Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. საბჭოთა ეპოაქაში შექმნილი ფაშიზმის შედევრები........ სომხები მოსაკლავები არიან... ოსები უნდა გავყაროთ... აფხაზები უნდა გავანადგუროთ... თათრები ამოვწყვიტოთ... კგბ-ს მიერ შექმნილი ფაშიზმი... და ამ ფაიშიზმის პროდუქტები........... თემა იხურება, ფაშისტური შინაარსის გამო......
  2. ხო - სრული სიბნელე..., ძალიან პროვინციელი ქალი იყო..
  3. ხო და მაგიტომ ჩააწვინეს მიწაში ყველა ჰიტლერისტი... ესე "მამაცურად" რომ იბრძოდნენ, მშვიდობიან მოსახლეობის წინააღმდეგ... მერე კიდე ვინც გადარჩა, ყველა მიახვრიტეს..
  4. რაც დაიპყრო, იქ კი დაიწყო გენოციდი... ეხლა წადი ითამაშე ტანკები და იოცნებე ჰიტლერის გამარჯვებებზე
  5. ცარიელი ანტიკომუნისტური პროპაგანდა. გაეცანი სტალინგრადის ბრძოლას, ვინ აღმოჩნდა ალყაში და ვინ დანებდა მერე... რაც შეეხება შედარებას, საბჭოთა არმიამ გაცილებით ნაკლები მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლა და გაცილებით მეტი სამხედრო, ვიდრე გერმანელებმა, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას განსაკუთრებულად ერჩოდნენ.. მართლა შური რომ ეძიათ წითელ არმიას, დღეს გერმანელები, როგორც ერი აღარ იარსებებდა...
  6. ჯერ ესერთი რუსეთს არა, საბჭოთა კავშირს,მეორეც ტაქტიკურად და სამხედრო-სტრატეგიულადაც, როგორც სტალინგრადზე, ისე კურსკზეც გაასაზიზღეს გერმანელები და ეს გამართლება არ იყო..
  7. მას არ უნდა ეხუმრო, მის თავზე კი კომუნისტური დროშა უნდა ფრიალებდეს, როგორც ამ სურათზეა http://a.pix.ge/j/rebzn.jpg იოცნებე
  8. FRIDRIX http://www.youtube.com/watch?v=8IGbjPqFFvA ყველა ფაშისტი მიწაში დაიმარხება, როგორც ეს სტალინგრადთან და ბერლინთან მოხდა.. კომუნიზმი უძლეველია!!!!!
  9. georgekh13 ესეგი არ იცი ნეოლიბერალური ეკონომიკა რა არის?
  10. უახლესი ისტორია სხვას გვასწავლის ნეტა ვის ვენდო? ისტორიას თუ გეორგეკჰ13-ს? ძნელი ასარჩევია ეხლა რაც შეეხება ინოვაციებს.. აქამდე ამერიკა ყიდულობდა უცხო ინტელექტს, დღეს კი გაედინება ეს ინტელექტი ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ ამაზე თავად ამერიკელები ლაპარაკობენ და ყირაზეც, რომ დადგე ამ ფაქტს ვერ უარყობ.. (პრინციპში ფაქტების უარყოფა შენსგან არც გამიკვირდება ) შვედეთმა.. უბრალოდ იმპერია არ არის და სხვებს არ ძარცავს, თორეს თავის 7 მილიონიანი მოსახლეობა ძალიან კარგათ ჰყავს სოციალურ მოდელში... კაი ამაზე უკეთესი არ არსებობს, მაგრამ ეს საუკეთესო ეხლა ისეთ კრიზისშია რომ სიციალისტური (სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში) ცდილობს მოაგვაროს პრობლემები... სულ მაინტერესებდა და მინდა გკითხიო, საერთოდ იცი რა არის ნეოლიბერალური ეკონომიკა?? და თუ იცი, ერთი-ორი სიტყვით დაწერე..
  11. ჩინეთმა უკვე მოიგონა და ამიტომ არის მისი ეკონომიკა უფრო სწრაფად მზარდი, ვიდრე ამერიკის.. ამერიკულ ეკონომიკაზე შეყვარებულ კაცთან ლაპარაკი ძნელია, როგორც ყველა იმ ადამიანთან ვინც შეყვარებულია...
