Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. რა საგარეო კურს უნდა ატარებდეს საქართველო და რატომ? და კიდევ როგორ მოიაზრებთ პრორუისულ, პროამერიკულ ან ნეიტრალურ საქართველოს, რეალობასთან ახლოს რომ იყოს ისეთი ვერსია დაწერეთ და არა ისეთი მაგ: პროდასავლური იმიტომ რომ ამერიკა ატომურ ბომბს მოგვცემს
  2. რა ანტიამერიკული ისტერიაა ამტყდარი და რატომ მიდის პრორუსული პროპაგანდა ესე გაძლიერებულად?
  3. რა ლოგიკით არ იყო უპრინციპობა, მშვიდობაზე ლაპარაკი და ამ დროს ომის წამოწყება ცხინვალის რეგიონში? რა ლოგიკით არ იყო ქართული მხარის ღალატი, მირატვორცების დატოვება და ამ დროს ომის დაწყება. ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ომამდე რომ მირატვორცებისთვის იურიდულად მაინც შეეწყვიტა იქ ყოფნა.] არა რა, არ მჯერა ნაც. მოძრაობის და მისი შექმნილი ოპოზიციის თამაშის. პრინციპში ვის ჯერა? მემგონი საზოგადოებამ არ შეჭამა ეს..
  4. ხო ესეა და მაგათაც ისე მოეთხოვებათ ნაც.მოძრაობაში ყოფნა როგორც ნაც.მოძრაობას მათთან ყოფნა.. ერთ დროს ოქრუაშვული რემბო მინისტრი იყო, ნოღაიდელი და ბურჯანაძე წარმატებული პოლიტიკოსები რომელიც რეფორმებს და ა.შ ატარებდნენ და მიშას და მაგათ ერთად უხაროდათ. ვერც მოღალატეობა შენიშნეს, ვერც კორუმპირებულობა, ვერ ტირანიის აშენება, ვერც ვერაფერი, რომ დაშორდნენ მერე აღმოაჩინეს ეს ყველაფერი.
  5. ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე და სხვა მრავალთან რომელიც ნაც. მოძრაობის წევრები იყვნენ, მიშას ფავორიტები, უცბად წასვლისთანავე მოღალატეები აღმოჩნდებიან. ეხლა მაინტესებს, თუ მოღალატეა რატომ იყავი მასთან, თუ კორუმპირებული იყო რატომ გაგახსენდა ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ოპოზიცონერობა მოინდომა. გახსენდებათ ერთი არა მოღალატე ყოფილი ნაციონალი?
  6. analgin კაპიტულაცია მოყვასის ჯინაზე არ ასწორებს თუ ჩემნაირად მიგაჩნია რომ ყველა ქართველი პოლიტიკოსი ნაგავია, ადექი და არავის მისცე ხმა
  7. ტესტირების შედეგი : 100 % ცრურწმენა არ გახასიათებთ
  8. ჩვენ ნაკრებს მაინც არაფერი ეშველება, ეხლა ვუყურებ სიმახინჯეს
  9. დიფუზიონისტური სკოლა XIX_XX სს. მიჯნაზე ეთნოლოგიაში ჩამოყალიბდა დიფუზიონისტური სკოლა, რომელიც კულტურის დიფუზიას (კულტურის მოვლენათა გავრცელება ხალხთა შორის კონტაქტების _ ვაჭრობის, დაპყრობის, ხალხთა გადასახლების _ მეშვეობით) ისტორიული პროცესის საფუძვლად მიიჩნევს. ევოლუციონიზმისაგან განსხვავებით, იგი აღიარებს არა ისტორიულ პროგრესს, არამედ კულტურის სივრცით გავრცელებას. დიფუზიონისტთა აზრით, კულტურა (ან მისი ცალკეული ელემენტები) კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიშობა, ხოლო მისი განვითარება კულტურული ელემენტების გადაადგილების, სესხების, შერევის (დიფუზიის) გზით მიმდინარეობს. ამასთან, გადაადგილდება არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ელემენტები, არამედ იდეებიც: მითოლოგია, იდეოლოგია და ა.შ. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, დიფუზიონისტები მთელ ფაქტობრივ მასალას აჯგუფებდნენ ისე, რომ მკაფიოდ გამოჩენილიყო კულტურულ მოდელთა წარმოშობის ეპიცენტრები და მათი გავრცელების გზები. ყოველი კულტურა განიხილებოდა მასში თვითმყოფადი და ნასესხები კულტურული ელემენტების თანაფარდობის თვალსაზრისით. დიფუზიონიზმის სათავეებთან დგას გერმანელი გეოგრაფი ფრიდრიხ რატცელი (Fრიედრიცჰ ღატზელ, 1844-1904). ნაშრომებში "ანთროპოგეოგრაფია" ("Aნტჰროპოგეოგრაპჰიე")^ "ხალხთმოსახლეობა" ("Lებენსრაუმ"), "დედამიწა და სიცოცხლე" ("Dიე Eრდე უნდ დას Lებენ: Eინე ვერგლეიცჰენდე Eრდკუნდე") მან განიხილა დედამიწაზე ადამიანის განსახლების სურათი და კულტურის განვითარება გეოგრაფიულ პირობებს დაუკავშირა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ანთროპოგეოგრაფიულ სკოლას. იგი თვლიდა, რომ კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მიგრაციებია, რისი შედეგიცაა ხალხთა კონტაქტი და კულტურის დიფუზია. ამ უკანასკნელისათვის, ფ.რატცელის აზრით, არავითარი სივრცითი ზღვარი არ არსებობს. იგი განიხილავდა კულტურის გადაადგილების ორ ფორმას: 1) არა ცალკეული საგნების, არამედ მთელი კულტურული კომპლექსის სრული და სწრაფი გადატანა. ამ ვარიანტს იგი, ამერიკელი ანთროპოლოგების კვალდაკვალ, აკულტურაციას უწოდებდა; 2) ცალკეული ეთნოგრაფიული საგნების (მატერიალური კულტურის) გადაადგილება ერთი ხალხიდან მეორეში. რატცელი თვლიდა, რომ ბუნებრივი გარემოთი განპირობებული კულტურული სხვაობანი ხალხებს შორის თანდათან იშლება მათ შორის ურთიერთობათა (ტომთა გადასახლება, დაპყრობები, სამიმოსვლო გზების განვითარება, ვაჭრობა, რასების შერევა) შედეგად. გერმანელი ეთნოგრაფი ლეო ფრობენიუსი (Lეო Fრობენიუს, 1873-1938) აფრიკის ხალხთა კულტურის აღიარებული მკვლევარი იყო. იგი შეეცადა გამოეყო ცალკეული კულტურული პროვინციები _ "კულტურული წრეები" ("Kულტურკრეისე"). იგი იყენებდა შრეობრივი ჩაღრმავების მეთოდს: თვლიდა, რომ თუ თანამედროვე კულტურას ფენა-ფენა გავათავისუფლებთ გარედან მოტანილი დანალექებისაგან, შევძლებთ გამოვყოთ უძველესი კულტურა "სუფთა" სახით. კულტურას ფრობენიუსი ცოცხალი ორგანიზმის ანალოგიით განიხილავდა. მისი აზრით, კულტურები იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან, ისევე როგორც სხვა ცოცხალი არსებანი. ადამიანი კულტურის პროდუქტია და არა მისი შემოქმედი, შემქმნელი. "კულტურა იზრდება თავისთავად, ადამიანის, ხალხის გარეშე", _ წერდა იგი. კულტურა იბადება ბუნებრივი პირობებისაგან. მას სჭირდება კვება, რაც მეურნეობის განვითარების მეშვეობით ხორციელდება. როგორც ორგანიზმი, კულტურა შეიძლება გადაირგას სხვა ნიადაგზე და ახალ პირობებში იგი განვითარების ახალ მიმართულებას შეიძენს. ახალი კულტურები იბადება ძველი კულტურების შეხებისა და ურთიერთქმედების შედეგად. ამავე დროს, კულტურა ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს, რადგან მას არა აქვს ფეხები _ გადაადგილების საშუალება. ამიტომ ადამიანი კულტურის გადამტანი, მატარებელია. მოგვიანებით, განავითარა რა კულტურისა და ორგანიზმის ანალოგიის თეზისი, ფრობენიუსმა გამოყო მამაკაცური და ქალური კულტურები. აფრიკაში მან ორი ტიპის კულტურა განასხვავა: "ტელურიულ-ეთიოპურ-პატრიარქალური" და "ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური". "ტელურიული", მისი