-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
Siknadmo შეიძლება რაღაცეებს ვუტრირებ, მაგრამ მარტივი შეკიტხვები ჩნდება. ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალს სცემ, აქციაზე დგომის გამო ან ჩაიდენ მის ღირსების შემლახავ აქტს? მემგონი არა აი ჰომოსექსუალზე კი ადვილად მიხვალ, ცემ კიდევადაც (პირადად შენზე არ ვსაუბრობ) და ამის გამო საზოგადოებრივ სიმპატიებსაც და გამართლებასაც დაიმსახურებ. ანუ ზოგი კარგავს ამ შემთხვევაში ადამიანობას (ადამიანობაში, პირველ რიგში მის მიმართ დამოკიდებულებას ვგულიხსმობ, ანუ შენ ვის ექცევი ადამიანად და ვის არაადამიანად). არის მარტივი რამე, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებიდან ადამიანურ მოპყრობიდან გადის, რამოდენიმე ტიპის ადამიანი (მე არ ვამბობ რომ ყველა არ უნდა გავიდეს, მაგალითად რაც არ უნდა არქაულად მოგეჩვენოს პედოფილი-მოძალადე უნდა გავიდეს ამ სფეროდან, ის ანგრევს ადამიანის ცხოვრებას ბავშვობიდან და ისეთ ტრამვას აყენებს, რომლის პატიებაც ჩემი აზრით არ შეიძლება) მაგრამ ადამიანი რომელიც სხვა ადამიანს არაფერს არ უშავებს და მხოლოდ თავის აზრებისა თუ სექსუალური ორინტაციის გამო, მისი პირადი ცხოვრების გამო ისჯება საზოგადოებისგან, თვითონაც ალბათ ხვდები რომ რბილად რომ ვთქვატ ცივილური არაა.. ორივეს უფლება ერთნაირად დგას, არ შეიძლება საზოგადოება ან ადამიანი რაღაც გამოყო. მაგრამ ავტონომიურობის სივცე მისი უფლებაა - სექსუალური ორიენტაცია, საზოგადოებას არ ეხება. საზოგადოების უფლებაა რომ ჰქონდეს ისეთი სოციალური და პოლიტიკური უფლებები, რომელსაც იგი მოითხოვს. ანუ ჩერეზ საზოგადოებით ინდივიდმა უნდა მიაღწიოს მის სოციალურ თუ პოლიტიკურ მოთხოვნილებებს. მაგრამ პირადი ცხოვრება, პირადი ბედნიერება და ა.შ ეს მისი პირადი საქმეა. ძაან ელგებიტი დამცველ ტიპად ვჩანვარ აქ - არა და მაგათ, რომ ჰკითხო მაგარი ჰომოფობი ვარ ხო და ამიტომ ამაზე დავამთავრებ საუბარს...
-
როგორც მოდერატორმა, რადგან ჯერ არავის გაუხსნია ეს თემა მე გავხსნი ჩემო მართლმადიდებელო ქრისტიანო ძმებო და დებო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!!!!!
-
Siknadmo აი ვერ ვიტან როდესაც კულტურისთვის (ქართულ მართლმადიდებლურ სივრცხისთვისაც) არც ისე ცნობილ და რაც მთავარია არც ისე ცოცხალ ტექსტებს ციტირებ. ის იდეები, რომლებიც შეიძლება არ წერია ბიბლიაში ან რომელიმე სასულიერო ტექსტში, მაგრამ რომელიც უფრო ცოცხალია და უფრო ძლიერადაა გამჯდარი, სადაც მღვდლები და მრევლი შეთანხმებულია, რომ ჰომოსექსუალიზმი არის არაადამიანური ქცევა, ცხოველები არიან და მათ მიმართ აგრესია ბუნებრივი რამ არის - ეს უფრო მნიშვნელოვანია იმ კულტურისთვის, ვიდრე ისეთი ტექსტების ციტირება, რომლებიც გამოუყენებლობისგან ძალიანაა დამტვერილი... ვიდეოს უყურე და გაიგებ რა პოზიციიდან ლანძღავენ იმ ადამიანებს ვისაც არატრადიციული ორიენტაცია აქვთ - მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ ბიჭოო? ქართველი ხარ ბიჭოო?! და ა.