1) ეთნიკურ ქართველების? 2) მართლმადიდებლების? 3) სააკაშვილების და სხვა კლანების? :nekro: 4) ყველა ქართველი მოქალაქის, განურჩევლად ეთნიკურ წარმომავლობისა და რელიგიური შეხედულების? 5) ჩემია (კონკრეტული იუზერის) საქართველო ვინ უნდა იყოს პრივილეგირებული, უმრავლესობა თუ უმცირესობა? და რატომ უნად დაუწესოს წესები უმრავლესობამ უმცირესობას და პირიქით, უმცირესობამ უმრავლესობას? ვისია საქართველო? მე მართლა მაინტერესებს, თქვენ როგორ გგონიათ ვისია? აქ ვერ ვხედავ თანასწორობის მოთხოვნას, ბრბოს პრივილეგირებლობა უნდა, მცირე გარეწართა ჯგუფს მუდმივი ძალაუფლება უნდა, ყველას პრივილეგიები უნდა და თანასწორობა საერთოდ ქრება. თანასწორობა იმას ნიშნავს, რომ ყველა თანასწორია და როგორც მაგალითად ეთნიკურ ქართველს აქვს უფლება იცხოვროს აქ და ისე მოიქცეს როგორც სურს (კანონის ფარგლებში) ისეთივე უფლება აქვს, სომეხს, ოსს, აზერბაიჯანელსა თუ სხვა ეროვნების მოქალაქეს. როგორი უფლებაც აქვს მართლმადიდებელს ააშენოს თავისი ეკლესია და ილოცოს, ჰქონდეს პრივილეგიები სახელმწიფოსგან, ისეთივე უფლება უნდა ჰქონდეს არამართლმადიდებელსაც. წინააღმდეგ შემთხვევაშI, რა მიზეზიც არ უნდა მოიყვანოს რომელიმე მხარემ, თანასწორობის პრინციპი ირღვევა და იერარქიულ ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება.