენერგიის წყაროები. ეს იძლევა საუკეთესო წინაპირობას ენერგოტევადი დარგების განვითარებისა, როროგორიცაა მეტალურგია და ალუმინის წარმოება(ალუმინის სტრატეგიულ ლითონსა და 21–ე საუკუნის ლითონსაც უწოდებენ). მეტალების წარმოებაში დაწინაურება კი საშუალებას მოგვცემს მეტალოტევად დარგებში დაწინაურებისა, როგორიცაა მანქანათმშენებლობა და სხვა. საქართველოში ხელსაყრელი პრიობებია ასევე ცელულოზის წარმოებისათვის. http://www.polity.ge/oppinion/analise/2427-bazars-mindobili-ekonomika-da-misi-mosalodneli-shedegebi.html ძალიან კარგი სტატიაა, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. georgekh13 შემოდი და ნახე აბა და მერე ვილაპარაკოთ
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაშ რატომ გაურბით ინტელექტუალური პოტენციალი აღმოსავლეთში? დიახ. მაგრამ უფრო ძლიერი ვერ იქნება "თავისუფალი ეკონომიკის ფუნდამენტალიზმი". ჩინური მოდელი არის გაცილებით ეფექტური და პროგრესული ვიდრე აშშ-ის ეკონომიკური მოდელი. ეხლა ჩინეთმა რომ მოთხოვოს ვალის დაბრუნება, ამერიკა რას გააკეთებს? დაბეჭდავს მეტ დოლარს და ამის მეშვეობით გადაუხდის. მაგრამ ამას რა მოყვება? დოლარის გაუფასურება. ამას კი მოყვება დოლარის როგორც საერთაშორისო ვალუტის ცვლა, სხვა ვალუტით. ჩინეთი ეხლა ამას აწვება, რომ დოლი საკუთარი ფულით ჩაანაცვლოს და დარწმუნებული ვარ ბოლო 10 წლის განმავლობაში (შეიძლება უფრო ადტრეც) დოლარს საერთაშორისო ფასი დაეკარგება, რაც ამერიკის იმპერიალიზმის სრული კრახი იქნება. არ დაგავიწყდეს როცა ვადარებთ ჩიენთსა და აშშ-ის, გასათვალისწინებელია ის მომენტები, რომ ამერიკას ბაზები ჰყავს ნავთობმდიდარ ქვეყნებში და მუდამ ფასებით მანიპულირებს, ამის მიხუედავად ჩინური ეკონომიკა მაინც უფრო სწრაფად ვითარდება და მაინც უფრო ეფექტურია ვიდრე აშშ-სი. რაც შეეხება კარლ პოპერს, არ წარმოადგენს ის ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს.. -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
georgekh13 ინგლისური ხომ იცი? -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რევოლუცია გვჭირდება როგორც არასდროს! თუ კი რევოლუცია სისხლში ჩაახშობს კგბ-შნიკურ ელიტას და ზოგადად კგბ-შნიკებს თუ კი რევოლუცია ქონებას ჩამოართმევს ოლიგარქებს თუ კი რევოლუცია თავისუფლებას მოიტანს თუ კი რევოლუციის შემდეგ ნამდვილად დამყარდება დემოკრატიული წეს-წყობა ესეთ რევოლუციას მივესალმები, ესეთი რევოლუცია სისხლს მოითხოვს, ესეთ რევოლუციისთვის ბრძოლა ღირს.. მაგრამ არა ვარდების რევოლუციის და კრიმინალური ელიტის ცვლილების გამო.. ვივა ლა რევოლუცია! -
georgekh13 ხო და არ არის მაშინ საჭირო, ყველა თემაში ერთი და იგივეზე მეკამათო.. ამ ლოგიკით ადგილი არ დარჩება საქართველოში, სადაც მართმადიდბლებისთვის საკრალური ადგილი არ ჰქონოდეთ.. იმ ბარის და ზოგადად ადგილის მფლობელი რომ ვიყო, ვეტყოდი რომ ეს არის კერძო საკუთრება და არქიტექტურულად თუ მერიამ არ დაიწუნა, მაშინ ყველანაირი უფლება მაქვს, რაც მინდა ის ავაშენო.. პატივს ვცემ ყველას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვის ჭკუაზე ვიარო. მაგრამ ეს თემა რომ სპეციალურად არის წინ წამოწეული, რათა ხალხი რამენაირად ააგდონ, ამას ვხედავ...
-
ბუდიზმის საფრთხეზე საუბარი არის სასაცილო.. ან რაღაცნაირ სულიერ ექსპანსიაზე.. ბუდა ბარში თუ საფთხეს ხედავენ, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან სუსტები არიან ისინი ვინც ამ ბარში საკუთარ რწმენის საფრთხეს ხედავენ. და საერთოდ არ მესმის, რწენის საფთხე რას ნიშნავს? ან გწამს ან არა და მორჩა.
-
მერე რამეში ხელს გიშლის?
-
რატომ? იმიტომ ხომ არა რომ ბევრ მარაზმს ვხედავ, კონსერვატორების, ფუნდამენტალისტების და ლიბერალთა მხრიდან?
-
დაიწყო ისევ მარაზმები....
-
"დაყავი და იბატონე" http://www.youtube.com/watch?v=xxfpcdU03UA&feature=related
-
ზოგადად ფედერალიზმის მომხრე ვარ, მაგრამ არა ეხლა და არა მხოლოდ ცალკეული რეგიონებისთვის..
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
georgekh13 დაასახელე რა იცი შენ კაპიტალიზმის შესახებ და სოციალიზმის შესახებ. სისტემები ამიღწერე. -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შვედეთში -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ესე მუშაობს ბაზარი და კაპიტალიზმი... რაც უფრო გაყიდვადია ის უფრო მდიდარია, მერე რა რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მნიშვნელოვანია, ის გაყიდვადი არ არის და მორჩა. ერთი სიტყვით ამ მხირვაც კი კაპიტალიზმი არის დეფექტური -
http://s007.radikal.ru/i302/1101/f1/4db54355d985.jpg ნამდვილი რევოლუციონერი
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
georgekh13 შენ ხარ ჩამოყალიბებული კონსერვატორი (ამერიკული გაგებით) - აი ჯორჯ ბუში როგორიც იყო - ჩამოყალიბებული რესპუბლიკელი - აი ზუსტად ესეთი აზროვნების მატარებელი ხარ.. თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალისზმს ეძახიან უცხოეთშ ესეთ აზროვნებას.. მრავალნაირი პურია მთავარი და არა ის რომ ხალხს ფული არ აქვს პურზე შენი აღქმა - კეთილამდე და ბოროტამდე დადის -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აბა ჩამოთვალე ამ პროგრესის შედეგები, როგორ აისახა და ა.შ არა თვითკმარი ეკონომიკა, ძირითადად უცხოური ვალებით არსებობს ქვეყანა 5-6 მილიარდიანი ვალი დიდი პროგრესია ვერაფერს იტყვი და რა მიზნამდე მიდიხარ? -
ჯეისონი... http://www.youtube.com/watch?v=-mOXmM006rg&feature=related
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეკონომიკურ ფლანგზე რაც მოხდა 90-იან წლებში, ამას ჰქვია სრული რეგრესი და ეკონომიკის სრული დაქვეითება.. -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ევოლუცია განხორციელდა როგორც ესეთ, მხოლოდ სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც რევოლუცია არ იციან რა არის. ამერიკის რევოლუცია - მონარქიიდან, ბატონ-ყმურ დამოკიდებულებიდან გადავიდნენ ახალ ფორმაციულ სისტემაში, როგორიცაა დემოკრატია და თანასწორობა საფრანგეთის რევოლუცია - მონარქია, ბატონ-ყმობა გადავიდა რესპუბლიკაში (გარკვეული კრახებით) და ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში (ამას ყოველ დროს უკვე აღიარებდნენ ფრანგი მართველები, გინდ ნაპოლეონი ყოფილიყო გინდ სხვა მონარქებიც. იტალიის რევოლუცია - გარიბალდის ომი - ისტალიის გაერთიანება და აბსოლიტური მონარქიიდან, კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლა და ა.შ რევოლუციას მოაქვს ფორმაციათა ცვლა.. დამისახელე საქართველოში რა ფორმაციების ცვლილებებს აქვს ადგილი ბოლო 20 წლის განმავლობაში? -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რომელ ახალ ფორმაციაზე გადავედით, ან ზვიადის შემდეგ, ან ედუარდის შემდეგ? ტირანია იყო და ტირანია დარჩა -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo დარწმუნებული ხარ, რომ რაც შენ საქართველოში ნახე ბოლო 20 წლის განმავლობაში, რევოლუცია იყო? -
