Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. gendolf იდეოლოგიას პირდაპირი კავშირი აქვს პოლიტიკასთან უცხო_პლანეტელი კი, უბრალოდ ორივე მხარე ისეთი განსხვავებული არგუმენტები აქვს და მიდგომები რომ გარედან მყოფი ამ დიალოგს, ყრუთა დიალოგად მიიჩნევს
  2. იმიტომ რომ არც ლიბერალებს აქვთ მეტი არგუმენტი და არც კონსევატორებს
  3. კაი - ინდივიდუალიზმს შევეხოთ ინდივიდს აქვს უფლებები, რომელიც მას კონსტიტუცია უდგენს. მას აქვს თავისუფლების უფლება - მაგრამ ამ უფლების გამოყენების დროს მას ზოგჯერ, საზოგადოების რაღაც ჯგუებების მხრიდან, ხვდება წინააღმდეგობა და პრობლემა.. აი ინდივიდუალიზმის და თავისუფლების თემასთან დაკავშირებით ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან საქართველოში, ორი იდეოლიოგია ლიბერალიზმი და კონსევატიზმი ნუ კონსევატორები აპელირებენ ადათ-წესებზე, ტრადიციებზე და ა.შ. ლიბერალები აპელირებენ მოდერნიზმზე (რომელიც არ მომდარა საქართველოში) ადამიანის უფლებებზე (ესეც გარკვეულად შერჩევითია მათი მხრიდან). ძირითადი დაპირისპირებები იდეოლოგიურ სივცეში გგვხვდება შემდეგ საკითხებზე, როგორიცაა 1) რელიგია 2) ე.წ სექსუალური რევოლუცია (ქართულ შემთხვევაში ძალით სექსუალური რევოლუცია) 3) უკვდავი ჰომოსექსუალების თემა სხვა საკითხებში მე ჯერ ეს დაპირისპირებები არ მინახია.
  4. კოსტანტინე კაპანელი -ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრება ქართველმა ხალხმა ისე გაატარა,რომ სისტემატურად,განუწყვეტლივ თითქმის 2 საუკუნეც არ ცხოვრობდა წესიერ სახელმწიფოებრივ პირობებში და ამიტომ ცხადია,რატომ არ არის ქართველის სულში არავითარი მოთხოვნილება სისტემისა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.იშვიათად შეგხვდებათ კულტურულ ხალხში ისეთი ადამიანი,რომელიც ეგრე აუტანელი იყოს საზოგადოებაში,როგორც ქართველი. ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი სული ქართული კულტურისა ყველგან,ყოველი საქმის წამოწყებაში ჩანს ნათლად საზოგადოებრივ,სახელმწიფოებრივ ინტერესებს ქართველი უპირისპირებს ჯგუფურ ან პერსონალურ ინტერესებს – ძმაბიჭობის კულტს...” “ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი ხელოვანი ცრუ,კუდაბზიკა და ტრაბახაა;ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა; ქართველი დილიდან საღამომდე სულ იმაზე ფიქრობს,თუ როგორ დაამციროს მეორე ქართველი:წახდება თუ არა ამით საერთო საქმე,ეს ქართველს არ აწუხებს.ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა. ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია:დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს,მაშინვე თავხედურად გაიბღინძება...თეატრი,ბანკი,რკინიგზა, სასწავლებელი,რედაქცია – ყოველი საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულება ჭორებითაა სავსე და ინტრიგებში იხრჩობა.შედეგი ამ ჭორებისა და ინტრიგებისა ის არის,რომ თავმოყვარე,პატიოსანი და ნიჭიერი მუშაკი დაწესებულებიდან გადის,რადგან ვერ ითმენს უზნეობასა და უსინდისობას;დაწესებულებაში რჩება უნიჭო,უსინდისო, ფლიდი, მოღალატე,რომელსაც მხოლოდ თავისი პირადობა აინტერესებს და რომლის იდეალია ყველაფერი დაშალოს,ოღონდ კი თავის თავს ასიამოვნოს”
  5. თემას სახელი მაინც და მაინც ვერ მოვუფიქრე, ისეთი რომელიც მისი შესაბამისი იქნება. ერთი სიტყვით, ამ თემაში მოდით ჩვენ იდეოლოგიებზე ვიკამათოთ და უფრო თეორიულ-ფილოსოფიური ხასიათი მივცეთ ვიცი რომ იუზერებს შორის არ არის "იდეოლოგიური ერთობა", განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს: ტრადიციებზე თავისუფლებაზე პატრიოტიზმზეც კი და ა.შ ეს ყველა საკითხი, მოდით ამ თემაში განვიხილოთ.
  6. რუსულ კომპანიებს რომლებსაც სააკაშვილმა სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები მიყიდა, მათი ნაციონალიზება არ უნდა მოვახდინოთ? მაშინ რას ვუშვებით რუსულ კაპიტალს, რომელიც პირდაპირ კრემლის დავალებებს ასრულებს და არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ კომპანიებს. რაც შეეხება ლიბერალიზმს, მსოფლიო მაშტაბით რატომ ვერ მოახერხა ლიბერალურმა ეკონომიებმა კრიზისის გადალახვა და რატომ მოახერხა ამ ეტაპზე სოციალ-დემოკრატიულმა ან ზოგადად სოციალურმა (ჩინეთმა) კრიზისების ძლევა? იმიტომ ხომ არა რომ ლიბერალური ეკონომიკა ანუ ბაზრის ფუნდამენტალიზმა თავის სიცოცხლისუნარობა ამოწურა?
  7. რა აზრის ხართ 1) ეკონომიკის ნაციონალიზებაზე? 2) ეკონომიკის სოციალ-დემოკრატიულ მოდელზე? 3) ეკონომიკის ლიბერალიზია, ისეთ ეკონომიკურად დაუცველ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა დანაშაულად მიგაჩნიათ?
  8. Jonathan livingston მოდერატორებს შორის დუელზე რა აზრის ხარ?
  9. Jonathan livingston და დუელში დამარცხებულმა რა უნდა იკისროს?
  10. ამ სტატიაში საინტერესო ორი რამ იყო ჩემთვის: ჯერ თვითონ ის ფაქტი, რომ სოროსი მხარს უჭერს ეგვიპტის რევოლუციას და მოუწოდებს ობამას ნათალად უთხრას ეგვიპტის არმიას ეს კაცი გამოცვალეთო, მერე ის, რომ უაღრესად გავლენიანი ებრაული ლობი (IPAC) ამერიაკში უფრო კონსერვატულია ვიდრე თვითონ იზრაელის მთავრობა. ამის მიხვედრა შეიზლებოდა, მაგრამ სოროსის პირიდან რო ისმენ სხვაა მაინც. http://www.georgesoros.com/articles-essays/entry/why_obama_has_to_get_egypt_right/ რას ლაპარკობენ იცი? უნდა გავჟუჟოთ ეგ ხალხი და "ბიზნესისთვის" უკეთესი იქნებაო ეგრე არ იყო ჩინეთშიო? მეცინება რა ცინეთე რო ლაპარაკობენ უვიცები, აბსოლუტურად ყალბია დასავლური წარმოდგენები როგორც ჩინეთზე ისევე მთელს განვითარებად აზიაზე. ძირითადი სიბრმავე იმაში მდგომარეობს ნაციონალიზმს რომ ვერ აფასებენ. ჩინეტის მღელვარებაც ნაციონალისტური იყო და ჩახსობის სემდგომი სტაბილობაც ნაციონალზმისგან იღებს ლეგიტიმაციას. ეგვიპტესი http://blogs.telegraph.co.uk/news/brendanoneill2/100074767/the-egypt-protests-have-exposed-the-hypocrisy-of-mealy-mouthed-western-commentators/
  11. სოციალური, ეკონომიკური და ზოგადად პოლიტიკური მდგომარეობა არის არასასურველი აფრიკაში და რა მეცნიერები მოუნდათ? უცხოეთშიც კი, ხშირად ზანგები ყველზე ჩამორჩენილ უბნებში ცხოვრობენ (ამერიკაში) და სოციალურად არც თუ ისე გაქაჩულები არიან.. გარემო-პირობები ქმნის ინტელექტუალურ პოტენციალს და არა რასა
