Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. 19 აპრილს დასრულდება სააკაშვილი
  2. შენ როგორც გინდა ისე აღიქვი...
  3. ნუ თუ დროს ფილოსოფიურად არ უყურებ, მაშინ კი. მომავალი არსებობს...
  4. აზრის თავისუფლება - ჩემი აზროვნება თავისუფალია ყოველგვარ მანიპულაციისგან - აზრის თავისუფლება რომ არ იყოს, ჩრდილოეთ კორეაში ვიცხოვრებდით.. ის რომ აზრი საზღვრებში არ ჯდება და მუდამ ცდება მას, ესაა იმის მტკიცება, რომ ადამიანის აზრი თავისუფალია...
  5. და რათ გვინდა მღვდლები, გურუები, ფაშები და ა.შ? რეალური სარგებლობა მითხარი მათი?
  6. ბევრნაირი თავისუფლება არსებობს ნების თავისუფლება, პიროვნების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, აზროვნების თავისუფლება.. ზოგადი აბსტრაქტული თავისუფლება არ არსებობს..
  7. Metalhead პირიქითაა, რელიგია ეხმარება ადამიანს - სასულიერო პირებზე დამოკიდებული გახდეს. ყველა ინსტიტუტი სთავაზობს პროდუქტს - რელიგია სასულიერო პირების სახით სთავაზობს სულიერ პროდუქტს.. მამაოებზე დამოკიდებული ტიპი რამდენად არის საკუთარი თავის მცონები, რა ვიცი, რა ვიცი!!! ისეთი ადამიანისთვის ვისაც რელიგიური-მისტიურ-მითოსური ახსნები არ აკმაყოფილებს და სჭირდება უფრო მეტი რამ ვიდრე უბრალო რწმენაა.. ისე ათეისტებში ყველაზე ნაკლებნი არიან ლიბერალები. დღეს იმიტომ არის გაიგივებული ლიბერალიზმი და ათეიზმი, რომ სამღვდელო პირები ვინც საპატრიარქოს ებრძვიან ლიბერალობენ... ხო და ეს არანაირად არ ეხება ათეიზმს. მე პირადად სულ არ მაინტერესებს ვინ იქნება პატრიარქი. აბა ლიბერალს ჰკითხე როგორ აინტერესებს ეს...
  8. რატომ უჭირავს პოლიციელს ნივთმტკიცება შიშველი ხელით? http://sphotos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-prn1/551419_560390633985839_1635556490_n.jpg
  9. საბჭოთა კავშირი იყო ის მოვლენა, რომელის შეფასება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. უმრავლესობა მას აღიქვამს, როგორც ყველაზე ნეგატიურ მოვლენას ჩვენს ისტორიაში, ზოგი მას დადებითად უყურებს და სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, ზოგი კი როგორც ისტორიულ კანონზომიერებას. ამ უკანასკნელს მივაკუთვნებ ჩემს თავს. საბჭოთა ისტორიას გამოიყენება, როგორც არსებული პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციის წყარო. საბჭოთა ისტორიის სახელმძღვანელო სავსე იყო იმ ადამიანების სახელებით, რომლებმაც რევოლუციას თავი შეწირა. 19-ე და 20-ე საუკუნის დასაწყისი წარმოჩინებული იყო, როგორც საშინელი კლასობრივი ჩაგვრის პერიოდი. ისტორია ასწავლიდა ადამიანებს საბჭოთა კავშირის არსებობის აუცილებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი მსხვერპლი, რომელიც საბჭოთა კავშირის შექმნის და მისი დაცვის გამო შეიწირა, სრულიად უაზრო ხდებოდა. მსხვერპლის თემას ისტორიაში, უდიდესი იდეოლოგიური როლი გააჩნია, რომელიც ლეგიტიმაციის წყაროდ გვევლინება. საბჭოთა კავშირში რევოლუციონერების მსხვერპლი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო საბჭოთა სისტემის მისტიფიკაციაში. დამოუკიდებელ საქართველოში სხვა მსხვერპლის რევოლუციონერების მსხვერპლი დავიწყებული იყო (რადგან ლეგიტიმაციის წყაროდ არ ქცეულიყო) და სხვა მსხვერპლის თემა გახდა აქტუალური. დამოუკიდებელ საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყებებისა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის სრული მისტიფიკაცია მოხდა. ყოველგვარი არგუმენტი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ იწყება მსხვერპლით და მთავრდება მსხვერპლით, რომელიც ამ სისტემამ შეიწირა. საბჭოთა კავშირი გვავიწყებდა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლს, დღეს კი გვავიწყებენ ცარიზმის მსხვერპლს (თუ ეს მსხვერპლი ანტიკოლონიალური მოტივებით არ იქნა მოკლული). ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციას. საბჭოთა რეპრესიების ისტორია ჩვენ გვეუბნება თანამედროვე პოლიტიკური სისტემის არსებობის აუცილებლობაზე. (საინტერესოა დღევანდელი მსხვერპლი, მომავალში რომელ პოლიტიკურ სისტემის იდეოლოგიური დასაყრდენი იქნება?!) ისტორიის შერჩევითობას რომ დავუბრუნდეთ, ისეთი მოვლენა როგორიც „გურიის რესპუბლიკაა“ სრულიად დავიწყებულია, არცერთ სკოლის სახელმძღვანელოში არ არის ნახსენები, რომელსაც იმ ისტორიულ მომენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში, ხოლო ისეთი იმ დროისთვის მარგტინალი პარტიების პროგრამები და მოღვაწეობებია დეტალურად აღწერილი, როგორიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო (პარტია რომელიც ჯერ კიდევ 1917 წელს ავტონომიას ითხოვდა და რომელიც იმ დროინდელ საქართველოში ძალზე მცირე მხარდაჭრა ჰქონდა და პრაქტიკულად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქმის არანაირი როლი არ უთამაშია). თავისთავად გასაგებია, რომ დღევანდელ ქართველულ პოლიტიკურ სისტემისთვის ეროვნულ-დემოკრატიული პროგრამა უფრო მოსაწონია, ვიდრე გურიის რესპუბლიკა, რომელიც სოციალური იდეების მხარდამჭრები იყვნენ. დღევანდელი საბჭოთა სისტემა, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ანტისაბჭოთა იდეოლოგიაზე იყო აგებული. ეკონომიკური სისტემაზე აიგო ქართული ანტისაბჭოთა იდეოლოგია. ხედვა, რომელიც ამ პერიოდში ვრცელდებოდა იყო ესეთი: საბჭოთა კავშირში იმიყომ იყო რეპრესიები, რომ ტოტალიტარული სისტემა იყო ხოლო ტოტალიტარული იმიტომ იყო, რომ თავისუფალი ბაზარი არ არსებობდა. გავრცელებულ აზრად იქცა, რომ ტოტალიტარული სისტემის არსებობა შეუძლებელი არის თავისუფალ ბაზრის არსებობის პირობებში. იმისთვის რომ იგივე არ გამეორდეს „თავისუფალი ბაზრის“ ნეოლიბერალური პრინციპები უნდა დავიცვათ და ვიცხოვრებთ თავისუფალ და აყვავებულ საქართველოში. საბჭოთა კავშირს უკავშირებენ ყოველგვარ სოციალურ სისტემების არსებობას, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა, უფასო განათლება, უმუშევართა სუბსიდირება და სხვ. რა თქმა უნდა გეგმურ ეკონომიკაზე შეტევა უაზრობა იქნებოდა, რადგან არანაირი გეგმური ეკონომიკა აღარ არსებობდა. შეტევის ობიექტი გახდა ის სოციალური სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა. მიჩნეული იყო, რომ თუ კი ეკონომიკაში ყველა სფერო კერძო პირების ხელში აღმოჩნდებოდა, განათლება ფასიანი იქნებოდა, სამედიცინო დაზღვევაც ფასიანი და ა.შ მაშინ არანაირი ტოტალიტარიზმი და არანაირი რეპრესიები არ იქნებოდა. საინტერესოა ის სფეროები, რომელსაც თავისუფალი ბაზარი ვერ ანვითარებდა, რას უპირებდნენ? რამოდენიმე თვის წინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ბევრი ნეოლიბერალი ექსპერტი მიიჩნევდა რომ სოფლის მეურნეობა თურმე საბჭოთა გადმოანშთი ყოფილა (იმ პრინციპებიდან, რომ მას თავისუფალი ბაზრის პრინციპებით ვერ ვამუშავებთ) და მის სუბსიდირებაზე უარი უნდა გვეთქვა. საინტერესოა საბჭოთა წარმატებები რატომ გახდა შეტევის ობიექტი და რატომ მიიჩნევა, რომ თუ კი იმ სფეროებში იგივე (ან უკეთესი) წარმატებები გვექნება, რაც საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა, საბჭოთა ნგრევა განმეორდებოდა? ჩემი აზრით ესეც ლეგიტიმაციის თემასთან არის კავშირში, უნდა მოეძებნოს ახსნა ჩვენი პოლიტიკური სისტემის წარუმატებლობებს და ჩვენი პოლიტიკური სისტემა უფრო წარმატებული უნდა გამოჩნდეს ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირის წარმატება თუ წარუმატებლობა იქნება - ხოლო ჩვენი წარუმატებლობა, თუ ჯანსაღი პოლიტიკის სინონიმად იქცევა - ეს ხომ პოლიტიკურ სისტემის მგრადობას იწვევს და მას უამრავ ვალდებულებებისგან ანთავისუფლებს. მეორე მომენტი კი ესაა ნაციონალისტური მომენტი, რომელიც უფრო ემოციურ და ესე ვთქვათ, პრიმიტულ პრინციპებზეა აგებული. ჩვენ უარს ვაცხადებთ საბჭოთა სისტემის ყველა სფეროზე, უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ოკუპანტები გვეზიზღება, ხოლო შემდეგ იმიტომ რომ ჩვენი ქართველობის მგრძნობელობა ამით უფრო წარმოჩინდება. მტრისგან რადიკალურად საწინააღმდეგო გზის არჩევა, ეს მისტიური ხსნაა - ჩვენ ევროპელობა, კაპიტალისტური სისტემა იმიტომ კი არ გვინდა, რომ ის უბრალოდ მოგვწონდა, არამედ იმიტომ გვინდა, რომ მტერი ანუ საბჭოთა კავშირი გვეზიზღება. დღევანდელი რუსეთი ხომ საბჭოთა კავშირთან არის გაიგივებული, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩვენში უფრო ცოცხალია ვიდრე არსებული კაპიტალისტური რუსეთი. ჩვენ თითქოს კაპიტალისტურ რუსეთს არც ვერბძვით, არამედ მოკავშირედ გვაქვს გაიგივებული - რუსული კომპანიების მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, მიყიდული სტრატეგიული ობიექტები, მიჩნეულია ნორმალურ კაპიტალისტურ მოვლენად. ჩვენი მტერი არარსებული საბჭოთა კავშირია და მასთან ბრძოლა გამოიხატება იმაში, რომ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოს.
