-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ქურდულში ესენი არ მოსულა, ძმაო
-
რადგან არსებობს ესეგი სჭირდება.. ჩვენ თუ განვიხილავთ აზროვნების ფორმებიდან - სწორედ თეიზმა და ათეიზმმა მოგვცა, სამყაროს გააზრების აბსოლუტურად უნიკალური სქემები. ჩვენ ვერ ავცდებით იმას, რომ ვაღიაროთ - თეიზმის როლი აზროვნების განვითარებაში.. შებ რასაც უწოდებ ბედნიერებას, ეს ცნება სწორედ ამ ორ სივცეში გაჩნდა - ბედნიერების ფილოსოფიური და რელიგიური გააზრებები.. მეორე მხრივ, მათ გარეშე უბრალო მომხმარებელი ხდები თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას - სჭირდება კი მომხმარებელს ათეიზმი ან თეიზმი, ბედნიერებისთვის? პასუხი იქნება -არა, არ სჭირდება. მაგრამ მომხმარებლის ბედნიერებაც ილუზიურია - გარედან მოწოდებულია - ის მხოლოდ მომხარებელია. ჩვენ გვჭირდება სუბსტანციების გამოგონება, რომელშიც ჩვენ აზროვნებას ჩავაქსოვთ - ღმერთმა მოგვცა ამის საშუალება, ათეიზმმაც მოგვცა ამის საშუალება. თუმცა ეხლანდელი მიზანი არის ის, რომ არაფერი შეიცვალოს - ანუ არ დაიბადოს ახალი აზროვნება, დავრჩეთ მომხმარებლებთან. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ახალი აზროვნების ფორმები დასავლეთში აღარ დაიბადოს, არამედ ყველაზე რელიგიურ და ჩამორჩენილ აღმოსავლეთში. ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მომხარებლური ფსიქოლოგია და პოსტმოდერნიზმი, არ არის ორიენტირებული ახალი აზროვნების შექმნისთვის. უკვე რამოდენიმე წელია, ერთი და იგივეს დაღეჭვა მიდის და უფრო და უფრო ღრმად შესვლა - ამ აზროვნების სუბსტანციას ვერ გავცდით (დასავლეთში)...
-
http://nukriko.blogspot.com/2013/06/blog-post.html შუა საუკუნოვანი გაგება ადამიანისადმი, სამყაროსადმი, სავსე იყო, რელიგიური წარმოდგენებით. მთავარი მიზანი განათლების, აღმზრდელობითი სისტემის, იყო ის, რომ ადამინი უნდა ჩამოყალიბებულიყო "რელიგიურ ცხოველად" (ქრისტიანად, იუდაველად, ბუდისტად და ა.შ). რადგან სამეფო ხელისუფლება არ იყო ცენტრალიზებური და ფეოდალური დაქსასულობა, რეგიონალიზმი ხშირად მწვავე პრობლემა იყო ამა თუ იმ სამეფოსთვის, არანაირი ცენტრალური საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტები, სახელმწიფოს მხრივ ვერ იქმნებოდა, ამიტომ შუა საუკუნოვან სამეფოებისთვის დამახასიათებელი იყო, სამეფოს შიგნით კულტურულ-ლინგვისტური განსხვავებულებები.. ერთადერთი ძალა, რომელიც ქმნიდა კულტურის უნივერსალურ გაგებას (ხშირად რეგიონალურ გაგებასაც) იყო სასულიერო ინსტიტუტები. მის შექმნილ კულტურულ პროექტებს, წესებს აბსოლუტურად უპირობოდ ემორჩილებოდა ყველა მცხოვრები. მაგრამ შუა საუკუნეებში არსებობდა, ორი კულტურა - "მაღალი კულტურა" - რომელსაც სასულიერო პირები ქმნიდნენ და "საკარნავალო კულტურა" - რომელიც ხალხში არსებობდა. "მაღალი კულტურა" ეს იყო დამწერლობითი კულტურა, ხოლო "საკარნავალო" კულტურა, კი ძირითადად ზღაპრების, გადმოცემების და ზეპირსიტყვიერების საშუალებით შემოგვრჩა. ერთი სიტყვით, არ არსებობდა არანაირ სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მოახდენდა ცენტრალურ საგანმანათლებლო კულტურის შექმნას - ამიტომ სამყაროს აღქმას, აზროვნების ფორმებს ქმნიდა რელიგიური ინსტანციები. პრემოდერნიალურ ეპოქში მიჩნეული იყო, რომ ადამიანი უცვლელია და ადამიანის ბუნებაზე ჭეშმარიტ ინფორმაციას, მხოლოდ თეოლოგიას იძლეოდა. დაკვირვების და შესწავლის წყარო, კი მხოლოდ გარე სამყარო რჩებოდა. ამან განაპირობა ის, რომ ფილოსოფიური მიმდინარეობები ვერ ვითარდებოდა თავად ეკლესიის შიგნით და ეკლესიის გარეთ კი, მათი დევნა წარმოებდა. მოდი გამოვყოთ ის საერთო მახასიათებლები, რაც ახასიათებდა პრემოდრინალურ ეპოქას: 1) სასულიერო ინსტიტუტები ქმნიდნენ დომინანტ კულტურებს და ახდნენდნენ კულტურულ კონტროლს. 2) ადამიანის მიზანი იყო "რელიგიურ ცხოველად" ჩამოყალიბებულიყო, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, სამეფო ხელისუფლების კანონებზე მაღლა, რელიგიური პრინციპები იდგა, ხოლო აღმზრდელობის ფუნქცია კი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი გამხდარიყო მაგ ქრისტიანი 3) კულტურულმა კონტროლმა ერთი ინსტიტუტის მიერ, გამოიწვია ინკვიზიციები, რეპრესიები და ა.შ მოდერნიზმი - იბადება მაშინ, როდესაც იქმნება ცენტრალიზებური სახელმწიფოები, თავისი მძლავრი ბიუროკრატიული აპარატით. ხდება ცენტრსა და რეგიონს შორის მჭირდო ურთიერთობის დამყარება. საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები სხაელმწიფოს ხელში გადადის. სახელმწიფო აპარატი, რომელიც მდებარეობს ცენტრში წყვეტს, როგორი საგანმანათლებლო პროგრამა უნდა არსებობდა, რა ფუნქციას უნდა შეიცავდეს და ა.შ. ხოლო მის განხორციელებას რეგიონებში დიდი ცენტრალიზებურ ბიუროკრატიული აპარატით ახდენს. ადამიანის აღმწრდელობითი ფუნქცია არის ის, რომ ადამიანი გახდა სრულიად ლოიალური თავის სახელმწიფოს მიმართ (პატრიოტი ანუ). ხდება სახელმწიფოს ინსტიტუტის აბსოლუტის დანერგვა. წინა პლანზე გამოდის კარტეზიანული ფილოსოფია. ხდება რელიგიური ინსტიტუტების განაციონალიზაცია. უკვე სამყაროს აღქმის დროს ყურადღება ენიჭება, არა მხოლოდ ის, თუ რა უნდა აღიქვას - არამედ ის თუ ვინ უნდა აღიქვას. ანუ ხდება ადამიანისადმი დაკვირვება - ადამიანის ბუნების შესწავლა ხდება სხვადასხვანაირად - მაგრამ იქმნება გარკვეული ნაციონალური სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპების დანერგვა (ბუნებით რომ ფრანგი და იტელიელი განსხვავებულია). თუ კი პრემოდერნილ სამყაროს უკიდურესი მოვლენა იყო ის, რომ ერთმა სასულიერო ინსტიტუტმა დაამყარა თავის ტოტალური ძალაუფლება კულტურაზე და წაშალა, ყოველგვარი ეთნიკური საზღვრები, მოდერნიზმის უკიდურესი პროექტი არის ტოტალიტარული სახელმწიფოები - სახელმწიფოს როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტებების მქონე, ქმნის თავის კულტურულ პროექტებს და ახდენს მის სრულ დანერგვას. მოდერნიზმის დროს მიჩნეულია, რომ ადამიანის შეცვლა შეიძლება, ამიტომ უამრავი პროექტი იქმნება "ახალი ადამიანის" შესაქმნელად. მოდერნიზმის საერთო მახასიათებელი შემდგომშია: 1) სახელმწიფოს აბსოლუტი 2) აღმზრდელობითი ფუნქციაა პატრიოტის შექმნა 3) კულტურულ კონტროლს ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტი და ხშირ შემთხვევაში, "ანტისახელმწიფოებრივ" კულტურის დანერგვას რეპრესიებით უსწორდება პოსტმოდერნიზმი - აღარ არსებობს ფუნდამენტური ინსტიტუტცია, რომელიც შექმნის ცენტრალურ კულტურულ პროექტებს და მერე თავს მოახვევს სხვებს. მისი მოკლე პრინციპი შემდგომში მდგომარეობს: "რამდენი ინდივიდიცაა, იმდენი სამყაროა" და ყველა სამყარო ჭეშმარიტია. განათლება აღარ არის უნივერსალური, ბავშვს შეუძლია თავისით ისწავლოს და აირჩიოს ის რაც უნდა და გამოვიდეს ის რაც უნდა. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, პოსტმოდერნიზმის კრიტიკაზე: "თუ ყველას სამყარო სწორია, მაშინ 2X2=15". ყოველგვარი საზღვრები იშლება, როგორც ეთნიკური, რასობრივი, გენდერული (ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს ეროვნება და სქსი).. ჩემი აზრით პოსტმოდერნიზმი ესაა კაპიტალიზმის - მოდერნიზმის, მხოლოდ ერთი განშტოება, რომლის მიზანიცაა ბაზრის თავისუფლება არსებობდეს და ყველანი ვიყოთ, იდეოლოგიურ პროექტის გარეშე მყოფი მომხმარებლები. რაც შეეხება ათეიზმ vs თეიზმს, ეს არის პრემოდერნიანიზმისა და მოდერნიზმის ტრადიციული დაპირისპირება. ორივე სისტემა მიიჩნევს, რომ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ორივეს აქვს ჭეშმარიტების დამდგენი ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტების - აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე დგას, ეს დაპირისპირებები. აზროვნების ფორმებიც აშკარად კონსტრუირებულია, ვიდრე არჩევანი.. პრობლემა დგას შემდეგში, როგორ გამოვიდეთ ამ არაფრის მომცემ დაპირისპირებებიდან? შევქმნათ ისევ აბსოლუტები და მოვახდინოთ, მათი კონსტრუირება თუ მივცეთ რეალური არჩევანი ადამიანებს და ამ არჩვნების საფუძველზე მოხდეს კონკურენცია? ჩემი აზრით, თუ მხოლოდ ეს ორი პროექტი იარსებებს და აბსოლუტურ ჭეშმარიტებებზე გვექნება დაპირისპირება, შედეგი მაინც ერთი იქნება. რელიგიური მოდერნიზმი თუ სეკულარული მოდერნიზმი, მაინც ერთი შინაარსის შეიძლება იყოს.. ჩვენ გზები უნდა ვეძებოთ, რომ ამ აზროვნებას გავცდეთ. ამ აზროვნებით, ვერაფერ ღირებულს - ჩვენ დროსთან მიმართებაში ვეღარ ვქმნით..
-
alex ამ ვიდეოს უკან, რუსეთი დგანს - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ... ;)
- 22 replies
-
- TALIBAN თუ?
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ა) ქალაქ ჰერატი არ მდებარეობს ჰელმანდის პროვინციაში, არამედ არის პროვინცია ჰერატის ადმინისტრაციული ცენტრი.. ბ) ქალაქს სპარსულ და ფუშთუ ენაზე ჰქვია ჰერაათ ( هرات) და არა Herati,როგორც ეს ავტორს აქვს მითითებული. სავარაუდოდ, ავტორის მშობლიურ ენაში არის სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი, რომელიც თანხმოვანზე დაბოლოებულ ქალაქებს ემატება. ევრაზიის მაკროკონტინენტზე ასეთი ენა ორია: ქართული და მეგრელი. 2. ვიდეოზე ინგლისურად მოსაუბრე პირი არ საუბრობს არც ავღანელებისთვის და არც პაკისტანელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით. ავტორი საუბრობს ბრიტანული ინგლისურით, თუმცა ეტყობა რომ Native speaker-ი არ გახლავთ. აუ ტიპმა მაგარი დასკვნა დადო - ესეგი ეს ვიდეო, აშკარად ქართველების გაკეთებულია...
- 22 replies
-
- TALIBAN თუ?
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
შენი ქართულის მასწავლებელი გამალახინა, მეტი არაფერი მინდა!!!
-
ვაშინგტონ პოსტი: - "ქართული დემოკრატია საფრთხეშია"
Nukriko replied to Giorgi Kiskeidze's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვიღაცეებმა ამერიკულ გაზეთებს, ქართველი ხალხის ჯიბეებიდან დიდი ფული გადაუხადეს... ლალალალალალალალალალალალალა -
ხელი გავიქნიე ფეხი...
-
ბატონ გიას დიდ პატივს ვცემ... რამდენიმე შეკითხვა მაქვს: 1) როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი? - ჩვენ უკვე ვნახეთ, რამდენად არამყარია სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსება - გორის დილის მაგალითი - კარგი გუნდი შექმნეს და ეხლა შლიან 2) რას ფიქრობთ დინამო თბილისზე, აქვს ამ გუნდს დღევანდელ ხელმძღვანელობის, მწვრთნელის და ფეხბურთელებით ევროპაზე წარმატებულად ასპარეზობის საშუალება? 3) ქუთაისის ტორპედოში მეტ-ნაკლებად ვაკვირდებოდი თქვენს მოღვაწეობას და შევამჩნიე, რომ მაინც და მაინც არ ხართ ორიენტირებული უცხოელების ტრანსფერებით. რატომ არ აკეთებდით ძლიერ უცხოელებზე აქცენტს? 4) საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მეტმა ხალხმა რომ იაროს, რა ცვლილებები უნდა მოხდეს? 5) თქვენი სამომავლო გეგმები რა არის?
-
პატარა სტატიასავით დავწერე - მართალია ბოლომდე არ არის დაწერილი, მარა თუ მოგეწონებათ, თუ რამე შენიშნვა გექნებათ, დაწერეთ.. ჩემთვის საინტერესო იქნება.. ნაციონალიზმი არ არსებობდა ყოველთვის, ის გაჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური ფორმაციის გარკვეულ საფეხურზე. ის გაჩნდა კაპიტალიზმის განვითარებისა და აბსოლუტიზმის პერიოდში. აბსოლუტიზმი გახდა წინაპირობა ფეოდალური გათიშულობის დაძლევისა და მძლავრი ბიუროკრატიული აპარატის შექმნისა. ბიუროკრატიზმი ნაციონალიზმის საკითხში ერთ-ერთი უმთავრეს მოვლენად იქცა. ბიუროკრატიზმმა გამოიწვია რეგიონებისა და ცენტრის ერთმანეთთან პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ახალი ფორმების შექმნა. აუცილებელი გახდა საერთო საკანონმდებლო და კულტურული ბაზის შექმნა, რამაც გამოიწვია კულტურული ერთფეროვნება სამეფოში. აბსოლუტიზმის ბიუროკრატიულ სისტემისთვის აუცილებელი გახდა ყველას ერთნაირი სტილით შეძლებოდათ კომუნიკაცია, როგორც ენობრივი, ისე წერილობით. მაღალი დამწერლობითი კულტურა ცენტრალიზებულ სახეს იღებდა და დევნიდა რეგიონალურ კულტურულ ელემენტებს, თუმცა ბოლომდე ეს პროცესი აბსოლუტიზმის დროს მაინც არ იყო გადაწყვეტილი. კაპიტალიზმმა კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკურ კონსოლიდაციაში. აგრარულ ფეოდალურ სისტემაში, სამთავროები, საჰერცოგოები და სხვა პოლიტიკურ ერთეულები ეკონომიკურად თვითკმარნი იყვნენ და ხშირ შემთხვევაში შეეძლოთ სხვა რეგიონისგან იზოლირებული ურთიერთობა. მოსახლეობის ზრდამ და ეკონომიკური სისტემის ცვლილებამ აგრარული თვითკმარულ სისტემას ბოლო მოუღო. ამან გამოიწვია ეკონომიკური ინტეგრაცია რეგიონებს შორის. ამან ხელი შეუწყო ახალი სისტემის ფორმირებას, რომელიც ევროპაში რევოლუციის პირობებში დაიბადა. ნაციონალიზმიც როგორც პოლიტიკური იდეოლოგია დაიბადა რევოლუციის პირობებში. ნაციონალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ყალიბდება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ასპარესზე