Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. თუ სამოქალაქო საზოგადოება იარსებებს, ამ კანონის მიღება ვერ მოხერხდება და თუ მოხერხდება, მაშინ პოლიტიკური კრიზისიც დაიწყება.. ამიტომ არა მარტო კრიმინალური, არამე სამოქალაქო გზაც არსებობს, იმის მისაღწევად, რომ არასასურველი კანონი არ გქონდეს.
  2. Siknadmo იმიტომ რომ ნაკლები გასართობი იყო (რეგიონებში სადაც ნაკლები გასართობია, იქაც ხშირად ჩხუბობენ) აგრამ სულელური სტერეოტიპებით მსჯელობ, აი ძალიან ისეთ სტერეოტიპებით, ვიღაცის მაგარი ჩაბანძება რომ გინდა.. ჯერ ესერთი ჩემ დროს და ეხლა საბედნიეროდ შემცირდა, ყოველ დღე თუ ვინმეს არ კლავდნენ, ჭრიდნენ მაინც.. ეს სხვათაშორის აგრესიაზე. და ძალიან კარგი, რომ ეს აღარ არის. მოდი შედეგებზე ვილაპარაკოთ, ხო ჰგონიათ რომ უკეთესი თაობა ხართ, რა დადებით მემკვიდრეობას ტოვებთ? მე იმის მეშინია, რომ ჩემმა თაობამაც უარყოფითი მემკვიდრეობა არ დაუტოვოს მომავალს. ხო ფაქტია რომ სახელმწიფო არ შემდგარი იყო, ამ "ვაჟკაც" თაობის "ომობანის" შედეგად... ხო ფაქტია, რომ ამ ომობანებმა და ა.შ ბევრ ჩემ თაობის წარმომადგენელს, ბავშვობა რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნოდ გაატარებინა.. ფაქტი კი ერთია, მემკვიდრეობით ბევრი რამე მივიღეთ ისეთი, რისი მიღებაც ჩემი და ჩემზე ახალგაზრდა თაობას, კარგი საქმეების კეთებაში ვერ გამოადგება..
  3. babuagiorgi მე არც დამიწყია, შენ დაიწყე: თაობების დაპირისპირება და სტერეოტიპებზე ლაპარაკი.. მე არ მაინტერესებს შენ რა ენთუზიაზმით იცხოვრე.. უბრალოდ რითი იყო შენი ენთუზიაზმი უკეთესი და რა უკეთესი შედეგი მიიღე ამ ენთუზიაზმით, რითია ეს ჩემ არჩევანზე უკეთესი ამას ვერ ასაბუთებ..
  4. Siknadmo მშიშარა რ მხრივ? ესეგი თუ სამეგრელოში არ წავედი და არ დავიწყე იქ ძარცვა-გლეჯა, ესეგი მშიშარა ყოფილა? ჩემი თაობა კომფორმისტია და ეს კომფორმიზმი მამენტ წინა თაობებისგან მემკვიდრეობით მიიღო.. და თქვენ სამოქალაქო ომის გარდა რა ჩაიდინეთ "აგრესიული" და "გმირული"? თუ ამას ეძახით ვაჟკაცობას, მაშინ ეს ჩემი აზრით არის უტვინობა და მეტიც, გამოდის რომ ჩემი თაობა უფრო ჭკვიანია, რადგან სამოქალაქო ომში ჩემი თაობის უმრავლეობა არ ჩერთვება, განსხვავებით თქვენსგან.. თუმცაღა აქ თაობებს შორის დაპირისპირება არაფერ შუაში იყო, არ ვაპირისპირებ და გეუბნებით, რომ ყველა თაობა საქართველოში უკაცრავად და მძღნერში არის და გინდ აწიეთ ცხივრი და გინდ არა, მაინც მძღნერში ვიქნებით სანამ, ერთად არ შევძლებთ რამე ახლის შექმნას (ახალი არ ნიშნავს ძველის დავიწყებას, პირიქით ახალი ნიშნავს ძველის გათვალისწინებას და ძველი შეცდომების აღარ დაშვებას) რაც შეეხება თავზეხელაღებულ ნაძირლებით რომ ამაყობთ, ისინი ადრე საზოგადოებაში იყვნენ და პოლიტიკა მეტ-წილად ემიჯნებოდა, ეხლა ისინი ჩადგნენ რეჟიმის სამსახურში და არაფრით ნაკლები "ბეზპრიდელნიკები" არ არიან, კუდია თუ სოდი ვიდრე მარადიორი მხედრიონელები თუ ზვიადისტები, მეტიც გაცილებით საშიშინი არიან..
