Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. Siknadmo მე საერთოდ არ ვმსჯელობ, იმაზე თუ რა არის დღეს და ბოლო 200 წლის განმავლობაში (რაც რუსეთმა დაგვიპყრო), ვიცი რომ რუსეთმა ჩვენი ეკლესია და რელიგიური რწამსი აშკარად შეცვალა.. ასე რომ უადგილოა ამაზე საუბარი რას ჰქვია არაფერს ცვლის? საპატრიარქოს მონოფიზიტი გაძლევს თუ დიოფიზიტი, როგორ არ ცვლის არაფერს ეს? არც დვინის საეკლესიო კრება არ ცვლის? საიდან ასკვნით, რომ ქართველები 7-ე საუკუნემდე დიოფიზიტები იყვნენ? რა წყაროთი? ეხლა გიორგი მთაწმიდნელის 11-ე საუკუნის მოღვაწის სიტყვები არ მომიყვანო - რომლის მიხედვითაც ქართველები ყოველთვის მართლმადიდებლები ვიყავითო.. არის მარტივად საქმე: 1) 506 წლის დვინის საეკლესიო კრება 2) ავტოკეფალიას გაძლევს ანტიოქიის საპატრიარქო - რომლის პატრიარქიც პეტრე ანტიოქიელია - მონოფიზიტია 3) სომხეთის პატრიარქისა და შაჰის წერილები, რომლითაც ჩანს რომ ქართველები მონოფიზიტები იყვნენ..
  2. Siknadmo არასწორედ მსჯელობ და სიტყვა მართლმადიდებლობა ამოიღე ამ დაპირისპირებიდან, ზემოთა პოსტში დავწერე და დავასაბუთე კიდევაც, რომ როგორ მონოფიზიტები, მიაფიზიტები, ნესტორიანელები და ასევე თქვენ ქალკედონელები საკუთარ თავს მართლმადიდებლებს ეძახდით (დღესაც კი სომხები საკუთარ ეკლესიას ძველ აღოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაკუთვნებენ, ეს ის მართლმადიდებლობა არ არის რაც ქალკედონელებს გგონიათ) რაც შეეხება ერთობას, სანამ ქალკედონის საეკლესიო კრება (451 წ) ჩატარდა, არ არსებობდა ესეთი მკაცრი დოგმატური დაპირისპირება, შესაბამისად ვინ იყვნენ და რას აღიარებდნენ, ეს სხვა თემაა... ეხლა ავიღოთ საქართველო. საქართველო ავტოკეფალიის მინიჭებამდე. ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესია მაშინ ანტიოქიის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედიოდა. ისიც ფაქტია რომ როდესაც კონსტანტინოპოლში ჩავიდა ვახტანგის ელჩობა, რათა ავტოკეფალია მიენიჭებინათ, მათ თქვეს რომ ეს ანტიოქიის პატრიატქთან უნდა განეხილათ. ხოლო ანტიოქიის პატრიარქი - პეტრე ანტიოქიელი - http://en.wikipedia.org/wiki/Peter_the_Fuller - რომელმაც ჩვენ ავტოკეფალია მოგვანიჭა, მართლაც მხილებულია მონოფიზიტურ "ერესში". აქედან გამომდინარე, მონოფიზიტურმა ეკლეხსიამ ჩვენ ავტოკეფალია მოგვანიჭა, რას იმის მტკიცებულებაა რომ მონოფიზიტობა ჭარბობდა საქართველოში, ამას ისიც დაუმატე რომ საქართველო სპარსეთის ვასალი იყო, იმ სპასეთის, რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს..
