Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. babuagiorgi ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ დააფიქსირო შენი აზრი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის ჩემთვის მაგრამ არ მოგცემ იმის უფლებას, რომ სხვას შეურაცხყოფა მიაყენო და ფორუმის წესები დაარღვიო!
  2. არა მე არა. ფორუმის წესები საზღვრავს.. მე აღმსრულებელი გამოვდივარ ამ შემთხვევაში..
  3. ვუშველით, იმ გაგებით რომ წამდაუწუმ აღარ იქნება ლაშა-ალოსთან საქმის გარჩევა, არ იქნება ის რაც იყო! ამისთვის არის პ.მ და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მე ესეთ თემებს დავხურავ ხოლმე, სადაც ფორუმელები ერთმანეთის პირადულზე დაიწყებენ საუბარს და დაუწებენ ჭკუის სწავლებას.. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე არ იყოს პრეტენზია!
  4. lasha1997 ხო შენთან მაქვს სალაპარაკო.. მოდერობის პირველივე დღეს მინდა გავარკვიო, რა პრეტენიზები გაქვს ზოგადად ამ ფორუმში? ამას იმიტომ გეკითხები, რომ შენ ლაპარაქობ ხშირად რომ "ჭედავს ფორუმი" და ა.შ აი ეხლა ამიხსენი რა არ მოგწონს და რა გიდნა რომ შეიცვალოს?
  5. Siknadmo მე შემიძლია გითხრა რომ 65 მილიონიან საფრანგეთში, 4.9 მილიონი არის ემიგრანტი (ეხლა ვნახე ოფიციალური მონაცემები).. შენი სტატისტიკა, რომელმაც დაგარწმუნა იმაში, რომ ევროპელებს ცუდად აქვს საქმე არის პროპაგანდის ნაწილი.. იაპონია? რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ათეისტური ქვეყანაა 7 თუ 8 ადგილზეა მონაცემებით, ოჯახის კულტი მათ აქვთ თუ აქვთ. გეუბნები, სეკულარიზმი დემოგრაფიასთან არაფერ კავშირში არ არის.
  6. kisa სტალინს არ ვიცი, ნუკრიკოს უყვარს.. პ.ს სადაა დაპირებული "მიშკა"? უცხო_პლანეტელი
  7. Saturn კრახი განიცადა იმიტომ, რომ დღევანდელი ამერიკულული ხელისუფლება ჯერ არ გამოსულა კრიზისიდან და ის აღარ ცდილობს ნეოლიბერალურ მეთოდებით გამოვიდეს, უფრო სწორედ მიხვდა რომ ნეოლიბერალურ მეთოდებით ვერ გამოვა კრიზისიდან და დაიწყო, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის პოლიტიკა, ჩინეთს ბაძავს რაღაცით.... თუმცა არ გამოსდის..
  8. leo25 ამიხსენი რატომ უნდა იყოს ეს თემა პოლიტიკაში? რა პოლიტიკურ თემას შეიცავს, ეს თემა?
  9. მოდერაციის გამკაცრებას გპირდებით! ყოველგვარი პირადულ თემებზე გადასვლა და შემდგო პირადული შეურაცხყოფები სასტიკად დაისჯება ფორუმზე.. ერთი სიტყვით დაიწყო "წითელი ტერორი" ფორუმზე თავისუფალი აზრი გარანტირებული იქნება მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის არ იქნება, რაც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ფორუმზე. შეურაცხყოფელი და პირადული კინკლაობა.. პირადულისთვის არის პ.მ და კეთილი ინებეთ და იქ არჩიეთ საქმეები.. სტალინი მოგენატრებათ! :nekro: :nekro: :nekro: :nekro: http://i073.radikal.ru/1012/e7/f776c42546ec.jpg
  10. ვინ გითხრა რომ ჩინეთი მომწონს? მოწონებასა და იმას შორის, როცა ხედავ რომ სწორი ეკონომიკურ მოდელი შექმნეს, რომელიც უფრო უკეთესია ვიდრე მის წინანდელ ორ ეკონომიკურ მოდელზე, ეს დასაფასებელია. მაგრამ ერთია ეკონომიკური მოდელი, მეორეა ჩინური პოლიტიკა. არსებობდა ორი მოდელი კომუნისტური - ცენტრალური დაგეგმარების ეკონომიკა კაპიტალიზმი - საკმაოდ ფართო ცნებაა კაპიტალიზმი და თავისი კლასიფიკაცია გააჩნია. მაგრამ მე იმაზე გავამახვილებ ყურაღებას რაც რეიგანის დროს ჩამოყალიბდა და 2008 წლამდე იარსება, ეს არის ნეოლიბერალური საბაზრო ფუნდამენტალიზმი, როგორც მას უამრავი მეცნიერი ეძახის. ფაქტია ორივე მოდელმა კრახი განიცადა, ერთმა 90-იანების დასაწყისში, მეორემ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისის დროს. რაც ჩამოყალიბდა ამ წამს არის, ჩინური მოდელი ანუ კომუნისტური ერესი - როგორც მას ზოგიერთი მეცნიერი ეძახის - ეს არის ჰიბრიდული მდგომარეობა მეორე მსგავსი ეკონომიკური მოდელი ევროპაში, გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში ზოგადად ყალიბდება და იღებს ასევე ამ ჰიბრიდულ მდგომარეობის პოზას..
  11. Siknadmo არ არის მასე, შენ რომ გგონია. გამიჯნულია საზოგადო სფეროები, ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპელები რელიგიურები არ არიან.. რას ჰქვია ოჯახი რელიგიაზეა დაფუძნებული? 30-წლისები რომ ხდებიან მერე ქმნიან ოჯახებს და ესე არ აისახება დემოგრაფიაზე.. უბრალოდ მაშტაბებს რომ გაჩვენებენ, ეს ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ევროპა იღუპება, რადგან აზიაში უფრო მეტი იბადება. აბა შენ ის იკითხე, აზიაში დაბადებულებიდან, რამდენი ცოცხლობს სრულწლოვან ასაკამდე? მერე ჩინეთი სეკულარულია.. (მეტიც რაღაც გაგებით, შეიძლება თქვა რომ ათეისტურია, რადგან ოფიციალურად მათი იდეოლოგია, ღმერთის არსებობსას უარყოფს) შენ ეხლა უყურებ 2008 წლამდელი სტატისტიკებით და აზროვნებით. შეიცვალა ეს ყველაფერი, ვსო აღარ არის ისეთი სამყარო რაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე იყო.. ის რადიკალური ფემინიზმი და ა.შ იყო ნეოლიბერალულრი ეკონომიკის, კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დამთავრდა ეს ეპოქა. როცა გებულობთ რომ საფრანგეთში 6 მილიონი ემიგრანტია, ამის შეიძლება შეგეშინდეთ, მაგრამ იმას არ უყურებთ რომ 60 მილიონი ფრანგია და მხოლოდ 6 მილიონია ემიგრანტი.. პირიქით, იძულებულნი იქნებიან შეზღუდონ ემიგრაცია, რადგან ეს მათ წინააღმდეგ იმუშავებს და ევროპა არ ბერდება, პირიქით ეხლა სწორედ ორი ცენტრია მსოფლიოში სადაც ახალი მოდელი ინერგება: 1) ჩინეთი 2) ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, გერმანიის თამადობით რაც შეეხება პირველ ვიდეოს, კრეტინობაა იმიტომ რომ არასწორი ფაქტებია და ცრუ სტატისტიკაზეა დამყარებული ხოლო მეორე ვიდეო კი სულ სხვა საკითხია და ამასთან არაფერ კავშირში არ არის.