  12. და მაგის შიშის გამო, გახდი ნაციონალისტი? ნაციონალიზმი ყველას გვჭირდა მეტ-ნაკლება, გარდატეხის ასაკის სენია მაგრამ შემდეგ უკვე სხვა რამით გადაიზრდება ხოლმე
  13. არ არის ორიგინალური რიტორიკა - რელიგიიდან არის მოპარული "რამეთუ უარყავ ჭეშმარიტი იგი ღმერთი და აღიარე არტოშანი" ბლა ბლა ბლა დემაგოგია კარგი იარაღია, მაგრამ არა ფორუმზე
  14. ისტერიული ნაციონალური ენთუზიაზმი. ხდება ინდივიდუალური ინდივიდუალური რაციონალური პიროვნებების ჩათრევა პატრიოტულ ემოციების ტალღაზე, რაც გამოიხატება აგრესიის, ექსპანსიის და ომის წყურვილით. ექსპანსიას რომ ვერ გავქაჩავთ ეს ვიცით და არ ვაწვებით ომს ვაწვებოდით და როცა დავმარცხდით, აღარ ვაწვევბით დაგვრჩა აგრესიია პიროვნებები და ცალკეული ჯგუფები კარგავენ თავიანთ იდენტურობას, როცა ხდებიან უზენაესი გაერთიანების - 'ერის" წევრები, რომლის არსებობასა და მნიშვნელობას განუზომლად უფრო ღირებულად აღიქვამენ, ვიდრე ცალკეული ადამიანის სიცოცხლეს. რათა "უცხო სისხლი" არ შეგვერიოს, ამისთვის სიცოცხლეც უნდა გავწიროთ, აპაა გენეტიკურად ქართველი ან კულტურულად ქართველები უნდა დარჩნენ, სხვები უნდა ვცემოთ, მოვკლათ, გავყაროთ და ბოლოს იმდენად აბსურდულია ეს განწყობა და ეს თემა, რომ სერიოზულად ვერც ვუყურებ მას.
  15. ეგეთ განცხადებების შემდეგ მუდამ წარმომიდგება ბრბო, რომელიც ოვაციებით ხვდება ამ სიტყვას და გაიძახის "მართალია ეს კაცი, მართალი!"
  16. ) რას ჰქვია აუცილებელი არა აუცილებელია. შენ ან შენი წინაპრები ხო ჩამოხვედით თბილისში, თავის დროზე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა სომხები იყვნენ და თავისუფლების მოედანს ერქვა ერევნის მოედანი. რას ჩამოდიოდი სომეხმა რომ გითხრას, რა აუცილებელი იყო შენი ჩამოსვლა აქო, რას უპასუხებ. ეტყვი რომ ეს ჩემი სამშობლოაო, ისაც იგივეს გიპასუხებს მერე ორივე საკუთარ ისტორიას დაწერთ და ისტორიებით ეომებით ხო ამ იდეებით შევარდნით აფხაზეთშ, მაგრამ რა მივიღეთ ყველამ ვიცით.
  17. დემაგოგიური პოსტია ვინც გინდა ის გიყვარდეს, მაგრამ პოლიტიკური ლოზუნგები არ უნდა იყოს ისეთი, რომ მოყვასი ეთნიკური უმცირესობები მტრად გიქციოს. პოლიტიკურ კურსზე არ უნდა აისახოს უკვე არსებულ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული. და თუ მარტო ემიგრანტების წინააღმდეგ გამოვდივართ, მაშინ ეს პოპულიზმია, რადგან ემიგრანტების პრობლემა არ დგას საქართველოში, იმიტომ რომ იმდენად ცოტანი არიან და იმდენად უმნიშვნელოვანნი, რომ ამ საკითხზე სპეციალური ყურადღების გამახვილება, ცოტა არ იყოს სასაცილოა
  18. ამ გულუბრყვილობით მეცინება ხოლმე
  19. Jonathan livingston შემოდი და დაიწყე კითხვა, მარტო მე ვერ ვქაჩავ..
×
×
  • შექმენი...