  3. რელიგიის და პოლიტიკის გადაკვეთის დროს, ყველანაირი ანომალიებს ადგილი რატომ აქვს ხოლმე, მაინც ვერ ვხვდები 10 წელი თუ მეტი არა, მესმის ეკლესიას ებრძვიანო, მაგრამ ამ ათი წლის მანძილზე ისე გაიზარდა საპატრიარქოს ბიუჯეტი, რომ არ შეგეპაროს ამ ბრძოლაზე ეჭვი, არ შეიძლება
  4. Ostap Siknadmo Saturn ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ. რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო... აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო... ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო... აგრეთვე, ქართლის პირველი კათოლიკოსი ხელდასმული იქნა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ცნობილია, რო ამ დროს ანტიოქია მონოფიზიტობის ბუდე იყო.. შესაბამისად, ანტიოქიაში, მიქაელის საპირისპირო რწმენის, კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი იქნა ხელდასმულიო... აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება. განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო. როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე. 607 წლამდე შუშანიკის სახელობის სამარტვილეში წირვა ქართულ-სომხურ ენებზე ყოფილა. ასურელი მამაბი საქართველოსი (ივ.ჯავახიშვილისა და ბროსეს აზრით) სწორედ მონოფიზიტობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულები... ცნობილი ქართველი, მაიუმის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში მურვანოსი, სასულიერო სახელი პეტრე იბერი, ფსევდონიმი დიონისე არიოპაგელი, მონოფიზიტი ყოფილა. "დანამდვილებით მტკიცდება, რომ მონოფიზიტები ქართველთა შორისაც ყოფილან, მეტის თქმაც შეიძლება, — ზოგს მათგანს ამ მოძღვრების გაძლიერებასა და განმტკიცებაში მხურვალე მონაწილეობაც კი მიუღია. ცნობილია, რომ მონოფიზიტობის ერთ ბურჯთაგანად და სახელგანთქმულ მოღვაწედ სწორედ პეტრე იბერი იყო, ქართველი უფლისწული, რომელიც 412 წ. დაიბადა და 488 წ. გარდაიცვალა, ორმოცდაათიანი წლებიდან, ვითარცა პალესტინის სამაგალითო მოღვაწე, ქ. მაჲუმის ეპისკოპოზად იქმნა დადგენილი. მისივე მოწაფის ზაქარია ქართველისავე მიერ ასურულად დაწერილი მისი ცხოვრება კარგად გვისურათებს იმ დიდ ავტორიტეტსა და განუსაზღვრელ პატივისცემას, რომელიც მას თვით მოწინააღმდეგეთა წრეებშიაც კი მოხვეჭილი ჰქონია. ვახტანგ გორგასალი თურმე უბრალო ეპისკოპოზს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი ყოფილა საქართველოში. ცხადია, ამავე მოძღვრების მიმდევარნი იქნებოდნენ მიქაელის თანამოაზრე ეპისკოპოზები, რომელთა მაგივრადაც ახლები უნდა ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკიდონიანნი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს დასკვნა აღმოსავლეთში მაშინდელ მდგომარეობასაც კარგად ეგუება, რადგან, როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღმოსავლეთი უფრო მონოფიზიტობას მიემხრო. ამასთანავე ეს საშუალებასაც გვაძლევს გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოხდა, რომ 506 წ. ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარმა მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ სარწმუნოებად აღიარა, ქალკიდონიანობა კი უარჰყო. ეს მიქაელ მთავარეპისკოპოზისაგან ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ წამოყენებული გამაზდეიანების ბრალდების საფუძვლის გაგებასაც იმ მხრივ გვიადვილებს, რომ სპარსეთის მთავრობა მონოფიზიტობას მფარველობას უწევდა, ქალკიდონიანობისა კი წინააღმდეგი იყო. *XXIV 412 წ. დაბადებული და 488 წ. გარდაცვლილი ქართველი უფლისწული და ვახტანგ გორგასლის თანამოგვარე და ნათესავი, V ს. ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული, განთქმული საეკლესიო მოღვაწე და მაჲუმის ეპისკოპოზი პეტრე იბერი ანუ ქართველი, მონოფიზიტობის მომხრე და ერთი საუკეთესო ბურჯთაგანი იყო, რომ 506 წ. ქართულმა ეკლესიამ გაბრიელ კათალიკოსის მეთაურობით ალბანურ და სომხურ ეკლესიებთან ერთად გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ აღსარებად გამოაცხადა, მაშინ ჩვენთვის თითქმის უეჭველი შეიქმნება, რომ ბრძოლა, ალბათ, მონოფიზიტობისა და ქალკიდონიანობის გამო ყოფილიყო გაჩაღებული." ივ.ჯავახიშვილი მე პირადად არ ვიცი, თუ რატომ ეძახიან ქართველები სომხების უმრავლესობის რელიგიას 'გრეგორიანულს'. რაც არ უნდა საკვირველი იყოს ზოგიერთისთვის, ინგლისურ ენაზე მაგ რელიგიას ჰქვია 'Oriental Orthodoxy', რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც 'ორიენტული მართლმადიდებლობა' ან 'შუა აღმოსავლური მართლმადიდებლობა'. მართლმადიდებლობის იმ მიმდინარეობას, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ჰქვია 'Eastern Orthodoxy', ანუ 'აღმოსავლური მართლმადიდებლობა'. ასევე, რაც არ უნდა საკვირველი იყოს ზოგიერთისთვის, 'აღმოსავლური მართლმადიდებლობა' და 'კათოლიციზმი' უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან, ვიდრე 'ორიენტული მართლმადიდებლობა' და 'კათოლიციზმი'. 'ორიენტული მართლმადიდებლობის' წარმომადგენლები სცნობენ და აღიარებენ მხოლოდ პირველ სამ ეკუმენურ საბჭოს - http://en.wikipedia.org/wiki/Ecumenical_Councils - ამის შემდეგ, 451 წელს, მოხდა ქალკედონური სქიზმა - http://en.wikipedia.org/wiki/Council_of_Chalcedon - რისი მიზეზიც შემდეგი იყო - The schism between Oriental Orthodoxy and what would become the Roman Catholic and Eastern Orthodox churches occurred in the 5th century. The separation resulted in part from the refusal of Pope Dioscorus, the patriarch of Alexandria, to accept the Christological dogmas promulgated by the Council of Chalcedon, which held that Jesus has two natures — one divine and one human. This was not because the council stated that Christ has two natures, but because the council's presiders refused to confess that the two natures are inseparable and united. Pope Dioscorus would accept only "of or from two natures" but not "in two natures." To the hierarchs who would lead the Oriental Orthodox, this was tantamount to accepting Nestorian-flavored terminology, according their definition of Christology, which was founded in the Alexandrine School of Theology that advocated a formula that stressed unity of the Incarnation over all other considerations. The Oriental Orthodox churches were therefore often called Monophysite churches, although they reject this label, which is associated with Eutychian Monophysitism, preferring the term "non-Chalcedonian" or "Miaphysite" churches. Oriental Orthodox Churches reject the heretical Monophysite teachings of Eutyches, the heretical teachings of Nestorius and the Dyophysite definition of the Council of Chalcedon. Christology, although important, was not the only reason for the refusal of the Council of Chalcedon - political, ecclesiastical and imperial issues were hotly debated. http://en.wikipedia.org/wiki/Oriental_Orthodoxy გახლეჩვის შედეგად ჩამოყალიბდა ორი ქრისტიანული მიმართულება - 'ორიენტული მართლმადიდებლობა' და ე.წ. 'ქალკედონური ქრისტიანობა'. ქალკედონურმა ქრისტიანებმა კიდევ ჩაატარეს ოთხი ეკუმენური საბჭო - ანუ, აღმოსავლური მართლმადიდებლობა სცნობს პირველ შვიდ ეკუმენურ საბჭოს. თავის მხრივ, 1054 წელს ე.წ. დიდი სქიზმის - http://en.wikipedia.org/wiki/East-West_Schism - შედეგად ქალკედონური ქრისტიანობა ოფიციალურად გაიხლიჩა ორ - აღმოსავლურ ანუ ბერძნულ შტოდ, ე.ი. აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიად - http://en.wikipedia.org/wiki/Eastern_Orthodoxy - და დასავლურ ანუ ლათინურ შტოდ, ე.ი. რომაულ კათოლიკურ ეკლესიად - http://en.wikipedia.org/wiki/Roman_Catholic_Church არ არის სწორი ტერმინი - ორიენტული მართლმადიდებლებისთვის მონოფიზიტების წოდება არამართებულია - ორიენტული მართლმადიდებლები არიან მიაფიზიტები და არა - მონოფიზიტები. http://en.wikipedia.org/wiki/Miaphysite მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური მართლმადიდებელი და კათოლიკური ქრისტიანობის წარმომადგენლები ორიენტულ მართლმადიდებლებს მონოფიზიტურ ერესს აბრალებენ, ხოლო, საპასუხოდ, ორიენტული მართლმადიდებელი ქრისტიანობის წარმომადგენლები აღმოსავლურ მართლმადიდებლებს და კათოლიკეებს ნესტორიანულ ერესში სდებენ ბრალს, სინამდვილეში, ჰიპოსტაზური თვალსაზრისით, ქალკედონურ და არაქალკედონურ ქრისტიანობებს შორის არ არსებობს რაიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ქრისტოლოგიური განსხვავება. ეს იმიტომ დამჭირდა, რომ მეთქვა განსხვავება, რომ მართლმადიდებლობა არ ნიშნავს, ყოველთვის იმ მართლმადიდებლობას, რომელიც დღეს გვაქვს რაც შეეხება საქართველოს. მონოფიზიტობის ბუდემ, ანტიოქიამ "სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებული ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: ”ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა.....” ანუ, მონოფიზიტობის ბუდემ გვიკურთხა კათოლიკოსი აღსანიშნავია, რომ კჳრიონ კათალიკოსი ამ კრების შესახებ თავის მესამე საპასუხო ეპისტოლეში სდუმს. ის გარემოება, რომ ქართლისა კათალიკოსი ამ ცნობის სისწორე არ უარჰყოფდა, იმის მომასწავებელი უნდა იყოს, რომ ამ კრების ამბავი მასაც უნდა სცოდნოდა და უარყოფა არ შეეძლო. ამგვარად ირკვევა, რომ VI ს. დამდეგს აღმოს. საქართველო, სომხეთი, ალბანეთი და სივნიეთი გადაჭრით მონოფიზიტობის მომხრე ყოფილა. შესაძლებელია და საფიქრებელიც, რომ საქართველოში ამას ყველა არ იზიარებდა, მაგრამ 24 ეპისკოპოზის თანხმობა ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესიის უდიდესი უმრავლესობა მონოფიზიტობის მოზიარე ყოფილა. ყველა ზემომოყვანილი უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მონოფიზიტო ბა არამცთუ საქართველოში გავრცელებული იყო, არამედ რომ ნესტორიანობასთან შედარებით ის გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობის მქონებელი ყოფილა. როგორც ეტყობა, ქართულ ეკლესიაში ერთ ხანს გაბატონებული ყოფილა, ვითარცა ქრისტიანობის ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება. შემდეგში სხვა საკითხების განხილვის დროს ეს გარემოება უფრო ცხადი შეიქმნება და მაშინ მონოფიზიტობის მნიშვნელობის სიძლიერეც საქართველოს წარსულისათვის უკეთესად გამოირკვევა. 608 წლის საეკლესიო განხეთქილების დროს: უთანხმოება ქართველთა და სომეხთა ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის მოსე ცურტაველი ეპისკოპოზის წყალობით ატყდა, რომელიც საქართველოდან მოულოდნელად სომხეთში გაიქცა, სომხეთში მისვლისთანავე მოსე ცურტაველმა სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანესს (602/3 — 605/6 წ.1077) მიმართა წერილობით და შესჩივლა, რომ ქალკიდონიანობის წინააღმდეგობისათვის ის საქართველოდან გამოდევნეს1078. მისი სიტყვით, როდესაც იგი დარწმუნდა, რომ ქართული ეკლესია და სამწყსო საბოლოოდ ქალკიდონიანობას მიემხრო, მაშინვე ქართლისა კათალიკოსის კჳრიონისა, მთავრებისა და ერის წინააღმდეგ გაულაშქრია და ხმა აუმაღლებია1079. მოსე ცურტაველის ასეთ მოქმედებას, მისივე სიტყვით, მისდამი ყველგან მტრული გრძნობა აღუძრავს ისე, რომ ბოლოს და ბოლოს გამოძევებულ ვიქმენიო. ასე მოგვითხრობს საქმის გარემოებას მოსე ცურტაველი.
  5. არც ბილგეითსი? ნუ რადან იცი რა არის რეალობა, მაშინ ჰოოოოოოოოოოოოოოოო
  6. Siknadmo დევნაში რას გულისხმობ? თუ იმას, რომ მუსულმანებს უფრო ნაკლები გადასახადები და მეტი პრივილეგიები ჰქონდათ სპარსეთის სამეფო კარზე და ელიტაში, მაშინ ჰოო, იდევნებოდა.. მაგრამ თუ იმას გულისხმობ, რომ ქრისტიანობას (და მართლმადიდებლები ვიყავით თუ არა, ეს კიდე საკითხავია რუსეთის ოკუპაციამდე) დევნიდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას რომ ემოღვაწევათ და რომ ქრისტიანობის გამო კლავდნენ, ან სიცოცხლისთვის სახიფათო იყო ქრისტიანობა (გამონაკლის შემთხვევების გარდა), რა თქმა აუნდა ესე არ იყო.. დავიწყოთ იქიდან, რომ სამცხეში მოსახლეობის ერთი ნაწილი კათოლიკე იყო, ხოლო მეორე მუსულმანი. მეორეც აჭარლებმა ქართველობის იდენტიფიკაცია არა თუ არ დაკარგეს, არამედ მუსულმან ქართველების - ქართველობა, გამოჩნდა 1919-1921 წლებში, როდესაც აჭარელმა მუსულმანებმა გადაწყვიტეს საქართველოში დარჩენა, ვიდრე თურქეთთან შეერთება. ეს ერთი მაგალითი ნათლად ამტკიცებს იმას, რომ რელიგიის იდენტობასთან გაიგივე საქართველოს შემთხვევაში არასწორია.. არა არსით (არსით ისეთივე მონარქიული იყო), განსხვავება იყო მიწის მფლობელობაში და ბიუროკრატიულ აპარატში. და სწორედ მიწის ფლობის წესი იყო, რომელსაც ვერ ეგუებოდნენ ქართველი თავადაზნაურობა და რომელიც ბადებდა მუდმივ აჯანყებულობის სიტუაციას საქართველოში. რანაირად როდესაც უამრავი მეფე, ეკლესია თავად კათოლიკური იყო და ეს ჩანს უცხოურ წყაროებიდან. (რუსუდანის წერილებიდან პაპთან და ა.შ) აი მაგალითად: 1220 წ ფრანგებისაგან დამიეტის აღების შემდგომ ქართველებმა დასაველღის ჯვაროსნებს წიგნი მოსწერეს, შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად და დაიფიცეს, რომ ომით აეღოთ ერთი დიდი და შესანიშნავი პალესტინის ქალაქი, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ ფრანგებს თურქთა დამარცებასა და წმინდა ადგილების აღებაში. ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ „viri catholici” ამას თავი დავანებოთ და რა წყაროს იყენებთ, თქვენი არგუმენტის დასამტკიცებლად. ეს არის სტერეოტიპი, რომელიც წყაროებით არანაირად არ არის გაჯერებული. 19-ე საუკუნამდელ წყაროებში მითხარი სად გვხვდება მსგავსი სტერეოტიპები?
