-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ვართ თუ არა რუსული მენტალობის მატარებლები?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და ქრისტე რა შუაში იყო? -
ვა ესე ფიქრობდნენ 1993 წელს 22 სექტემბერს და არ გავიხსენოთ რა კატასტროაფაში და ნიჰილიზმში ვიყავით ჩავარდნილები უნდა გავიხსენოთ რომ მომავალი გვქონდეს, არ უნდა დავივიწყოთ და აღარ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა.. მაგრამ სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ისევ დავუშვით იგივე შეცდომა.. ამიტომ მივიჩნევ რომ ისტორიისგან რომ არ ვსწავლობთ არაფერს, ამიტომ უმჯობესია თუ არ ვსწავლობთ, ქე მაინც არ დავივიწყოთ...
-
ნუთუ ჩამოჰკრა ზარმა? დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა კატასტროფულ ვითარებაში ჩააყენა ქართული სახელმწიფო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: საქართველო იღუპება და, რაც ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია თითოეული პატიოსანი ქართველისათვის, იღუპება არა მარტო სახელმწიფო, როგორც ერის განსხეულებული ტაძარი, როგორც მისი ზედნაშენი (ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ერი კარგავდა სახელმწიფოებრიობას, მაგრამ აგრძელებდა არსებობას დროში და სივრცეში), არამედ იკარგება ქართველი ერი, როგორც ისტორიის სუბიექტი - იშლება მისი ეროვნული სხეული და ათასწლოვანი სულიერი ერთობა. ამ შემზარავი რეალობის წინაშე მყოფს, ხელი არ გემორჩილება, პოლიტიკური ანალიზი გააკეთო, რადგან შიში გიპყრობს: ხომ არ ჩამოჰკრა ზარმა, ხომ არ განგვირისხდა უზენაესი მსაჯული და ხომ არ იწერება სწორედ ახლა, სწორედ ამ წუთებში - XX საუკუნის ბოლოს, არსთა გამრიგეს მიერ, ჩვენი ბედკრული სამშობლოს მატიანეს უკანასკნელი ფურცელი? ის, რაც აფხაზეთში, სოხუმსა და ოჩამჩირის რაიონში მოხდა, მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება მათთვის, ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს, როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დღეს უკვე სრული დარწმუნებით, დაუფარავად შეიძლება ითქვას: ელცინის გუნდი, რომელშიც ჩვენი უბედობითა და რუსეთის ბედით უბრწყინვალესმა პოლიტიკოსებმა მოიყარეს თავი, ატარებს რა უაღრესად ჭკვიანურ, შორსმჭვრეტელურ, რაფინირებულ პოლიტიკას, - ახერხებს, დიახ, უკვე შეიძლება ითქვას მტკიცედ - ახერხებს იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმის აღსრულებას. სანამ კონკრეტულ სიტუაციას განვიხილავდეთ, კიდევ ერთ მძიმე კითხვას დავსვამთ: ხომ არ შეცდა მთელი კაცობრიობა, როდესაც მიიჩნია რა რუსეთი უკანასკნელ იმპერიად, - მას უეჭველად დაშლა უწინასწარმეტყველა? ხომ არ შევცდით ყველანი, როდესაც ეს დიდი სახელმწიფო ჩვენთვის, მოკვდავთათვის მისაღები კრიტერიუმებით შევაფასეთ? ამ კრიტერიუმებით, იგი მართლაც უნდა დამორჩილებოდა ისტორიის კანონებს, დაშლილიყო რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეყნად ისევე, როგორც დაიშალა საფრანგეთისა და