  12. არეული აქ ყველაფერი: სეკულარიზმი, ფემინიზმი, ტოლერატობა, თავისუფალი სექსი და ა.შ თითქოს ყველა ეს ერთი და იგივე რამ იყოს, არა და არ არის და თემის ავტორი ცდება.. რაში ცდება? ევროპაში: ავიღოთ შვედეთი (ჩემი საყვარელი მოდელია)ოჯახური ტრადიციები მყარად არის, ამის მიუხედავად დაოჯახებამდე თავისუფალი სექსი ჩვეულებრივი რამ არის და არ ვნებს შემდგომ ოჯახის ინსტიტუტს.. მეორე: ყალბი სტატისტიკა, რომლითაც ხალხს გულს უხეთქავენ თითქოს სულ მალე აღარ იარსებებს ევროპელები და უმრავლესობა არაბები-თურქები და ზოგადად ემიგრანტები იქნებიან არის დიდი ბლეფი. მარტივი მიზეზის გამო, უკვე რამოდენიმე ხანია დაიწყო ემიგრანტთა არ შემოშვების პოლიტიკა და პირიქით გაყრის პოლიტიკაც კი. საფრანგეთში ციგნების ამბავი და ასევე იტალიაშიც ანტიემიგრანტული მოძრაობები, რომლის დროსაც ბალანსდება ის ბალანსი რაც იყო.. მესამე: ათეიზმი და მით უმეტეს სეკულარიზმი, არაფერ შუაში არ არის ფემინიზმთან. რადიკალური ფემინიზმი ანუ იგივე ლიბერალური ფემინიზმმა რეალურად კრახი განიცადა. რადგან ის მორგებული იყო ნეოლიბერალურ ეკონომიკას, რომელიც დღეს დღეობით არ არსებობს. მეოთხე: ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სეკულარიზებული ქვეყანა და იქ ყველაზე ძლიერია ოჯახის ტრადიცია, მათ შორის უფრო ძლიერია ვიდრე იგივე ქრისტიანულ ქვეყნებში (მართლმადიდებლურ ქვეყნებში) მეხუთე: თავისუფალი სექსი ხელს არ უშლის ოჯახის ინსტიტუტს და ეს არა მარტო დასავლურ მაგალითით ჩანს, არამედ აღმოსავლურითაც (ჩინეთი, იაპონია, ვიენტნამი და ა.შ)
  13. როგორც იცით, სტივენ ჰოკინგი არის დღესდღეობით ყველაზე ცნობილი და ძლიერი ფიზიკოსი. ამერიკულმა ჟურნალმა “TIME” მკითხველების მიერ გამოგზავნილი კითხვებიდან ამოარჩია 10 საუკეთესო და თვის დასაწყისში მეცნიერისგან აიღო ინტერვიუ. დაწვრილებით იხილეთ გაგრძელებაში # თუკი ღმერთი არ არსებობს, რატომ გაჩნდა და გავრცელდა მისი არსებობის შესახებ მოსაზრებები თითქმის მთელ მსოფლიოში? ბასანტა ბორა, შვეიცარია - მე არ ვამტკიცებ, რომ ღმერთი არ არსებობს. ადამიანებმა ასე უწოდეს იმ მიზეზს, რის გამოც ისინი დედამიწას მოევლინენ. მაგრამ ვფიქრობ, სიცოცხლის გაჩენის მიზეზი ფიზიკის კანონებით უფრო აიხსნება, ვიდრე იმ პიროვნებით, რომელთან ურთიერთობაც შესაძლებელია. მე უპიროვნო ღმერთის მწამს. # აქვს თუ არა სამყაროს დასასრული? თუკი აქვს, რა იქნება მის შემდეგ? პოლ პერსონი, ინგლისი - დაკვირვებები ცხადყოფს, რომ სამყარო მუდმივად იმატებს ზომაში და ფართოვდება. ეს პროცესი იქნება მუდმივი, სამყაროც თანდათანობით უფრო ბნელი და ცარიელი გახდება. სამყაროს არ აქვს დასასრული, თუმცა ჰქონდა დასაწყისი დიდი აფეთქების დროს. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა იყო დიდ აფეთქებამდე, მაგრამ პასუხი არის “არაფერი”. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობს სამხრეთ პოლუსის სამხრეთი ნაწილი. # როგორ გგონიათ, კაცობრიობა ‘იცოცხლებს’ იმდენ ხანს, რომ ადამიანმა სამყაროს სიღრმეებში შეაღწიოს? ჰარვი ბეთი, ჯორჯიის შტატი, აშშ - მე ვფიქრობ, კაცობრიობა საკმაოდ დიდხანს იცოცხლებს და მოახდენს მზის სისტემის კოლონიზებას. თუმცა მზის სისტემაში არცერთი პლანეტა თუ თანამგზავრი არაა ჩვენი სიცოცხლისთვის ისე შესაფერისი, როგორც დედამიწა. ანუ მაინც ბუნდოვანია, თუკი დედამიწა საცხოვრებლად არახელსაყრელი გახდება, შეძლებენ თუ არა ადამიანები გადარჩენას. იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევებისგან თავი დავიზღვიოთ, ჯერ ვარსკვლავებამდე უნდა მივაღწიოთ, ამას კი გაცილებით დიდი დრო სჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობა მანამდე არ გადაშენდება. # რომ შეგეძლოთ ალბერტ აინშტაინთან საუბარი, რას ჰკითხავდით? ჯუ ჰუანგი, კონეკტიკუტის შტატი, აშშ - მე ვკითხავდი, რატომ არ სჯეროდა მას შავი ხვრელების არსებობის. მისი ფარდობითობის თეორიის მიხედვითაც ცხადია, რომ დიდი ვარსკვლავის ან გაზის ღრუბლების ბოლო სტადია შავი ხვრელებია. მაგრამ ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მანამდე ყოველთვის ხდებოდა აფეთქებები, რომელიც ხელს უშლიდა შავი ხვრელის შექმნას. რა მოხდება, თუკი ეს აფეთქება არ განხორციელდა ან საერთოდ არ ხდება? # რომელი მეცნიერული აღმოჩენის ხილვას ისურვებდით თქვენს ცხოვრებაში? ლუსა ზანზი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ - ძალიან მინდა, ბირთვული ენერგია გახდეს პრაქტიკული მოხმარების და ჩაანაცვლოს დღეს არსებული საწვავი. ეს იქნება ულევი ენერგია გვერდითი ეფექტების გარეშე, რომელიც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან გლობალურ დათბობას. # როგორ გგონიათ, რა მოსდის სიკვდილის შემდეგ ჩვენს გრძნობებს? ელიოტ გიბერსონი, ვაშინგტონის შტატი, აშშ - ჩემი შეხედულებით ტვინი კომპიუტერია და გრძნობები – ამ კომპიუტერის პროგრამა. როცა კომპიუტერი გამორთულია, პროგრამა მუშაობას წყვეტს. თეორიულად, შესაძლებელია ნერვული ბადის შექმნა და გრძნობების გაცოცხლება, მაგრამ ამისთვის ადამიანის მთელი მეხსიერების “აღდგენაა” საჭირო, ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჯერჯერობით შეუძლებელია. # საზოგადოებაში ცნობილია, რომ ქვენ შესანიშნავი ფიზიკოსი ხართ. თავისუფალ დროს რითი ერთობით, რა არის თქვენი ინტერესის სფერო? კეროლ გილმორი, მისურის შტატი, აშშ - მიზიდავს მუსიკის ბევრი მიმდინარეობა – პოპი, კლასიკა, ოპერა. ასევე ხშირად ვადევნებ თვალს “F1″-ის რბოლებს ჩემს ვაჟთან, ტიმთან ერთად. # როგორ თვლით, თქვენმა ფიზიკურმა შეზღუდულობებმა ხელი შეგიშალათ სამეცნიერო სფეროში თუ პირიქით? მარიანა ვიკულა, ფინეთი - მართალია, მოტორული ნეირონების დაავადება მჭირს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა სფეროებში წარმატებას მივაღწიე. ფიზიკა ერთ-ერთი მათგანია, სადაც ამ დაავადებას დიდად არ შეუშლია ხელი და პოტენციალის გამოყენება