-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!!!!!!!!!!!!
-
ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს მღელვარება გავრცელდა მთელ საქართველოში. ამ დროს გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბებს სასოფლო თემები. გლეხმა ქალებმა მიიღეს რეზოლუცია მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო.[2] 1905 წლის თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, კრიმ-გირეი, რომელიც ბახვის თემის გლეხებს შეხვდა. გლეხება სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭება მოითხოვეს. მოლაპარაკებებმა რუსეთის მმართველობასა და მეამბოხეებს შორის შედეგი არ გამოიღო, მთავრობას არ სურდა რევოლუციონერების მოთხოვნების შესრულება. მარტში მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გაგზავნა 10 000 ჯარისკაცი მეამბოხე კუთხისაკენ გენერალ ალიხანოვ ავარსკის მეთაურობით. რუსეთის ჯარი სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდა, რის გამოც იძულებული გახდდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისში. რსდმპ-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით. აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა, ნოემბერში დაიკავეს ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი გამოცხადდა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90
-
მომეწონა...
-
როგორ ცხოვრობენ ვეტერანები საქართველოში
Nukriko replied to Washington DC's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მარტო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს კი არა, აფხაზეთისა ომის ვეტერანებსაც არაფრად აგდებენ და მერე უკვირს, როცა არავინ წავა ომში... -
Saturn ძირითადად იმ ადამიანების თანამდებობები (მეცნიერებიდან დაწყებული ხელოვნებით დამთავრებული), რომლებმაც თავის ცხოვრებით და მოღვაწეობით დაიმსახურეს.. ისინი ძირითადად ნორჩ მიშისტებით ჩაანაცვლეს... დღევანდელი ბიუროკრატია სხვა რამეზე მუშაობს? სისტემა იგივე დარჩა, ოღონდ განსხვავებული არის ფორმები, მაშინ კორუფცია - კანონგარეშე ითვლებიდა, დღეს იგივე ქმედებები კანონში არის მოთავსებული. განსხვავება ისაა, რომ ადრე რეჟიმი არ ეხებოდნენ ქვედა და საშუალო ფენებს, მათი სოციალურ იერარქიაზე ასვლა გაცილებით სამართლიანი იყო, ვიდრე ეს დღესაა. დღეს სოციალურ საფეხურებზე არა ასვლა, არამედ გადახტომა შესაძლებელია მხოლოდ მიშას ქება-დიდებით... შენც ხომ კარგად იცი, რა ადვილია ცხოვრება როდესაც მხოლოდ იმიტომ რომ რეჟიმს აქებ, თანამდებობიდან-თანამდებობაზე გადაფრენა შეუძლია, ყოვლად დაუმსახურებელ პირებს..
-
ნაკლებ შესაძლებელია, რადგან დაბალ და საშუალო კლასისთვის სააკაშვილის დროს დამძიმდა ცხოვრება, არა ეკონომიკურ კრიზისების ხარჯზე, არამედ რესურსების და სამუშაოების პარტიულ კონტროლის ხარჯზე.. ეს კონტროლი როგორც კი გაქრება, დაბალ და საშუალო ფენების ცხოვრება ოდნავ გაუმჯობესდება, ყოველ შემთხვევაში უამრავი ადამიანი საჭმელის ფულს გამონახავს... მიშისტები, რომლებმაც მიშას მოსვლის შემდეგ, სხვების თანამდებობა (არა ერთ ადამიანის) მიითვისეს, მხოლოდ იმიტომ რომ აქტიური და ლოიალური მიშისტი იყო, მათთვის ალბათ დღეს "ოქროს ხანაა" და ალბათ თვლიან რომ "გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრობენ"
-
5-წლის შემდეგ ლიბიელები ინანებენ რაც ჩაიდინეს, დაეტყობათ მათ ცხოვრების დონეს და რაც მთავარია, უარეს რეჟიმს მიიღებენ...
-
http://www.youtube.com/watch?v=mpx-ipENS7Y&feature=related
-
მე მივესალმები ამას...
-
უცნაური სტუმარი "კავკასიის ეთერში აუცილებლად ნახეთ
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო აქუ, ნუ რა უმსგავსობაა............ -
ზატო სხვას მოუწოდებ თოფი აიღონ ხელში ;) და ლოგიკა მაინც არ მესმის, რადგან დასცინი ესეგი უნდა მოკლა?
-
ამ ლოგიკით, შენ რატომ არ იღებ თოფს?
-
ფორუმს ძინავს... ამასობაში კი... დილით რომ გაიღვიძებთ
Nukriko replied to dire's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=mpx-ipENS7Y&feature=related -
რა ვერ გაგვიგია.. მოტ^$$ ქვას და ესაა...
-
და დარწმუნებული ხარ, რომ ეს ორი ძალა, მართლა ორი ძალაა და არა ერთი? იგივე მიშიზმია, პროსტა -სააკაშვილი, არსი იგივე..