  7. საღოლ.... მეც ამ აზრის ვიყავი.. ისე როგორც მემარცხენა არ ვენდობი მსხვილ ბიზნესმენებს
  8. მე სხვები არ ვიცი რას გააკეთებენ, მაგრამ ნაცები რომ დახვდებიან რუსებს და აქეიფებენ (როგორც წინათ) ეს კი ზუსტად ვიცი
  9. Ostap როსტომ-ხანის, როცა უშუალოდ მაჰმადიანი ხანები მართავდნენ საქართველოს, მაშინაც კი ეკლესიას არავინ აუკრძალა მოღვაწეობა... თქვენ თუ იმ დაპირისპირებას, რაც იყო სპარსეთსა და ქართლ-კახეთს შორის, ხელდავთ ქრისტიანობისა და მუსულმანობის დაპირისპირებაში, ძალიან შეცდარხართ.. ეს დაპირისპირება სულ სხვა სახეს ატარებდა. არც ერთი შაჰო აქ რელიგიური მოტივებით და ქრისტიანობის განადგურებით არ შემოსულა... ტიპმა მთელი თბილისი გადაწვა და სიონი რომ გადაწვა, ზნაჩით რელიგიურ მოტივებით შემოვიდა? ჩვეულებრივი დამსჯელი ლაშქრობა იყო და არა რელიგიური დაპირისპირება
  10. ნუ ციფრებზე რომ არ ვიდაოთ (არა და ამაზე დავა შესაძლებელია), გადასახლებებს და კოლონიზაციას ადგილი ჰქონდა. მაგრამ რატომ უნდა ვუმადლოდეთ ამ პერიოდში ჩვენს "ვერ კოლონიზაციას" ეკლესიას, აი ეს არ მესმის. ქართულ მხედრობას და იმათ ვინც რეალურად უწევდა წინააღმდეგობას (და არა ლოცვით) და ვინც რეალურად შეაჩერა კოლონიზაცია (შაჰ აბასის დროს ვამბობ) 1660 წლის აჯანყებებს, აი სწორედ მათ აჯანყებულებს და არა რელიგიას, უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი გამარჯვება და კოლონიზაციის შეჩერება..\ დღეს კი პირიქით, წარმოჩენლია თითქოს რომ არა ლოცვა და ეკლესია, ქართველები თურმე ვერ გადარჩებოდნენ
  11. იმიტომ რომ ეკიდა... და შესაბამისად, არავინ არ ებრძოდა ქრისტიანობას საქართველოში - და შესაბამისად არც იდენტობის განადგურების საფრთხე არ არსებობდა ეს "გადარჩენის" თემა რუსების მიერ არის მოგონილი - ჯერ თითქოს რუსებმა გადაგვარჩინეს და აქამდე კი მართლმადიდებლობამ (რომლებიც ან ვიყავით, ან არა) შესბამისად მცდარია ის აზრი, რომ მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინა.. ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი არ აქვს.. ხო და დასკვნა: იმას ხედავ რაც გინდა რომ დაინახო ;)
  12. მთელ კახეთს ისე უტირა დედა შაჰ აბასმა, რეალური წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ეკლესიებს ვერ დაანგრევდა, ვერ ამოჟუჟავდა მღვდლებს და ა.შ (ისე იყო ფაქტი ბერების ამოჟუჟვის, მაგრამ მასობრივად ეს არ განხორციელებულა) სახელმწიფო რელიგიად რას ნიშნავს? მითუმეტეს შუა საუკუნეებში? უამრავმა ქართველმა მიიღო გრიგონიალობა უამრავმა ქართველმა მიიღო მუსულმანობა უმარავი ქართველი იყო კათოლიკე (მაგალითად გიორგი XI - 1687 წლის 29 აპრილით დათარიღებულ წერილში თავისი და თავისი შვილის ბაგრატის სახელით ერთგულებას უცხადებს რომის პაპს ინოკენტ XI-ს, აცხადებს თავს კათოლიკედ და პაპს სთხოვს, რომ ბრძანება გასცეს საქართველოს მხედრობისთვის. პაპის საპასუხო წერილებიდან სჩანს, რომ იგი მას კათოლიკე მეფეთა სიაში მოიხსენებს), ესევეა სვიმონ I და სხვებიც... რელიგიური პოლიტიკა საქართველოში ორი რამით გამოიხატებოდა: 1) არ აეკრძალათ ქართველებს მუსულმანობის გავცელებეა და 2) გადასახადები მუსულმანებისთვის უფრო მცირე იყო ხოლო ის თითქოს, თავგადადებულად მართლმადიდებლობის შენარჩუნებისთვის მიმდინარეობდა ბრძლა, არის პროპაგანდა და სხვა არაფერი..