  12. http://www.youtube.com/watch?v=XczXY8BQlLU&feature=feedlik რუსეთშია, რუსეთში და არა აშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ-ი
  13. 2-ჯერ ჩაუგდეს სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.. ამ დროს კი კარგად იღებენ სახელმწიფოსგან მილიონებს..
  14. ყველაფერს იქ არ იგონებენ აქედან დავიწყოთ დღევანდელი ამერიკული ეკონომიკა კრიზისშია.. რაც შეეხება ზოგადად მის ეკონომიკურ ისტორიას ის ისევე იყენებდა და იყენებს დღესაც სახელმწიფოს, ეკონომიკის ჩარევაში (სოციალისტურ მოდელს), როგორც ეს თავის დროზე რუზველტმა გააკეთა რით განსხვავდება "რუზველტის კურსი" სოციალ-დემოკრატიულ კურსისგან? თითქმის არაფრით - და სწორედ ამ მეთოდმა შეძლო ამერიკის წინსვლა.. მაგრამ უკვე რეიგანიდან 2008-წლამდე რა ეკონომიკური სისტემაც არსებობდა (ნეოლიბერალური ეკონომიკა) ეს რეალურად იყო ეკონომიკის სიკვდილი, რაც მოხდა კიდეც 2008 წელს და დღეს კვლავ რეიგანს მიადგნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ქაჩავენ - ობამას ბანკები და კორპორაციები უ-გდებენ და უგდებენ სოციალურ პროგრამებს..
  15. ზემოთ დადებულ ვიდეოებში, კარგად იყო ეს ახსნილი (ბილ გეითზეც) და მე ეხლა არ ვაპირებ იგივეს წერას.. ადექი და თუ გაინტერესებს უყურე, თუ არ გაინტერესებს რაღას მეკამათები?
  16. ლიბერალური ეკონომიკური მსოფლმხედველობის მთავარ „არგუმენტს“ საყოველთაო სოციალური კეთილდღეობის წინააღმდეგ წარმოადგენს იდეა იმის შესახებ, რომ საყოველთაო სოციალური კეთილდღეობა მოითხოვს მატერიალური სახსრების „ხელოვნურ“ გადანაწილებას სოციალურად დაუცველი ფენების სასარგებლოდ, რაც თავის მხრივ იწვევს ეკონომიკის „დამუხრუჭებას“. ეს საკმაოდ გავრცელებული ბრალდებაა და ვფიქრობ აუცილებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. პირველ რიგში, რაც ამ ბრალდების ანალიზისას თვალში მოგხვდებათ, არის ის, რომ ლიბერალი მოაზროვნეები თვიდანვე, ე.ი. საკითხის დასმისთანავე სისტემის მთავარ მიზნად ეკონომიკის ზრდას აცხადებენ. შესაბამისად - რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, ის ა-პრიორი ცუდია და პირიქით. ამ ეტაპზე ცოტა ხნით დავანებოთ თავი იმას, რამდენად მართებულია ეს ლოგიკა თუნდაც ეკონომიკური კუთხით და დავსვათ რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: - სად, ვინ და როდის შეთანხმდა იმაზე, რომ საზოგადოების უმთავრესი მიზანი სწორედ ეკონომიკის (ვთქვათ გამოშვებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების) განუხრელ ზრდა უნდა იყოს? ან რა უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის: სოციალური სამართლიანობა, თუ ერთობლივი შიდა პროდუქტის არითმეტიკული ზრდა, რაც სულაც არ არის აუცილებელი პროპორციულად აისახოს ქვეყანაში არსებული ყველა სოციალური ფენის მატერიალურ მდგომარეობაზე? უფრო მეტიც - რა მოუვა ასეთ ლოგიკაზე დაფუძნებულ სისტემას, როცა ეკონომიკა მიაღწევს ერთგვარ „ზრდის ბუნებრივ ბარიერს“, რაც ნებისმიერი ქვეყნისა და ზოგადად დედამიწის რესურსების შეზღუდულობის გამო აბსოლუტურად გარდაუვალია? ამ კითხვებზე ლიბერალების პასუხი ან საერთოდ არ აქვთ, ან მათი პასუხები ტრიალებენ ერთგვარ „ჩაკეტილ წრეზე“, როცა ეკონომიკის (იგულისხმება ეშპ) ზრდა ავტომატურად(?) გამოიწვევს ყველა პრობლემის მოგვარებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და ა.შ. მაგრამ როდის, ვინ და სად დაამტკიცა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თავისთავად ნიშნავს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას - ამას არავინ გვიხსნის. უფრო მეტიც - ცნობილია, რომ ეშპ, გადაანგარიშებული თუნდაც თითოეულ მოქალაქეზე (GDP Per Capita) საერთოდ არაფერს გვეუბნება მოცემული საზოგადოების სოციალური მდგომარეობის შესახებ. ეს იმიტომ, რომ ამ გაანგარიშების დროს ქვეყანაში შექმნილი მთლიანი მატერიალური სიმდიდრე (პროდუქცია პლუს მომსახურება) უბრალოდ იყოფა ამავე პერიოდში ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობაზე და დგება ერთგვარი „საშუალო არითმეტიკული“ თითოეული ინდივიდისთვის. მაგრამ ასეთ საშუალო არითმეტიკულს აზრი ექნებოდა მხოლოდ მაშინ, საზოგადოებაში არსებული სიმდიდრე მართლაც თანაბრად რომ ნაწილდებოდეს თითოეულ ინდივიდზე. სინამდვილეში, როგორც ვიცით ამგვარი გადანაწილება არც ერთ საზოგადოებაში არ ხდება (ხოლო ლიბერტარიანული სისტემა ყველაზე შორს დგას ასეთი თეორიული მოდელისგან). ილუსტრაციისთვის წარმოვიდგინოთ ორი საზოგადოება (ქვეყანა), სადაც პირველში მატერიალური დოვლათი ნაწილდება თითქმის თანაბრად, ხოლო მეორეში - ძალზე არათანაბრად. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ორივე ზემოხსენებული საზოგადოება თანაბარი რაოდენობის მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. რას გვეუბნება ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა? ეს სტატისტიკა გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყნებმა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში თანაბარი რაოდენობის მატერიალური დოვლათი შექმნეს. მაგრამ ამავე დროს იგი არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში როგორი სოციალური სისტემაა ჩამოყალიბებული. ეშპ ერთი და იგივე ზომის პირობებში, ერთი ქვეყანა შეიძლება იდგეს სოციალური კატასტროფის პირას, ხოლო მეორე საყოველთაო სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობას უახლოვდებოდეს. უფრო მეტიც - საზოგადოებამ შეიძლება ნაკლები ეშპ მოცულობის პირობებშიც კი გაუსწროს ფორმალურად უფრო მდიდარ ქვეყანას, თუ მას უფრო სამართლიანი გადანაწილების პრინციპები ექნება შემუშავებული. ამის მაგალითს ადვილად მოვნახავთ თუნდაც დღევანდელ მსოფლიოში. ცნობილია, რომ, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მდიდარი ქვეყანაა (თუნდაც ეშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით), ვიდრე ვთქვათ შვედეთი ან ისლანდია. ეს ნიშნავს, რომ ფორმალურად, აშშ ერთ სულ მოსახლეზე ქმნის მეტ სიმდიდრეს, ვიდრე ზემოაღნიშნული ქვეყნები, მაგრამ ამის მიუხედავად, არავის მოუვა აზრად ამტკიცოს, რომ ამერიკის თითოეული მოქალაქე უფრო დაცულია სოციალური კუთხით, ვიდრე შვედეთის, დანიის ან ისლანდიის. მიზეზი მარტივია - ქვეყანაში შექმნილი სიმდიდრე თითოეულ საზოგადოებაში ნაწილდება არა საშუალო არითმეტიკულის, არამედ სოციალური პოლიტიკის მიხედვით. ერთი სიტყვით, ჩვენ დავინახეთ, რომ წარმოების ზრდა თავისთავად არ შეიძლება იყოს „პანაცეა“. იმის გარდა, რომ ეს მეთოდი ადრე თუ გვიან აუცილებლად “შეეჯახება“ ბუნებრივ ზღვრებს (რაც არაერთხელ უკვე მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში) იგი მინიშნების სახითაც კი არ შეიცავს თავის თავში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პარადოქსია, მაგრამ ხანდახან პირიქითაც კი შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ზუსტად მაშინ, როცა წარმოების ზრდა თვითმიზნად არის გამოცხადებული. ასეთ შემთხვევაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს შრომის კოდექსი და სხვა რეგულაციები „მოარგოს“ ინვესტორის (ანუ დამსაქმებლის) ინტერესებს. ეს ბუნებრივიცაა - ინვესტიცია მიედინება იქ, სადაც წარმოების დანახარჯები (მათ შორის სახელფასო დანახარჯები) ყველაზე მცირეა. მაგრამ რა კავშირი აქვს ეკონომიკის ამგვარ „გამოცოცხლებას“ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან? მხოლოდ ის, რომ ამგვარი პოლიტიკით ყალიბდება ე.