  5. არა, რა თქმა უნდა ააშენებ. და აქ ძველს რას ეძახი? ძველ ბიჭობას? რომელი სტერეოტიპი, დააკონკრეტე.. სარეკლამო აბრებზე წარწერები რომ არის იმას მაგონებს ეს სიტყვები. სარეკლამო მენეჯერი ხარ?
  6. 5 მილიონიდან 20 წელიწადში 3 მილონამდე დაეცა საქართველოს მოსახლეობა ტერიტორები დაიკარგა ეკონომიკა განადგურდა და კიდევ იგივე იმედები, იგივე მოლოდინები რას ჰქვია სხვანაირად შევხედოთ, სხვანაირად ვიაზროვნოთ, სხვანაირად გავაანალიზოთ არ ჯობია გლეხურად აზროვნებას და სულ მოტყუებულნი დავრჩეთ წამოვიდა ახალი თაობა - მომხმარებლური თაობა. მათ "დიადი იდეები" არ იტაცებთ, არამედ ბჭყვიალა ნივთები უფრო მოწონთ.. ბევრს ეს კარგი ჰგონია, ამბობენ ისე ვეღარ დააბრიყვებენ ადამიანეებს, როგორც აქამდე აბრიყვებდნენ დიადი იდეებით. დიადი იდეებით მართალია აღარ ჭრის ახალგაზრდა თაობაში, მაგრამ მომხმარებლური მონობისკენ მიდრეკილება კი ჩანს. ბრჭყვიალა საგნებისთვის თავისუფლების და პრინციპების გაცვლა, ბევრს უღირს. ამიტომ არ მაქვს არც ახალი თაობის იმედი. სამოქალაქო საზოგადება ცუდია - ძველი ბიჭობა კარგია. თან ყველაზე კაიფი ის არის, რომ 40 წლის კაცები ძველ ბიჭობენ ეს ძველგაზრდების პრობლემა.. ერთი სიტყვით, არც ერთი თაობას არ აქვს იმის თავი, რომ რამე რეალურად შეცვალოს..
  7. პოლიტიკოს მოპარული ფულები მაინც შერჩებათ ღარიბი კვლავ იშიმშილებს ან სხვაზე იქნება დამოკიდებული და ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც აი უკვე 20 წელია საქართველოში მიმდინარეობს კვლავ ერთი და იგივე პოლიტიკოსები, კვლავ ერთი და იგივე იმედები და კვლავ ერთი და იგივე მოლოდინები კვლავ მხსნელი, კვლავ საზიზღარი მმართველი და რა თქმა უნდა კვლავ რუსეთი და მოღალატეები კვლავ რწმენა იმისა რომ როდესღაც ესე თავისით, ჩვენს გარეშე მაინც "გაბრწყინდება ივერია" მაინც დავიბრუნებთ ტერიტორიებს, იმის მიუხედავად რომ ყველა ომი წავაგეთ და მაინც ვერ მივხვდებით, რომ ომის გარდა სხვა გზებიც არსებობს ჩვენთან პოლიტიკა, პოლიტიკა აღარ არის. ეს არის რელიგია, მითოლოგია რომელიც სავსეა გმირებით და ანტიგმირებით, მხსნელებით და გამყიდვლებით, ერთი სიტყვით ერთ დიდ ძველ ბერძნულ მითოლოგიის მსგავს რეალობაში ვცხოვრობთ. კვლავ ვიღაცის იმედი გვაქვს, აბა რომელიმე პოლიტიკოს რომ არ ვენდოთ ესეგი ნიჰილისტები ვყოფილვართ და ეს არის ნიჰილიზმი, ხოლო ნიჰილისტობას სიშტერე გვირჩევნია და იგივე შეცდომების დაშვება გვირჩევნია. არ ვიყავი თბილისში 15 დღის განმავლობაში და ტელევიზორი არ ჩამირთია პრინციპში, სულ სხვაგან ვიღავი და ე.წ ქართულ ტრადიციულ სუფრებზე მიწევდა ყოფნა, არც იმათ იცოდნენ თუ რა ხდებოდა თბილიში და არც აინტერესებდათ, ერთადერთი რაც უნდოდათ ეს იყო რომ არეულობა და რეპრესიები მათთან არ მისულიყო. არც ნაციონალური და არც სხვა პარტიის რომელიმე შენობა იყო. რაღაც სამოთხეს ჰგავდა, მთლად უდარდელი ცხოვრება არა, მაგრამ ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ნაკლებად ინტერესდებოდნენ პოლიტიკით. აი სწორედ ამ ხალხში დავინახე ის, რისი დანახვაც თბილისში თუ სხვაგან მინდა რომ დავინახო. ისინი