-
ივანიშვილი-მიშიკოს დაპირისპირებას შევადარებ ორთავიან ურჩხულის დაპირისპირებას, ერთი ნადავლისთვის (ეს ნადავლი ძალაუფლებაა) საკმაოდ მძიმე ეკონომიკური, სოციალური ფონია ამ მძიმე სიტუაციაში, გამოიკვეთა ორი ძალა, ერთის მხრივ სააკაშვილი, მეორეს მხრივ ივანიშვილი ჩვენ, ჩვეულებრივ საზოგადოებას რა ხეირი ამ დაპირისპირებიდან? მიშა გაიმარჯვებს - სიტუაცია კიდე უფრო დამძიმდება, რადგან ნათელია რომ მის მართველობის განმავლობაში სოციალური ფონი დამძიმდა, გაიზარდა უმუშევრობა, გაიზარდა ღარიბთა რიცხვი და ეს ტენდენცია არ ჩერდება, ამას დავუმატოდ სულ ახალ-ახალი გადასახადებები და ფასები ზრდები (ხელოვნურად ძირითადად) ერთი სიტყვით ჩვენი ცხოვრება, კვლავ უფრო დამძიმდება მეორე მხრივ ოლიგარქი ივანიშვილი - თუ თქვენ ერთ ქვეყანას მაინც მეტყვით, სადაც ოლიგარქებმა რამე დადებითი მოუტანეს ქვეყანას, მაშინ ვიტყვი, რომ ივანიშვილი საქართველოს იმედია. მაგრამ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ის არის პრაგმატიკოსი ადამიანი, მან იცის რა უნდა და მისი სურვილია, ჩემის ღმა რწმენით, საქართველო აქციოს მის საკუთრებად. საქართველო არის ბიზნეს-გეგმა მისთვის და მეტი არაფერი. ის უფრო პრატგმატული იქნება და სათავეში მოსვლითანავე, არამგონია გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა, პირიქით ყველანაირ "ზედმეტ ხარჯებს" შემაცირებს და კვალ საბოლოო ჯამში იგივეს მივიღებთ.. ერთადერთი ამ დაპირისპირებიდან ჩვენთვის ის შეიძლება იყოს (არა და არ იქნება) კარგი, როდესაც ჩვენ ყიდვას დააპირებენ, ჩვენი ხმების ყიდვას. მაშინ გვეგონება, რომ კარგი ტიპები არიან. აი როცა გვიყიდიან, მერე დაგვენძრევა
-
დიდი ფული უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში - სოფელში თუ ხალხს დააბრუნებენ, სოციალურად უკეთეს გარემო შეიქმნება ქვეყანაში..
-
და მერე ვის ჭირდება განხნევება? გახსენი ცალკე თემა ბნელ მამაოებზე თემას აცდენილია შენი პოსტები...
-
ათეიზმის თემა მღვდლებით გაივსო FRIDRIX შენ თუ ეგ გგონია ათეიზმი, მაშინ ჩათვალე რომ არ ხარ ათეისტი ;)
-
მრწამსით ათეისტი, ტრადიციით მართლმადიდებელი
Nukriko replied to gendolf's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Siknadmo ამონარიდი მიქელ თამარაშვილს წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”… ქართველების ეს მოძრაობა და კათოლიკობაზე გადასვლა მარტო კერძო პირთა შორის არ იყო, არამედ თვით მეფე, საეკლესიო პირნი და ეპისკოპოსებიც შეუერთდენ როგორათაც მოწმობენ მისიონერების წერილები: “პატრი ჯუსტინომ კათოლიკობაზე გადაიყვანა აქართველოს მეფე გიორგი, მისი ძმა ლევანითურთ, რომელიც არის პირველი მინისტრი მთელის სამეფოსი, ეგრეთვე მათი უსამღვდელოება ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსი თავისი რავდენიმე მღვდლითურთ; ყველამ მათ აღსარებითა და წერილით სცნეს მსოფლიო ეკკლესიის თავად და ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ რომის პაპი ინოჩენციო მეთერთმეტე, რომელსაც სრულიად დაექვევრდომნენ. გარნა ის ორი წარჩინებული პირი არ დასჯერდა გაკათოლიკების კერძოდ გამოცხადებას და ხუთი თვის შემდგომ გაგზავნეს რომში თავიანთ მოციქულად პატრი ანჯელო ფილინელი და თან გაატანეს პაპთან წიგნები, რათა მათის სახელით, მის ტახტის წინაშე წამდგარი ფეხზე მთხვევოდა და მათი უმდაესი მორჩილება მიეძღვნა პაპისათვის”. (1). ამ საგანზე დიდად არ გამოვუდგებით მისიონერთა წერილების მოყვანას, მხოლოდ საკმაოდ ვრაცხთ მოვიყვანოთ შესანიშნავი წერილები: ერთი თვით პატრი ჯუსტინოს დაწერილი, რომლითაც ავედრებს პაპს გაკათოლიკებულ პირთა, მეორე – გიორგი მეფისა და მესამე ტფილისელი არქიეპისკოპოსისა, პაპისადმი მიწერილი მის შემდეგ რა გაკათოლიკებულან. ჯერ მოვიყვანთ პატრი ჯუსტინოს წერილს. “უნეტარესს მამას, ღვთის ეკკლესიის საყოველთაო მწყემს და იესო “ქრისტეს მონაცვლეს” ამ ქვეყანაზე, უმაღლესს მღვდელთ მთავარს, ინოჩენციო მეთერთმეტეს. “თუმცა ჩემი მდგომარეობის გამო უფრო მხნედ უნდა ვყოფილვიყავი, მაგრამ მაინც კი ყველა ჩემს საქმეში, ჩემმა მწუხარებამ გადააჭარბა ყველა საზღვარს, რადგან ვგონებდი, რომ მხოლოდ საქართველო მოაკლდებოდა იმ პატივის მიგებას, რომელ პატივსაც უძღვნიან მეფენი და იმპერატორნი თქვენს ყოვლად დიდებულს მდვდელთ-მთავრობას, და ესრედ ამაო შეიქმნებოდა ეგოდენი წლის ჩემი შრომა. მუდამ მოველოდი თქვენის კურთხევის ფერხთა წინაშე წარმომედგინა თქვენი მორჩილი შვილი ამ ქვეყნის მთავარი, რომელიც ძრიელ მოწადინებულია, ყოველს შემთხვევაში, აქოს თქვენი დიდებულება და უწმიდესობა. ამიტომ უსარგებლოდ და დაკარგულად არა ვრაცხდი დროს, რომ მისი ერთგული ლაპარაკი გამეძრიელებინა. როდესაც გავაცანი კათოლიკე სარწმუნოება, მაშინვე მოინდომა შემოერთება ეპისკოპოსი პიქეს საშუალებით. ეს ეპისკოპოსი ხშირად სწერდა ამას თქვენი გულკეთილობის ამბავს. კორსიკის პროვინციელი უფროსი პატრი იოსებ ბოგოინელი გაგზავნა აბრანელში, სადაც მონასტრების დასათვარიელებლად იყო მათი უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიკეი, და მოიწვია აქ. მაგრამ არ მოვიდა. რადგან ძრიელ ნატრობდა შემოერთებულიყო ჩვენთან. შემდგომ მე გამგზავნა ისპაანს იმ დროს, როდესაც იქ მათი უსამღვდელოსობა სპარსეთას მეფის წინაშე თქვენს ელჩობას ასრულებდა. შემომპირდა მოსვლას საქართველოში და კიდეც მოვიდოდა სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის ამადანში. ამასა და სხვა მიზეზების გამო მე შერცხვენილად ვრჩებოდი, რომ ეპისკოპოსის ხელით ეს მეფე ვერ შევუერთე ეკკლესიას, და ესე გვიანდებოდა. გარნა მუდამ დღეს ამის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი და კიდეც შევასრულე: 7 დეკემბერს, 1686 წ. ჩემს წინაშე მეფემ წარმოსთქვა სარწმუნოების აღსარება და თან ფიციც დასდო, რომ თავისი სამეფოც ერთიან დაუმორჩილოს თქვენს უწმიდესობას. დიდ მადლობას ვწირავ ყოვლად მაღალ მოწყალე ღმერთს, რომ ამდენი წელიწადია მყო თქვენი ხელის იარაღად, რათა აღმოსავლეთელი ივერიის ეს მთავარი თქვენდამი მორჩილებაში შემომეყვანა. შეერთების ხუთი დღის შემდგომ ამ მეფეს აღსარებაც ვათქმევინე. ცხრა წელიწადზე ცოტა მეტია, რომ იგი ურჯულო მაჰმადიანთ აღსარებას აღიარებდა, მაგრამ გარეულად, მოჩვენებით ვიდრე გულით; ისიც იმიტომ, რომ მეფობა არ ჩამორთმეოდა, რადგან, მამის სიკვდილის შემდგომ, ერთი თავისიანი ეცილებოდა ტახტს. განვასწავლე სარწმუნოებაში, რაოდნათაც ჩემი უძლურება შემწევდა და მოითხოვდა თქვენი უმაღლესი ბრძანება. სარწმუნოებას აწ ძრიელ ერთგულად იცავს; მეტად სახელ-განთქმულია, ბრძენი და ყველანაირი ნიჭით შემკული, როგორათაც მოგახსენებს ჩემი მონდობილი პატრი ანჯელო, რომელსაც მეფე თავის პირველ ელჩად გიგზავნისთ, რათა ვრცლად გაუწყოსთ ყველა მისი სურვილი და გთხოვოსთ რომ მეფე რომის ეკკლესიის შვილად შერაცხოთ, როგორათაც არიან სხვა ქრისტიანე მთავარნი და მეფენი. ვითარცა მეც ყოვლად უღირსი გთხოვ და გევედრები, რომ, მაგ თქვენი გულმოწყალების პატივისათვის, მიიღოთ ეს მეფე თქვენს შვილად. ამიტომ მთელის სოფლის მართველ ხელთა თქვენთა შევავედრებ მას. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ, რომის კათოლიკე ეკკლესიის ნამდვილი საყვარელი შვილი შეიქმნეს. ეს იქიდგანაც ცხადია, რომ ყველასფერში იქცევა რჩევისამებრ ლევან თავის ძმისა, რომელიც ამ სამეფოს პირველი მინისტრია, და ეგრეთვე უკეთილშობილესი რატიშვილის ექვთიმე არქიეპისკოპოსის რჩევით. ამათაც ფიცით ჩემს ხელში აღიარეს კათოლიკე სარწმუნოება: ლევანმა იმავე წლის დეკემბრის ცხრამეტს და მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა დეკემბრის ოცს, მეორე დღეს. ლევანი თავის შეერთების შესახებ არაფერს გზავნის, რადგან, როდესაც მეფემ კაცი და წერილები წარმოგზავნა, მაშინ ლევანი სხვა სამთავროში იყო მეფისათვის მეუღლის და დედოფლის მოსაყვანად: ვინაიდგან მეფე მეორედ ქორწინდება. ფიცითი შეერთების წერილებზე მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა და მეფემ საკუთარი ხელიც მოაწერეს. თქვენი უწმიდესი დიდებულება დარწმუნებული ბრძაბდებოდეს, რომ ცის ქვეშ პირდაპირ ვსთარგმნე ეს წიგნები ლათინურად, რასაც, ჩემს სულს და გულს შეერთებულს, მოგიძღვნის პატრი ანჯელო. ესეც ცხადად უნდა მოგახსენო, რომ ეს მთავარი თავის სახელს სწერს მთავრად მეფედ სრულიად საქართველოისა, რომელიც ხუთ სამთავროდ გაყოფილია და ყველა თვითეულ პროვინციას ჰყავს თავისი მთავარი. ყველას მეფედ იწოდება ეს იმიტომ, რომ თავისი ძველის-ძველი უფლება დაიცვას. თუმცა ახლა მარტო ერთი სამეფო ქალაქი აქვს, რომელიც უწარჩინებულესი, დიდი და თავია მთელი საქართველოსი: ეგრეთვე სხვა ქართველი მეფეებიც მას პირველ ქალაქად რაცხვენ. თვით მეც რ გზის ვნახე და წავიკითხე სპარსეთის მეფის გამოგზავნილი წერილები, სადაც გიორგის გვირგვინოსან მეფედ უწოდებს. მართლადაც, სხვა ყველა ქართველ მთავრებზე, ეს უფრო ძრიელი და დიდებულია. ემორჩილებიან არა მარტო ამაზონები, არამედ თვით ჩერქეზებიც, რომელთაგანაც ომის დროს შეუძლია გამოიყვანოს დიდ-ძალი მეომარნი. თუ ამისა და თუ თავის დიდ სულოვნობის გამო ძრიელ მოწადინებულია ეომოს ყველა ქრასტიანების მტერ ოსმალებს. ამ ომის შესახებ მოელის თქვენს ბრძანებას; ეს ბრძანება ისეთი იყოს, რომ სპარსეთის მეფეს არაფერი ეწყინოს, რადგან რავდენიმე წელიწადია მასთან კარგად ვერ არის, თქვენი ესეთი ბრძანება ამისთვის, თქვენი უწმიდესობის მიერ, იქმნება უდიდესი მოწყალება. უფრო უკეთესად, ამ საქმისას მოგახსენებთ პატრი ანჯელო, რომელსაც თან მოჰყავს, მრავალ მოწაფეთა შორისრჩეული ერთი ჩემი მოწაფე. პატარობიდგანვე აღვზარდე იგი კათოლიკე სარწმუნოებაში, ამ მისიონის ნამდვილი შვილია და მივუძღვნი თქვენს უწმიდესობას. ეს ჩემი მოწაფე სოლომონ თუმანიანთი თბილელი კეთილშობილია. ამისი მამა დიდ ხანს ქალაქს მმართავდა. მასთან ერთად შემოგავედრებ ჩემს უღირს თავსა და ყველა საჭიროებას ამ მისიონისას, რომელსაც ძრიელ ცოტა მუშაკი ჰყავს, კვალად თქვენის უწმიდესობის მოწყალებას შემოვავედრებ აქაურ ყველა ერთგულ კათოლიკებს და ამ ბატონებს: გიორგი მეფეს თავისი სამეფოთი, მის ძმა ლევანს პირველ მინისტრს და მათ უსამდვდელოესობას არქიეპისკოპოსს და ყველა აქაურ ერს. – საქართველოში ტფილისით, მაისის 28-ს ახალი კალენდარისა და 18 ძველისა, 1687, თქვენი უწმიდესობის ყოვლად მდაბალი და უღირსი მონა. ლივორნელი კაფუჩინი, პ. ჯუსტინო, საქართველოს მისიონერი”. (1). ამავე თარიღით პროპაგანდის კარდინალებსაც სწერს ამის მსგავს წიგნს და ავედრებს ეპისკოპოს ექვთიმეს, ლევანს, მეფეს და მის თექვსმეტი წლის მხოლოდ შობილ ძეს ბაგრატს, რომლის მასწავლებელი ყოფილა პ. ანჯელო იტალიანური ენისთვის. ლევანის შესახებ ამბობს, წიგნს იმიტომ არ გზავნის, რადგან იმერეთს წავიდა მეფისათვის საცოლოს მოსაყვანადო. კარდინალებს აიმედებს, რომ ეს ახლად გაკათოლიკებული პირები ძრიელ მოწადინებული არიან მთელი საქართველო შეუერთონ რომის ეკკლესიასო. ეგრეთვე აუწყებს, საქართველო ყოველ კერძოდ გარე მოცულია ისეთი მაჰმადიან საშინელი მტრებისგან, რომ თვით დედა მიწასაც უმძიმს მათი ყოფნაო, და ამიტომ ეს მეფე ძრიელ მოწადინებულია, თქვენის ლოცვა-კურთხევით, ეომოს ოსმალებს, რათა საქართველო მათგან მთლად განათავისუფლოსო. ახლა მოვიყვანთ გიორგი XI წერილსა. “ყველა მეცნიერთა შორის გამოჩენილო, სავსეო სულის წმიდის მადლითა, ღვთიური ტახტის ხმაო მოქადაგეთა შორის, მოციქულთ მსგავსო და თანასწორო დიდებათა და სამღვდელო ღირსებათა, სვეტო აღმართებულო და, მსგავსად ბრწყინვალე ვარსკულავისა, ქვეყნის განმანათლებელო, სიწმიდის რჩეულო ჭურო და მოციქულთა საუნჯეო, ცხოველო ტახტო და სახარების მქადაგთა სათხეველო, მწყემსო უკეთილესო და დიდისა რომის მღვდელთ მთავარო, ღვთის მიერ უნეტარესო მამაო, ინოჩენციო მეთერთმეტე