ბრიტანეთის დიდი იმპერიები როცა ისტორიის უმოწყალო ბორბალი დატრიალდა მათ თავზე. მაგრამ რუსეთის იმპერია კვლავ არსებობს! არსებობს ისტორიისა და პოლიტიკის ყველა კანონის საპირისპიროდ! მისი ძალმოსილების წინაშე ჩვენს თვალწინ იმსხვრევა თვით ყველაზე დახელოვნებული პოლიტიკოსების მიერ ოსტატურად გამოძერწილი სქემები და ყველა, ვინც ამ სივრცეზე სახლობს, განურჩევლად სოციალური და პოლიტიკური ცენზისა, განურჩევლად იმისა, მხედართმთავარია იგი თუ რიგითი მებრძოლი, დისიდენტი თუ სახელმწიფო მოღვაწე, იმ მარიონეტად მოჩანს, რომელსაც უხილავი ხელი საცოდავად აწვალებს, ზოგჯერ კი სასაცილოდ ახტუნავებს მის მიერვე შექმნილ პოლიტიკურ სცენაზე. ამ უხილავი ძალის წინაშე უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი მართლაც უბადრუკად გამოიყურება. ოღონდ ეგ არის - ზოგიერთი მათგანი გუმანით გრძნობს იმპერიის სუნთქვას, აცნობიერებს მის იდუმალ სურვილს და თავის მოღვაწეობას სწორედ ამ სურვილთა გათვალისწინებით წარმართავს ანუ ყოველთვის დინების მიმართულებით მიცურავს. იმათ კი, ვინც «აღმა» გაბედავს სწრაფვას, იმპერია უსასტიკესად სჯის. მათგან გამორჩეულთათვის მას ყველაზე მკაცრი, ჯოჯოხეთური სასჯელი აქვს შემონახული: განა რა შეიძლება იყოს იმაზე სასტიკი გვემა, რომ ქვეყნის ღალატი დაგაბრალოს საკუთარმა სისხლმა და ხორცმა მაშინ, როდესაც გულწრფელად გსურს, მას რაიმე უშველო; რომ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნის გადარჩენისათვის ყველაზე აუცილებელი მშვიდობა და სტაბილურობაა, ზურგში მახვილი ჩაგცეს შენმავე თანამოძმემ, რომელსაც ვერაფრით შემოირიგებ, ვერაფრით დაარწმუნებ შენს ერთგულებაში და ვერ გადაათქმევინებ მტრობას. ბრმა უნდა იყო კაცი, ვერ დაინახო კავშირი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებსა და სამეგრელო-გურია-იმერეთის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას შორის. არ მიმაჩნია ვახტანგ ქობალია კრემლის აგენტად, მაგრამ ამ კაცმა ვერაფრით გაიგო: იმპერიის არსი ის კი არ არის, ძალა დაგატანოს, რათა ქვეყნის საზიანო რამ გაკეთებინოს, არამედ ის, რომ რწმენით, მხურვალე გზნებითა და შემართებით გიმსახუროს თავისი ინტერესების განსახორციელებლად, შენ კი ამ დროს გეგონოს - სამშობლოსათვის ვიბრძვიო. აი მაშინ და სწორედ მაშინაა იმპერია თავისი ძალმოსილების მწვერვალზე. მისი ძალა ხომ ჩვენს სულიერ მონობაში მდგომარეობს. შესაძლოა გაუკვირდეს ვახტანგ ქობალიას, მაგრამ ყოველი მისი ნაბიჯი, საკუთარი ნებისა და განზრახვის მიუხედავად, სწორედ კრემლშია დაგეგმილი და წინასწარ განჭვრეტილი. იმ პოლიტიკოსის მაგალითად კი, რომელმაც შეძლო ჩასწვდომოდა იმპერიული პოლიტიკის არსს, რომელმაც მკაცრად აუწყო ფეხი უძლეველ პროცესს, ვლადისლავ არძინბას დავასახელებდი. კვლავ და კვლავ, ჩვენი ბედკრული სამშობლოს საუბედუროდ, აფხაზური სეპარატიზმის ლიდერი არა მარტო განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მძვინვარე ფანატიზმით, არამედ საოცარი გონებამახვილობითა და