არ ეძებდნენ მხსნელებს, არ ეძებდნენ მათ შორის მოღალატეებს, ისინი უბრალოდ მყუდროდ ცხოვრობდნენ, პატარა შემოსავლით და მშვიდი ნერვებით. არც სნობიზმი იყო, არც ქედმაღლობა და არავის არ ჰქონდა იმის სურვილიც კი, რომ ვინმეს ტვინი შეეცვალა და ახალ ადამიანად ექცია. ჩემი სამსახურიდან ბევრ რეგიონში მომიწია წასვლა მაგრამ აი ქვემო ქართლის ზუგადად ეს დაბა რომელსაც არ დავასახელებ, იყო ყველაზე თავისუფალი. არავინ არ უფიქრდებოდა იმას, რომ თუ კი საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხელისუფლებისადმი, ვინმე სამსახურიდან გააგდებდა, როგორც ეს ხდება საქართველოში. აი ამ მომენტში მივხვდი, თუ რამდენად ცუდად არიან იქ სადაც ნაც.მოძრაობის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისია. არ ვიცოდი საერთოდ რა ხდებოდა თბილისში, ყურის მოკვრით თუ გავიგებდი. ვხვდებოდი რომ ეს უმნიშვნელო იყო, ვერ შეცვლიან ისინი ვერაფერს, უფრო სწორედ დადებითისკენ. მივხვდი იმას, რომ სტაბილურობა არ აწყობთ მათ, სტაბილურობის დროს ხალხი ფიქრს იწყებს, ამიტომ მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია სჭირდებათ, ამიტომ სჭირდებად მუდმივად რუსეთი, მოღალატეები და გმირები, რომ ამ ვიწრო წრის იქით არ ვიფიქროთ. რაც გვჭირდება ეხლა ჩვენ, ისაა რომ ვაღიაროთ რომ ჩვენ არა რაღაც განსაკუთრებული, არამედ ელემენტარული გვჭირდება. რომ დღეს დღის წესრიგში არა "იბერიის გაბრწყინებაა" არამედ დასაქმებაა და შემოსავალი, არამედ შვილებისთვის სწავლის მიცმის საშუალებაა საჭირო. აღარ გვინდა ეს რელიგიური პოლიტიკა, რომლის ამოცანებია დიადი მიზნების მიღწევა. სწორედ ამ დიადი მიზნებისკენ რომ მივისწრაფით, რომლის მიხედვითაც ბოროტებას ვებრძვით და ამ ბოროტებაში რუსეთია ნაგულისმები, ხოლო ამ ბრძოლაში ყველას ავიწყდება, რომ რეგიონებში ელემენტარული კანალიზაციის პრობლემებია და ამ პრობლემებს, რა თქმა უნდა არ დაადგა საშუელი. თუმცაღა რასაც აშენებენ, ესეც კი არა საზოგადოების მოთხოვნების კონტექსტში აშენებენ, არამედ ამ მითოლოგიურ ბრძოლის კონტექსტში აშენებენ (რუსების ჯიბრზე). ერთი სიტყვით, რომ არ დაგღალოთ დასკვნას მოკლედ დავწერ. რა თქმა უნდა სხვაზე მაღლა არ ვაყენებ ჩემ თავს, მაგრამ ვხედავ რომ უმრავლესობა თქვენგანი ამ პოლიტიკურ მითოლოგიაში ჩართულნი ხართ და ახალის მისაღებად მზად არ ხართ. ეს ჩანს თქვენი იმედებიდან, რადგან კვლავ ძველი იმედები გაქვთ.. რა თქმა უნდა ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს, მაგრამ მე მგონი ეს პროცესი ძალიან დიდი ხანი განმეორდება საქართველოში. კვლავ პოლიტიკურ მითოლოგიის მონაწილეები იქნებით (თქვენი მონაწილეობა კი იმაში გამოიხატება, რომ მაყურებელი ხართ და ამ სპეკტაკლმა ისე მოგხიბლათ, რომ მუდმივად შეგიძლიათ უყუროთ, ხოლო ახალი პოლიტიკური აზროვნება კი წარმოუდგენლად და ზღაპარად მიგაჩნიათ, ანუ შეცვლაც არ გინდათ და იცით, რატომ არ იცვლება პოლიტიკა, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკა თქვენი ყურადღების მიღმა რჩება)
  8. ან სულელია ან ატყუებს ხალხს, რათა ჩვენ გვეგონოს, რომ მას ესე ჰგონია..
