-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
mama ანარქისტული პოზიციებიდან კრიტიკა - ყველაზე ადეკვატური კრიტიკაა.. ამაში გეთანხმები.. როცა დაპირისპირებაა რელიგიებს შორის - ჩემთვი სულ ერთია - მაგრამ უფრო მართლმადიდებლებისკენ ვარ ვიდრე იეჰოვას მოწმეებისკენ.. ანუ ყველაფრის კონკრეტიკა რომ მოვახდინოთ - ჩემი აზრით ჯობია რელიგიურ დაპირისპირებებში მართლმადიდებლობამ გაიმარჯვოს საქართველოში, ვიდრე რომელიმე სექტებმა ან სხვა რელიგიებმა. ჩვენ ვიცით რა არის ეს რელიგია, გვაქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. სექტები ეხლა ჩანან ცოდოებათ, თორე აზრის ნაირები რომ დაგაჯდებიან მერე ნახე.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მე ვეთანხმები, რომ რელიგიების შემოდინება უნდა შევწყვიტოთ და თუ ამას მართლმადიდებლობის ხელით გავაკეთებთ, ესეც კარგი იქნება.. თუმცა მე მაინც და მაინც არ მსიამოვნებს მათი ინტერესების დაცვა...
-
რა ქნან, არ ყოფნით ჭკუა და ..........
-
ზღაპრებში კი. მეცნიერებაში არა...
-
გოიმების პარადი, ანუ როგრ აქცევს გაუნათლებლობა ხალხს პოლიტიკური მანიპულაციის საგნად ამ პატარა სტატიის დაწერა მაიძულა 17 მაისის აქციის შემეგ პრესაში და ფეისბუქის საუბრებში გამოთქმულმა უამრავმა პრეტენზიულმა უვიცობამ. თავიდანვე ვიტყვი, რომ არც ლგბტ–ების 'დამცველების' მხარეს ვარ და არც ნაკურთხი ტაბურეტკებით შეიარაღებული მღვდლების. ორივე მხარეს გოიმებად აღვიქვამ, მათ გოიმობას კი გაუნათლებლობის და პრეტენზიულობის მივაწერ. ლაპარაკი მაქვს საზოგადეობაში რაღაც როლის შესრულების პრეტენზიაზე. ყოველივე ეს მათ აქცევს პოლიტიკური მანიპულაციის საგნად – აკეთებენ არა იმას რასაც ცდილობენ, არამედ სრულიად საწინააღმდეგო რამეს. მაშასადამე ეს ხალხის დაჩაგრულია. რამდენადაც დაჩაგრულები არიან, არ შეძილება მათ მიმართ ზიზღი გაგიჩნდეს. თუმცა, თითოეულ მათგანს სახლში რომ ყავდეს ვინმე, ვინც მეგობრულად დააპანჩურებდა და თავში წამოარტყამდა, ჩვენი საზოგადეობა გაცილებით სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა. დავიწყოთ იმ უვიცობიდან, რომ ლგბტ–ების პარადი არის ჰომოსექსულიზმის და სოდომის ცოდვის პროპაგანდა. ამ სისულელეს იმეორებს არა მარტო მღვდლების დამცველი ხალხი, არამედ ნეიტრალურებიც და ნაწილობრივ ლგბტ–ების 'დამცველების' ბანაკიც. 'ცოდვის პროპაგანდის' არგუმენტის უკან დგას არგამოთქმული, მაგრამ ნაგულისხმევი რამდენიმე უვიცობა: 1) ჰომოსექსულიზმი რყვნის, ანუ, შეიძლება 'ჩვეულებრივი' ადამიანი ჰომოსექსუალი გახდეს შესაბამის გარემოში 2) ჰომოსექსუალიზმი არის ცხოვრების სტილი, ანუ, თავისუფალი არჩევანი; თავისუფალი არჩევანის უფლება კი ყველას უნდა ქონდეს. წუთით თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერი ეს მართალია, მაშინ გასაგებია შეტაკების ორივე მხარეს მყოფი ხალხის პათოსი. მეტიც, ორივეს პოზიციას შეიძლება თანაუგრძნოს კაცმა – გააჩნია ღირებულებათა როგორი პრიტეტები გაქვს. თუ ტრადიციონალისტი ხარ და ჰომოსექსუალიზმის 'გავრცელება' ნაციის დასასრულად გეჩვენება, მღვდლბის მხარეს უნდა დადგე და დაიცვა შენი შთამომავლების და ნაციის კულტურა და მომავალი. თუ თავისუფლება გეჩვენება მთავარ ღირებულებად, უნდა შეეგუო თუ ვინმე საკუთარი ცხოვრების სტილის პროპაგანდას ცდილობს გამოხატვის თავისუფლებს გამოყენებით. ეს უნდა ხდებოდეს ზუსტად ისევე, როგორც იეღოველების პროზელიტიზმს უნდა შევეგუოთ იგივე თავისუფლების ინსტიტუტის მოწოდებით. საქმე იმაშია, რომ ჰომოსექსუალების და გეიპარადების შესახებ გავრცელებული შეხედულებები არ არის მართალი. დავიწყოთ იქედან, რომ ჰომოსექსუალიზმით 'გარყვნა' შეუძლებელია (ტრანსექსულიზმზე და სხვა უმცირესოებებზე რომ არაფერი ვთქვა). ყველა დროის და ყველა კუტურის საზოგადოებაში ჰომოსექსუალებად იბადებიან. მათი პროცენტი ძალზე მცირეა. ზოგიერთი მონაცემით