შ ხო ხედავ რომ აქ მე რასაც ვეძახი - ქრისტიანობა რეალობაში - სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარეობს ძალადობა. ეხლა რამდენი ტექსტიც გინდა დააციტირე, არც ერთი ამ ტექსტიდან ცოცხალი არ არის.. ცოცხალია ეს "ქრისტიანობა რეალობაში"... რაც შეეხება იმას რომ მათ წინააღმდეგ ვინც იბრძვის ყველა ლატენტური ჰომოსექსუალი რა თქმა უნდა არ არის - აქ უფრო კულტურის ამბავია. მორალიდან ვინც გაიყვანეს ზოგადად ყველა ადამიანს სასტიკად ექცეოდნენ. გერმანელბმა მორალიდან დაბალი რასის წარმომადგენლები გაიყვანეს, მათ როგორც არაადამიანებს ისე უყურებდნენ და აქედან გამომდინარე ხოცავდნენ. ასევეა ეხლა ჰომოსექსუალთა და სხვათა და სხვათა გაყვანა მორალიდან... მე იმდენად არ შემაწუხებდა ეს პრობლემა, რამდენადაც ის რომ ხდება მორალის სივცეში მარტო ერთი ტიპის აზროვნებისა და ტრადიციების დაყვანა - მორალიდან მარტო ჰომოსექსუალები კი არ გაყავთ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი - იაღოველები, სხვადასხვა სექტანტები, ეხლა გავიგე რომ მუსულმანებსაც არ ჰქონიათ სრულუფლებიანი უფლებები საქართველოში, ათეისტებზე საუბარი ზედმეტია, ისეთი ადამიანები ვინც კრეტაიულად აზროვნებს და ძირითად აზროვნებას არ ეთანხმება (მაგალითად მარგიშვილი - დავით აღმაშენებლის ისტორია რომ დაწერა, სადაც მეცნიერულად ამტკიცებდა რომ დიდგორის ბრძოლაზე არ ყოფილა 300 ათასი ადამიანი), ამბოხებული და გამომწვევი ხელოვნები.. ჰომოგენურობის ტენდენცია, ძალიან დამახასათებელია ჩვენ კულტურულ სფეროსთვის - წმინდა ქართველის იდეა (რომელიც სინამდვილეში 20-ე საუკუნეში გამოგონილი მითია) რომელიც სისხლით ქართველი, რწმენით მხოლოდ მართლმადიდებელი, საბრძოლო-რაინდული მიდრეკილებებითა და ღრმა იერარქიული იდეოლოგიაზე მორგებული ადამიანი იქნება. ერთი სიტყვით ქართველის მითი, რომელიც ფეოდალურ და სხვასხვა მოდერნულ ტრადიციებზე იქნება აგებული, ის რჩება მხოლოდ მორალში, ის რჩება მხოლოდ ადამიანი - ყველა დანარჩენი ან არ არის მორალში (ანუ არაა ადამიანი) ან მათ მხოლოდ ვითმენთ და ნება იბროძონ თავისი ადგილი იცოდნენ (ანუ ზემოდან დაჰყრებენ და მადლობას და დიდებას ითხოვენ მათგან) იცი რა არის, ის წარმოდგენები რომ ამერიკა ქართულ სახელმწიფოს ეუბნება, გინდა თუ არა შექმენი ქართველი ჰომოსექსუალებიო, არის კიდევ ერთი მითი. მე ვიცნობ პირადად ამ ორგანიზაციების რამოდგენიმე წარმომადგენელს, სულ სხვანაირად არის საქმე. ჯერ ესერთი რაც ოფიციალურად ვიცი, ტიპების დისკრედიტაცია იყო, მაგრამ ზოგიერთი წავიდა უცხოეთში და იქ გაიჩითა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა იდენტობის დამცველთა ორგანიზაცია (მე პირადად იდენტობის თემას მაგრა ვაკრიტიკებ) იქი თავისი გავლენები გაზარდეს და რაღაც იდეით (მარტო ფული არ არის) ჩამოვიდნენ აქ, უკვე რაღაც კაპიტალითა და გავლენებით ხელში. მე ვიცი ტიპი, რომელსაც თვითმკვლელობის რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა - ეს ორგანიზაცია რომ შეიქმნა, ბევრმა ესეთმა ტიპმა შეძლეს