პაპავ. მეორედ აღმოშობილი ყოვლად წმიდა სამებაში, წარვსდგები თქვენს წინაშე მართმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებით მე, თქვენი მონა და სულიერი შვილი, ჩამომავალ ღვთის მიერ კურთხეულ ბაგრატიონთ მეფეთა, საქართველოს სამეფოს მპყრობელი, მეფეთა-მეფე გიორგი, სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა სამეფო მარჯვენას, რომელიც აღმადლებული ჰფენს ნათელსა, ჰყოფს სასწაულთ და ჰფანტავს მტერთა, და შიშითა და ძრწოლით თქვენს წინაშე მოვიდრეკ მუხლთა, გამსჭვალული მტკიცე სიყვარულითა. ამ წერილით მნებამს გამოგიცხადო ჩემი გულის სურვილი: გვნებავდა ჩვენი კაცი გამომეგზავნა, მაგრამ, თუ სიშორისა და თუ გზის აღურაცხველი განსაცდელების გამო ვერ გამოვგზავნეთ; ეგრეთვე გვნებავდა წარმოვლენა პატრი ჯუსტინოსი, მაგრამ ამის გამოგზავნით მონასტერი მარტო დარჩებოდა* (*რადგან დანარჩენ პატრებმა, რომლებიც ახლად მოსულნი იყვნენ, ქართული ჯერ არ იცოდნენ). ამისათვის აღვირჩიეთ პატრი ანჯელო რომელსაც გიგზავნით და მოვახსენებთ თქვენს სიწმიდესა, რომ არა თუ ახლა, არამედ დიდის ხნიდან თქვენი სიყვარული ჩვენს გულს ჩანერგილია, ჩვენი კურთხეული მამის დროდანვე თქვენი სიყვარული ჩემში დამყარებულია; ამაზე ჰკითხეთ თქვენს პატრებს. რომლებსაც გიგზავნი. ახლა ამას მოგახსენებ, რომ მიმიღოთ მეც თქვენს შვილად ეგრედ, როგორც გყავსთ სხვა გვირგვინოსანი მეფენი. მასთანვე ამასაც ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ მხოლოდ ერთი პირმშო შვილი მყავს, სახელად ბაგრატი, რომელიც არის ჩემი უმთავრესი ტახტი და გვირგვინი, ქება და დიდება, ესა და სხვა, რაც კი მაქვს ღვთის მოწყალებით და თქვენის ლოცვაკურთხევით, მინდა რომ ღვთისაგან კურთხეულის თქვენის ტახტის ქვეშევრდომი იყოს; მისთვის გთხოვ რომ ეს ჩემი პირმშოც აიყვანოთ თქვენს შვილად. ათას გზის კურთხეულ იყავნ ღმერთი, რომ იცავს და აძლიერებს ჭეშმარიტ კათოლიკე ქრისტიანებს, ეგრეთვე გვფარვიდეს ჩვენც ყველას ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი მარიამი. ჩვენი ცოდვების გამო ურწმუნოებმა მოგვისპეს ქრისტეს სარწმუნოება და დავშორდით მას… (ამ ალაგას არ ამოიკითხება სიძველის გამო). აწ ღვთის მშობლის მეოხებით დაგვიცვას ღმერთმა თავისის მადლით. ეგრეთვე იმედი მოგვცეს მათგან ახსნისა თქვენის სასწაულთ მომქმედ მარჯვენის შემწეობით და თქვენთა გვირგვინოსან შვილთა მეფეთა საშუალებით, რომლების დიდს და მრავალს გამარჯვებას ვსმენულობთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო დიდ შვებას და სიხარულში ვართ. ჩვენი სამეფო მუდამ ევედრება ღმერთს და ყოვლად წმიდა სამებას, რათა უფრო განაძლიეროს თქვენი კურთხეული მარჯვენა და ჭეშმარიტ კათოლიკებს და ხსენებულ პატიოსან მეფეთ მიანიჭოს მტრებზე გამარჯვება. ამას მოგახსენებთ, გვნებავს ღვთიურ სიმართლესთან თქვენც შეგიყვაროთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო ვემორჩილებით სპარსეთის მეფეს, თვინიერ მისი ბრძანებისა არაფერი შეგვიძლია, გარნა მსგავსად თქვენის საყვარელ შვილებისა, გვირგვინოსან მეფეებისა, რომლებიც მუდამ ჟამს ურწმუნოებას ებრძვიან და მათზე იმარჯვებენ, თქვენის ლოცვა-კურთხევითა ჩვენცა ვძლევთ ამ ურწმუნოთა… ნეტაი ღმერთმა და ღვთის მშობელმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენმა სამეფომაც მიაგოს ზიანი თქვენთა მტერთა, თქვენ გემსახუროთ და თქვენ მორჩილ მეფეებთან ერთად შევიარაღდეთ. ესეც სცანით, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ბრძანების ქვეშ მყოფნი და მთელი ჩვენი საქართველოს მხედრობა მზათ ვართ და მოველით თქვენს ბრძანებას; რასაც თქვენის ლოცვა-კურთხევით გვიბრძანებთ, მზათა ვართ შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ნატვრა. ჩვენს თქვენს ერთგულ შვილობაზე ნურასფერს ეჭვს შეიტანთ. თუმცა კი შორს ვართ, მაგრამ დიდათ ვნატრობთ თქვენს ნახვას. ჩვენი სარწმუნოების აღვიარება ვჰყავით