Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. triumpi არ მოხდება, ამ შემთხვევაში ესეთი რამე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთფეროვანი მასა, რომ სისტემა გაცნობიერებულად შევცვალოდ.. მასა კი იმიტომ ვხვდებით, რომ მშიერი კუჭი გვაქვს და ვხვდებით რომ "ძალა ერთობაშია" - მაგრამ "ჭეშმარიტება ერთობაში არ არის" ანუ სიბრძნე არ იდება ერთობაში.. იმედი გვაქვს რომ ეს შეცლა, ისე მოხდება რომ ჩვენთვის საზოგადოებისთვის უფრო უკეთესი იქნება ვიდრე აქამდე იყო..
  2. RONNIE და რა გინდა, რას ერჩი აქ ხალხს? დაგიშავა ვინმემ რამე?
  3. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხედვდები რომ საზოგადოება და მეც მათ შორის, ვხვდებით ერთფეროვანი მოთხოვნილებებში. ეს ერთფეროვნება თან მაღიზიანებს, რადგან ჯერ კიდე თინეიჯერობის ასაკიდან არ მომწოდა თუ კი ჩემი პიროვნება მასაში იკარგებოდა, თუმცა ეხლა ვხედავ რომ აშკარად ის მოთხოვნები მაქვს რაც დანარჩენ საზოგადოებას და ჩემი „ორიგინალობა“ ქრება - რაც შინაგანად არ მომწონს, თუმცა ბუნებრივი მოვლენაა. ადრე ვხედავდი ძალიან ბევრ არაპროფესიონალ ლექტორს, როლის ლექციები უბრალოდ გულის ამრევი იყო და მეგონა, ახალი სისხლი მოვა, ჩაანაცვლებს მათ და რაღაც ახალი დაიწყება, ახალი აზროვნება, ახალი ენერგია, რადგან ეს ძველი არსებული სისტემა, აზროვნება მართლა ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა მაშინ, პროგრესის არანაირი შეგრძნება არ იყო და ამაში ისინიც არიან დამნაშავენი, ვისაც ეხლა „ჩარეცხილებს“ უწოდებენ. თუმცა მოხდა ესეთი რამ, რომ ჩანაცვლება მოხდა ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტში, ნეპოტისტურ და პარტიულ-იდეოლოგიურ (ნაც.მოძრაობის ერთგულების) ნიშნით და მოხდა ისე, რომ აშკარად კარგები და ნიჭიერების უდიდესი ნაწილი მიაყოლეს, იმ ხალხს ვინც მართლა არ იყო დასატოვებელი უნივერსიტეტში. (ალბათ ყველგან ესე მოხდა) მე უბრალოდ ამჯერად იმაზე ვლაპარაკობ, რა სფეროსაც მე უშუალოდ ვეხედი. ძირითადად „ჩარეცხილთა“ სიაში წინა თაობის წარმომადგენლები მოხვდნენ და ჩემთვის რაც იყო გამაღიზიანებელი მათში, ის იყო რომ რაღაც ჯანსაღ პოზიციების, ჯანსაღ არგუმენტების ნაცვლად, რაღაც „დედა ენას“, „ეროვნულობას“ და ა.შ უპირისპირებდნენ, როცა ვიცოდით რა, ვინც იყვნენ ისინი. მაგრამ არ ვიცოდით, რომ მათ მიაყოლეს საუკეთესო ნაწილიც, რომლებიც მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციურად და ზოგჯერ თავისუფლად განწყობილნი იყვნენ, ამიტომ უშვებდნენ. აი სწორედ ამ კუთხით რომ გაეშუქებინათ და არა იმ კუთხით, რომ ახალი თაობა გადაგვარებულია და ა.შ იქნებოდა უკეთესი. ამ გარკვეულწილად ე.