უფრო კონსოლიდაცია და საარსებო მაყუთებიც გაუჩნდათ. ანუ იმის თქმა მინდა რომ პრობლემა იყო და ვიღაცეებმა მათ ხელში არსებული საშუალებებით შეეცადნენ თავიანთი ინტერესების დაცვას.. მე პირადად იდიოტობა მგონია იდენტობები სექსუალური იქნება ეს თუ გენდერული, რადგან უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩერეზ იდენტობებით ესენი ძალიან დიდ გავლენას ახდნენენ დასავლურ პოლიტიკაზე. არის ბევრი კრიტიკა, რომ სწორედ ესეთი იდენტობები შექმნიან ტოტალიტარიზმის საფრთხეებს, რადგან უკვე ძალიან ბევრი შეზღუდვა დაუწესეს. თუ ჩვენ ესეთ შეზღუდვების წინააღმდეგ გვინდა გამოსვლა, მე პირადად დავუჭერ მხარს - მაგრამ მეორე მხრივ არც მატი უფლებები არ უნდა შევზღუდოთ. მამენტ მე იმის მეშინია (რადგან ესეთი გამოცდილება არსებობს), რომ დღევანდელი მათი შეზღუდვა, ხვალინდელი ჩვენი ჰეტეროების შეზღუდვის წინაპიროაბა იქნება, რადგან ისტორიას რომ გადავხედოთ, ესეთმა დაჩაგრულმა იდენტობებმა მერე შეძლეს პირიქით თავიანთი ინტერესების თავზე მოხვევა საზოგადოებისვის. ანუ ამ პროცესს მე ერთიანად განვიხილავ და თქვენსგან განსხვავებით, მე ვხედავ რომ ამ აგრესიას აუცილებლად ექნება ისეთი უკურეაქციაც, რომელიც მე პირადად არ მომეწონება (შეიძლება მერე კი გავხდე ჰომოფობი, სიტყვის თავისუფლებას რომ შემიზღუდავენ ამის გამო და ვიღაც ჰომოსექსუალისტი, სამსახურში ჩემზე პრივილეგირებული თუ გახდება ) მაგრამ მე პირადად ვეცდები, რომ იდეის დონეზე მაინც მოვუწოდო ყველას, რომ აგრესია არ იყოს..
-
შენ ის თქვი გიორგი ფარესიშვილი, რომლის ვიდეოებიც დაიდო გუშინ და სადაც ჩანს, როგორ არის კაცთან და ქალთან დაკავებული, თვითონ ყოფილა მმკ-ს წევრი მმკ-ელი რომ გამეჩითება ამიერიდან, ვეტყვი წადი შენი პიდარასტი დედაც თქო რაც შეეხება ამ თემას - ყველანაირ პოპულაციაში არსებობს ადამიანები, რომლებსაც არ ექნებათ ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია მათი მორალიდან გაყვანა და ამის საფუძველზე, მათი პიროვნების, მათი სიცოცხლის, ღირსების შელახვა მეტყველებს საზოგადოების პრიმიტიულობაზე. რატომ ფიგურირებს რელიგია? სწორედ რელიგიურ პრინციპებზე დაყრდნობით ხდება ადამიანების ამ ჯგუფის გამოყვანა ადამიანობიდან (მორალიდან მათი მოკვეთა და არა ადამიანის სახით წარმოჩენა - ტილი, რომელიც უნდა მოკლა). ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია - მათ ყველა უფლება უნდა იყოს დაცული და არ უნდა ხდებოდეს მათი დისკრედიტაცია. რამოდენიმე საკითხი რასაც ვეწინააღმდეგები, არის შემდგომში: 1) არ უნდა მიეცეთ ესეთ ადამიანებს შვილის აყოლის უფლება 2) არ უნდა მიეცეთ ესეთ იდენტობებს პრივილეგია ანუ არ უნდა გახდნენ, მათი ჩაგრული იდენტობის გამო პრივილეგირებულნი და სხვაზე უპირატესნი (როგორც ხდება ხოლმე) 3) არ უნდა ხდებოდეს ესეთი იდენტობებისა და მათი კულტურის პროპაგანდირება სასკოლო ასაკის ბავშვებში. სხვა დანარჩენში ისინი ისეთივე უფლებებით და პატივითაც უნდა სარგებლობდნენ, რა უფლებებით და პატივითაც სხვა სარგებლობს.