  10. 1) ეკონომიკური წინსვლა მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ამოწურვამდე? 2) თქვენი აზრით რა განაპირობებს იმას, რომ ევროპელები ეჭვის თვალით უყურებენ ოცნებას? 3) ნაციონალების საფრთის განეიტრალების შემთხვევაში, თქვენი აზრით შეიძლებს თუ არა ოცნება ერთიანობის შენარჩუნებას?
  11. 7 ნოემბერის ნაბიჭვრებმა საჯაროდ რომ გვაჩვენეს მთელი სისასტიკე. ეხლა წუწუნებენ, როცა პასუხს თხოვენ მარა ეს კიდე არაფერი იყო 26 მაისის დარბევისგან განსხვავებით, იქ ვაფშე ადამიანებს კლავდნენ
  12. ცოტა ფული გადაუხადონ და იტყვის, ესეთი დემოკრატი როგორიც ივანიშვილიაო არავინ არ არის მსოფლიოშიო..
  13. "მაგათ უნდათ რომ თავი ვიგრძნოთ დამნაშავედ, იმიტომ რომ თვითონ გრძნობენ თავს დამნაშავედ და უნდათ რომ თანაბარი პოზიციებიდან გველაპარაკონ. ვერ ეღირსებიან გათანაბრებას, არ უნდა გქონდეთ დანაშაულის გრნობა არავის, ვინაიდან ეს არ იყო სახელმწფიო ტერორი, არამედ გამწარებული ადამიანების შურისძიება. ამ ადამიანებს ისევ დასჯიან როგორც ადრე სჯიდნენ, აი ამაზე კი შემტკივა გული, სისტემა უსწორედება საზოგადოების ისედაც გაუბედურებულ წევრებს, და არ იცავს მათ უფლებებს. მიშამ ისინი გამოიყენა როგორც პროვოკაციის ობიექტი და გამოიწვია აგრესიისკენ, ხოლო ხელისუფლებამ ვერ დაიცვა" მარინა მუსხელიშვილი მომეწონა კარგი შეფასებაა
  14. რა საყვარელია შეშინებული მიშა.... კონსტიტუციურ დათმობებზე წავალო..
  15. Dakaray ყველაფერზე პასუხი გექნება ესეთი: "მაი დებილი ოცნებისტები", "ნუ ოცნებობთ! ", "გმირი სააკაშვილი", "ქვეყანას დაამხობთ!", "რუსეთი!" და ა.შ თან როგორ იქნება იცი, ჯერ ერთს იტყვიან, მერე რომ უპასუხებ, მეორეს იტყვიან (კონტექსტიდან ამოგლეჯილს), მერე იმას რომ უპასუხებ, კიდე რაღაცას იტყვიან და ბოლოს ისევ იმას დაუბრუნდებიან, რითიც დაიწყეთ ლაპარაკი და ხელახლა წავლენ კრუგზე
  16. სამოქალაქო ომი კი არა, დარხეული აქვთ მაგათ. მალე არც დაცვის წევრები არ დაიცავენ ესე უნდა 9 წელი პროჭად რომ გადაიქცევა ადამიანი, ბოლოს ყველაზე ლაითად ეს დაემართება: https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=AtCMsqFxrCE
  17. "ჯერ საკუთარი თავი არ უპოვიათ და უფალს ჰპოვებენ.ესეა ყველა მორწმუნე.ამად აქვს ნაკლები ფასი ყველა სარწმუნოებას".ნიცშე
×
×
  • შექმენი...