შევძელი. ასევე ჩემი წიგნებიც საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა. # გრძნობთ თუ არა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, როცა იცით, რომ ხალხი თქვენგან ელის პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რაც სიცოცხლის საიდუმლოებებს ეხება? სიუზან ლესლი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ - სიცოცხლესთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაზე ჯერაც არ მაქვს პასუხი. იმ დროს, როცა ფიზიკოსები და მათემატიკოსები დაუფიქრებლად გიპასუხებენ, როგორ შეიქმნა სამყარო, ადამიანის საკითხში ბევრი ამოუხსნელი ამოცანა აქვთ. თუმცა სწორედ ეს ხდის ადამიანებს ცნობისმოყვარეს, განსაკუთრებით ქალებს. # როგორ ფიქრობთ, ოდესმე ადამიანები ამოხსნიან ფიზიკის ყველა ამოცანას და ამოიწურება ეს სფერო? კარსტენ კურცი, გერმანია
  14. მერე ინტელიგენტთა ერთობას რა ჰქვია? აა არ წერია 2003 წლიდან გღემდე გამოსულ ლექსიკონებში ეს სიტყვა და ალბათ ამიტომ მიიჩნიეთ, რომ ის უბრალოდ არ არსებობს და საბჭოთა გადმონაშითია :nekro: http://www.youtube.com/watch?v=mR_uzFbY3q0&feature=related
  15. არა ბურჯანაძე და ნოღაიდელი ნამდვილი ოპოზიციაა
  16. leo25 ოპოზიცია რომ არ ვარგა, მართალი ხარ! იცი რატომ? იმიტომ რომ ოპოზიცია ნაც.მოძრაობის მართულია. კარგად დააკვირდი ოპოზიციურ ლიდერებს და ნახავ, რომ თითქმის ყველა მიშას კადრია. იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვქონდეს. ამ ოპოზიციას სპეციალურად ქაჩავენ. შენ რა გგონია "კავკასიის" არხი თავისუფალია? არა, იქ იქაჩება მიშას მართული ოპოზიცია და ეს ყველაფერი მიშას კონტროლის ქვეშ ხდება.. რომ დაუჭირო მხარი ამ ოპოზიციას ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ მიშას.. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ არჩევანი არ გვქონდეს! ჩვენ კი იმიტომ ვართ ადამიანები და იმიტომ გვაქვს აზროვნების უნარი, რომ ესეთი მაქინაციების ახსნა და გაგება შეგვეძლოს და შევძლოთ დავუპირისპირდეთ მათ ისე რომ საბოლოოდ გაბრიყვებულნი არ დავრჩეთ.
  17. თანამედროვე ეპოქაში მასები, უწინარეს ყოვლისა, ესწრაფიან რა უსაფრთხოებას, სიამოვნებით მიიღებენ დესპოტიზმს, რათა პასუხისმგებლობის იმ ტვირთს გაექცნენ, რომელიც თავისუფლებას ახლავს თან. ერიკ ფრომი
  18. გენეტიკური ინჟინერიის წყალობით იაპონელმა მეცნიერებმა ოსაკას უნივერსიტეტიდან “შექმნეს” თაგვი, რომელიც გალობს, როგორც ფრინველი. ისმის ერთი ჩვეულებრივი კითხვა: რისთვის? პროფესორი არიკუნი უშიმურა (Arikuni Uchimura) აცხადებს, რომ მათი შემოქმედება შეცდომის წყალობით მოხდა: “ჩვენ ველოდით, რომ თაგვები ფიზიკურ მუტაციას განიცდიდნენ და ძალიან გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც მათ გალობა დაიწყეს.” ყველაფერი კი დნმ-ის წყალობით მოხდა რათქმა უნდა.
  19. გილოცავ, ბედნიერებას და ყოველივე კარგს გისურვებ!! :pupuza:
×
×
  • შექმენი...