წ კულტუროლოგიურმა დემაგოგიამ, შემაძულა მათი არგუმენტები, პოზიციები და ამ პოზიციის ოპოზიციაში ვაყენებდი ჩემ თავს. მაგრამ რა მოხდა ამ დროს, ვხედავ ახალგაზრდობას რომელიც მართალია იმ ჩემი აზრით მართლა მოძველებულ ტრაციებისგან თავისუფალია, რომელიც მე ესე არ მომწონდა, მაგრამ უფრო უარესის მომხრეა, არის ჩეულებრივი პარტიული, კომკავშირლული ტიპი, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას ამ მორჩილებით და პიონერულ სიბეჯითით აღწევს. მაშ ჩემი ილუზიები იმის შესახებ, რომ ახალ თაობა გათვითცნობიერებული იყო და მოჰქონდა თავისუფლება, ილუზია აღმოჩნდა. რადგან გათვითცნობიერებული არ აღმოჩნდა და მეტიც აღმოჩნდა ბრმა და რეალურად ადვილად მართვადი, ამ ხელისუფლებისადმი. ყოველ შემთხვევაში ახალი თაობის ის ნაწილი, რომელიც ჩანს ესეა, მეორე ნაწილი კი ჩემნაირად უკვე გზააბნეულია და არ ვიცით ამ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში, ვის გვერძე უნდა დავდგეთ. არჩევანი ჩემთვის არ არის სასურველი: ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უფროსი თაობის წარმოადგენლები, რომელბიც დემაგოგურ „კულტუროლოგიით“, მორალიზმით არიან შეიარაღებულნი და სინამდვილეში ვიცით, რომ შორს დგანან იმ ღირებულებებისგან რასაც თვითონ ქადაგებენ და მეორეც საერთოდ რასაც ქადაგებენ, ისიც კი არარეალური და დემაგოგიურია, შესაბამისად ბლეფია. მეორე მხრივ მიშას კომკავშირისგან, რომელიც „ეშმაკს მიყიდე სულის“ ვარიანტია. გაცვალე პრინციპები, თავისუფლება და მიშა მოგცემს კეთილდღეობას. მივედით ბოლო სტადიაზე, ვხვდებით რომ საზოგადოებაში იარსებებს ბუნებრივი ესეთი დაპირისპირებები, მაგრამ ამ ეტაპზე ყველას გვაერთიანებს პოლიტიკურ, სოცაიალურ, ეკონომიკური სიმძიმეები.. მე პირადად ყველამ იცით რომ იგივე ამ ფორუმზე სიკნამდოს და სხვა იუზერებს, ხშირად ვეკამათებოდი რაღაც კულტუროლოგიურ და ღირებულებების თემაზე, რელიგიაზეც, მაგრამ ეხლა არანაირი სურვილი არ მიჩნდება ამაზე ვინმეს ვეკამათო ან ველაპარაკო, რადგან აშკარად ვხდები რომ ეს აღარ არის მთავარი, ეს არის მეასე ხარისხოვანი. ეხლა ყველა რაღაც ერთ პოზიციაზე დავდექით და ამას ამ ფორუმში ვხედავ, ყველა თითქმის უკმაყოფილები ვართ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკით და ეს არის ის რომელიც ჩვენ ერთმანეთს გვაკავშირებს. კარგად დააკვირდით, ფორუმზე წინა წელთან შედარებით, როგორი შეცვლილია ამ მხრივ სიტუაცია. რელურად ეხლა ისეთი დაპირიპირება „კულტუროლოგიულ“ ან მსგავს თემებზე აღარ მიმდინარეობს პრაქტიკულად, ყველას აქცენტი გვაქვს გაკეთებული ამ რეჟიმის კრიტიკაზე და რეალურად, ნელ-ნელა საკამათო რომ იკარგება ისეთ განსხვავებულ ადამიანებს შორის როგორიც ამ ფორუმზეა, იმას მიანიშნებს რომ ჩვენ ყველას უკვე გვაქვს ერთი მიზანი: არსებული რეჟიმის შეცვლა!
  4. Siknadmo სტუმრობის შემდეგ, ის პოსტავდა ამ ფორუმზეც და ავტომატურად ის უკვე ითვლება ამ ფორუმელად.. სხვა დანარჩენი გაარკვიე ადმინისტრაციასთან.. vaniko1978 სიტყვიერი გაფრთხილება! როცა რეგისტრირდებოდი, ყველა ეთანხმებოდა ამ ფორუმის წესებს, ხო და კეთილი ინებეთ და ყველამ, ფორუმის წესები დაიცავით განურჩევლად პოლიტიკურ, რელიგიურ, რასობრივ კუთვნილებისა.