-
alex განზოგადებული იდეალისტური მოდელები - ყველა სისულელეა.. ის რომ, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის ცუდი, ეს ფაქტია და ამას უნდა ვებრძოლოთ, როგორც შეგვიძლია - ისტორია კი გადაარჩევს ყველაფერს და დარჩება ის რაც უნდა დარჩეს... პ.ს აშკარად თემას გადავუხვიეთ
-
alex კაპიტალიზმი გვერჩის ჩვენ...
-
alex კი, ოღონდ გარკვეულ მიზეზების გამო, მომავალშI გავა... კი ვიყავი
-
ვაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰააჰაჰჰაჰა
-
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კიდე ერთი შეკითხვა მაქვს - სააკაშვილის დროს მიყიდილი ეკონომიკური ობიექტუები რუსებზე. მოხდება თუ არა მათი ნაციონალიზაცია? თუ სააკაშვილის ტრადიციები გაგრძელდება - ანუ საქართველოს გადაქცევა რუსეთის ეკონომიურ კოლონიად... -
ხვალე "ლიტერატურულ უწონადობაში" გადაცემაში ვიქნები გდს-ზე... ვისაუბრებ ანარქიზმის ისტორიაზე..
-
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როდის დამთავრდება ელიტებს შორის ბრძოლა და როდის დაიწყება ხალხზე ზრუნვა? სამუშაო ადგილების შექმნა, გადასახადების შემცირება და სხვა მრავალი, რასაც დაგვპირდით თუ ისე უნდა გაატაროთ მართველობის ვადა კოალიციამ, რომ მთელი საზოგადოება კოალიციასა და ნაციონალებს შორის უაზრო დაპირისპირებას უყუროს და არანაირი ხეირი არ ნახოს?! ერთი სიტყვით დავიღალეთ ელიტების ბრძოლით... ფული გამოუშვით მასებში, მარტო ელიტას ნუ გიჭირავთ!!!!! -
ვისაც გაინტერესებთ ანარქიზმი საქართველოს ისტორიაში, რა როლი შეასრულეს და ა.შ გაეცანით, ჩემი გადათარგმნილია და ძალიან ბევრ საინტერესო თემას შეიცავს.. http://a-library.info/?p=591 ესაა ისტორია, რომელზე დუმან..
-
კი არ მიკვირს, არამედ ვამჩნევ, რომ შენთვის რელიგიასთან დაპირისპირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა თემები და ანარქიზმსაც ამ კუთხით განიხილავ და არა მარტო ანარქიზმს.. ცოტა უნდა დაიკიდო, შენთვისვე იქნება კარგი...
-
http://s004.radikal.ru/i208/1303/f3/be4796ae39d1.gif
-
mama შენ რელიგიაზე მაგრა ხარ გადაკიდებული, ყველა თემაში არ შეიძლება რელიგიაზე საუბარი...
-
პედერასტები ერია? კაიფია რა, ლივერპულის ფანებს პედერასტებს რომ ეძახიან
-
ინგლისელების რეაქცია ტეტჩერის სიკვდილთან დაკავშირებით
-
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
Nukriko replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნაბიჭვრები, მიშას ხელს აფარებენ... -
Siknadmo უკეთესი ვისთვის, გააჩნია... და რითია აღმატებული თუნდაც დანიური პოეზია - სპარსულ პოეზიას? მე შეხვედრებს არ გავურბივარ არასდროს..მე პრობლემა არ მაქვს.. ევროპული სამყარო თავის ისტორიით რამოდენიმე საფეხურს გადის 1)ელინიურ-ანტიკურ საფეხურს 2) შუა საუკუნოვან - ქრისტიანულ სამყაროს და 3) მოდერნიზმს და პოსტმოდერნულ სამყაროს.. ყველა ამ საფეხურზე რა თქმა უნდა იგრძნობა წინა საფეხურსი რაღაც გავლენები, მაგრამ ის ფუნდამენტურად ახალია ძირითადად ახალია - ძველი არ არის. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანულ სამყაროზე - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფილიპინებზე, ბევრ ლათინო ამერიკულ ქვეყანაზე, მაგრამ არამც და არამც საფრანგეთზე..
