„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიციკაში, აბსოლიტურად ყველაფერი შეცვალა“, ტელევიზიებიდან გვიმტკიცებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ რეალურად არა მარტო არაფერი შეუცვლია, არამედ ის პოლიტიკური ტრადიცია რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული, გააგრძელა. კერძოდ, კვლავ გვყავს ორი ალტერნატივა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და რომლებც გარკვეულ მომენტში, ვითომ ტვინი გადაუბრუნდათ და გახდნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები. ადამიანი ვინც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას სწავლობს დაინახავს, იმ თამაშის გაგრძელებას რაც მიმდინარეობს ბოლო ოცი წლის განმავლობაში. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული პოლიტიკა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მთლიანად ბოლომდე საზოგადოებრივ ინტერესის წინააღმდეგ არის მიმართული. დეზინფორმაციის და სხვადასხვა პოლიტიკური მეთოდების მეშვეობით, საზოგადოების გათიშვაა მიზანი და არ არის რეალურ პროგრესზე, რეალურ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. მაშ, რატომ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკეთესი იქნება? კი, ის შეიძლება პირადად, პიროვნულად მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივა იყოს, მაგრამ სტრუქტურულად რატომ გგონიათ, რომ დადებითი ძვრები მოხდება, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და მეტიც, ვხედავთ იმ პოლიტიკურ ტრადიციების გაგრძელებას რაც ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ერთადერთი ახსნა ესაა საზოგადოების რევანშისტული განწყობა. რა თქმა უნდა ის ხალხი ვინც სააკაშვილის რეჟიმმა სხვების ხარჯზე გააქაჩინა და ხელში ჩააგდებინა ყველაფერი, მათ პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილის კადრები არ ჩაენაცვლება ივანიშვილის კადრებით. სტრუქტურა მაინც ისეთივე დარჩება. რა მაძლევს ამის ფიქრის საშუალებას? ქართული პოლიტიკური აზროვნება. ის არ შეცვლილა, ის იგივე დარჩა და შესაბამისად მართველობის ფორმაც არ შეიცვლება, შეიძლება ოდნავ შერბილდეს ან პირიქით უფრო მკაცრი გახდეს, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ კვლავ იმ გზას მივყვებით, რომელიც კვლავ იქ დაგვაბრუნებს სადაც ვიყავით.. საზოგადლოება დაემსგავსა ბრმათა ჯოგს, რომელიც ბედისწერას ბრმად მიყვება და არაფრის შეცვლა არ შეუძლია, მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ გარედან ვინმე შეუცვლის მას ცხოვრებას. ფორუმზეც კი, პოსტებს ვაკვირდები და რევანშიზმს ვგრძნობ. ხალხს იმედი აქვს ახალი გადანაწილების შედეგად, რაღაც შეხვდეთ მათ. მაგრამ ეს ახალი გადანაწილება ისეთივე რეალობას შექმნის, რაც ეხლაა. ისევ უმცირესობა დაითრევს კარგ ადგილებს, ხოლო უმრავლესობა კვლავ ცუდად (თამაშ გარე) დარჩება. თავად სამართლიანობის იდეაც კი არის გაცვეთილი, არავის არ აინტერესებს. თუ ეს თემა დარჩება, ჩემ ვარაუდს დავტოვებ: რამოდენიმე წლის შემდეგ კვლავ იქ ვიქნებით სადაც დღეს ვართ, კვლავ იგივე (შეიძლება ოდნავ მეტი ან ნაკლები) პრობლემები გვექნება და საერთო ჯამში, კვლავ ამ წერტილამდე მივალთ, როდესაც ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მაგრამ საზოგდოებას ცვლილებების უნარი არ აქვს, ამიტომ ელოდება ვიღაცას, რომელიც ამ ცვლილებებს მოახდენს..