ყოველგვარი ცლილება არ არის რევოლუცია. თუ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოდის ლიდერთა ჯგუფი, რომელთა პოლიტიკა იმეორებს მათი წინამორებედების პოლიტიკას და ეს ცვლილებები ქვეყანას ან საზოგადოებაზე ნაკლებად აისახება, მაშინ შეიძლება ითქვას რომ რევოლუცია არ მომხდარა. (ჩემი აზრით, ამის გამო "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში რევოლუცია არ ყოფილა) აქამდე გამსახურდიას გადატრიალებით, რომელსაც დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგეები და შემდგომ ვარდების რევოლუცია, ჩვეულებრივ მოქალაქეთა და ელიტის თვალშიც კი, პოლიტიკა იყო მეტისმეტად გამარტივებული და მიუღწევადი მოლოდინებით, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს ისტორიას და მის რელურ პოლიტიკურ პოტენციალს. გამსახურდიას შემთხვევაში, საზოგადოების მიერ გამარტივებულმა ცნებებმა როგორიც იყო "დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ" საფრთხე შეუქმნა წესრიგს და გამოიწვია სრული ქაოსი. უკიდურესი მოუთმენლობა, ვინც რევოლუციის სახელით მოქმედებს, სრულიად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფო ინტერესებს. რევოლუცია იძლევა უფრო მეტ დაპირებას ვიდრე ამის შესრულება მას შეუძლია, ამიტომ რევოლუციით მოსული ხელისუფლება ყოველთვის აწყდება დიდ პრობლემებს, მცირე ხნის განმავლობაში, მისი რეიტინგი სწრაფადვე ეცემა. რევოლუციის მიზეზები ჯეიმს დევისმა გამოიკვლია რა რევოლუციები დაასკვნა, რომ რევოლუცია მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც პირობები უმჯობესდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და შემდგომ მოსდევს უეცარი გაუარესება. მისი აზრით რევოლუცია არა იმდენად საშინელი ტანჯვის, არამედ გამანადგურებელ იმედგაცრუების შედეგია. ასევე მნიშვნელოვანია როდესაც საზოგადოება ხელისუფლების ლიდერებს სულ უფრო მეტად აღიქვამს შეუფერებლად: მათ არ შეუძლიათ ეფექტიანი ძალაუფლების განხორციელება, ეკონომიკური სტაბილიზაცია, არ გააჩნიათ ძალა დაამყარონ შიდა წესრიგი და არიან გაუბედავნი გარე საფრთხეების წინაშე. სააკაშვილის შემთხვევაში, ყვლეა არის დარწმუნებული რომ მას შეუძლია ეფექტურად და უხეში ძალის გამოყენებით დაამყაროს წესრიგი, მერაბიშვილის დახმარებით და ეს არის მისი არსებობის ყველაზე ძლიერი იარაღი. დაიმსხვრევა თუ არა მერაბიშვილის მითი და ის რომ სააკაშვილის გადაგდების მცდელობას სისხლი და უბედურება და ამის გარდა რაც მთავარია მარცხი მოჰყვება, მაშინ წარმატებული იქნება რევოლუცია. წარმატებული რეოვლუციონერი პოულობს მდიდარ პატრონების მხარდაჭერას და ასევე შეუძლიათ მრავალი უკმაყოფილო ადამიანის მობილიზება. (ჩვენ ოპოზიციამ ვერ შეძლო ელიტის (ელიტაში ვგულისხმობ იმ ხალსხ ვისაც რეალური ძალა აქვს, როგორებიც არიან ბიზნესმენები, გენრლები და ოფიცრობა და ა.შ) გადმობირება) ტოკვილი ამბობდა: "აქამდე მოთმინებით უძლებდნენ იმას, რაც უმოწყალო ჩანდა, მაგრამ წყენა აუტანელი ხდება მაშინ, როგორც კი ადამიანებს გონებაში გაუელვებს მისი მოშორების შესაძლებლობა... თავად ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ტკივილი შეიძლება განიკურნოს, ყურადღებას ამახვილებს სხვა ტკივილზე და ის უფრო მეტად აუტანელი ჩანს; ადამიანები შესაძლოა იტანჯებოდნენ უფრო ნაკლებად, მაგრამ ისინი ახლა უფრო მგრძნობიარეები არიან" რევოლუცია რომ მოხდეს უნდა არსებობდნენ ქარიზმატული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ თვალი გაუსწორონ რეჟიმის დამხობის მცდელობასთან დაკავშირებულ სასიკვდილო რისკებს. (ჩვენი ოპოზიციონრები ამ რისკებს მაქსიმალურად გაურბოდნენ თუ გახსოვთ) ამის გარდა რევოლუციონერებს სჭირდება იმ ადამიანთა მხარდაჭრა, რომელთაც უკავიათ მაღალსაზოგადოებრივი მდგომარეობა და აქვთ შესაბამისი უნარები (სამწუხაროთ საქართველოში ისინი ფულით იყიდა სააკაშვილმა და ოპოზიციამ ვერ შეძლო მათი გადმობირება). წინარერევოლუციონური ხელისუფლაბას საფრთხეს უქმნის ელიტის გაუცხოება შეიარაღებულ ძალებში (ამიტომ მოახდინა მიშამ რეპრესიები არმიაში). და ბოლოს ერთადერთი შეკითხვა, რევოლუციის შემთხვევაში თქვენ მზად ხართ თქვენი სისხლი დაღვაროთ რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს? მე ამ ეტაპზე არ ვარ მზად ამზაზე წავიუდე, რადგან ოპოზიციისადმი სრული გულგრილობა და მეტიც ზიზღიც კი მაქვს. უიდეო თამაშგარეთ აღმოჩენილ კომკავშირულ-კომფორმისტული ოპოზიცია გვყავს, რომელიც ვერ მოახდენს რევოლუციას და რომელიც დამარცხებამდე მიიყვანს საზოგადოებას, როგორც ეს ერთხელ უკვე ჰქნა.