lasha1997 საქართველო ყოველთვის იყო სხვა იმპერიაში შემავალი ყველაზე დამოუკიდებელი მხარე (შიდა ავტონომიითურთ) სპარსეთის დროს საქართველოს ქართველი მეფეები მართავდნენ.. მეფის გაუქმება მოხდა რუსეთის იმპერიის დროს.. დიდი მნიშვნელობა გადარჩენაში სწორედ ამ შიდა ავტონომიამ ითამაშა.. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ კულტურული კავშირები სპარსეთთან იყო ძალიან ახლო და თავად ეკლესიებს სპარსელები არ აუქმებდნენ საქართველოში მესამე ის არის რომ ეთნიკური იდენტობა და რელიგიური იდენტობა არ არის ერთი და იგივე ცნებები, შეიძლება რაღაც პერიოდში ერთმანეთი გადაკვეთონ, მაგრამ ის სულ სხვა რამეა ხოლო რელიგიური იდენტობა საერთოდ სხვა რამეა. თუ დააკვირდები გადაშენების საფრთხის პროპაგანდიზება დაიწყო ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს.. ანუ მათი ისტორიოგრაფიის ზეწოლით, ჩვენ ვაღიარეთ რომ რომ არა რუსეთი გავნადგურდებოდით, ანუ ვაღიარეთ რომ განადგურება გვემუქეებოდა, არა და ეს ისეთი საეჭვო რამეა, რომ ამის აპრიორად გამოცხადება არის სრული მარაზმი.. მინდა გითხრა, რომ საქართველოს ისტორია არის ახლიდან დასაწერი, როგორც კი ახლიდან დაიწერება, მერე საერთოდ რელიგიაზე წარმოდგენაც შეიცვლება. ახლიდან დაწერაში მე არ ვგულისხმობ ისტორიის ახლებურ პროპაგანდიზაციას, არამედ იმ ტყუილებისგან გაწიმინდვას ვგულისხმობ რაც რუსეთის მართველობის დროს დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში..