Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. Anima Libera ფაქტია რომ ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. არა მარტო მატერიალურად, არამედ ემოციურადაც.. ფაქტია რომ ადამიანის ჩამოყალიბება მოხდა ჯოგში. ადამიანს აქვს მოთხოვნილება იყოს კოლექტივის ნაწილი. უბრალოდ ლიბერალიზმმა ადამიანში მესაკუთრეობის შეგრძნება გააღვივა და მესაკუთრეობიდან, მივიდა ეგოიზმამდე. ანუ მესაკუთრეობისგან გამოწვეულ ეგოიზმის პასუხად მიიჩნია სახელმწიფო. მესაკუთრე უნდა იყოს ადამიანი მაგრამ რადგან ეგოისტია და ამ ეგოისტისგან თავის დაცვაა საჭირო, იმიტომ რომ ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი პირადი ინტერესი რომ დაიცვას, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ის. მაგრამ ავიღოთ კაცობრიობის ისტორია და ვნახავთ, რომ მისი პირველი საფეხური არ მიეკუთხვნება მესაკუთრეობას, პირიქით გარკვეულწილად ჯოგი პატარა კომუნაა, სადაც ყველაფერი ყველასია. მაშინ ჩნდება ესეთი შეკითხვა, თუ კი ადამიანის მესაკუთრეა თანდაყოლილ ბუნებით, რატომ მოხდა რომ ეს ბუნება მის განვითარების პირველ ეტაპზე არ შეიმჩნეოდა? ჩემი აზრით ეკონომიკურმა, სოციალურმა ფორმაციებმა ადამიანში ჩამოაყალიბებს ისეთი "ბუნება", რომელიც თანდაყოლილად ადამიანს არ გააჩნდა, მაგალითად ადამაინი გახდა მესაკუთრე და უკვე ამ საკუთრებაზე აიგო მთელი ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციამ თავითავად კვლავ "დააკოპირა" ის ბუნება, რა ბუნებაც ამ ცივილიზაციის არსებობას ჭირდებოდა, ამიტომ ეს ბუნება არის გარედან, გარკვეული გარემო-პირობების გამო ჩადებული. და დღეს ადამიანი უკვე არის პროდუქტი, მის მიერ შექმნილი ცივილიზაციის. (ჯერ ადამიანმა შექმნა ცივილიზაცია და ეხლა ცივილიზაცია ქმნის ადამიანებს) ინტელექტს აკავშირებ ეფოიზმთან? ანუ რაციონალიზმი მიგაჩნია ეგოიზმის წყაროდ? არა, რატომ? საფრთხის დროის ჩემი აზრით ერთვება ადამიანში "კოლექტიური გონი" და ამ კოლექტიური გონის შედეგია, იგივე თანგანწირვა სამშობლოსთვის. სამაგიეროდ მისი სახელის უკვდავებაზე იზრუნებს, ის ვინც გადარჩება. ანუ ამ შემთხვევაშ მივადექით კულტურას. კულტურის ამოსავალი წერტილია - ცხოვრების აზრის თემა. აი სწორედ ცხოვრების აზრიდან გამომდინარე იქმნება მერე მთლიანად კულტურა.. ამაზე დაწერე შენც და გადავიდეთ კულტურაზე და რელიგიაზე..
  2. georgekh13 დუელი მიღებულია... Anima Libera ეგოიზმი - ჩემი აზრით, არის არა ადამიანის თანდაყოლილი ბუნება, რითიც ის იბადება, არამედ აღზრდის შედეგად მიღებული ბუნება. ანუ ეგოიზმათ არ იბადებიან, ყალიბდებიან. ლიბერალური კულტურის ნაკლი ჩემი აზრით სწორედ ეს არის, რომ ადამიანიანს აყალიბებენ ეგოისტებად. ინდივიდუალური ეგოიზმი ეს არის ის პროცესი, სადაც ადამიანის საზოგადოებისგან, კოლექტივისგან გაუცხოება იწყება და ყალიბდება ახალ ადამიანად. ეს ერთის მხრივ თავისუფლებაზე აისახება, რა თქმა უნდა ამით შეიძლება ადამიანი უფრო თავისუფალი გახდეს, მაგრამ რეალურად ამით ყალიბდება ჩვენი მორალიდან გამომდიანრე "ბოროტი" ადამიანი. მაგრამ აქ მაინც ადამიანის ბუენბასთან პრობლემები იწყება. ადამიანი არის კოლექტიური არსება, ის თავის ევოლუციის მანძილზე ჯოგური ცხოვრებით ცხოვრობდა და სწორედ ეს ჯოგურობა, ეგოიზმზე უფრო მეტადაც აქვს განვითარებული. კონკრეტულად: დედა-შვილის ურთიერთობები, ოჯახის ურთიერთობები, ადამიანის ერთან ურთიერთობები. ამ ურთიერთობების დროს, ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს სხვისთვის, იდეებისთვის და ყოველთვის პატრიოტულ გრძნობის მიღმა იმალება უამარავი ადამიანი, რომელიც უნდა დაიცვა. ეგოისტი რომ ყოფილიყო ადამიანი ბუნებრივად, არ იქნებოდა ამდენი თანგანწირვის მაგალითი. მეორეც ჩემი აზრით, ეგოისტები ძირითადად ვინ არიან. ძირითადად ბავშვობაში განებივრებული ადამიანები, დედისერთები (რომლებიც განებივრებულნი არიან) და ის ადამიანები, რომელთაც მშობლები ისეთ სამყაროს უქმნიან, რომ ადამიანი ეგოცენტრისტად და ეგოისტად ყალიბდება. აი მაგალითად სტერეოტიპული წარმოდგენებია, მეფეების ეგოისტობაზე. რატომ არის ესე? 1) ადამიანი ყალიბდება საზოგადოებისგან გამოყოფილად, როგორც სამყაროს ცენტრი, რომელზეც ყველა ზრუნავს და რომლის კაპრიზსაც ყველა ასრულებს 2) ბავშვს სწორედ ესე ზრდიან მშობლები და ესეთ აღზრდის შედეგად ქმნიან ეგოისტს. სწორედ როცა დაიწყო ტრადიციულმა საზოგადოებამ დაშლა და როცა ძველი ურთიერთობების რღვევა დაიწყო, სწორედ მაშინ დაიწყო, ადამიანებს შორის ინდივიდუალური ეგოიზმის (ლიბერალიზმში) და კოლექტიურ ეგოიზმის (კომუნიზმში) აღორძინება. არსებული კულტურა ქმნის ეგოისტებად ადამიანებს და არა ადამიანის თანდაყოლილი ბუნება.
  3. Anima Libera შემოდი და დავიწყოთ.. მე გთავაზობ დავიწყოთ - ადამიანის ბუნებაზე და მის ურთიერთობაზე საზოგადოებასთან რადგან პოლიტიკა დადის ადამიანის ურთიერთობებამდე და ვინც პოლიტიკას ქმნის, აქვს განსაკუთრებული ბუნება, რომელიც სხვა ადამიანებს არ გააჩნია. საერთოდ მემარჯვენეობა-მემარცხენობის დაპირისპირებაც ადამიანის ბუნებიდან იწყება, როგორ უყურებენ ისინი ადამიანის ბუნებას.. აი მაგალითად ჯონ ლოკს მიაჩნდა, თუ არა სახელმწიფო ადამიანი ადამიანისთვის მგელი იქნებოდა (ამ ამოსავალ წერტილიდან გამომდინარეობს მემარჯვენეობა) ამიტომ უნა იყოს ორგანიზაია რომელიც ადამიანის ბუნებას შეზღუდავს. მემარჯვენეები გამორიცხავენ იმ არგუმენტს, რომ ბუნებრივად ადამიანებმა შეიძლება ითანამშრომლონ, თანამშრომლობა მათი აზრით ძალდატანებითი აქტია. მათი აზრით ადამიანი არის ბუნებრივად ეგოისტი არსება, რომელიც ყველაფერზე წავა რათა საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს. მემარცხენეები კი ფიქრობენ რომ ადამიანი ბუნებრივად თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებულნი. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ტომი, სახელმწიფო და ზოგადად საზოგადოებრივი გაერთაინებები. თუ ადამიანის ბუნებიდან დავიწყებთ კამათს და შემდეგ სახელმწიფოზე გადავალთ, უფრო ნათელი გახდება ჩვენი მსოფლმხედველობა. რას იტყვი, წავუფილოსოფოსოთ?
  4. Anima Libera დოგმებით არ ვუდგები არანაირ საკითხს.. არც ციტატებს დავიწყებ... მოდი გავხსნათ მაშინ თემა და დაიწყოს დუელი...
  5. Anima Libera მოდი მაშინ მოფილოსოფო-მოპოლიტიკო დუელი გავმართოთ..
  6. Anima Libera თემა აირჩიე მაშინ...
  7. Anima Libera რა მსოფლმხედველობაზე საუბრობ? იმ ადამიანების აზრს არ გავიზიარებ, ვინც სსრკ-ს ებრძვის და მიშას მხარს უჭერს.. სსრკ-სთან ბრძოლა ეხლა არის ყველაზე დიდი სლეობა რაც კი შეიძლება იყოს.. ყველანაირ ჭორს აშკარად ფაქტად რომ მიიჩნევენ, რადგან სსრკ-ს წინააღმდეგ მიუთითებდეს. სსრკ-ს კი არ უნდა ებრძოლო არამედ შეისწავლო.. რა თქმა უნდა შესწავლა არ ხდება, ფაქტების დადება არ ხდება ან თუ ხდება, ძალიან შერჩევითია ეს ფაქტები.. თუ სსრკ-ს როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს ებრძვი, მაშინ რატომ უჭერ მიშას მხარს? ესეგი დემაგოგი ან გამოშტერებული ხარ, ხო.. თუ კი სსრკ-ს კულტურულ ღირებულებებს ებრძვი და მისი სხვით ჩანაცვლება გინდა, მაშინ მიშა რატომ მოგწონს, იგივე ეს შადრევნები, კლიპები არ გაგონებს სსრკ-ს? ხოლო ძირითადად ისტორიასთან ბრძოლით ვინ არიან დაკავებულნი? მიშისტები.. ეს ფაქტია. ისტორიასთან ბრძოლაზე დიდი სლეობა კი ჯერ არაფერი არ არის.. მე არსად არ მითქვამს რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ან ჩინეთს უვარგა ან სსრკ-ს უვარგოდა, პირიქით სრული კატასტროფაა ამ მხრივ, მე ვამბობ რომ ჩინური ეკონომიკური მოდელი (ეს მდოელი მარტო ავტოკრატიულ სახელმწიფოში კი არ მუშაობს, არამედ დემოკრატიულშიც მუშაობს) არის მომავალი ეკონომიკური ფორმაცია. გაუგებარია რამე? და რადგან ფორმაციაა, ესეგი ეს ეკონომიკური მოდელი არის მის წინა მორბედ ეკონომიკურ მოდელებზე უკეთესი. არამც და არამც მისი ავტორიტატული სახელმწიფო არ არის პროგრესული, პირიქით ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ ჩემი აზრით რეფორმირება მოუწევს და დემოკრატიზაციას დაადგება. გასაგებია ეხლა რასაც ვამბობ?
  8. ერთ რამეს ვიტყვი - არ მაინტერესებს ამ თემაში, ვინმესთან კამათი.. დღეს აღნიშნავს უამრავი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გამარჯვების დღეს, ხო და ვინც იზიარებს ამ გამარჯვების მნიშვნელობას არა მარტო საქ-ისთვის არამედ მთელს მსოფლიოსთვის, კეთილი იყოს თქვენი ფეხი აქ.. ვისაც ეხლა რაღაც ფობიები აქვს სსრკ-ს და საკუთარი თავი "მოდერნიზებულ" ტიპად ვისაც უდნა წარმოაჩინოს და სხვისი ისტორიის დაკოპირება უნდა, შეეძლოთ აეღნიშნათ სხვისი ისტორიის მიხედვით, არაა პრობლემა.. ხოლო ვისაც არ მოწონს, შეუძლია გავიდეს და არ მიიღოს ეს მილოცვა თავის თავზე, ესაა და ესს..
  9. ხო შენ ჭეშმარიტებას ქადაგებ.. და შევწყვიტოთ ამ ეტაპზე "დისკუსი", თუ ამას დისკუსი ჰქვია, აზრი არ აქვს..
  10. აქ მიშისტური სისულელეებისთვის, თემა არ გამიხსნია.. გავხსენი კონკრეტული შემოთავაზებით და გინდ მიიღეთ, გინდ არა, ნება თქვენია.. თემა ქლოზედ (არა როგორც მოდერატორი, არამედ როგორც თემის ავტორი)
  11. ყოველ შემთხვევაშ გენოციდი არ უწარმოებია
  12. Lo Janko გაუბნები რომ ტირანი და ტერორისტი ერთმანეთისგან განსხვავდება. ტირანი რეპრესიებს ატარებს, მაგრამ ამით ის ავტომატურად არ ხდება ტერორისტი. და რაზე მეკამათები? იყოს შენთვის სტალინი ტერორისტიც, პედერასტიც, მანიაკიც და ვინც გინდა ის იყოს, მაგრამ აქვს ამ ოხერს განმარტებები და თუ განმარტებების ახლიდან დაწერა გინდა, წარმატებებს გისურვებ..
  13. verusi გერმანელებისკენ ვინც იბრძოდა (იდეინ ტიპს ვამბობ) იყო გამოშტერებული. რაც გერმანელებმა უქნეს საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებს, იმის შემდეგ როგორ უნდა ყოფილიყავი გერმანიისკენ. ბელარუსიაში 40 ათასამდე სოფელი გააქრეს, აი პროსტა გააქრეს. უკრაინელებიც არ დაინდეს. აი სწორედ გერმანელების დამსახურებაა ბელარუსი ერი რომ გარუსდა, იმიტომ რომ იმ ტერიტორიებზე შემდეგ რუსები ჩასახლდნენ და დღემდე ბელარუსი ერი ვერ მოიშუშა ის ჭრილობა რაც ჰქონდათ.. საქართველოში რომ შემოვიდოდნენ, კი აგღიდგენდნენ დამოუკიდებლობას და ქართველებს პრივილეგიებს მიცემდნენ. კიი სულ ამაზე ოცნებობდა ჰიტლერი. გერმანელები აქ რომ შემოსულიყვნენ, კაკ მინიმუმ გენოციდი არ აგვცდებოდა..
  14. Lo Janko შეიძლება პარტიზანის, რევოლუციონერის და ტერორისტის ბრძოლის მეთოდები რაღაცით წააგავს ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი ერთი და იგივენი არიან სტალინი იყო ჯერ რევოლუციონერი, შემდეგ ტირანი. ტირანი – სასტიკი მმართველი, რომელიც მოქმედებს თვითნებურად და ძალადობით; ტერორიზმი - ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ. რევოლუციონერის მთავარი მიზანია პოლიტიკური ცვლილებები. რევოლუცია მიიღწევა მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. მისი სამიზნეა სახელმწიფო სტრუქტურები, ისეთები როგორიცაა ჯარი და პოლიცია. განსხვავება არის ხომ?