პატრი ჯუსტინეს წინაშე, რომელიც ჩვენი სულიერი მამა არის; რასაც ეს ჩვენ გვიბრძანებს, ყველაფერს შევასრულებთ. აპრილის 29, ქრონიკონი იესო ქრისტეს შობიდან 1687, ინდიქტიონი ჩვენის მეფობისა (აკლია)” ამ წერილს ბოლოში აწერია: “რომის პაპთან გაგზავნილი მეფის წიგნი სთარგმნა პატრი ჯუსტინო ლივორნელმა, საქართველოს მისიონის მოქადაგემ და უფროსმა, რომელმაც მეფეს ფიცი მისცა, რომ სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა”. (1) ასეთის შესანიშნავის წერილის შესახებ სხვა რისიმე თქვა მეტი იქმნება. ხოლო ეს უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წერილი მეტად ცუდის იტალიანურის ენით არის ნათარგმნი. ახლა მოვიყვანთ მესამე წერილს. “წიგნი ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსისა ინოჩენციო მეთერთმეტე რომის პაპთან, მისივე ბრძანებით ნათარგმნი იტალიანურად პატრი ჯუსტინო ლივორნელის მიერ, რომელმაც ფიცი მისცა რათა სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა”. “ღვთის მადლითა და შემწეობით მიაწიოს ამ წიგნმა რომის დიდ ქალაქში უწმიდეს მამისა ინოჩენციო მეთერთმეტე პაპისადმი: “ბატონო პაპავ, ინოჩენციო მეთერთმეტე, უაღრესო რომის მღვდელთ-მთავარო პაპავ, დიდი ხნიდან სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, ღვთის მსახურთა მბრძანებელო, მრავალ ფეროვან ვარდით შემკობილ… ღვთისმეტყველო, თაფლის მსგავსად ყველას საბედნიეროთ საუკეთესოდ მომდინარევ, ქვეყნის ყველა მხარეს სიკეთის მომფენო, ღვთის სიყვარულის მოზიარეთა ზედა სიბრძნის ბრწყინვალე ბაგევ და მთელის ღვთისმეტყველო წყაროვ, ორპირიანო მახვილო, რომელიც განჰკვეთ მტერთა და ამხელ მღვდელ-მონაზონთა, ცხონების გზის ყოველ-დღივ სისრულით მასწავლებელო, მწეო დიდთა და პატარათა, დასაწყისიდანვე გამტკიცებულო ეკკლესიის ბრწყინვალე სვეტო, დადგინებულო ჭეშმარიტო მწყემსო და მოძღვარო ყოველთა ქრისტიანეთა, მათი სიკეთის გამაძლიერებელო და მოციქულთა თანასწორო, შეურყეველო ტახტო და დიდის რომის ქალაქის მფლობელო, უნეტარესო მეთერთმეტე ინოჩენციო. თქვენს წინაშე წამდგარი სარწმუნოების აღვიარებით ვეამბორები თქვენს წმიდას, უნეტარესს და სამეფო მარჯვენას მე, თქვენის უწმიდესობის და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მონა, ექვთიმე არქიეპისკოპოსი მთელის საქართველოის ღვთიურის დიდის ეკკლესიისა, რომელიც არს მისი განმანათლებელი და დამცველი წმიდა კვართისა. სიმდაბლით წარვსდგები თქვენს წინაშე, მიწაზე მთხვევით და სიამოვნებით მივესალმებით თქვენს დიდებულებას. ამას ვყოფთ არა მარტო გარეგნულად ხორციელად, არამედ სულითაც, რომელიც თქვენის სიყვარულით სავსე გვაქვს, თუმცა კი შორს ვიმყოფებით. ჩვენი მაცხოვრის ბრძანებისამებრ, რომელმაც სთქვა: “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, ჭეშმარიტად გეტყვი შენ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და მოგცენ შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო”. შენ ხარ მწყემსი საყვარელი! და ეს ჭეშმარიტების სიტყვა თქვენ გეკუნისთ. ჰოი! მწყემსო ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, ცოდვაში ჩავადნილ უძლურთა აღმადგინებელო და მათ მტვირფელო, რომელ უძლურთაგანაც მსგავსად სხვა თქვენ მორჩილ და მდაბალ მორწმუნებისა ჰყოფთ ერთ სამწყსოსა; ესე არს თქვენი ხმა, რომელიც უნდა მოისმინოს მთელვა ქვეყანამ. ხოლო მე თქვენი სულიერი შვილი, თქვენს სიყვარულსა მოწყურებული თქვენ არასდროს გაგშორდებით. ამასაც მოგახსენებ, რომ ღვთისაგან კურთხეული ჩვენი მეფე გიორგი, საქართველოს ყველა ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი და ერისკაცნი მოხარულნი არიან თქვენს გაძლიერებასა და თქვენი მტრების დამარცხებაზე. ამასთვის ვევედრებით ღმერთს, რომ უმეტესად გაგაძლიეროთ და აღამადლოს თქვენი მარჯვენა, ეგრეთვე უყოს თქვენთა შვილთა მთავრებსაც, რომლებიც თქვენი მორჩილნი და ერთგულნი არიან. ჩვენი ამბავი ყველა კარგად იციან თქვენმა გამოგზავნილმა პატრებმა. ამისათვის ჩვენი პატრი ჯუსტინო წიგნით გაუწყებთ და პატრი ანჯელოც პირად მოგანსენებთ, ვითარცა გაუწყათ ჩვენმა მეფემ. ყველა ეს მოხსენება ჭეშმარიტი და დამტკიცებულია. დაიწერა ტფილისსა, 2 მაისისა 375, ქრისტეშობის აქეთ 1687 წ. ინდიქტონს, გიორგის მეფობის მეათე წელს”. -