გამოდის ხალხი. შუა საუკუნეებში ლეგიტიმაციის წყარო იყო „ღვთისნიერი მეფე“, რომელიც მემკვიდრეობით გადადიოდა და მის ლეგიტიმაციას ეკლესია ახდენდა. როდესაც იწყება მოდერნიზმის ეპოქა - მისთვის დამახასიათებელია კაპიტალიზმის განვითარება, ძველი სოციალური ურთიერთობების მოშლა და ძველი სახელმწიფო სისტემების სრული გარდაქმნა. საბოლოოდ კი ხალხი თავის პოლიტიკურ ნების გამოსახატავად ხმას იმაღლებს და ყოველგვარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხდება. დასავლეთში (კერძოდ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს) ნაციონალიზმი, როგორც ერის ნების გამომხატველი იდეოლოგია, წინ აღუდგა სამეფო ხელისუფლებას და „ღვთისნიერი მეფის“ იდეას. მათ მეფის მკვლელობით მოახდინეს ახალი ლეგიტიმაციის წყაროს შექმნა - „ღვთისნიერი მეფე“ ჩაანაცვლა „ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“. ასე რომ პირველი ნაციონალისტური მოძრაობა დემოკრატიული მოძრაობა იყო. მაგრამ ფრანგული დემოკრატიულ-ნაციონალისტური მოდელი უნივერსალური არ ყოფილა და სხვადასხვა ქვეყანაში ნაციონალიზმი სხვადასხვა ფორმებს იღებდა. ლევის სტროსის აზრით პროგრესის სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად გამოიხატება და მუდამ ხდება იმ „საფეხურების“ გამოტოვება, რა საფეხურიც გაიარა სხვა კულტურამ.[1]როდესაც ჩვენ ნაციონალიზმის ან რომელიმე სხვა მოვლენას, აბსოლუტურ უნივერსალობად ვაქცევთ და მის მოდელზე მოხდება სხვა მსგავსი მოვლენების დაკვირვება და სრული იგივეობის ძებნა, ჩვენ დავკარგავთ პროცესის ობიექტურად აღქმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ ისტორიკოსებს გვიწევს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელებს დავაკვირდეთ და ყოველი პროცესის განსაკუთრებულობა დავინახოთ. იქ სადაც აბსოლუტიზმი მყარი აღმოჩნდა და რევოლუციურმა მოძრაობები დამარცხდა, იქ ნაციონალიზმა სხვა ფორმები მიიღო. აბსოლუტიზმისა და ნაციონალიზმის ურთიერთკავშირმა გამოიწვია ნაციონალიზმის, ულტრამემარჯვენული იდეოლოგიების ჩამოყალიბება. მაგალითად გერმანიაში „პანგერმანიზის“ იდეოლოგია სწორედ გერმანულ აბსოლუტიზმის დროს ყალიბდება. ასევეა რუსეთში - „პანსლავიზმი“ - ცარიზმის დროს ჩამოყალიბდა. მიზეზები თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაციონალიზმი სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ უნდა ვეძებოთ იმ ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებში. საფრანგეთის რევოლუციის დროს ფრანგი ერის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამეფო ხელისუფლების დამხობა, დემოკრატიული მართველობის ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი კი განმანათლებლობის იდეებიდან მომდინარეობდა, ხოლო განმანათლებლობის იდეები - ლიბერალური იდეები იყო, ამიტომ საფრანგეთში ნაციონალური პროექტი, ლიბერალურ იდეებთან იყო დაკავშირებული. აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში, როგორებიც გერმანია და რუსეთი იყო, ლიბერალური რევოლუციის დამარცხებამ გამოიწვია, ნაციონალური პროექტის შეცვლა. ნაციონალიზმი გახდა ექსპანსიონიზმის შემადგენელი ნაწილი და „რჩეული ერის“ იდეა აბსოლუტიზმში ჩამოყალიბებული იდეაა. მონარქია საკუთარ ლეგიტიმაციის წყაროდ განიხილავდა ნაციონალისტურ ექსპანსიურ პოლიტიკის წარმოებას. რუსეთში მთავარი ნაციონალურ პროექტად იქცა არა ლიბერალური ღირებულებები, როგორც ეს საფრანგეთში იყო, არამედ აღებული იყო ძველი მონარქისტულ-რელიგიური იდეა „მესამე რომი“ და მას დაემატა სლავი ხალხების გამაერთიანებლის იდეა და რწმენა, რომ სლავები წარმოადგენენ განსაკუტრებულ, სხვებზე უფრო მაღალდმგდომ რასას - ამ იდეოლოგიას საფუძველი რუსმა პროფესორმა დანილევსკიმ დაუდო. დანილევსკის თეორიით არსებობს „კულტურულ-ისტორიული ტიპი“ - რუსი ერის სახით, რომელიც სხვა ევროპულ ხალხებისგან განსხვავდებოდა.. მისი თეორიის მიხედვით, ადრე არსებობდა დაპირისპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპები, ეს იყო რომაულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიური, და ისინი შემდგომში გარდაიქმენენ რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად. ამ დაპირისპირების ფონზეა განხილულია რუსული ნაციონალიზმი. კულტურუოლოგიური მიდგომები, ნაციონალიზმის, სახელმწიფოსა და გეოპოლიტიკის საკითხში მახასიათებელი იყო გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც დამახასიათებელი, საბოლოოდ ეს მიდგომები „ევრაზისტულ“ თეორიაში აისახა.[2] ნაციონალიზმზე რომ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ უამრავი მომენტი რაც მისი შექმნის დროს XIX საუკუნეში გვხდება. ევროპული კოლონიზაცია და იმპერიალიზმი დაიწყო 17-ე საუკუნიდან, ხოლო 19-ე საუკუნეში მსოფლიოს დაყოფილი იყო ევროპულ სახელმწიფოებად და მის კოლონიებად (მცირე გამონაკლისების გარდა). ძირითადი იდეა, რომელითაც დამპყრობლური ექსპანსიონიზმი ხორციელდებოდა, იყო „ევროცენტრისტული“ იდეა, რომლის მიხდევითაც კულტურის შემქმნელები იყვნენ ევროპელები, ხოლო მათი ექსპანსიური პოლიტიკა მონათლული იყო, ჩამორჩენილ ქვეყნებში კულტურის შეტანით. მსგავსი ექსპანიური-კულტურული იდეოლოგია დამახასიათებელი იყო აბსოლიტურად ყველა ევროპულ იმპერიისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. დამპყრობლები არ სცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, როგორც ფასეულობას და მას როგორც ჩამორჩენილობის გამოვლინებად ისე აღიქვამდნენ, ხოლო კულტურულ პოლიტიკად (ანუ ველურ ხალხში კულტურის შეტანად) განიხილებოდა მათი სრული კულტურულ-ლინგვისტური ასიმილაცია. სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კულტურული ელიტის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა საკუთარი ენის დაცვა და საკუთარი კულტურის - ცივილიზებულ კულტურად (ანუ დასავლურ კულტურად) წარმოჩინება. ექსპანსიურმა ნაციონალიზმმა მიიღო ეს მახასიათებელი აბსოლიტურად ყველა იმპერიალურ სახელმწიფოში, ხოლო ანტიკოლონიალური ნაციონალიზმი აიგო ამ კულტურული ჩაგვრის წინააღმდეგობის და საკუთარ კულტურული ფასეულობების წარმოჩენის იდეით. ნაციონალიზმის კულტურულ ასპექტებს რაც შეეხება, ის სოციალურ ცვლილებებთან არის კავშირში. კაპიტალიზმის განვითარების და გაბატონების შედეგად, მოხდა საზოგადოების საბაზისო ცვლილება. თუ კი ადრე ადამიანი იძულებული იყო პროფესია მემკვიდრეობით (პროფეისები მამიდან-შვილზე გადადიოდა) მიეღო და ძირითადად ერთ ადგილზე უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა, კაპიტალიზმმა აბსოლიტურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. ამიერიდან ბაზარი საზღვრავდა