  13. ვინ გითხრა, რომ ისლამის მიღების გამო გვაოხრებდნენ? მითუმეტეს შაჰები? სპარსელთა მმართველობის დროს, ისი არა მარტო არ კრძალავდნენ ქრისტიანობას, არამედ თავისუფლად შეეძლო ქრისტიანებს ტაძრებში რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რაც შეეხება მეფეების გამუსულმანებას, ეს სხვა საკითხია და პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა.. შაჰ აბასის დროს, დაჟე ეკლესიები ფუნქციონირებდა სპარსულ ოკუპაციის პირობებშიც..
  14. როცა ქართველობა და მართლმადიდებლობა იგივე ცნებები იყო, მაშინ ერი არ არსებობდა (ანუ შუა საუკუნეებში) დღეს შემორჩა მხოლოდ სტერეოტიპები..
  15. ხალხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იხეირებს თუ კი ეს ორი "ურჩხული" ერთმანეთს ისე დააბალანსებს, რომ სხვებს მიეცეთ ამ ბალანსის შემთხვევაში არსებობა დღეს მარტო ერთი ურჩხულის არსებობამ გამოიწვია ის, რომ ყველანაირ ახალს, განსხვავებულს ჩანასახშივე კლავენ
  16. http://www.youtube.com/watch?v=Dq_lRuHRYP0&feature=related ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა მიშისტებისთვის ამ გვერდში დაპოსტვა, სასტიკად აკრძალულია!
  17. როცა რუსეთი დასუსტება ეს ხელისუფლებაც დასუსტდება, რადგან ხელისუფლება რუსეთზე დგას ხოლო როცა ორივენი დასუსტებულნი იქნებიან, მაშინ შევძლებთ ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ესეთი ხელისუფლებით არა მარტო ვერ დავიბრუნებთ, არამედ კიდე უფრო მეტ ტერიტორიას დავკარგავთ (ფაქტებიც სახეზეა, კოდორი, ახალგორი და სხვა ქართული სოფლები, რომლებიც დღეს რუსთა ხელშია) ;) ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო
  18. და სეპარატისტებს თქვენ დასჯით? ვნახეთ ერთხელ თქვენი დასჯილი სეპარატისტები, 2008 წელს...
  19. ძალიან საინტერესო მინი-სერიალია (5 სერია) ყურებისას არ მოიწყენთ, სცენა არ არის ისეთი, რომელიც მოგაწყენთ სიუჟეტი ესეთია, ანტაქტიდაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გამოულევი ენერგია, მაგრამ მათი წყალქვეშა ნავი ჩაიძირება. ამ ენერგიის მოსაპოვებლად ჩალიჩობენ ბევრი ძალა, მათ შორის ნავთობკომპანიები და ცდილობენ გაანადგურონ იგი.. ამ პირველ ჩაძირულ წყალქვეშა ნავის, მოსაძებნად გაემგზავრება მეორე წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც მეცნიერებები არიან (მათ შორის, ერთ-ერთი არის წინა გემში დაღუპულ მეცნიერის ქმარი) და იქ ამბავი დაიწყებაააააა........... აქ შეგიძლიათ ონლაინში უყუროთ http://adibudi.com/allfilms/serial/14585--the-deep-2010 ავოეზეც გდია, მაგრამ მეხუთე სერია არ დაუდიათ ჯერ http://avoe.ge/movies/one.php?mid=15085
×
×
  • შექმენი...