მრწამსით ათეისტი, ტრადიციით მართლმადიდებელი
Nukriko replied to gendolf's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Siknadmo შენ ეს თუ მოძებდნე, ნესტორიანობა და მონოფიზიტობა საქართველოში, ამ ტომში რატომ ვერ ამოიკითხე ამ ეპოქებზე არ ვკამათობ.. ეს საუკუნეები დიოფიზიტობა იყო გაბატონებული... მაგრამ აქ სხვა რამეა თვალში საცემი. 1054 წელს მოხდა განხეთქილება რიმის ეკლესიასა და კონსტანტიოპოლის ეკლესიას შორის, სწორედ ამ განხეთქილების დროს, საქართველოსა და რომის ეკლესიას შორის, არ მომხდარა განხეთქილება. ამას ადასტურებს შემდეგი წერილები 1) ლაშა-გიორგის (ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი და წერილები) 2) და უფრო აშკარად ჩანს ეს, რომის პაპისა და რუსუდან მეფის წერილებში, სადაც რუსუდან აღიარებს რომის პაპის უზენაესობას, ხოლო რომის პაპი რუსუდანს მიიჩნევს კათოლიკე მეფედ.. მსგავს რამეს არც ვამბობდი... ქართული ეკლესია ავტოკეფალიამდე ექვემდებარებოდა ანტიოქიის საპატრიარქოს (ყოველ შემთხვევაში აღმ. საქ-ლო, დას. საქ-ლო რომელ ეკლესიას ექვემდებარებოდა ეს არ ვიცი) და შემდეგ ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, ერთი რწმენმა ჰქონდათ ქართველებსა და სომხებს (მონოფიზიტობა ან მიაფიზიტობა (უფრო მონოფიზიტობა)), რაც დვინის საეკლესიო კრების დოკუმენტებით ეს მტკიცდება.. -
მრწამსით ათეისტი, ტრადიციით მართლმადიდებელი
Nukriko replied to gendolf's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Siknadmo მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური მართლმადიდებელი და კათოლიკური ქრისტიანობის წარმომადგენლები ორიენტულ მართლმადიდებლებს მონოფიზიტურ ერესს აბრალებენ, ხოლო, საპასუხოდ, ორიენტული მართლმადიდებელი ქრისტიანობის წარმომადგენლები აღმოსავლურ მართლმადიდებლებს და კათოლიკეებს ნესტორიანულ ერესში სდებენ ბრალს, სინამდვილეში, ჰიპოსტაზური თვალსაზრისით, ქალკედონურ და არაქალკედონურ ქრისტიანობებს შორის არ არსებობს რაიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ქრისტოლოგიური განსხვავება. ზემოთა პოსტზე დავწერე უკვე და არგუმენტებიც მოვიყვანე (ლინკები) სადაც იერარქიაც და ეკლესიის სტრუქტურა სომხური ეკლესიისა არ განსხავდება ქალკედონურ მართლმადიდებლურ ეკლესიისგან.. საქმე ამაში არ არის, განსხვავება მოხდა შემდეგში. ისტორიულ დოკუმენტებს ჩამოგითვლი, რომლითაც მტკიცდება ქართველების კათოლიციზმი და რომთან უნია 1) ქართლის მეფე გიორგი XI და თბილისის არქიეპისკოპოსის ექვთიმეს (რატიშვილი) კათოლიკობა 2) ლევან II დადიანი “მეფემან ლევან დადიანმა რა მიიღო სრულებით კათოლიკე სარწმუნოება და შეიქმნა ახალი კონსტანტინე, ანუ თეოდოსიო, ხშირად ხმლითაც დაიცვა მიღებული სარწმუნოება. ამ ნათლიღების წყალმა, როგორც სავლეს განუბნია თვალთა სიბნელე, იმასაც ისე გაუწმინდა მხედველობა, რომ სხვას აღარაფერს ხედავს, თუ არ რომის სარწმუნოებას, სხვას არაფერს ნატრობს, თუ არ რომის პაპის ნახვას, რათა მის ფერხთა ემთხვიოს და მის წინაშე აღიაროს კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც უკვე მიიღო. რა შემოვიდა სარწმუნოებაში საიდუმლოების კარით ნათლიღებით, დიდი გულმხურვალება და მომზადება გამოიჩინა სხვა ყველა დანარჩენ საიდუმლოებისათვის, რომლებშიაც ძრიელ გაწვრთნილია”. 