  9. ჩემო საყვარლებო, ჩემო კარგებო, ნუკრიკოს სულ ერთ ადგილზე ჰკიდია ეს "თავისუფლების ქარტია" თუ რა სირობაც არის... ხო და ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო თქვენ ნუ იდარდებთ, მოვა დრო და ამ "თავისუფლების ქარტიაზე" დასვამენ, ამის მომგონლებს..
  10. gendolf როგორ უნდა გეთქვა "გვაქვს" თუ "გაქვთ"??
  11. პრეზიდენტის დედაც ჯეკ... არც ერთი ქართველი არ არის, ამ თანამდებობის ღირსი... პ.ს მოგესალმებით ყველას!!
  12. უაზრო თემაა ვიცი მაგრამ მე მივდივარ თბილისგარეთ (სამსახურზე) და ივნისის დასაწყისამდე მოდერობას ვერ შევძლებ.. ასე რომ თუ რამე მოხდა ივნისამდე, ჩემი ბრალი არ არის...
  13. Siknadmo აი ეხლა დავჯექი კომპიუტერთან და მალე უნდა გავიდე, ბოლნისში უნდა წავიდე ხვალე და ივნისის დასაწყისში რომ ჩამოვალ, ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს.. :mubaraq:
  14. ტყვილია ეს.. უამრავი რელიგია, ფილოსოფიური მოძღვრება იდევნებოდა.. და იდევნებოდა ყოველთვის არა, ზოგიერთ იმპერატორის დროს.. ეკლესიას უამრავი რამე აქვს გაყალბებული.. ელემენტარულად შორს რომ არ წავიდეთ, ქართველების მონოფიზიტობაზეა ლაპარაკი - რომელი საელესიო ისტორიკოსი აღნიშნავს ივ.ჯავახიშვილის აზრს, მონოფიზიტობაზე? არცერთი. საერთოდ არ ლაპარაკობენ ამაზე. ამის გარდა ივ.ჯავახიშვილიც რომ არ იყოს, მატერიალური კულტურა ადასტურებს ქართველთა მონოფიზიტობას, კონკრეტულად V-VI საუკუნეში აშენებული ეკლესიები, მათი არქიტექტურაში პირდაპირ ჩანს მონოფიზიტობის კვალი. ან კონსტანტინე დიდი არიოზმა რომ მონათლა და ნიკეას საეკელსიო კრების შემდეგ, არიოზები რომ დააბრუნეს და სამების მომხრეები რომ გადაასახლეს, ამის შესახებ რამე იცი? არა, რა თქმა უნდა. დადე ეს ფაქტები.. რა შუაშია ეს? დღეს არსებობს უამრავი რელიგია (თქვენთვის სექტაა ეს, მაგრამ მე ყველას რელიგიას ვეძახი), სადაც ცოცხალი ღმერთები ჰყავთ, მესიები ჰყავთ.. უამრავ ადამიანს წამთ მათი - და რა ამით, რამე მტკიცდება ამით????
  15. ჯერ ესერთი ბიბლიაში მე არ შემხვედრია მწვალებელი (თუ არის, დადე ციტატა) და შესაბამისად მწვალებლებზე არ იქნება საუბარი..
  16. Anima Libera ეკონომიკური კრიზისი, სოციალური კრიზისი გაღრმავდება.. პოლიტიკური დესტაბილიზაცია.. ერთი სიტყვით არაფერი კარგი.. უბრალოდ ან უნდა ლეგიტიმიზაცია მოვახდინოთ იმ უსამართლობის, რა უსამართლობაც არსებობს, ან დედა უნდა ვუტიროთ ხელისუფლებას, შევეცადოთ რესურსები ჩვეულებრივ ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს და ოდნავ გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა. სხვა დანარჩენი კი კრიზისში ვიქნებით, გინდ მძიმე, გინდ სტაბილურ კრიზისში..
  17. Siknadmo უამრავ ხალხს წამდა ზევსის, ზოგი ამტკიცებდა კიდევადაც რომ ნანახი ჰქონდა.. რა მერე მაგით.. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ამტკიცებს, თუ ხელში არანაირი ფაქტი არ უჭირავს.. და რომაელების მიეწ მოწყობილი ტერორი არ არის გაბუქებული? მაგრები ხართ რა მეორეც, არა მარტო კათოლიკებზეა საუბარი. ელემენტარულად საქართველოში წარმართობნის დროს არ გვხვდება ქრისტიანთა ტერორი, ხოლო ქრისტიანობის დროს, წარმართევბს ატერორებენ. ერთ-ერთი მაგალითია თამარ მეფის დროს მთაში მოწყობილი ტერორი.. ;) ეს ცნობისთვის.. გავეცანი ეკლესიის და ქრისტიანობის ისტორიას (უნივერსიტეტში) და ის ვიცი, რაც უნდა ვიცოდე..
  18. Anima Libera მოაწერე კაპიტუალციას ხელი?
  19. Siknadmo და შენ რა იცი, რომ ჩემი სიზმრები უფრო ჭეშმარიტია იქნებ და მე ნამდვილი მესია ვარ, იმიტომ რომ სიზმრები მაქვს და ხილვები ნეორმა დახოცა, რამოდენიმე ქრისტიანი და ეს საშინელ ტერორად მონათლეს, როცა მთელი 10 საუკუნე, არაქრისტიანებს და მეტიც ქრისტიაებს რომლებიც ეკლესიარ არ ეთანხმებოდნენ, 10 საუკუნოვანი ტერორი მოუწყვეთ და ამაზე ხმას არ იღებთ... შესწავლაში რას გულისხმობ, ჯერ ეს მითხარი..
  20. Siknadmo ჯერ ესერთი რასაც ამბობენ გასაგებია, არ ამბობენ ყველაფერი ვიციო, როგორც ამას თეისტები ამბობთ და თქვენი ცოდნის დასადასტურებლად, ხშირად სიზმრები და ხილვები მოგაქვთ (იგივე ბიბლიაში ამის ფაქტი ძალიან ბევრია) lasha kakauridze მე არ ვარჩევ რელიგიების სისწორეს, უბრალოდ ვამბობ რომ ყველა რელგიია ერთნაირად დემაგოგობს ;)
  21. სამყაროს მეხსიერება წაშლილი აქვს - თუ როგორი იყო ის "დიდ აფეთქებამდე".. ეს მეხსიერება რომ ჰქონდეს მას შემორჩენილი, მაშინ შეიძლებოდა ჰიპოთეზების თქმა. რაც შეეხება რელიგიებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას ქადაგებს და ყველა ამბობს, რომ ის ფლობს მას. ამის მტკიცებულებად ხშირად სიზმრები და ხილვები მოჰყავთ. უკაცრავად, მაგრამ ხილვებზე და სიზმრები არ არის რამის არსებობის დამამტკიცებელი..
  22. "დარწმუნებულნი ვართ, რომ თავისუფლება სოციალიზმის გარეშე უსამართლობას გამოიწვევს, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე კი - მონობას." ბაკუნინი
×
×
  • შექმენი...