ადამიანის პროფესიას და მოღვაწეობის ადგილს. ადამიანი იძულებული გახდა სამუშაო ბაზრარს მორგებოდა და ესწავლა სხვადასხვა პროფესიები. თუ კი ადრე პატარა თემებსა თუ სოფლებს იზოლირებულად შეეძლოთ არსებობა, კაპიტალიზმის პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ბაზარმა შეაღწია მეტ-ნაკლებად ყველგან. ამ პროცესმა გამოიწვია ურბანიზაცია და ახალი კულტურული ურთიერთობების შექმნა. მუშაობის დროს ადამიანებს უნდა შეძლებოდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (რომლებიც ისევე ჩამოსულნი იყვნენ რეგიონებდან, როგორც ის), ხოლო ურთიერთობის ეს ფორმები უცხო იყო ამ ადამიანისთვის. ამ პროცებში ყალიბდებოდა ახალი კომუნიკაციის კულტურა. თუ კი ადრე მარტო თავის თანასოფლელებთან უწევდათ მოღვაწეობა და იმ სოფლის კულტურულ სივრცეში არსებობა, ამჯერად მათ უნდა გამოენახათ საერთო ენა სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებისთვის, რომლებიც პოტენციალურად მათი კონკურენტები იყვნენ. საქართველოს შემთხვევაში სადაც რეგიონალიზმი და კუთხურობა არ იყო ბოლომდე დაძლეული, რაზეც არაერთხელ წერდა მაშინდელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია და სხვები. საჭიროებდა ახალ კულტურულ სივრცის შექმნას, სადაც ადამიანებს უნდა შეძლებოდათ ერთ ენაზე ურთიერთობა და დაწერილი წერილებისა თუ ბრძანების სტანდარტიზაცია უნდა მომხდარიყო. ენის სტანდარტიზაციის პროცესი საქართველოში 19-ე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პროცესებმა გამოიწვია საერთო კულტრულ-ლინგვისტური ღირებულებების შექმნა საზოგადოებაში. შუა საუკუნეებისგან განსხვავებით სადაც არსებობდა ორი კულტურა: მაღალი კულტურა (ოფიციალური კულტურა) და სახალხო ანუ ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს საკარნავალო კულტურა[3] - სადაც მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ ძირითადად სასულიერო პირები და პოლიტიკური ელიტა და რომელიც შემოგვრჩა წერილობით წყაროების სახით. სახალხო კულტრა კი ძირითადად ის კულტურა იყო, რომელიც უბრალო ხალხში გვხვდებოდა - სახალხო პოეზიაში, ზღაპრები, სახლხო რწმენა-წარმოდგნებში, დღესასწაულებსა და ა.შ - ნაციონალიზმის ეპოქაში იქმნება ახალი კულტურა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალ კულტურის ელემენტებს, ისე სახალხო კულტურის ელემენტებსაც, ამის კარგი მაგალითია „დედა ენა“ სადაც გვხდება სახალხო კულტურის ელემენტები (სახალხო პოეზია და ზღაპრები). რაც ადრე სახალხო კულტურა იყო, მან მიიღო წერლობითი ფორმა და გახდა ნაციონალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი. ნაციონალიზმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს კულტურულ-ლინგვისტური ერთფეროვნების შექმნა საზოგადოებაში. ნაციონალიზმი დევნის ამ საზოგადოებაში, რომელიმე სხვა კულტურის დომინირებას და ლინგვისტურ თანასწორუფლებიანობას. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, არის 1881-წლიდან დაწყებული მეგრულ ენასთან დაკავშირებული კამპანია, როდესაც დაიწყო მეგრული ენის ცალკე სწავლება და მისი სტატუსის ქართულთან გათანაბრება, რაც მიუღებელი გახდა არა მარტო იმ დროინდელ ქართულ ინტელექტუალურ ელიტაში, არამედ თავად მასებში, მათ შორის სამეგრელოში. ამ პროცესების ეკონომიკური მიზეზები ჩვენ უნდა ვეძებოთ ინტეგრაციის პროცესში. კაპიტალისტურ ეპოქაში, სოციალური საფეხურები მემკვიდრეობით აღარ გადადიოდა, 19-ე საუკუნის ბოლოს უკვე გვხვდება გაღარიბებული თავად-აზნაურობა და გამდიდრებული გლეხობაც (კულაკები) და ვაჭრები. ხშირ შემთხვევაში სოციალურ საფეხურზე ასვლას ხელს უწყობს ან უშლის, რომელიმე ეროვნული ერთეულისადმი კუთვნილება. მაგალითად იმ ქარხნებში რომელთა მეპატრონეები იყვნენ ეთნიკური სომხები, იქ ძირითადად მაღალ თანამდებობაზე სომეხი წარმომავლობის[4] ადამიანებს ნიშნავდნენ. იმისთვის რომ მერიტოკრატია დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში, საჭირო იყო ნაციონალისტური პოლიტიკა, ანუ სხვადასხვა კუთხისა თუ ჯგუფის იდენტური გაეთფეროვნებით მოხდებოდა მათი შერჩევა არა მათი ეროვნული კუთვნილების მიხედვით, არამედ მათი ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით. მეორე მხრივ კი რეგიონებიდან ქალაქში ჩამოსული მოსახლეობა, იმისთვის რომ ინტეგრირებული ყოფილიყო ახალ სივრცეში, ხშირ შემთხვევაში მხარს უჭერდა ნაციონალიზმს და ებრძოდა როგორც თავის კუთხურ გამოვლინებებს, ისე ქალაქში დახვედრილ „ქალაქურ კუთხურობასაც“. http://nukriko.blogspot.com/2013/05/blog-post_31.html
-
ეს შენი პირადი არჩევანია ხომ?! მე რა თქმა უნდა პირად არჩევანს ვერ შევეხები, ვინც გინდა ის მოიყვანე და როგორი სტანდარტებიც გინდა ის გქონდეს - მარა მათ უნივერსალიზაციას ნუ შეეცდები - სხვას სხვანაირი უნდა... ეს სხვა რამეა და როდესაც ამბობ, რომ სექსი მხოლოდ გამრავლების საშუალებაა, ეს სულ სხვა რამეა..
-
ეს ცხენზე მაქვს მარტო გაგებული... მარა ეს ქალის გადასაწყვეტია, ვისთან უნდა რომ დაწვეს... მე ვერ გადავუწყვეტ ქალს, ვისთან დაწვეს და ვისთან არა, მე მხოლოდ შემიძლია ჩემ თავს გადავუწყვიტო ეს საკითხი - რისი თქმა გინდა, რომ ეხლა ჩინელებთან რომ ვიყავი, მათ ჩემნაირი შვილები დაებადებათ?
-
აზიაში რომაა, ისეა დასავლეთში არ არის
-
BEST_GEORGIA მე არ ვიცი რა შუაშია სექსუალურ ლტოლვასთან ევროპული თუ აზიური ფიქრი, მაგრამ აი ეს ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია ვისთან დავიკმაყოფილებ სექსუალურ ლტოლვას.... ;) ცოლთან თუ ბორდელში...
-
რომ ადამიანის სექსუალური ლტოლვები აქვს და სექსუალობა მისთვის მხოლოდ გამრავლების საშუალება არ არის...
-
BEST_GEORGIA ამას ქრისტიანობაში პურიტანიზმი ჰქვია... რელიგიური წარმოდგენები ერთია - რეალური ობიექტურობა, რომელიც ადამიანების წინაშე დგას, სულ სხვა..
-
Siknadmo დაიცა, შენ იმის თქმა გინდა, რომ ადამიანი რომელიც არ არის პიდარასტი, შეიძლება "დაავადეს" პიდარასტობით? კაი ტო რას ამბობ?! ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალი, ესეგი უყურებს რომ პიდარასტები ზასაობენ თურმე და ისიც გახდება პიდარასტი. იმას თუ ხვდებით, რომ მაგარ ზღაპარას ამბობთ... ერთადერეთი რაც შეიძლება მოხდეს, ესაა ფარული გეები თავის თავს გამოამჟღავნებენ... და ასაკსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - თუ ბუნებით არ არის ესეთი ადამიანი, ვერც ვერასდროს იქნება.. მეორეც, რაც შეეხება პედერასტების პრობლემას - მაქსიმუმ მოსახლეობის 3% იყოს ჰომოსექსუალი... ეს ყველა პოპულაციაში ესეა... https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=6txvqFqD1rc
-
Siknadmo მარტივ შეკითხვას დაგისვამ - გჯერა, რომ ადამიანის გაპედერასტება შეიძლება?