3) გიორგი VIII (ელჩები რომის პაპთან) “რა წავიდენ საქართველოდგან ზემო ხსენებული პატრიარქი და ორი ქართველთა ელჩი ნიკოლოზ თბილელი და ქასადან ყარჩეხან (ვგონებთ უნდა იყოს ფარსადან) სხვა ელჩებთან ერთად, გამოიარეს სამეგრელოში და დანუბის მდინარით უნგარეთს მივიდენ, იქიდგან წავიდენ გერმანიას და მიესალმნენ ფრედერიკო იმპერატორს; რა მივიდენ ვენეციას, იქაურმა სენატმა დიდის პატივით მიიღო. ხოლო რომას რა ჩავიდენ, მათ მიეგებნენ სასულიერო დასნი და ეპისკოპოსები და დიდის პატივით მიიღეს, როგორც მეფეთა ელჩნი, დააყენეს სამთავრო სახლებში და მთავრობის ხარჯითვე შეინახეს. ელჩები იყვნენ ხუთნი. ერთი ყვარყვარესი ქასადან, მეორე გიორგი მეფისა ნიკოლოზ თბილელი; მესამე სომხების მთავრისა მორალო; მეოთხე ჰასანბეგისა მაჰმეტ; მეხუთე დავით იმპერატორისა მიხეილ. 1460 წ. პაპის პიო მეორის წინაშე წარდგნენ და მოახსენეს ესრედ. ”თქვენ წარმოგზავნეთ ჩვენდამო მინორიტების წესის ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელმაც მოგვახსენა, რომ თქვენ წახვედით მანთოვას ქრისტიანებთან კრების მოსახდენად, რათა მაჰმედს, ოსმალების იმპერატორს, ომი დაუწყოთ და ნატრობთ, ჩვენმა მთავრებმაც ახიაში ომი აუტეხონ, როდესაც ევროპაში შეებმით. ეს ამბავი ძრიელ ესიამოვნათ ჩვენს მთავრებს, რადგან მათ სძულსთ ოსმალები და თქვენ კი უყვარხართ და პატივს გცემენ ისე, როგორც ქრისტეს ნაცვალსა: მზად არიან თქვენი ბრძანების აღსრულებისათვის. ჩვენს მთავრებს ერთმანერთში მძულვარება და ომი ჰქონდათ, მაგრამ თქვენმა ნუნციომ რა უბრძანა, მაშინვე შერიგდენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120,000 მეომარნი მზად არიან ეომონ მაჰმედ იმპერატორს ახიაში, ვიდრე ჰელესპონტამდე, თრაქიამდე და ბოსფორამდე, როდესაც თქვენ ინებებთ და თუ თქვენც დასავლეთელებთან ერთად ეომებით ოსმალებს. ამიტომ წარმოგვგზავნეს და ეგრეთვე მისთვის, რათა ვემთხვიოთ თქვენთა ფერხთა, ვითარცა ამ ქვეყანაზე ღვთის ნაცვლისას. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე, ბაგრატ (მეფე) ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გიორგიანებს და მანია (მამია) მარკიო გურიელი…. აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკე, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენ საყდართან შეერთებულნი არიან.” 4) ა.შ (სვიმონ I, ქეთევან დედოფალი და ა.შ) ისტორიული დოკუმენტები ნათლად გვაჩვენებს, რომ ისე არ არის საქმე, როგორც დღეს არის წარმოჩენილი... დააკონკრეტე დრო.. საეკლესიო კრებების დროს მოხდა ქრისტიანული სწავლებ(ებ)ის ჩამოყალიბება. Siknadmo რუსული ისტორიოგრაფიის გარდა (რომელიც რა თქმა უნდა პროვოსლავნიკლურ მიმდინარეობის პოზიციიდან ლაპარაკობს) სხვა ნეიტრალური წყაროები დადე... ამის გარდა მინდა ეხლა გკითხო, სომხები არიან თუ არა მონოფიზიტები? იმიტომ რომ სომხები დღეს არიან მიაფიზიტები და შესაბამისად "ისტორიის დავიწყებას" და შერჩევით მეხსიერებას (მეცნიერული ტერმინებია) ამჯობინებენ.. დიახ დღეს სომხური ეკლესია არის მიაფიზიტური.. აბა რა განსხვავებაა მიაფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის? რუსული ვიკი-ს გარეშე -
მრწამსით ათეისტი, ტრადიციით მართლმადიდებელი
Nukriko replied to gendolf's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არა, მე იმაზე ვდაობ, რომ ქალკედონმელი მართლმადიდებლები არ ვიყავით, მეტიც სულ სხვა რწმენის წარმომადგენლები ვიყავით და რომ ისტორიული როლი მართლმადიდებლობისა გადაჭარბებულად და გაზვიადებულად არის წარმოჩენილი.. ეს ჯერ კიდე 20-ე საუკუნის დასაწყისში იცოდნენ ქართველმა მეცნიერებმა.. ამის გარდა ის რომ რადგან არ ვიყავით მართლმადიდებლები, შესაბამისად ვერც გადაგვარჩენდა მართლმადიდებლობა და შესაბამისად ეს ტერმინი არის რუსეთის იმპერიაში, რუსეთის ზეგავლენით გამოგონილი რადგან რუსები მტრობდნენ კათოლიკებს (ისტორიულ მტრებად მიიჩნევდა) ეს მტრობა მერე ქართველებშიც გადმოვიდა.. ერთი სიტყვით, ის რაც დღეს გვაქვს, არის რუსული ეკლესიის "დაკოპირება" და მეტი არაფერი და არაფერი კავშირი არ აქვს მას, ისტორიულ რეალობასთან...