-
არა, შენ კონკრეტიზაციისგან თავს იკავებ.. გაცნობიხარ თუნდაც სპარსულ პოეზიას და მისი შედარება მოგიხდენია. უფრო კონკრეტულად ვის და რას გულისხმობ? ძალიან კარგად ვხვდები, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები რატომ წერ ქრისტიანულ სამყაროში, იმას რაც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი არ არის.. ძალიან მარტივად - საფრანგეთის რევოლუცია და მისი იდეები და ღირებულებები - ქრისტიანობასთან ბრძოლაშია აღებული. ეს იდეები არ არის ქრისტიანული.. საფრანგეთის რევოლუციამ დაამთავრა ქრისტიანული სამყაროს არსებობა ევროპაში და დაიწყო პოსტქრისტიანული ეპოქა. მემგონი გასაგებად აგიხსენი.. შთამომავლებს შეუძლიათ გაწყვიტონ ის ჯაჭვი, რაც მათ წარსულთან აკავშირებს - კულტურულ და ფასეულობებრივ ჯაჭვს ვგულისხმობ.. მერე ეს რა შუაში იყო კამათთან? Siknadmo ისტორიის კანონზომიერება გვეუბნება რომ სტაბილური და მუდმივი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის.. ქართული კულტურა მაინც კომფორმისტული კულტურაა (კულტურას როგორც მენტალობაზეა საუბარი). ეს იმასაც ნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციას მორგებული კომფორმისტული საზოგადოება, ხვალე იმ სიტუაციას მოერგება, რომელიც უფრო მეტ სითბოს შესთავაზებს.. ეს საკითხი არა იმდენად რელიგიურ-ფილოსოფიურ-ანალიტიკურია, რამდენადაც სოციოლოგიური. მრევლის სიმრავლე არა იმდენად რწმენის ფაქტორით, რამდენადაც სოციალური კომფორმიზმითაა გამოწვეული.. სოციალური ურთიერთობები კი იცვლება და ეს ცვლილებები ახაგაზრდებში ყველაზე კარგად ჩანს..
-
Shaten შენ ეხლა ფაქტის ინტერპრეტაციას ახდენ.. რა განასხვავებს ამ ორ სამყაროს ერთმანეთისგან? მოდი ჩამოწერე რითია უფრო ცივილიზებული არც მე კაი ჩამოთვალე რა კვალი დატოვა ქრისტიანობამ ხალხის განვითარებაში.. ევროპას ეს ომის თემა არ არის, ეს ოკუპაციის თემაა. ანუ როდესაც სამხედრო მოქმედებები შეჩერებულია, იმ დროს კვდება უფრო მეტი ადამიანი ვიდრე უშუალოდ ომის დროს..
-
Shaten ერთი მილიონი მოკლული ერაყელი, არის თუ არა სისასტიკე? ქრისტიანობაში ვის გულისხმობ - დასვლეთს? ანუ მიხვედი სეკულარიზმამდე და არა ქრისტიანობა-მუსლმანობამდე.. ხო და შენ ვისაც ქრისტიანად ნათლავ, სინამდვილესი პოსტქრისტიანული ღირებულებებია. ასე რომ ისლამის და ქრისტიანობის განხილვისასას - ქრისტიანობის მხარეს ვერ იქნება სეკულარიზმმი, რადგან თავად ქრისტიანული ეკლესიები ებრძოდნენ მას..
-
Siknadmo თქვენ დროს - საბჭოთა კავშირში თეიზმი ხომ ძირითადად ბუნტისთავ ახალგაზრდების სახლი იყო, ვინც საბჭოთა კავშირს ებრძოდა - რა გამოიწვიეს ამ ახალგაზრდებმა? მას მიჰყვა დანარჩენი საზოგადოება - ამ ახალგაზრდების მენტალობაში უკვე დალექილია ბევრი რამე და იგივე შედეგს ვერ მიაღწევენ ალბათ, მარა იმაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, სულ მალე (10-15 წელიწადში ამ მხრივ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით) ბიუჯეტი რადგან საზოგადოებრივი საკუთრებაა - ყველა მის წევს აქვს უფლება გააკრიტიკოს დახარჯული თანხები ან იბრძოლოს ამ თანხების შეცვლაზე. Shaten არა რატომ? გინდა ჩამოგითვალო ქრისტიანული სისასტიკები შუა საუკუნეებიდან დაწყებული დღემდე - მუსულმანები ახლოს ვერ მივლენ ამ შემთხვევაში.. არა... განსხვავებულ აზრს ქრისტიანობაც ავიწროვებდა..