ფასეულობები იცვლება, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ეს ცვლილებები შიგნიდან არ ხდება, მხოლოდ გარეგანი ცვლილებები აქვს. ფასეულობების შეცვლამ არ შეგაშინოთ, ეს ნორმალური ისტორიული პროცესია, თავის დროზე ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, შეეცვალათ ქართველთა ფასეულობები და გაეუმჯობესებინათ, ამის კარგი მაგალითია „კაცია ადამიანი?!“. თუმცა 19-ე საუკუნეში ამ ცვლილებებს ქართველები შიგნიდან, ყოველგვარ გარეგან დაძალების გარეშე ვახდენდით. ეს იყო პოლემიკის, კრიტიკის და რაც მთავარია ცვლილებების დრო. რა ხდება დღეს? დღეს ქართული საზოგადოება საკუთარ ცივილიზაციის შექმნაში ამოვარდნილია. ფასეულობებს ახვევენ ზემოდან ქვემოთ და ამ ფასეულობების მიღებაც გარეგანია, შინაგანად კვლავ ჰომოსოვეტიკოსები ვართ. ჩვენ არ მოგვწონს, რომ ჩვენ შეცვლას გვთხოვენ დაუკითხავად, ყოველგვარი დისკუსიის, გააზრების გარეშე და ამ შეცვლას ვეწინააღმდეგებით. რაც არ უნდა „არა დემოკრატიული“ იყოს ჩვენი ფასეულობები, ის ფასეულობები რომლების შეტენვაც უნდათ, უფრო არა დემოკრატიულია, მეტიც ძველი ფასეულობის დაცვა რჩება ერთადერთ ადგილად, სადაც თავისუფლება ჯერ კიდე არის. ევროპული ცივილიზაცია და საქართველო ევროპული ცივილიზაცია ძალიან ზოგადი ცნებაა და ის ბევრ სხვადასხვა ცივილიზაციას მოიცავს, თუმცა როცა ევროპულ ცივილიზაციას ვახსენებთ, ვგულისხმობთ: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, პარლამენტარიზმს და ა.შ. საინტერესოა, რომ საქართველოში „ვესტერნიზაცია“ მიმდინარეობს „ვესტერნიზაციის“ გარეშე. საწინააღმდეგო ფასეულობები ინერგება, როგორიცაა მართველისადმი და პარტიისადმი მორჩილება, პარტიული ნეპოტიზმი მთელ საზოგადოებაში, სხვისი უფლებების შელახვა და ა.შ სუფთა ქუჩები ერთი შეხედვით შეიძლება კულტურულობის ნიშანიც იყოს და ამავე დროს მონობის. თუ კი საზოგადოებაში არ არის გააზრებული თუ რაში სჭირდება ეს სუფთა ქუჩები და ამას სახელმწიფო ძალის გამოყენებით აღწევს, სწორედ ამას ვეძახი მონობას. მონობა კი რაც არ უნდა კულტურულად მოჩანდეს, თავის ბუნებით ანტიკულტურული და ანტიჰუმანურია. ჩვენ ამოვარდნილები ვართ ისტორიის პროცესიდან, ჩვენ ბედს ერთეულები ჩვენსგან დაუკითხავად წყვეტენ და ძალადობის მეშვეობით თავზე გვახვევენ. საზოგადოება უაზროდ, უსაქომოდ და რაც მთავარია ყოველგვარი აზრის გარეშე არსებობს. საზოგადოებას არ შეიძლება რამე „აზრი“ გააჩნდეს, თავისუფლების არ ქონის პირობებში. ის არ არის თავისუფალი ე.ი ის უაზროდ არსებობს და მის არსებობას მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ სხვამ იძალადოს მასზე და გარდაქმნას ის ისე, როგორადაც მას უნდა. ჩვენ „ადამიანის უფლებების“ წინააღმდეგი კი არ ვართ, არამედ ამ „ადამიანთა უფლებების“ მოტივით, ადამიანთა უფლებების შელახვის წინააღმდეგნი ვართ და ვაი და წამოგცდა, რომ ეს „ადამიანის უფლებები“ არის ნაგავი, ეგრევე რეგრესის ნაწილი ხდები, ყოველგვარი განხილვის გარეშე, შენ გახდები ცოფიანი, რომელსაც არ უნდა გაეკარონ. სიტყვების დაჭერა კი იციან, რომ უფრო მეტად დაამტიკონ, რომ ჩვენ ველურები ვართ მაშინ, როცა ჩვენ უფლებების დამრღვევებს კანონებს, რომლებიც „ევროპულად“ ითვლება, ვლანძღავთ.