ყველა სახის გეები ერთად აღებული პოპულაციის 1% ზე მეტს არ წარმოადგენს. იგივე პროცენტით გვხვდება ეს ქცევა ცხოველებშიც. სექსუალური ორიენტაციის ცვლილება შეუძლებელია მიუხედავად გამოცდილებისა და კულტურული გარემოცვისა. ანუ, ჰეტეროსექსუალი ჰომოსექსუალების წრეშიც კი ვერ შეიცვლის ორიენტაციას თუნდაც მას აიძულონ ჰომოსექსუალური აქტი, ანუ გააუპატიურონ. ამგვარად ჰომოსექსუალიზმი არ არის სოციალური მოვლენა – არც კულტურა, არც ცხოვრების სტილი და არც გარყვნილება. სამწუხაროდ გაუნათლებლი ხალხს შეიძლება მცდარი შთაბეჭდილება დარჩეს ზოგიერთი ცნობილი ხელოვანის ფილმებიდან. მაგალითად, პედრო ალმადოვარის ერთ ფილმში ძმაბიჭებს ერთ საერთო შეყვარებულ ქალთან ცხოვრების ფონზე ერთმანთშიც აქვთ ჰომოსექსუალური კავშირი ერთ ერთი ორგიის დროს. გამოფხიზლებულებს თავისი ქცევის რცხვენიათ და მათი მეგობრობაც იმსხვრევა. ეს მაგალითი, ერთის შეხედვით, ჰომოსექსუალური გარყვნლების არგუმენტია მგრამ ეს მხოლოდ უვიცებისათვის. საქმე იმაშია, რომ ჰომოსექსულობის 80%–ზე მეტი არის ბისექსუალი, ანუ ორივე სექსთან ცხოვრება ანიჭებს სექსუალურ სიამოვნებას. ბისექსუალების დიდი უმრავლესობა კი არის ფარული ჰომოსექსუალი, ანუ ცხოვრებაში არასოდეს მიუმართავს ჰომოსექსუალური აქტისათვის. მათი პიროვნების ჩამოყალიბების ფიზიოლოგიურ პროცესში ისე მოხდა, რომ ბუნებივი/ფიზიოლოგიური ტაბუ ჰომოსექსუალური აქტის მიმართარ ჩამოუყალიბდათ. ეს ტაბუ უმრავლესობას უყალიბდება გარკვეულ ასკაში. ჰომოსექსუალებში ასეთი ფიზიოლოგიური ტაბუს როლს ასრულებს სოციალური ტაბუ, ანუ, იმის გაცნობიერება, რომ ჰომოსექსუალური აქტი სასირცხვილოა და მათ გაუცხოებას გამოიწვევს გარშემომყოფთაგან. ასეთმა ადამიანმა, მართლაც შეიძლება გამოსცადოს ჰომოსექსუალური აქტი საკუთარი ნებით და მერე ამის შერცხვეს. ჰომოსექსუალების ამგვარი პრობლემბი არის სწორედ ის მიზეზი, რაც ამართლებს გეი პარადებს. როგორც ვთქვით ჰომოსექსუალთა უმეტესობას, ანუ ბისექსუალებს, აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემა, თავიანთი განუხორციელებელი სექსუალური ორიენტაციისა. წარმოიდგინეთ, ოჯახის მამა და პატივცემული პროფესრი, აბსოლტურად სოციალიზებული ადამიანი, რომელიც თავის თავს ამჩვნევს იმგვარ მიდრეკილებებს, რომლისაც თვითონვე ეშინია. ასეთი ადამიანები ხშირდ მიმართავენ ექიმებს ფსიქოლოგიური დახმარებისათვის. ზოგირთი შარლატანი კი მათ ატყუებს, რომ მას ჰომოსექსუალიზმისგან მკურნალობს. სინამდვილეში ამ ადამიენბს ფსიქოთერაპია ეხმარება იმ ნევროზული მდგომარეობის გადალახვაში, რაშიც მათ აგდებს საზოგადოების ტაბუ ჰომოსექსუალურ ქცევაზე. არც ეს ტაბუ და არც ჰომოსექსუალური ორიენტაცია, რა თქმა უნდა, არსად მიდის 'მკურნალობის' შედეგად. ამიტომ ჰომოსექსუალების უფლებადაცვით მოძრაობაში გაჩნდა ისეთი იარაღი, როგორიცა გეი პარადები. დაშვება ისაა, რომ თუ ჰომოსექსუალი გამოიჩენს გაბედულებას და ღიად იტყვის, რომ ჰომოსექსუალია, მას ფსიქოლოგიური პრობლემა მოეხსნება, რამდენადაც გაქრება შიდა კონფლიქტი საკუთარ თავთან (ანუ, საკუთარი ბუნების მიღებლობა). რჩება საზოგადოების ზიზღი ჰომოსექსუალების მიმართ. გეიპარადები ამ ზიზღის გდალახვისკენაც არის მიმართული. დაშვება ისაა, რომ ერთად შეკრებილი და საააშკარაოზე გაბედულად გამოსული გეების დანახვაზე ხალხი იტყვის – ნახეთ რამდენი ყოფილან, ამდენი ხალხის პრობლემაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია; თანაც რამხელა პრობლემა ყოფილა ეს მათთვის – ამ პარადზე გამოსვლით ხომ მათ დამატებითი პრობლემა შეიქმნეს სახლში, სამუშაოზე, ახლობლებში; ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება, რომ მათ არ ვაგრძნობინოთ თავი გარიყულად; მათ ხომ ისედაც დიდი პრობლემები აქვთ და არც არავის არაფერს უშავებენ. ეს არის ის ლოგიკა, რა ლოგიკითაც ხდება გეი აღლუმები დასავლეთში და რის გამოც ეს აღლუმები სავსებით მშვიდობიანი აქციებია. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად ეფექტურია გეიპარადები, ან შეუძლია თუ არა მათ რამე ეფქტი მოგვცენ ფართემასშტაბიანი სამოქალაქო განატლების გარეშე. ეხლა მდით ვნახოთ რას წამოადგენდა ეს აღლუმი ჩვენთან. როგორც სკაიპის საუბრებიდან გავარკვიე, ამ აღლუმში მონაწილეთა დიდი ნაწილი (თუ უმეტესობა არა) თვითონ კი არ იყო ჰომოსექსუალი არამედ მონაწილეობას იღებდა, როგორც მათი უფლების დამცველი. მათი კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ისინი ამას მხოლოდ თავის ენჯეოებში ფულის გასაკეთებლად შვებოდნენ. მაგრამ მათავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, არის თუ არა ეს უფლებადაცვითი ქმედება? ჯერ ერთი, თუ გეების უფლებებს იცავ და იმდენს ვერ ახერხებ, რომ ჰომოსექსუალები რამდენადმე მნიშვნელოვანი რაოდენობით შეკრიბო აღლუმზე, გაქვს კი იმის ლეგიტიმურობა, რომ მა ხალხის სახელით ვიღაცას დაუპირისპირდე? ამდაპირისპირებით იცავთუ არღვევ ჰომოსექსუალების უფლებებს? ჰომოსექსუალების აღლუმის ძირითადი მიზანი, ხომ საზოგადოებასა და მათ შორის დაპირისპირების შემცირებაა. სექსუალურ უმცირესობათა უფლების დამცველი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას აღლუმების საბოლოო შედეზე ამ ჯგუფის უფლებათ თვალსაზრისით. და თუ ამ აღლუმს უმცირესობათა მდგომარეობის გაუარესება მოსდევს, უფლებათა დამცველი კი არა გოიმი ხარ, ასე არ არის? მეორე, თუ გეი არა ხარ და როგორც უფლებადამცველი ისე გამოდიხარ აღლუმზე რა მიზანს აღწევ ამით? ხომა არ უწყობ ხელს იმ მითის გავრცელებას, რომ გეი აღლუმი გარკვეული ცხოვრების სტილის, ანუ 'გარყვნილების', პროპაგანდაა? განა ამით ხელს არ უწყობ მეორე ტიპის უვიცების (ტრადიციონალისტების) მხრიდან ჰომოსექსუალებსზე თავდასხმებს? არაჰომოსექსუალის გამსვლით პარადზე ჰომოსექსუალს ფსიქოლოგიური პრობლემა არ მოეხსნება, ეს პარადი მხოლოდ ჰომოსექსუალთა გაბედულების გზით ახდენ ეფექტს. შენ კიდევ, ვინც ჰომოსექსუალი არა ხარ და პარადზე გამოდიხარ, უფლებათა დამცველი ხარ თუ გოიმი? მესამე, თუ მღვდელი ხარ ან მღვდლის მრევლი და ნაციას იცავ 'მორალური გადაგვარებისაგან', ტაბურეტკებით რო დასდევ 'პროვოკატორ' ენჯეოშნიკებს, ამით რა მიზანს აღწევ? იმ ენჯეოშნიკებმა უფრო მეტი ფული რომ იშოვონ და ჰომოსექსუალიზმის უფრო ფართე 'პროპაგნდა' მოაწყონ? ერთი მუჭა მშვიდობიანი ხალხის ცემა, თუნდაც გარყვნილების პროპაგანდისტები იყვნენ ისინი, რა რეაქციას გამოიწვეს საზოგადოებაში? ჭკუათმყოფელი უმეტესობა, რა თქმა უნდა, დაჩაგრული უმცირესობის მხარეს დადგება და ასეთი მღვდელბის გამომშვები ეკლესის წინააღმდეგი წავა. ხოდა ასეთი შედეგისთვის თუ იღწვი, ვინ ხარ შენ 'კეთილად აღზრდილი მღვდელი' თუ გოიმი? მეოთხე, თუ მღვდელი ხარ ან მღვდლის სპონსორი (ტრადიციონალზმით სპეკულანტი ვასაძის არ იყოს) და სოდომის ცოდვისგან გინდა 'წმინდა' ქალაქი გადაარჩინო, ის მაინც არ უნდა იცოდე რა არის სოდომის ცოდვა? როგორც ქრისტიანულ ასევე იუდევურ წმინდა წიგნებში სოდომის ცოდვა იყო არა მარტო ჰომოსექსუალიზმი არამედ ორალური სექსიც. ეხლა თუ ვასაძეს და მის დასპონსორებულ მღვდლებს უნდათ, რომ ორალური სექსი აგვიკრძალონ, ჯერ დედა დაიფიცონ, რომ თვითონ არ იღებენ ასეთი სექსისგან სიამოვნებას, და მერე კარგად დაფიქრდნენ ამის გაკეთების ობსილა თუ აქვთ იმიტომ, რომ ორალური სექსის 'თაყვანისმცემლები' უკვე რაღაც ერთი მუჭა უმცირესობა კი არა ვართ არამედ უმრავლესობა http://forum.ge/html/emoticons/smile.gif ხოდ ამაინც თუ არ დაფიქრდებიან, ვინ არიან ეგენი, ტრადიციონალისტები თუ ერთი მუჭა გომები? თავიდან მინდოდა ამ სტატიაში ისიც დამეწერა თუ ვინ და როგორ იყენებდა გოიმ მღვდლებს და ეჯეოშნიკებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ უკვე საკმაოდ გამიგრძლედა სათქმელი. ამიტომ დავამთავრებ იმის აღნიშვნით თუ რატომ ვილაპარაკე მაინდამაინც ჰომოსექსუალებზე მაშინ, როცა გეი აღლუმები და თვითონ ლგბტ ცნება სხვა სექსუალურ უმცირესობებსაც გულისხმობს – მაგალითად, ტრანსსექსუალებს. საქმე იმაშია, რომ გეი აღლუმების არსი სწორედ ჰომოსექსუალების (ბისექსუალები და ლესბოსელებიც ჰომოსექსუალები არიან) გამბედაობაშია. ტრანსექსუალების აღლუმში მონაწილეობას არავითარი აზრი არა აქვს. საერთოდ არინფორმირებულებისათვის ამის ახსნა ორი სიტყვით გამიჭირდება, მაგრამ მაინც ვცდი. ტრანსსექსუალის მთავარი მოტივი, რის გამოც ის სექსს იცვლის (უბრალოდ ჩაცმულობით ან ქირურგიული ოპერაციითაც კი) არის ის, რომ საზოგადობა მას იცნობდეს და ეპყრობოდეს იმ სქესის წარმომადგენლად, რომელიც მას უნდა და არა იმ სქესად, რომლადაც დაიბადა. შესაბამისად, კაცმა თუ დიდი ფული დახარჯა ქალის სქესის მიღებაში მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებისაგან დაემალა თავისი ბიოლოგიური სექსი, ეხლა გეი პარადზე ხომ არ გამოვა და სააშკარაოზე ხომ არ გამოიტანს ყოველივე ამას? მიუხედავად ამისა დასავლეთში გეიპარადებზე ძალიან ჭრელი ხალხი იყრის თავს. ჰომოსექსუალების გარდა იქ არიან, ნუდისტებიც, ტრანსსექსუალებად რომ მოაქვთ თავი ისეთი გიჟებიც, უბრალოდ ოპორტუნისტი ნაძირალებიც ტელეკამერებში გმოჩენისთვის საფრთხობელასავით რომ იცვამენ, და ისეთებიც, რომლებსაც ჩვენი გოიმების მსგავსად გონიათ, რომ ხალხმრავლობის შთაბეჭდილების შექმნით გეების მიმართ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენენ. დიახ, დასავლეთში გეი აღლუმებმა ნელ–ნელა დაკარგეს თავის პირვანდელი დანიშნულება, გადაიქცნენ უბრალო მასკარადებად სადაც ხალხი გასართობად დაიდის, როგორც ბალაგანზე. თუმცა ეს არ ცვლის გეი აღლუმების არსს და ღირებულბას, რამდენადაც სამოქალაქო განათლების დონე დასავლეთში მაღალია. ჩვენ ჯერ სამოქალაქო განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, რასაც არსებული გეი უფლებების დამცველი ორგანიზაციები არ აკეთებენ, და მერე აღმოვფხვრათ პროდასავლური სნობიზმი და გაეგნული მიმბაძველობა. თუ საინტერესო იქნება ამ სტატიის გაგრძლებასაც დავწერ. ეს იქნება იმის შესახებ თუ რა პოლიტიკური კავშირია გეი უფლებების დაცვასა და რასიზმს შორის ( ჰომოსექსუალისტი რასისტი ჰოლანდიელი პოლიტიკოსისი ფორტუინის Fortuyn იდეოლოგიის მაგალითზე). https://www.facebook.com/notes/paata-gurgen...otif_t=note_tag
-
ჩვენი მიზანი არა არის სეკულარიზმი, ჩვენი მიზანია ათეისტური სახელმწიფო!!! ქართველი ათეისტების ყველაზე დიდ პრობლემად მივიჩნევ იმას, რომ მათი დიდი ნაწილი ჩაერთო იმ აბსოლუტურად უაზრო ბრძოლაში, რასაც ლიბერალი სასულიერო პირებისა და კონსერვატორ სასულიერო პირებს შორის მოხდა. მე უკვე დიდი ხანია ვაკვირდები, როგორ ებრძვის ეს ორი ფრთა ერთმანეთს და რა მეთოდებით ებრძვის და ერთ დასკვნამდე მივედი - ორივე ერთმანეთზე უარესი ფანატიკოსები არიან, ორივე ვერ ეგუება მათთვის აბსოლუტურად განსხვავებულ აზრს - აზრშეუმწყნარებლობა შეიძლება დავარქვათ მათ აზროვნებას. ბევრ ათეისტს ეგონა, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ "მებრძოლი" ლიბერალები, მათი ინტერესის გამტარებლები იქნებიან - მაგრამ თუ დავაკვირდებით მათ დამოკიდებულებას ათეიზმისადმი, ორივეს ერთნაირი პოზიცია აქვთ, უბრალოდ ერთს სტრატეგიულად არ აწყობთ ათეიზმის კრიტიკა, რადგან შეიძლება მხარდამჭერები დაკარგონ, ხოლო კონსერვატორ მართლმადიდებლები კი ღიად უტევენ ყოველგვარ ათეისტურ გამოვლინებებს. კონფლიქტი დაიწყო იმ მოტივით, რომ თითქოს საპატრიარქოში "ნამდვილი ქრისტიანობა" აღარაა და მხოლოდ ამ რჩეულმა მცირე ჯგუფმა იცის, რა არის "ნამდვილი ქრისტიანობა". ჩემთვის ქრისტიანობა, როგორც სოციალური მოვლენა ყველგან ერთნაირია, სანამ მისი როლის სრული მარგინალიზაცია არ მოხდება, ესაა - ავტოკრატიის, ძალადობის, დოგმატიზმის და უმარავი იმ ჩვენვების მატარებელი რელიგია, ისლამთან და ზოგადად აბრაამისეულ რელიგიებთან ერთად, რომელიც ესე მიუღებელია ჩემთვის და ალბათ ყველა ათეისტისთვის. დარწმუნებულები იყავით, რომ ლიბერალური ფრთა ეკლესიისა, ისეთივე ტირანები, ძალმომრევები და დოგმატიკოსები არიან, როგორებიც კონსერვატორები. ესეთია ბუნება ქრისტიანობის - სხვა გამოცდილება ამ რელიგია არ აქვს. ათეისტების მეორე შეცდომა - ლიბერალიზმის ქვეშ ამოფარება. ბევრი მიკამათია ქრისტიანებთან და ერთ დასკვნამდე მივედი, მართალია ლიბერალიზმის იდეები ანტიკურ ეპოქიდან მოდის, მარა მასზე ძალზე დიდია ქრისტიანობის გავლენაც. ამიტომ არის, რომ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში, რელიგიური ორგანიზაციები ყველაზე დიდ როლს ასრულებენ. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, ათეისტი რომელიც იცავს ლიბერალიზმს, იცავს რელიგიასაც - რადგან ბევრი ლიბერალური იდეა - ირაციონალური და რელიგიურია. იმისთვის რომ გადარჩენილიყო რელიგია (ქრისტიანობა) ევროპაში, ლიბერალიზმი ყველაზე კარგი გზა აღმოჩნდა და ტოლერანტობის ქვეშ, ისინი სრულიად დაცულები აღმოჩნდენ. მინდა შეგახსენოთ, რომ 19-ე საუკუნეში დაწყებულმა რადიკალურმა სეკულარიზაციამ, ბევრი ქვეყანა ათეიზმამდეც მიიყვანა. რადგან სხვა რელიგიები, გარდა ქრისტიანობისა მარგინალები იყვენენ, ტოლერანტობის ლიბერალური პრინციპები აღმოჩნდა ერთადერთი გზა, რათა რელიგია გადარჩენილიყო. ტოლერანტობის იმუნიტეტით, ისინი ახდენდნენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და კონტრრეფორმებს, კონტრპროპაგანდას. ტოლერანტობის იდეით, მოხდა რელიგიის აღორძინება. ჩვენ ვერ ვიქნებით დაცულები ტოლერანტობის იდეით - რადგან ტოლერანტობის ლიბერალური გაგება, თავისთავში მოიცავს სიბნელის ატანას და სიბნელისთვის იმის შანსის მიცემა, რომ ის აღორძინდეს. ბევრ ათეისტს უბრძოლია რელიგიური უმცირესობების დასაცავად, მაგრამ რომელ თქვენგანს უნდა, რომ იაჰოველთა მოწმეების იდეები გავცელდეს ან სულაც იარსებოს? რამდენი ადამიანი შეიწირა ამ სექტამ, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომ სისხლი არ უნდა გადაუსხან ადამიანებს? საკმაოდ ბევრი ხომ?! ან ვის უნდა აქ რომელიმე ისლამურ-რადიკალური შეხედულებების გავრცელება? რათ გვინდა მათი იდეების მიმართ შემწყნარებლები რომ ვიყოთ? რელიგია ხომ არ არსებობს თავისთავად, ის ხომ გარკვეული ზემოქმედების შედეგად ვცელდება - ჩვენ კიდე ვუშვებთ ისეთ იდეების გავრცელებას, რომელიც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა, ჩვენი უფლებების. ჩვენ ვაძლევთ სხვადასხვა ფანატიზმებს საშუალებებს, რომ ჩვენთან დაცულები იყვნენ. მაგრამ რატომ? ამ კითხვაზე, მე ესეთი პასუხი მაქვს - იმიტომ რომ ჩვენ დაგვაჯერეს, რომ მათი ინტერესები - ჩვენი ინტერესები. არა და მათი ინტერესი, ჩვენი არ არსებობაა. ჩვენი ბრძოლა ლიბერალური ტოლერანტობისთვის არის წამგებიანი, ჩვენი ამით ერთი დომინანტურ ექსტრემისტული ორგანიზაციის ნაცვლად, ვქმნით რამოდენიმე მსგავს ორგანიზაციას და მიგვაჩნია, რომ ეს სტაბილურობის და ჰუმანიზმის საფუძველი იქნება. ათეისტების მესამე შეცდომა - ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ პრინციპებზე დგას. მე დიდი ხანია ვაკვირდები ვირტუალურ სივრცეს. ფორუმებზე იყო მცდელობა ათეისტთა კლუბის შექმნის. ადამიანთა განსხვავებულობა ჩანდა პირველ ეტაპზე, შემდეგ უკვე რამოდენიმე თემა გაიხსნა და "განსხვავებულები" თითქოს და გაიფილტრნენ. დარჩა ერთნაირი ანტიმართლმადიდებლები, ანტისაპატრიარქო ტიპები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან ათეისტები, რომ გული აუცრივდათ თავის რელიგიაზე და ჩემი აზრით სხვაგან ეძევებ უკეთეს რელიგიას - მათ მიაგნეს ათეიზმს და ამოეფარნენ მას. იქ იქმნება ერთფეროვანი სივრცე, სადაც ადამიანებს არ გააჩნიათ ათეისტური ცნობიერება (ანუ ნამდვილი ცნობიერება), მაგრამ გულმოდგინედ უპირისპირდებიან საპატრიარქოს "არაქრისტიანულ" მოქმედებებს. სასაცილოა, როდესაც ათეისტი ლიბერალ ქრისტიანის პოზიციიდან აკრიტიკებს საპატრიარქოს და იზიარებს ლიბერალ ქრისტიანების შეხედულებებს. ჩვენთან რელიგიურ პრინციპებზე იგება ათეისტური ორგანიზაციები. უნდა ვაღიაროთ, რომ ათეიზმი არ მუშაობს კარგად, ერთფეროვან სივცეში. ათეიზმი მაინც უფრო ინდივიდუალური შეხედულებების ერთობლიობაა, ვიდრე ერთი მოძღვრება, ერთი სტრატეგიით. ჩვენ სანამდე არ გავიაზრებთ, რომ არ არის საჭირო, ერთიანი ათეისტური აზროვნების შექმნა, რომ არ არის საჭირო რელიგიურ ორგანიზაციურ ტრადიციებზე ავაგოთ ათეისტური ორგანიზაციები, იქამდე ჩვენი უმრავლესობა იქნება ლატენტურიმორწმუნე. ნამდვილი ათეისტების ამოცანა, სწორედ ის უნდა იყოს, რომ თავის რიგებიდან ყოველგვარ რელიგიური ცნობიერება განდევნოს. თუმცა იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არასდროს არ გვექნება ერთიანი შეხედულებები, ძალიან ბევრ საკითხზე. იყო ათეისტი, არ ნიშნავს იყო ათეისტურ დოგმატიკების მატარებელი (როგორც ეს ბევრ ლატენტურმორწმუნეს წარმოუდგენია). დავანებოთ თავი რელიგიურ ორგანიზაციების კოპირებას - ის ჩვენ წარსულში - საბჭოთა კავშირის ტრადიციებთან დაგვაბრუნეს, როდესაც ლატენტურმამორწმუნეებმა ათეიზმი რელიგიად გამოაცხადეს. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს სეკულარიზმი - სეკულარიზმი სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნაა - მაგრამ ამ გამიჯვნით და ლიბერალური ტრადიციებით, ეკლესია მაინც დომინანტი რჩება. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა, ეს სიტუაციას არამც და არამც არ შეცვლის. კვლავ გაგრძელდება ადამიანების იდეოლოგიურ-სარწმუნოებრივი დამუშავება, კვლავ მოიპოვებს შეიძლება არალეგიტიმურ, მაგრამ რეალურ ძალაუფლებას რელიგიური ორგანიზაციები. პოლიტიკოსები იძულებულები იქნებიან ეკლესიასთან დათმობებზე წავიდნენ, საკუთარი პოლიტიკურ კარიერისთვის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ათეისტური სახელმწიფო. რა არის ათეისტური სახელმწიფო? ესაა ისეთი სახელმწიფო, სადაც რელიგიური პროპაგანდა, ქადგებები და ა.შ კონტროლირებადია და შეზღუდულია სახელმწიფოს მიერ, ესაა სახელმწიფო სადაც ყველა ადამიანი დაცულია რელიგიისგან. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ადამიანთა ისეთი კონსტრუირება, რომელიც ადამიანს აზროვნების საშუალებას არ აძლევს - ანუ ათეისტური სახელმწიფო, რადგან დოგმატური აზროვნებისგან თავისუფალი იქნება, რადგან არ იარსებებს აბსოლუტური ჭეშმარიტებები - იქმნება აბსოლუტურად ინდივიდუალურ იდეებიის ერთობლიობაზე დამყარებული სახელმწიფო, სადაც ყველაფერი მუდმივად ცვალებადია. არ უნდა არსებობდეს ასევე ცენტრისტული სისტემები - არც ჰუმანიზმი - როდესაც სამყაროს ცენტში ადამიანია, არც რელიგიური - სადაც სამყაროს ცენტში ღმერთია, არც ნაციონალისტური - სადაც სამყაროს ცენტრში ნაცია დგას. ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ იმას, რაც ამდენი ხანი გვასწავლა რელიგიამ. როდესაც არ გვაქვს რაციონალური ახსნები, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა ირაციონალურ შეხედულებებზე დაყრდნობა - ამიტომ როდესაც არსებობს "ცენტრის" თეორია - იქ რელიგიური შეხედულებებამდე მივყავართ ხოლმე. მეც ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, როგორი უნდა იყოს ათეისტური სახელმწიფო სხვდასხვა სფეროში - მაგრამ მთავარი აქ არის, არა მისი ბოლომდე გააზრება, არამედ მისი არსებობა და არსებობაში თავისით გააზრდება. http://nukriko.blogspot.com/2013/05/blog-post_25.html
-
მეც მაგას ვიფიქრებდი - მაგრამ მაგის გადაცემაში, ახალი გადაცემები აღარ გადის - სულ ძველებს ამეორებენ - ესეგი მართლა ტექნიკური ამბავია..