  15. რევოლუციონერი ტერორისტი რანაირად იყო? ტერორისტს აქვს თავის განმარტება - ტირანს თავის განმარტება აქვს.. თავიდანვე უნდა ვთქვა რომ იდეინნი ჩეგევარისტი არ ვარ - ის უბრალოდ სიმბოლოა ჩემთვის.. სხვათაშორის თავიდან კომუნისტობას არ აწვებოდნენ არც ჩეგე და არც კასტრო, ორივეს იდეა იყო ლათინო-ამერიკული ბრძოლა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, სუფთა სახის ანტიკოლონიალური ბრძოლა იყო, უბრალოდ რევოლუციის პროცესში ისინი შეეკვრენ კომუნისტებს და კავშირი დაამყარეს სსრკ-სან. ჩეგე რეალურად პირველ რიგში იბრძოდა იმპერიალიზმის წინააღმდეგ და არა იდეოლოგიისთვის..
  16. ტერორისტი და რევოლუციონერი ერთმანეთისგან განსხვავდება..
  17. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გილოცავთ ყველას!!! ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ და ჩვენც უნდა ავღნიშნოთ ეს დღე!!
  18. კაცურად, ეს რა შუაში იყო თემასთან?
  19. ხო და არასწორად უკავშირებ ერთმანეთს ამ ხელისუფლებას და სოროს მასონი გგონია ხომ სოროსი? მასონების თემაზე ვინც იწყებს ლაპარაკს, ზუსტად ვიცი რომ ის ადამიანი პოლიტიკურ მითოლოგიაში ვარდება და ზუსტად ვიცი რომ ცდება.. კაი არ მაინტერესებს აქ სოროსი..
  20. სოროსი არაფერ შუაში არ არის (სოროსი როგორიც შენ წარმოგიდგენია, არის მითი და ლეგენდა)
  21. PEPE. ხო და კაკ რას, იმიტომ გიჟდებიან რომ იციან რომ მართლები ვართ მე გთავაზობთ შეთანხმებულად დავამკვიდროთ ყოველდღიურ ფორუმულ და არა მარტო ფორუმულ სასაუბროში "ხელისუფლება ბნელია!" "ნაც.მოძრაობა ბნელია!", "მიშა ბნელია!" რანაირად შეიძლება თანამედროვე ადამაინი იყოს ავტორიტარი დიქტატორი ან ავტორიტარის მომხრე? ესეგი ბნელია და ჩამორჩენილია..
  22. ხალხი ხომ ბნელად გამოაცხადეს - თუ ხალხი ბნელია, მისი "არჩეული" ხელისუფლება რატომ უნდა იყოს ნათელი? ესეგი ხელიუფლებაც ბნელია.. (ბნელია აბა რა არის) მე მოგიწოდებთ დავამკვიდროთ ეს ტერმინი ყველგან, რამდენჯერაც მავანნი იტყვიან "ხალხი ბნელიაო" იმდენჯერ ვთქვათ "ხელისუფლება ბნელიაო!" 1) ინტელექტუალურად ხელისუფლება არა მარტო არ ბრწყინავს, არამედ ერთმანეთზე შტერები არიან (ადამიანის ნაკლი დრო რომ ეგონება, აბა ბნელი ხარ რა ხარ, ან უნაკლო ადამიანი რომ ჰგონიათ პრეზიდენტი მავანს) 2) თანამედროვეობას რაც შეეხება, თანამედროვე ადამიანი არ მართავს ქვეყანას ძველი ავტორიტარულ მეთოდებით, რადგან მართავ ძველი ავტორიტარული მეთოდებით, ესეგი ბნელი ხარ აბა რა ხარ! 3) უნიჭოები არიან და ეს უნიჭოობა ყველაფერში ჩანს (უნიჭო ბნელია) და ა.შ ერთი სიტყვით, ყველანაირი მიზეზი გვაქვს ხელისუფლებას ბნელი დავუძახოთ!
×
×
  • შექმენი...