  5. ყველამ გაითვალისწინეთ, რომ თუთბერიძე ამ ფორუმელია და მისთვის შეურაცხყოფა, განიხილება ის როგორც რიგითი იუზერის შეურაცხყოფად დიდი მადლობა ყურადღებისთვი!
  6. უნდოდათ რომ უკვე მოქმედ პროცესში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ პირქით, მართალია რომ ცდილობენ ცხვირი ჩაყონ, მაგრამ მაინც პროცესები ისე ვითარდება, რომ გაუჭირდება აშშ-ის ისეთ გავლენაში ჰყავდეს ეგვიპტე, როგორც აქამდე ჰყავდა.. ეს არის ახალი, ნაციონალისტური რევოლუციები, რომლებიც ისრაელის და აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული..
  7. პრინციპსი არმიის დიქტატურა ხალხის მოთხოვნა იყო. ისტორიის გარეშე ვერ გაიგებ. რევანდელი ბუნტი პრინციპში ნაციონალისტურია. არმია პატრიოტულ ძლად ითვლება ხალხში. არმიამ სინაი დაიბრუნა და იზრაელი დაამარცხა თავის დროზე. როგგორც ჩანს, ბევრი თვლის, რომ თუ გამოსირებული მუბარაკი წავა, შეიძლება ამან გზა გუხსნას სხვა ვინმეს არმიაში. მუბარაკი თავის დროზე სადათმა იმიტომ დანიშნა, რომ გამოსირებული იყო და პოლიტიკური ამბიციები ვერ ექნებოდა. სადათის მკვლელობის მერე ამერიკელებმა ადვილად იყიდეს ეს დეგენერატი იმიტო რო უვიციც იყო არც არაფერი ხედვა არ ქონდა. მე არა მგონი ხალხი მანამდე დაწყნარდეს სანამ რელური ძალუფლების საკითხი არ გადაწყდება. ფატია, რომ სულეიმანიც უნდა წავიდეს და არმისს შიგნით ახალი შეფი უნდა გაჩნდეს. დღევანდელი თავდაცვის მინისტრს აქვს კარგი შანსი, რამდენადაც ვიცი. ხალხი იცნობს როგორც სინაის ომის გმირს. ვნახოთ რა მოხდება. ბევრისთვის ფაქტია, რო ახალი მთავრობა პალესტინის ბლოკადას აღარ დაუჭერს მხარს და იზრაელთან აღარ ითანამშრომლებს. თუ ასე განვიტარდა მოვლენები იზრაელს და ამერიკის ახლი აღმოსავლეთის პოლტიკას ბოლო მოეღო – ორი ყველაზე ძლიერი რეგიონული ქვეყანა, რომლებიც ამერიკის პარტნიორებიც არიან, თურქეთი და ეგვიპტე, იზრაელის საწინააღმდეგო ბანაკში გადადიან. ეს სავარაუდოს ხდის , რომ არაბული ნაციონალისტური რევოლუციები გაგრძელდება.
  8. ეხლა სიმართლე თქვით, ვინმემ უყურა მიშას გამოსვლას? მაინტერესებს ერში მაზოხიზმი მოდაშია თუ არა
  9. carevich ეს სხვათშორის, აქაც და იქაც მეც მწერდა, იგივეს.. არ შევსულვარ და ვირუსი ხომ არ არის?
  10. საჭიროება საიდან ჩანს? საჭოროება მაშინ ჩანს, როცა კონკრეტულ პოლიტიკურ ორიენტაციის ინტერესები, ღირსება და სხვა ილახება და ამიტომ მათმა წარმომადგენელმა, უნდა დაიცვას თანამოაზრეები. მემგონი ამ მოდერაციის შემთხვევაში, არ იდევნება არც ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, ჯგუფი და ა.შ არა ვარ მართალი?
  11. ციც ეხლა! ვერ გავერკვიე სიტუაციაში... რა მენსტრუაცია, რა კბენა და რა გეიპარადი (საყვარელი თემა) ჰააა?????????? Siknadmo თქვენ დაჯილდოვდებით, ტამპლიერულ ვორნ-ორდენით, თუ თავს გამოიჩენთ იერარქიის უფრო მაღალ ჯილდოს ბან-ორდენს მიიღებთ! გასაგებია?! მოდერატორის ვალი მოხდილია! მადლიობა ყურადღებისთვი!
