თანამედროვე ადამიანის პრობლემა მისი ბოროტება და სიავკაცე არ გახლავთ. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო, ადამიანი ცდილობს კეთილი იყოს. იგი უბრალოდ, ვერ იტანს მოწყენას. მოწყენილობა კაცსთავზარს სცემს; თუმცა, სინამდვილეში არაფერია უფრო კონსტრუქციული და კეთილშობილური, ვიდრე ერთი კაი ყოველდღიური დოზა უქმოდ დაკარგული დროისა, საუკუნოდ გაწერილი ცარიელი წამებისა, კოშმარედ ქცეული საყოველთაო გამოთაყვანებისა.