-
კარგი ეხლა, მართლა გჯერა იმის რომ 20 ადამიანიდან, სადაც 15 დაახლოებით გოგო იყო და 5 ბიჭი - მათგან მოდიოდა ძალადობა? ეს არ იყო გეი-პარადი, ეს იყო ძალადობის დაგმობა. მამენტ შენ რასაც ამბობ ეს სხვა საკითხია - მეც არ მეგონა, თუ ადამიანები, მეორე ადამიანების მოსაკლავად წავიდოდნენ - რაღაც მცირე ჯჩხუბს მეც ველოდი.. მარა ეს რაც მოხდა, პროვოცირებული იყო სასულიერო პირების მიერ - ანუ იდეოლოგიურად შეამზადეს ადამიანთა მკვლელობა, მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.. ფაქტი ერთია - სასულერო პირები იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ რასაც ქადაგებენ ხოლმე - დამიჯერე ამას მოყვება აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი - საკანონმდებლო აქტებიც გამოიცება და დაფინანსებაც წავა ლჯბტ-ს ორგაიზაციაში, რაც მათ გაძლიერებას გამოიწვევს, საწინააღმდეგოდ კი ის სასულიერო პირები - იაკობი, როდესაც ვუსმენდი, მეგონა ძველი ბიჭი ლაპარაკობდა - მათმა საქციელმა ძალზე დააზარალა ეკლესიის იმიჯი და რეპუტაცია - გახსოვდეს რომ ეკლესიის ძალა მის იმიჯში და რეპუტაციაშია უპირველეს ყოვლისა. შედეგებით ნახავთ და დარწმუნდებით, რომ მე ვიყავი მართალი...
-
ჩავწერეთ გადაცემა, როდის გავა ჯერ არ ვიცი - გაგარინს რომ ვუთხარი, ჯერ არ დაგვიმონტაჟებიაო და მაგიტომ არ გავიდაო, როცა დავამონტაჟებთ მაშინ გავაო..
-
აბსოლუტურად დამარცხდა ეკლესია - აქამდე თუ პირდაპირ არ ჩანდა, ეხლა ყველასთვის ნათელი გახდა ძალადობა საიდან მოდის... ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამ აქტმა ყველაფერი გაანადგურა, რასაც აქამდე აშენებდა ილია II... ამ ყველაფერის შედეგი იქნება ის, რომ ლგბტ გაძლიერდება, ხოლო ეკლესიის რეპუტაცია დიდ დარტყმას განიცდის - სრული არაადეკვატურობა...
-
დიდი ხანია არ გამიხსნია ამგვარი თემა აქ.. მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება უფრო თეორიულ ბაზებზე, რომელზედაც დაყრდნობილია მარქსიზმი და ლიბერალიზმი - რით განსხვავდებიან ისინი? მარქიზმისთვის ეკონომიკური წესწყობილება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები იცვლებიან. თავისთავად ეკონომიკა არ წარმოადგენს რაღაც მუდმივს. თამაშის წესები იცვლება იმის მიხედვით თუ როგორ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. სისტემის კანონები რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს, იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ეს ურთიერთობები მოწყობილი. მარქზისმისთვის კაპიტალიზმი ისტორიული პროცესია - ანუ მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ლიბერალიზმი სხვანაირად უყურებს საკითხს - მათი თეორიის მიხედვით კაპიტალისტური სისტემა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბუნების კანონები, უბრალოდ ადამიანებს არ ესმით ეკონომიკური კანონები. კაპიტალიზმი აღქმულია როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არსებობდა ერთიდაიგივე კანონზომიერება როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე თანამედროვე აშშ-ში, ანუ მთავარი არ არის ის თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, არამედ მთავარია ის თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ეკონომიურ კანონებს. ადამიანი თუ გააცნობიერებს ამ კანონებს და მიიღებს მათ, მაშინ ყველაფერი იდეალური იქნება და არაგრის შეცვლა არ იქნება საჭირო. ამის მიხედვით გამოდის, რომ თავისუფლება ესაა აუცილებლობის აღიარება. ლიბერალურ თეორიაში - სახელმწიფო და საზოგადოება მუდმივად ერეოდნენ ეკონომიურ პროცესებში, რასაც ძალზე ცუდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს. მათი აზრით პოლიტიკის მიზანი არის, რომ თვალყური ადევნოს და დაიცვას ის ბუნებრივი ეკონომიკური წესები, რომლებიც არსებობს. მარქსიზმს ხშირად ადამაშაულებენ ინდივიდის როლის უგულებელყოფაში, დეტერმინიზმში. მაგრამ ლიბერალური თეორია ამ შემთხვევაში გაცილებით დეტერმინულია, ვიდრე მარქსიზმი. ისინი მთელ ისტორიას მკაცრ ეკონომიკურ პროცესს უკავშირებენ. მარქსიზმის დეტერმინულობა დაკავშირებულია ცვალებად პროცესთან. ადამიანები მართალია ზღუდავენ თავის მოქმედებას, მაგრამ ეს შეზღუდვები იცვლება ისტორიის პროცესში - ანუ შეზღუდულობა ცვლილებადი და გადალახვადია. ამიტომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ ისტორიას, სხვა ამბავია, რომ ამას ცალცალკე კი არ აკეთებენ, არამედ ამ კანონზომიერების შედეგად. ხოლო კანონზომიერება ასევე ადამიანების შექმნილია, მართალია არა ერთი პიროვნების, არამედ საზოგადოების. თქვენ პირადად რისი გჯერათ, რომ არსებობს რაღაც კანონები - რომლებიც ადამიანისგან, საზოგადოებისგან არ არის გამოწვეული, არამედ გარედან არის, როგორც ბუნებრივი კანონი ისე მიღებული და ადამიანებს უწევთ ამ კანონის მიხედვით "თამაშის წესებით" თამაში თუ მარქსისტულ პოზიციას ეთანხმებით? ან საერთოდ სხვა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
-
რით ვერ მიხვდით, ფორუმში - ანარქიაა და ამიტომაა წესრიგი!!! ისე ეგრეა: "დიდი ძმა გიყურებს!" მაგივრად "ხუხაშვილი გიყურებს!"