  12. http://www.youtube.com/watch?v=A9N7NmuY-IA&feature=fvwrel
  13. თითიდან გამოწოვილი დეგენერატობა.. მართლა მიკვირს ხოლმე, რეზონანსი რატომ მოყვება, ან რატომ უთმობენ ესეთ იდიოტურ თემებს, როცა ქვეყანაში სერიოზული სოციალური და ეკონომიკური კრიზისია და რეალურად ხალხს შია! ჩემთვის ყველანაირი "აღშფოთება" და პროტესტი, იმ საკითხების გარდა რასაც სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება ჰქვია, უკვე არის გულისამრევი და ფარისევლური რაც მთავარია..
  14. პროპაგანდის წინააღმდეგ არსებობს ანტიპროპაგანდა.. და ამ შემთხვევაში ანტიპროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიდრე პროპაგანდა
  15. Siknadmo კი და შევჩენკოს ცოტა ნე-ტო ვუყურებ, თუმცა სწორი თქვა იმაზე, რომ ეს თემა ნამდვილად პოლიტიკურია ყველანაირი მოძრაობა ამისთვის არის მიმართული.. (ბუნებრივია) ცისფერის უფლებები არ გამიგია - გამიგია ადამიანის უფლება და ამ უფლებებისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ განურჩევლად სექსუალურ ორიენტაციისა თუ რელიგიური შეხედულებისა და ა.შ რაც შეეხება გეი პარადს - "პარადი" ეს უფროლო სახელია, სინამდვილეში შეკრების უფლებას იყენებს. შეკრების უფლებას რაც შეეხება ყველა ჯგუფს გააჩნია და ამ უფლებას იყენებს. რაციონალურად ვერ ახსნი, რატომ აქვს ერთ ჯგუფს შეკრების უფლების გამოყენების უფლება და მეორე ჯგუფს არა. ტელევიზიაშიც არის ანტიგეიური ფილმებიც სხვათაშორის. ყველა თავის პროპაგანდას ეწევა.. სკოლას რაც შეეხება არაფერი გამიგია სკოლაზე..
  16. Siknadmo ნუ მე ჩემი აზრები მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ რამეს გკითხავ სად ხედავ ამ პროპაგანდას? და რატომ გგონია რომ ამ პროპაგანდას, არაცისფერ კაცების გაცისფერება მოყვება?
  17. Siknadmo მე იცი რაში ვარ დარწმუნებული, შენ რომ კარგად (საშუალო ევროპელივით) ცხოვრობდე, ეს საკითხი მაგარი გეკიდებოდა.. გეკიდებოდა ასევე სხვა საკითხებიც და დატკბებოდი ამ ცხოვრებით (ყველა ესე ვიქნებოდით) ხო და ამ თემებს რომ ხსნიან და მერე ვირტუალურად ებრძვიან გომიკებს, აი ეს პრობლემა სწორედ ცხოვრების დონესთან არის დაკავშირებული ასევე დარწმუნებული ვარ რელიგიის და ფუნდამენტალიზმის თემაც.. ამიტომ რომ არ იყოს ეს პრობლემები, ერთად ვიბრძოლოდ ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებისთვის..
  18. ვინა? ქუთეისლელი მონადირე-მეამობოხეები, რომლებიც სანადირო თოფებით აიღებენ ქუთეისს??
  19. ქუთაისის სანადირო თოფებით აღებაზე მოვკვდი სიცილით
  20. რა არის საქართველო? ოთარ ჭილაძე,ნაწყვეტი რომანიდან "გოდორი" – მოკლედ,იქამდე ვერ მოეგნენ გონს ჩვენი ბედდამწვარი მეფეები,ვიდრე ქართველი ალექსანდრე I-ის დაშლილსა და დაქუცმაცებულ ქვეყანას,რუსმა ალექსანდრე I–მა არ მოუყარა თავი იმპერიის ფაშვში,რათა მომავალში მხოლოდ იმპერიის უკანა ხვრელიდან მოვლენოდა საქართველო ქვეყანას,რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა და,თვისთავად ცხადია,უკვე სხვა ნივთიერებად გარდაქმნილი
×
×
  • შექმენი...