მზაკვრობით გამოირჩევა. იგი მიხვდა, რომ შეძლებდა თავისი მიზნების განხორციელებას, თუ ფეხს აუწყობდა კრემლის ტაქტიკას და «აფხაზურ პრობლემას» საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის კატალიზატორად აქცევდა. არაერთგზის მითქვამს: რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში «მოგლეჯდა» აფხაზეთს საქართველოს, თუკი დარწმუნდებოდა, რომ ეს გამოიწვევდა არა ეროვნულ კონსოლიდაციას (კრემლის წინააღმდეგ), არამედ პირიქით - გათიშულობისა და ურთიერთსიძულვილის კიდევ უფრო გაღვივებას. სწორედ ეს უმთავრესი ტენდენცია შეამჩნია არძინბამ და მხოლოდ მაშინ დაარტყა საქართველოს, როდესაც კრემლის მიერ პროვოცირებულ სამოქალაქო ომში ჩართულ ორივე მხარეს აღარაფერი ახსოვდა - ურთიერთსიძულვილის გარდა. საერთო-სახელმწიფოებრივ საქმეში განცდილი ნებისმიერი მარცხი ბრმა სიძულვილის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი ხდება და არა შერიგების ან ურთიერთმიტევებისა. საქართველოსთან მიმართებაში იმპერიის პოლიტიკას ორი ძირითადი შრე აქვს. პირველი კონკრეტულად აფხაზეთის კონფლიქტს მოიცავს და საქართველოს მიმართ კრემლის ტაქტიკას განსაზღვრავს. მეორე კი -ველიკორუსული სახელმწიფოს სტრატეგიის სფეროს განეკუთვნება. ტაქტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებამ სოჭის ხელშეკრულების გაფორმებისას დაუშვა უმძიმესი შეცდომა, რომელიც დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების უმთავრესი მიზეზი გახდა. გავიხსენოთ: ამ შეთანხმებით ჩვენ ვაღიარეთ რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს პრიორიტეტული როლი პრობლემის გადაწყვეტისას, მაგრამ ამავე დროს, არ დავაკმაყოფილეთ მისი უმთავრესი მოთხოვნა და მტკიცე უარი ვუთხარით კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალის სახით სწორედ რუსეთის ჯარის შემოყვანაზე. შემდეგ კიდევ უფრო შორს წავედით - ჩამოვიყვანეთ კონფლიქტის ზონაში უამრავი დასავლელი სამხედრო პირი (რომელთაგან ნახევარი, გარწმუნებთ, თავიანთი არმიების სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელია), რამაც საშინლად გააღიზიანა იმპერია და ჩვენი უსასტიკესი დასჯა გადააწყვეტინა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა პოლიტიკის ასეთი «გაორება». პატარა სახელმწიფო ვალდებულია «კონცენტრირებულ პოლიტიკას» ატარებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უეჭველად დაიღუპება. საქართველო ან მკვეთრად უნდა დაპირისპირებოდა რუსეთს აფხაზეთის საკითხში და პირიქით, დაუფარავად მიემართა დასავლეთისათვის, ან (თუ ეს შეუძლებელი იყო), ასევე პირდაპირ განეცხადებინა, რომ მზადაა დააკმაყოფილოს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი ამ რეგიონში, ანუ დათანხმებულიყო სწორედ რუსეთის (სხვა შეიარაღებულ ძალას იქ, მრავალგზის მითქვამს, რუსეთი არაფრის დიდებით არ დაუშვებდა – ავტ.) ჯარის შეყვანაზე კონფლიქტის ზონაში. ესე იგი ჩვენ უნდა მოვქცეულიყავით ზუსტად ისე, როგორც მოვიქეცით სამაჩაბლოში. განსაკუთრებით საკვირველი (და უკვე აღმაშფოთებელიც კი) ის არის, რომ არანაირი დასკვნა არ იქნა გამოტანილი გაგრის მწარე გაკვეთილიდან. მეორე შეცდომა კი სტრატეგიის სფეროში იქნა დაშვებული. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთს არ აძლევს ხელს საქართველოსთან ორმხრივი ხელშეკრულების დადება მანამ, სანამ არ დაფიქსირდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა მის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ეს სივრცე კი სნგ-ს სახითაა გაფორმებული. ბოლოს და ბოლოს, მიმოვიხედოთ რა ხდება ირგვლივ - რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ელჩიბეიმ გააფორმა «დიდი ხელშეკრულება» რუსეთთან. იმ ხელშეკრულების თანახმად (რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, ფარატინა ქაღალდად იქცა) რუსეთი აღიარებდა აზერბაიჯანის სრულ დამოუკიდებლობას და გამოჰყავდა ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარები. თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ - ყველასათვის თვალნათელია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღევანდელ ვითარებაში საქართველოს აღარ ძალუძს იბრძოლოს თავისი დამოუკიდებლობისათვის. უპირველესი საზრუნავი სხვა არის - როგორმე შევინარჩუნოთ ქართველთა ტრადიციული განსახლების არეალი, რათა ქართველი მოსახლეობა არ გამოაძევონ თავისივე სამშობლოს ისტორიული პროვინციებიდან. თუ ეს არეალი შევინარჩუნეთ, ჩნდება შანსი ქართველი ერის ეროვნული სხეულის დაშლის შეჩერებისა. «ივერია-ექსპრესი», 22 სექტემბერი, 1993წ.
-
ვართ თუ არა რუსული მენტალობის მატარებლები?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემ ნაწერს, ეს კომენტარი არ შეესაბამება, არაადეკვატურია.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კონფერენცია სხვა რამეა მონარქია სხვა რამეა... ვერ გავიგე ეს მე... ეს ფასეულობები ქრისტიანობასთან რა შუაშია? იგივე პატრიოტიზმი. ესეგი ქრისტიანობა = პატრიოტიზმს? და გამორიცხულია ათეიზმი = პატრიოტიზმს? არა, სხვა ქრისტიან ბარბაროსებისგან რომლებიც ანგრევდნენ ძველ კულტურას დიდად არაფრით განსხვავდებოდნენ.. არცერთი მართლმადიდებლური მხარე ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობას არ ღებულობდა, მეტიც ტევტონთა ჯვაროსნული ლაშქრობები წარმართთა და რუს მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო წამოწყებული. ხოლო საქართველოშI იგივე ლაშა-გიორგის დროს მიწერები წარმოებდა რომის პაპთან და ჯვაროსნულ ლაშქრობებისთვის ემზადებოდა. ორივენი მონოფიზიტები რომ ვიყავით მაშინაც იყო დაპირისპირება, ასე რომ ეს არგუმენტი არ გამოდგება.. ამ წამს ფერეიდნელებზე გვქონდა საუბარი.. კი მათი სამშობლო ირანია ეროვნება კი ქართველია.. და რატომ უნდა დაბრუნდენ? უფრო სწორედ რატომ განისაზღვრება ამით მათი ქართველობა არაქართველობა? -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა ვიცი მე კი მინდა, რელიგიისა და ისტორიის განყოფილება რომ გაცოცხლდეს პოლიტიკაში მოვუკლებდი შემოსვლებს მარა არ ცოცხლდება და რა ვქნა............ :DD მაინც და მიანც პოლიტიკაში უნდებათ ისტორიის გაცოცხლება lasha1997 არა ამაში დამნაშავე არის ფარნავაზი.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:DD Siknadmo რა ტომები რის ტომები რეებს ლაპარაკობ? საქართველო ცნება ესეთი გაჩნდა ბაგრატ III დროს აქამდე საქართველო არ არსებობდა, იყო ორი სამეფო იბერიისა და ეგრისის.. შემდეგ სამეფო-სამთავროები. გაერთიანება მოხდა სამეფო სალხებს შორის. დავითა აღმაშენებელი საქარტველოს მეფე კი არ იყო იყო სხვადასხვა სამეფოების გაერთიანებული მეფე. მისი ტიტულატურა ნახე.. სისულელეა.. იგივე ივ.ჯავახიშვილი ავიღოთ ათეისტი კაცი. ნიკო ბერძენიშვილი, როსტომ-ხანი რომელმაც დიდი აღმშენებლობა დაიწყო ქართლის სამეფოში და ესე განსაკუთრებულად არ მიძებნია იქნება კიდე სხვა მრავალი.. პრინციპში ქრისტიანობნამ ქართული წარმართული კულტურა გაანადგურა, ასე რომ ბევრი ვერაფერი შემორჩებოდა არაქრისტიანულისგან.. დააკონკრეტე როდის მოხდა გაიგივება ამ ორი ცნების და სად არის ამის თეორიული დასაბუთება პირველად წყარო? სომეხი ყოველთვის სომეხი იყო ქართველისთვის, ჩვენ ორ ეთნოს შორის ყოველთვის იყო გზაგამყოფი. კათოლიკობას რაც შეეხება, კათოლიკებთან უნიაში საქართველო ძალიან დიდი ხანი იყო. გაყოფა რეალურად ოფიციალურად არც მომხდარა, რუსეთის შეერთების შემდეგ და შემდეგ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მივირეთ რუსული მემკვიდრეობა სადაც გაყოფილი იყო ჩვენი და კათოლიკური ეკლესია. ფრანკს ეძახდნენ ევროპიდან მოსულ ჯვაროსანს, ყველა ადგილობრივი მცხოვრები. მნიშვნელობა არ ჰქონდა სადაური იყო.. მართლმადიდებლობა რელიგიაა და ეთნიკური კუთვნილება სულ სხვა რამეა. მაშინ შეკიტხვა აჭარელი მუსულმანი ქართველია? მათ შეინარჩუნეს თავიანთი ცნობნიერება, არ გადაშენებულან. მარა ჩვენგან განსხვავებულად განვიტარდნენ. ისინი არ გამქრალან. ქართულ ცნობერებას შენ თუ დღევანდელ საქართველოშI მყოფ ქართველების ცნობერებად აღოქვავ, მაშინ მიტხარი იქნებ ჩვენ არ შევინარცუნეთ ის ცნობიერეა და სწორედ ფერეიდნელებმა შენიარჩუნეს? მსგავსი რამე მე არ მიტქვამს, ცილისწამება. ამიტომ კანონის 104 მუხლით ცილისწამების მუხლით თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით 4 წლით :DD -
ვართ თუ არა რუსული მენტალობის მატარებლები?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქ არ არსებობდა მართალი მხარე.. ყველა ერთმანეთზე უარესები რომ იყვნენ, ზვიად-ედიკა-მიშიკა ამიტომ ვწუხვარ............ -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa პრობლემა ის არის რომ იგივე ივ.ჯავახიშვილის ნაშრომები უგულებელყოფილია და მისი კვლევები უმრავლესობისთვის ცნობილი არ არის.. იგივე სკოლის წიგნებში, ისტორიაში უამრავი ხარვეზია.. ამ იდეოლოგიზირებულ სკოლის ისტორიის წიგნებით იზრდებიან ახალგაზრდობა.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თავშია თავში. გეტყვი რატომაც. ისტორია რომ არის მართლმადიდებლურ იდეოლოგიით დაბინძურებული და ამას ტენიან ახალგაზრდებს, ამიტომ არის ამდენი აგრესია რელიგიურ უმცირესობებისადმი და ყოველგვარ სხვა აზრის მქონე ადამიანების მიმართ.. ფუნდამენტალიზმის ყველაზე ძლიერი იდეოლოგიური დასაყრდენი არის იდეოლოგიზირებული ისტორია რომელიც როგორც ჭეშმარიტება ისე ისწავლება.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo საიდან ასკვნი ამას? მონარქიის აღდგენის თაობაზე ვინ განაცხადა? მართლმადიდებლური მონარქია, თუ ძლიერი იყო ყოველთვის ცეზაროპაპიზმის მატარებელი იყო. იგივე დავით აღმაშენებელის მიერ რუი-ურბნის მოწვევა იყო იმით განპირობებული რომ ის მარტო სერო ხელისუფალი კი არა იყო არამედ ზეცაროპაპი იყო, ამიტომ ჩაერია ეკლესიის ცხოვრებაში. საფრთხე იმაში მდგომარეობას რომ მონარქიის უკან იმალება პაიკი მეფე რომელიც პატრიარქის ჭკუაზე დადის.. საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ჩაიშალა მონარქიის გეგმა. არა ეს ფაქტი კი არა ეს იყო კონცეფცია. ვერ მეტყვი რომ არაქრისტიანი ქართველი არ არსებობდა კი გეთანხმები შენ ეხლა ისეთ საკითხში შეიჭერი რომელსაც უკვე ბევრი ათეული წელია ერთმანეთს ხოცავენ მეცნიერები.. თავიდან იყო საერთო ქართული ენა და მერე გაიყო ქართულ, მეგრულ და სვანურ ენებად თუ პირიქით... მოდი რა ამ საკაითხს ესე რადიკალურად ნუ იტყვი... :DD ეს საკიტხები მახსენდება 1-2 კურსებზე და ვიცი რა ჩხუბიც მოყვება ხოლმე :DD ეხლა რაღაც სასწაულს ნუ ამბობ :DD ესეც სასწაულია :DD აუ ისტორიას არ იცნობ კარგად.. მაპატიე მაგრამ ესეა.. -
ვისაც ჰუმანიტარული საგნები და რელიგია/თეოლოგია აინტერესებს http://www.gumer.info/ ამ ბიბლიოთეკას ვურჩევ. დიდი არჩევანია..
-
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo მოდი ჯერ ცეზაროპაპიზმი გაიგე რა არის.. აგერ დაგეხმარები ლინკს მოგცემ: Дагрон Ж. Восточный цезаропапизм. - http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Histor...n_VostCezar.php 1) გრიგოლ ხანძთელამდე ერთიანობა შედგა ორ სამეფოში ქართლისა და ეგრისის სამეფოში. 2) ქართული ენა იყო მთავარი მოტივაცია ერთიანობის და არა რელიგია 3) გრიგოლ ხანძთელი იდეოლოპგიზირებული ნაწარმოებია რაღაც ისტორიულ ფაქტებს არ ემთხვევა. ქართიზაციას რას ეძახი? მოდი აქაც მე რომ არ ვილაპარაკო ბევრი, მარტივადაა საქმე. აიღე ივ.ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" I ტომი წ 1960 თბილისი გვ 310, 316, 323, 330 - 330 განსაკუტრებულად. არაა სწორი.. თუმცა ეს ხვა თემაა და სიამოვნებით გესაუბნრები ისტორიის განყოფილებაში.... -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 კი დემოკრატიულ ქვეყანაში თავის ადგილს მიუჩენდნენ საპატრიარქოს.. არაა ესე, ეს ურთიერთობა ორმხრივია. ერთმანეთს ავსებს დიქტატორი და საპატრიარქო. ერთმანეთთან თანამშრომლობით იმყარებენ ძალაუფლებას.. ესაა და ეს.. რაც საბოლოო ჯამში იეს პროცესი ადვილად შეიზლება გადავიდეს ირანიზაციისკენ.. -
რა თქმა უნდა.. აბა ისე როგორ?
-
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთავარი ის არის ამ თამაშით საპატრიარქ-სახელმწიფოს შედეგი რა არის დაშინებული ტიპები, ანუ ვეღარაფერს გააკეთებ ინტერნეტშიც კი ეკლესიას თუ არ მოეწონა და რეალურად გვაჩვენა რომ ყველას კონტროლი შეუძლია ინტერნეტშიც კი.. დაფიქრდი ამაზე.. ეს იყო ჩემი აზრით მთავარი აზრი ამ თამაშის დაწებისა. ეს იყო მესიჯი ასევე ფორუმელებზეც... ჩვენ ისინი ვნახეთ ესეგი თქვენი ნახვაც არ გაგვიჭირდება.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ხო და მეც მაგას გეუბნები რომ ამბობ ხელისუფლებას გულისხმობ საპატრიარქოს და პირიქით.. ეს ორი ერთად ქმნის სახელმწიფოსა და ეკლესიის "სიმფონიას" რომელიც ერთად სიმფონიურად მართავენ ქვეყანას.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუკუში არ ვარ.. ვერ ხვდები და ნუ ხვდები, ეს არაა ჩემი პრობლემა.. მე მიმაჩნია რომ საფუძვლები კეთდება იმისთვის რომ აშენდეს მართლმადიდებლური სახელმწიფოები. ამ საფუძვლებს მე პირადად მიმაჩნია რომ ვალდებული ვარ დავუპირისიპირდე, როგორც შემეძLება ისე, იმიტომ რომ მე ამ ქვეყანაში ვაპირებ ცხოვრებას და არ ვაპირებ თეოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. არ გცოდნია ისტორია.. ელემენტარული ცეზაროპაპიზმი ცნება გაგიგია? სახელმწიფოსა და ეკლესიის "სინფონიის" ცნება გაგიგია? მართლმადიდებლურ სამყაროს დამახასიათებელი მოვლენებია ისე. მოიტანე წყაროები აბა.. საუკუნეები მითხარი? ესეგი ვაფშე დავიკიდეთ წარმართული წარსული, იბერიის სამეფო საერთოდ არ არსებობდა თურმე... ეს ისტორიული ფაქტი კი არა ესაა ზღაპრარი ეს ცნება განიმარტე? ვახტანგ გორგასალი მართლმადიდებელი არ ყოფილა, ყველა წყარო ამაზე მიუთითებს, ვახტანგი იყო მონოფიზიტი.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 შვედეთსაც ჯვარი აქვს გამოსახული დროშაზე მაგრამ მისი მოსახლეობის 80% მეტი ათეისტია, რა მერე, ამაზე პრობლემა არ მაქვს მეც მაგასვ ვამბობ მაგრამ დროშის გამო არა, სხვა რაღაცეების გამო მგონია.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ბაბუაჩემი 1999 წლის იანვარში გარდაიცვალა, ანუ ჯერ პოლიტიზირებული არ იყო ეს დროშა. ბაბუაჩემი იყო ისტორიკოსი და მახსოვს მაშინ თვითონ ისტორიკოსებში მიდოდა ამ დროშაზე ლაპარაკი და ბაბუაჩემიც იყო აქტიურად ჩართული.. ნუ მერე დიდად მე პიარად არ დავინტერესებულვარ ამ დროშის ისტორიით, მაგრამ ორივეს აზრი ვიცი. ბაბუაჩემი პირადად ფიქრობდა რომ ეს დროშა ქართული არ იყო. მაგას არ აქვს ეხლა დიდი მნიშვნელობა. მე პირადად ახალი დროშის მიღების მოწინააღმდეგე ვიყავი რადგან: 1) აფრიკულ ქვეყნებშია მხოლოდ მიღებული ხელისუფლება რომ ცვლის ხელისუფლებას ახალ დროშას რომ იღებენ, ერთ ტიპს მოუნდა და ადგა და მიიღო, ეს ცოტა არ იყოს სახელმწიფოებრიობისადმი აგდებული დამოკიდებულებაა. (მე ვარ საქართველო და აქამდე რაც იყო ყველაფერს გავკარისავით) 2) არ მიმაჩნდა ეს დროშა ისტორიულად ქართულად თუმცა ეხლა, რადგან ქართველებმა მიიღეს, მეც მივიღე და გეტყვი რომ პრობლემა არ მაქვს ამ დროშის.. შხარა მართლმადიდებლური სახელმწიოფ იდეოლოგია არის ფუნდამენტალიზმი, თეოკრატია.. რაც არის ცუდი! ისევე როგორც მე მაქვს უფლება, მათი აზრი და აზროვნება შევაფასო როგორც ფუნდამენტალისტების აზროვნება.. ოფიციალურად ესეა, მაგრამ არაოფიციალურად უფრო სხვანაირად არის საქმე.. -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