წ. „დამსაქმებლის ეკონომიკა“, სადაც ეკონომიკის მთავარ კანონს წარმოადგენს „მუშაობა ნებისმიერ ხელფასზე“. რეალურად სწორედ ეს სისტემა ინერგება დღეს საქართველოში. სინამდვილეში სოციალური სოლიდარობა რა თქმა უნდა არავითარ „მუხრუჭს“არ წარმოადგენს თუნდაც ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის. პირიქით - მსოფლიოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისები ყველაზე მწვავე ფორმებს სწორედ ლიბერტარიანიზმის პრინციპებზე დამყარებულ ეკონომიკურ სისტემებში იღებენ. ეს მაშინ, როცა სოციალური სოლიდარობის რაღაც ფორმით შემცველი სისტემები ყოველთვის ყველაზე „უკრიზისო“ ეკონომიკურ მოდელებად ითვლებოდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მთელი რიტორიკა სოციალური სოლიდარობის პირობებში ინდივითა მხრიდან „ეკონომიკური საქმიანობის მოტივაციის დაკარგვის“ შესახებ სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ზემოხსენებული „დამსაქმებლის ეკონომიკის“ გამართლება და გამყარება. მაგრამ სად მიგვიყვანს ეკონომიკის მექანიკურ ზრდაზე (ანუ სინამდვილეში იგივე „დამსაქმებლის ეკონოკიკაზე“) ამგვარი აქცენტის გაკეთება? ბუნებრივია, რომ ეს მიდგომა ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს მოსახლეობის მასობრივ ლუმპენიზაციამდე. მუშაობა ნებისმიერ ხელფასად მხოლოდ იმიტომ, რომ „სახლში ჯდომით ამ ცოტასაც არავინ გაძლევს“ არის ყველაზე საშიში და ამორალური ტრიუკი, რაც თანამედროვე ლიბერალიზმმა გამოიმუშავა ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად. საშიშია პირველ რიგში იმიტომ, რომ კლასიკური ლოგიკით მას მართლაც „ვერაფერს მოუხერხებ“ - ლოგიკა მართლაც გვეუბნება, რომ ჯობია გქონდეს ცოტა, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს. ასევე სიმართლეა ისიც, რომ „სახლში ჯდომით“ ამ ცოტასაც არავინ გაძლევს მაგრამ... მაგრამ ეს „ლოგიკა“ მართებულია მართლაც ნებისმიერი ანაზღაურების შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს „ხელფასი“ ყოფნის მგზავრობის ხარჯების დასაფარად და ამის შემდეგაც კიდევ „რაღაც“ რჩება (არა აქვს მნიშვნელობა ამ „რაღაცის“ რაოდენობას - თუნდაც 10 ლარი) ზემოხსენებული ლოგიკით მუშაობა უკვე „ღირს“. ღირს, რადგან „სახლში ჯდომით ამ 10 ლარსაც არავინ გაძლევს“. მგონი აქ ყველაფერი გასაგებია. ამგვარ ლოგიკაზე დაფუძნებული სისტემა არა მარტო ვერ გააუმჯობესებს სოციალურ ფონს, არამედ ეტაპობრივად გაანადგურებს ყველა იმ მიღწევას, რასაც სოციალურ ასპექტში უკვე მიაღწია კაცობრიობამ. აი სინამდვილეში სად მივყავართ ანტიმეცნიერული „აგრუმენტებს“ სოციალური სოლიდარობის წინააღდეგ. ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ის, რასაც საქართველოში დღეს ვაკვირდებით, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. http://european.ge/?id=200
  17. analgin ერთი ნაკლი აქვს შენს "ზღაპარს". ადამიანები რატომ იქცევიან, ცხოველებზე უჭკუოდ, იქნებ სულაც არ არიან ისინი ადამიანები, უბრალოდ ჰგონიათ, რომ ადამიანები არიან..
  18. georgekh13 მაპატიე და ყოველ კამათზე ვრწმუნდები რომ აზრზე არ ხარ, როგორც იდეოლოგიების, ისე ელემენტარულ პოლიტოლოგიის..
  19. "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო" შეხედულებები გარკვეულწილად დაუპირისპირდა ადრე არსებულ კონცეფციებს, რომელთა თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა. იყო პერიოდი, როდესაც ეკონომიკა მთლიანად კერძო ინიციატივაზე იყო დაფუძნებული და სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში სოციალურ ბოროტებად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფად აღიქმებოდა. მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კვალობაზე სახელმწიფომ თანდათან აქტიურად იწყო ჩარევა ეკონომიკაში და თვითონ გახდა მსხვილი სამეურნეო სუბიექტი. იგი ზემოქმედებს კერძო სექტორზე გადასახადების, ინვესტიციების, სახელმწიფო შეკვეთების, საკრედიტო პოლიტიკის რეგულირებისა და კონტროლის სხვა საშუალებებით. იგი ატარებს სოციალური მომსახურების პოლიტიკას, რაც გულისხმობს სოციალურ უზრუნველყოფას, სოციალურ დაზღვევას, დახმარებებს ავადმყოფობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის შემთხვევაში, ზრუნავს ბავშვებზე, ჯანდაცვაზე, აბანდებს სახსრებს მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში და ა. შ. სახელმწიფო ახორციელებს მსხვილ პროგრამებს სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ასეთი პოლიტიკის შედეგად არაერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში იქნა მიღწეული ცხოვრების მაღალი დონე, რაც იქცა კიდეც „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის ბაზად. დ. კეისი თავის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936) ასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობას. ამ თეორიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება საშუალებას იძლეოდა, გადაელახათ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რაც დამახასიათებელი იყო კაპიტალიზმის განვითარების წინა ეტაპისათვის, როდესაც ინდივიდუალური კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის ბატონობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პოლარიზაციას იწვევდა. შერეული ეკონომიკის შექმნა, სახელმწიფოს აქტიური მარეგულირებელი როლი და სოციალური მომსახურების პოლიტიკა ხელს უწყობს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნასა და განვითარებას. მათი აზრით, თანამედროვე მაღალგანვითარებული სახელმწიფო მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების გამომხატველად გადაიქცა. კერძოდ, ბოლდუინგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ახლა მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; პიგუს აზრით, ასეთი სახელმწიფო მთელი ხალხის სახელმწიფოა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და სამართლიანობის იდეების რეალიზაციის საშუალებაა; მუნდის მიხედვით, „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ძირითადი იდეა მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება, თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კეთილდღეობაში, მაშინაც კი, როდესაც არა აქვს აუცილებელი წყაროები ამის უზრუნველსაყოფად. ასეთი სახელმწიფოს მიზანი არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის განსაზღვრული დონის მიღწევა, მთელი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი მინიმუმის მიღწევა.
  20. georgekh13 ხო და იქნებ, შენ ან სატურმა მიპასუხოთ კეთილდღეობის სახელმწიფო ვისი პროექტია?
×
×
  • შექმენი...