-
http://www.youtube.com/watch?v=7GZt4KXWo80
-
ანუ დღეს რაღაში სჭირდებათ დამავლა?
-
პრობლემა შემდეგშია - სამხედროებს რომ მოეკლთ, ისე მოკლეს რომ დამარჯერებელი ახსნა არ აქვს.. ან რაღაც იარაღი აქვთ, რომელსაც საიდუმლოდ ინახავენ, ეს სხვა ამბავია, მარა არ დაგვავიწყდეს რომ ეს ამბავი მოხდა 1959 წელს...
-
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B8%D0%B1%D0%B5%D0%BB%D1%8C_%D1%82%D1%83%D1%80%D0%B3%D1%80%D1%83%D0%BF%D0%BF%D1%8B_%D0%94%D1%8F%D1%82%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B0#.D0.92.D0.B5.D1.80.D1.81.D0.B8.D0.B8 1959 წელს ტურისტული ჯგუფი დიატლოვას მეთაურობით წავიდნენ ურალში, სადაც ღამე მინიმუმ -15 გრადუსია სიცივე. 1 თუ 2 თებერვალს მათ ისეთი რამე დაინახეს, რომ შიშისგან კარვის გასასვლელიდან კი არ გავიდნენ, არამედ კარავი დანით გაჭრეს და თითქმის შიშვლები გავიდნენ, ერთი ნასკებიტ გავიდა. ყველა სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა და საბოლოოდ ყველა დაიღუპა. დაღუპვა კიდე უფრო საინტერესოა - აღმოჩნდა რომ ერთ თვალები გადმოყრილი ჰქონდა (როგორც ეს რადიაციის დროს ხდება), მარა არანაირი რადიაციის კვალი არ აღმოჩნდა. მეორეს ენა არ ჰქონდა. 2 ხერხემალში იყვნენ გადამტვრეულები. იყვნენ ისეთები რომლებსაც უამრავი მოტეხილობა ჰქონდა, ექსპერტებმა თქვეს რომ დაზიანება ჰქონდა ისეთი როგორც ეს მანქანის დარტყმის შემთხვევაში ხდებაო (თუმცა იმ პირობებში ვერანაირი მანქანა იქ ვერ ავიდოდა). ზვავის ვერსია გამორიცხულია რადგან კარავი და მათი ნივთები ისევე იყო, როგორც გაუშლიათ. ის ტიპი ვინც თავიდან ატარებდა გამოძიებას, მოსკოვში დაიბარეს და იმის შემდეგ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, კონტაქტი თითქმის აღარავისთან აღარ ჰქონია. დაკითხვის დროს, ადგილობრივი ჩუქჩები თუ რაღაც ამგვარმა ხალხმა, თქვეს რომ ცაზე დაინახეს მრგვალი ცეცხლები. ამის გარდა საინტერესოა ეს ამბავი რომ დღემდე გასაიდუმლოებულია, იმის მიუხედავად რომ გრიფის ვადები უკვე ამოწურული აქვს.. გაეცანით ამ ამბავს ვიკიპედიაში ან სხვა წყაროებში და თქვენი ვერსია მითხარით
-
გლდანი
-
პაპაჩემი იბრძოდა ამ ომში. მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვება.. რაც არ უნდა არ გვიყვარდეს საბჭოთა კავშირი, რუსები და ა.შ გერმანელებს კარგი არაფერი არ უნდოდათ ჩვენთვის, ეს ფაქტია. ყველა ქართველის ხსოვნა იყოს, ვინც ამ ომში დაიღუპა და მათი დიდება ვინც ამ ომს გადაურჩა!!!
-
ამერიკის პოლიტიკა ვერ გავიგე რა - ბომბების სროლით რომ სტრატეგიულ მტრებს აძლიერებს და ვერანაირ სტრატეგიულ საკითხს ვერ ჭრის ვერ უნდა მიხვდეს? მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი რასაც აკეთებენ ამერიკელები, ესაა საკუთარი ინტერესების საწინააღმდგოდ, კბილებით იცავენ ისრაელის ვიწრო ინტერესებს.... ისრაელი უკვე დიდი ხანია გახდა მთავარი პრობლემა მსოფლიოში - სიმშვიდის კუთხით. რომ არა ისრაელი, დღეს დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, პრაქტიკულად არც იქნებოდა..