1) დაასაბუთე რატომ არის ეს ცილისწამება და არა საკუთარი ხედვა, აღქმა? 2) რა არ ვიცი აბა? 3) რა მძულს აბა? (შენი აზრით) მართლმადიდებლობა მძულს, თეოკრატია მძულს, ფანატიკოსები თუ ღმერთი? ირანის სახელმწიფო ეყრდნობა ისლამს.. საპატრიარქოს განცხაება გაგახსენო? ქრისტიანობა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსათვის იდეოლოგიურ საფუძვლებს. ეს განცხადება გააკეთა საპატრიარქომ ესეგი თუ კი ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძვლები არის მართლმადიდებლობა, ესეგი ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო.. მაშ რა გიკვირს, საპატრიარქოს ამტკიცებს აამს და შენ რატომ ჯინიანდები? -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ვინმე აგინებს პატრიარქს ამ ვიდეოში? უამრავი ვიდეოა, სადაც რომის პაპი რაღაც რეპულად ბაზრობს fuck-fuck-ებით და ამაზე არცერთი პოლიციელი არ მივარდნია ამ ვიდეოს გამკეთებელს.. კი ეს ვიდეო არის გაშარჟება. Siknadmo ერთი ჩამოწერე მე ვარ ადამიანის უფლების დამცველი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსგავსი ვიდეოს გაკეთების უფლება აქვს ადამიანს, გინდა ეს ხელისუფლებიდან მოდიოდეს და გინდა ეს ოპოზიციიდან. თუ ჩემს შეუწყნარებლობაზე რამე პრეტენზია გაქვს, შედი რელიგიის განყოფილებაში სადაც მოდერატორი ვარ და სადაც ნახავ მსგავს ფაქტს დაწერე და ვიტყვი რომ მართლა ესე ყოფილაო და რელიგიის განყოფილების მოდერის დანამდებობას დავტოვებ... -
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როგორ არის პრაქტიკულად ერთი და იგივე და რაში გამოვხატე ღვთის მიმართ რწმენის სიძულვილი? -
შხარა მერე ოფიციალური რელიგიის გამოცხადება თუ მეფის მიერ აღიარებულ რელიგიად ითვკლბა, მაშინ წყვეტილად იყო ქრისტიანობის საქმე.. მათ შორის 70 წელი კომინიზმისა... ისლამი როცა ოფიციალურად იყო აღიარებული სამეფო კარის მიერ. მონოფიზიტობა, მანიქევლობა როცა იყო ოფიციალურად აღიარებული.
-
ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vitaminC გამოშვება-დაკავებაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე ესეთ ვიდეოს არსებობის უფლების. თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ჩვენ შეგვიძლია გავაშარჟოთ არა მარტო პატრიარქი, რომის პაპი არამედ თავად ღმერთი.. დასავლეთში მსგავსი რამ ოფიციალურ კარიკატურებში იბეჭდება.. და მასთან პოლიცია არ მიდის "დასაკითხავად" რომ რატომ აკეთებ ამ "უმსგავსობასო" Siknadmo 1) რა ნახე ღვთის სიძულვის აქ რამე? 2) რანაირად უნდა მძულდეს ღმერთი, როდესაც მისი არსებობის არ მჯერა, არარსებული რანაირად უნდა მძულდეს?