განმარტებით, ნიშნავს მიწიდან ზევით მზარდს, "ქტონიური" _ ფესვებით მიწაში ჩაზრდილს. ორივე ტიპი მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსთან. "ტელურიული" დაიბადა აფრიკული სავანების ზონაში, "ქტონიური" _ საჰარასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათში ჩადებული ტენდენციებით ("იდეებით"). "ტელურიული" თითქოს ზემოთ მიისწრაფვის, რაც მჟღავნდება მატერიალური და სულიერი კულტურის თავისებურებებში. მას ახასიათებს მოწნული სახლები, ფეხებიანი საწოლები; ამ კულტურის სული ზემოთ მიიწევს, როგორც მცენარე; ადამიანიც ზემოთ მიიწევს ასაკობრივი კლასების იერარქიული კიბით. ღმერთები მაღალ, მიუწვდომელ ადგილებში ბინადრობენ. ეს პატრიარქალური კულტურაა. "ქტონიური" მატრიარქალური კულტურა მიწაში ჩაღრმავებას ესწრაფვის: არსებობენ მიწური საცხოვრებლები, ასეთივე მარცვლეულის საცავები, მიწის ღუმელები, იდეები სულთა მიწისქვეშა სამყაროზე და ა.შ. კულტურას გააჩნია მისტიკური "სული" (პაიდეუმ), რომელიც ადამიანისგან დამოუკიდებლად იბადება, ცხოვრობს და კვდება. შემდგომში, განავითარა რა კულტურის ორი ტიპის კონცეფცია, ფრობენიუსმა "ქამიტური" და "ეთიოპური" კულტურები "აღმოსავლეთითა" და "დასავლეთით" შეცვალა. "აღმოსავლეთისათვის" დამახასიათებელია "გამოქვაბულის" გრძნობა, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა, "დასავლეთისათვის" _ "შორეულის, სივრცის გრძნობა", დინამიურობა, პიროვნებისა და თავისუფლების იდეა. მსოფლიოში ლიდერობა ხან ერთი, ხან მეორე ტიპის ხელშია. ეს "საქანელა" კაცობრიობის განვითარების წყაროა. ფრობინიუსმა თავის თეორიას კულტურის მორფოლოგია უწოდა, გამოყო მასში "კულტურის ანატომიისა" და "კულტურის ფიზიოლოგიის" განხრები. მაინის ფრანკფურტში მან დააფუძნა "კულტურის მორფოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი", რომელიც დღესაც არსებობს. ფრიც გრებნერმა (ღობერტ Fრიტზ Gრაებნერ, 1887-1934) გაიზიარა "კულტურული წრეების" თეორია და სცადა "ისტორიული" მეთოდის გამოყენება პრიმიტიული კულტურების შესწავლისას. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ კაცობრიობის კულტურის მთელი მრავალფეროვნება დაიყვანება ერთეულ, ერთჯერად მოვლენებზე. მსგავს კულტურულ მოვლენებს იგი ერთი კულტურული წრის კუთვნილებად, ერთ კულტურულ ცენტრში წარმოშობილად მიიჩნევდა. ნებისმიერი კულტურული ფაქტი _ იქნება ეს მშვილდი თუ ისარი, ტოტემიზმი თუ სხვა, ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წარმოიშვა, რომელიღაც ერთ ადგილას, ეკუთვნოდა ერთ რომელიღაც კულტურას და შემდეგ მასთან ერთად გავრცელდა სხვადასხვა კულტურაში. ამრიგად, კაცობრიობის კულტურის ისტორია განიხილება როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული რამდენიმე კულტურული წრის ურთიერთქმედება, მათი გადაადგილების, ერთმანეთში მექანიკური შერევის და ერთმანეთზე "კულტურულ შრეებად" დალაგების სახით. ფ.გრებნერის "კულტურული წრეების" თეორია ავსტრიელმა კათოლიკე პატრმა ვილჰელმ შმიდტმა (ჭილჰელმ შცჰმიდტ, 1868-1954) შეავსო შვეიცარელი ბიოლოგის ი.კოლმანის "პიგმეური" თეორიით, რომლის თანახმად, ცხოველთა ყველა სახეობის განვითარება იწყება მარტივი ფორმიდან, რომელსაც შემდგომ რთული ფორმები ენაცვლება. ამ განზოგადებას კოლმანი ადამიანზეც ავრცელებდა და თანამედროვე ჯუჯა ადამიანებს _ პიგმეებს _ ადამიანის არქაულ ფორმად განიხილავდა. ვ.შმიდტმა სცადა დაესაბუთებინა, რომ "უძველესი კულტურებისათვის, რომლებიც წარმოდგენილია პიგმეებით, ტასმანიელებით, სამხრეთ-აღმოსავლელი ავსტრალიელებით, სხვა თავისებურებებთან ერთად, დამახასიათებელია წარმოდგენა ერთ ღმერთზე, როგორც უმაღლეს არსებაზე, ქვეყნისა და ადამიანის შემქმნელზე. ვ.შმიდტის აზრით, რწმენის ფორმები _ ანიმიზმი, მაგია, ფეტიშიზმი თუ სხვ. _ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. ფ.გრებნერსა და ვ.შმიდტს დიფუზიონისტთა "კულტურულ-ისტორიულ", ან "კულტურული წრეების" სკოლას მიაკუთვნებენ. დიფუზიონიზმის ფარგლებში არსებობდა კიდევ ერთი _ ისტორიულ-გეოგრაფიული მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურული განვითარების დროითი თანმიმდევრობის ჩვენებას. მისი ძირითადი წარმომადგენელია ე.ნორდენშელდი (Nილს Eრლანდ Hერბერტ Nორდენსკიöლდ) რომლის ნაშრომი "შედარებითი ეთნოგრაფიული ძიებანი" ("ჩომპარატივე Eტჰნოგრაპჰიცალ შტუდიეს") 1919 წელს გამოიცა. ინგლისში დიფუზიონიზმის ფუძემდებლად გვევლინება უ.რივერსი (ჭილლიამ Hასლე ღივერს, 1864_1922), რომელმაც სცადა თავი დაეღწია როგორც ევოლუციონიზმის, ისე დიფუზიონიზმის უკიდურესობებისაგან. ახალი კულტურების წარმოშობას იგი გადასახლებათა ტალღების ურთიერთქმედების შედეგად მიიჩნევდა. ოკეანიის მაგალითზე რივერსმა აჩვენა, როგორ შეჰქონდა იმიგრანტთა ყოველ ახალ ჯგუფს კულტურაში თავისი ნიშნები (ზნე-ჩვეულებანი, რიტუალები და სხვ.). დასრულებული სახე დიფუზიონიზმმა ინგლისში იმ მიმდინარეობის სახით მიიღო, რომელიც ცნობილია "ჰიპერდიფუზიონიზმის", "ჰელიოლიტური მიმდინარეობის", ან "პანეგვიპტიზმის" სახელით. მისი წარმომადგენლები, ელიოტ-სმითი (Eლლიოტჰ-შმიტჰ, 1871-1937) და უილიამ-ჯეიმს პერი (ჭილლიამს ჟამეს Pერრყ, გარდაიცვ. 1949 წ.) ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო ცივილიზაცია გაჩნდა ერთ ცენტრში _ ეგვიპტეში, საიდანაც გავრცელდა მთელ დედამიწაზე. ნაშრომებში "ადრეულ კულტურათა მიგრაციები" (1915) და "ადამიანის ისტორია" (1930) ელიოტ-სმითი ამტკიცებდა, რომ არქაული კულტურის პირველადი კომპლექსი (მეგალითური ნაგებობები, მუმიფიკაცია, მზისა და გველის კულტი, საფეიქრო საქმე და სხვ.) ძველი ეგვიპტიდან, პირველ რიგში, აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა _ არაბეთის ნახევარკუნძულისა და სპარსეთის ყურის გავლით ინდოეთში, ცეილონზე, ინდონეზიაში, შემდეგ უფრო აღმოსავლეთით _ ოკეანიაში. აქედან პირველადი კულტურის ელემენტები, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთის გავლით, ამერიკაში მოხვდა. აღნიშნულ შეხედულებას იზიარებდა უ.პერი ნაშრომებში "მეგალითური კულტურა ინდონეზიაში" (1918) და "მზის შვილები" (1923). მისი აზრით, კულტურათა ისტორიულ განვითარებაში მკვეთრად განირჩევა ორი შრე: შემგროვებელთა და მონადირეთა თავდაპირველი პრიმიტიული კულტურა და "მაღალი" კულტურა, დაფუძნებული მშენებლობის ტექნიკაზე, მიწათმოქმედებაზე, ლითონის დამუშავებაზე. სწორედ ეს უკანასკნელი ჩაისახა ეგვიპტეში, აქედან კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისი მატარებლები და გადამტანები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძვირფას ლითონებსა და კეთილშობილ ქვებს ეძებდნენ. ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით იქ, სადაც საბადოები იყო) "მაღალი" კულტურის მატარებელნი მკვიდრდებოდნენ და ერეოდნენ ველურ აბორიგენებს. ასე წარმოიშვა კულტურათა მრავალფეროვნება. აშშ-ში დიფუზიონიზმი ტენდენციის სახით არსებობდა და ძლიერ მიმდინარეობად არ ჩამოყალიბებულა. კულტურათა ურთიერთშეღწევის კვლევა ინდიელი ტომების კონტაქტების მაგალითზე ხდებოდა. დიფუზიონიზმის იდეების ყველაზე მკაფიო გამომხატველი იყო კ.უისლერი (ჩლარკ ჭისსლერ, 1870_1947). რომელიმე კულტურული მოვლენის, რიტუალის, ზნე-ჩვეულების ფართო გავრცელებას იგი მის სიძველეს უკავშირებდა, ლოკალურ, შეზღუდულ სივრცეზე არსებობა კი ახლო წარსულში წარმოშობის ნიშნად მიაჩნდა. ინდიელთა კულტურების კონტაქტთა შესწავლის შედეგად უისლერმა დაასკვნა, რომ დიფუზიის გზით ვრცელდება არა მხოლოდ კულტურის მატერიალური და არამატერიალური ელემენტები, არამედ სომატური (სხეულის, ორგანიზმის) მახასიათებლებიც. კულტურული დიფუზიის კანონი მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ანთროპოლოგიურ ნიშნებს ახასიათებს წარმოშობის ცენტრიდან ყველა მიმართულებით გავრცელების ტენდენცია. მსგავს თვალსაზრისს ავითარებდა აგრეთვე ე.სეპირი. ა.კრიობერმა კი შემოიტანა "სტიმულის დიფუზიის" ცნება. ეს იყო ის გარემოებანი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ახალ კულტურაში იდეათა კომპლექსის დანერგვას. კრიობერს სწორედ იდეათა დიფუზია აინტერესებდა. რ.დიქსონმა (ღონალდ B. Dიხონ, 1875-1934) ერთმანეთისაგან განასხვავა პირველადი დიფუზია _ რაღაც სიახლის გავრცელება ცალკეული კულტურის ფარგლებში და მეორადი დიფუზია _ კულტურის ელემენტის გადაადგილება კულტურის არეალის (სივრცის) მიღმა, სხვა ხალხში. დიფუზიონიზმმა დიდი როლი შეასრულა კულტურის მეცნიერებების განვითარებაში. ევოლუციონიზმისათვის დამახასიათებელი კულტურათა აბსტრაქტული განხილვის ნაცვლად, დიფუზიონისტებმა დააყენეს კულტურათა ურთიერთგავლენისა და კონკრეტულ-ისტორიული კავშირების პრობლემა, გამოიკვლიეს კულტურის სივრცით-დროითი მახასიათებლების საკითხი. XX საუკუნის მეორე ნახევარში დიფუზიონიზმის იდეის გამოცოცხლება დაკავშირებულია ნორვეგიელი ეთნოლოგის ტურ ჰეიერდალის სახელთან. მან წამოაყენა თეზისი ამერიკის ხალხების ტრანსოკეანური მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ. თავის ნაშრომებში იგი ცდილობს დაამტკიცოს ძველი სამყაროს კვალის არსებობა ამერიკის კონტინენტზე კოლუმბამდელ ეპოქაში. ჰეიერდალი არა მხოლოდ ეძიებდა პარალელებსა და მსგავს მოვლენებს კულტურებში, ითვალისწინებდა კონტაქტების ხელშემწყობ გეოგრაფიულ პირობებს (დინებანი, ქარები), არამედ თვითონ მოგზაურობდა ტრადიციული ტექნოლოგიით აგებული ტივებით წყნარ ოკეანესა (მოგზაურობა "კონ-ტიკით") და ატლანტის ოკეანეში (მოგზაურობა "რა"-თი).
  10. ცივილიზაციათა დიალოგი ცივილიზაციათა დიალოგის იდეა მოჰამედ ხათამიმ ს. ჰანთინგტონის თეორიის პასუხად წამოაყენა. ცოტა მოგვიანებით მან ამ სახელწოდების წიგნიც გამოაქვეყნა (სპარსულ ენაზე). იდეა პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 2001 წელი გაეროს მიერ ცივილიზაციათა დიალოგის წლად გამოცხადდა. ამჟამად მსოფლიოში არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც მიზნად ისახავს ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ხელშეწყობას. მათ შორის ერთ-ერთი პირველი დაფუძნდა ცივილიზაციათა დიალოგის ცენტრი თეირანში. ცივილიზაციათა ალიანსი ცივილიზაციათა ალიანსი გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივაა, რომელიც მიმართულია წინააღმდეგობათა, უნდობლობისა და დაძაბულობის დაძლევისაკენ დასავლურ და, პირველ რიგში, მუსლიმურ სამყაროთა, აგრეთვე ყველა იმ საზოგადოებას შორის, რომლებიც განსხვავდებიან რელიგიური და კულტურული ფასეულობებით. ინიციატივა განაპირობა XXI საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, რამავ პოლიტიკოსებს უბიძგა საერთო საფუძვლის ძიებისაკენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თანაარსებობისათვის, რომელიც დაეფუძნება შემწყნარებლობას, ურთიერთგაგებას, განსხვავებული ფასეულობებისა და რწმენის პატივისცემას. ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას მსოფლიოში. ინიციატივის პრაქტიკული განხორციელება დაიწყება 2009 წლიდან, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოში. ცივილიზაციათა ალიანსის იდეა შემოთავაზებულ იქნა ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მიერ 2005 წელს, გაეროს 59-ე გენერალურ ასამბლეაზე. ინიციატივას მხარი დაუჭირა თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა. ინიციატივის საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ჩამოაყალიბა მაღალი დონის ჯგუფი _ Hიგჰ-ლეველ Gროუპ (HLG) 20 ცნობილი პიროვნების შემადგენლობით, რომელშიც შედიოდნენ ირანის პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი (რომელიც წარმოადგენდა ცივილიზავიათა დიალოგის ინიციატივას), არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ – ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთ აფრიკიდან, პროფესორი პან გუანგი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეზე დაჯილდოვდა მედლით ჩინეთ-რუსეთს შორის ურთიერთობათა ხელშეწყობისათვის, არტურ შნეიერი და სხვ. 2006 წელს ჯგუფმა წარმოადგინა ფინალური მოხსენება, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში განხილული იყო დასავლურ და მუსლიმურ სამყაროთა შორის ურთიერთობის მდგომარეობა და გლობალური კონტექსტი, აგრეთვე მოცემული იყო რეკომენდაციები პოლიტიკოსებისათვის, მიმართული ამ ურთიერთობათა გაუმჯობესების პირობათა შექმნისაკენ. მეორე ნაწილში აღნიშნული იყო, რომ “მუსლიმურ და დასავლურ სამყაროთა შორის დაძაბულობის სათავე რელიგიაში კი არა, პოლიტიკაში იძებნება”. მიუხედავად ამისა, დაძაბულობა კულტურებს შორის გასცდა პოლიტიკის სფეროს და ადამიანთა გონებასა და გულებში გადაინაცვლა. ამ ვითარების დასაძლევად, ჯგუფმა წარმოადგინა რეკომენდაციები 4 თემატურ არელში: განათლება, ახალგაზრდობა, მიგრაცია, მედია. ალიანსის მთავარი ყურადღების საგანია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომლის მოგვარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
  11. "ანალების" ფრანგული სკოლა XX საუკუნის ისტორიოგრაფიასა და კულტუროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია “ანალების” ფრანგული სკოლა, რომელსაც “ახალი საისტორიო მეცნიერების” სახელითაც იხსენიებენ. მისი ჩამოყალიბება დაკავშირებულია ცნობილი ფრანგი ისტორიკოსების ლუსიენ ფევრისა და მარკ ბლოკის მოღვაწეობასთან, რომელთაც 1929 წელს დააფუძნეს ჟურნალი “ანალები”. მათ გააგრძელეს ანრი ბერის მიერ “ისტორიული სინთეზის ჟურნალში” დასახული გზა ისტორიის “გაცოცხლების” მიმართულებით და მიზნად დაისახეს “კოპერნიკის მსგავსი რევოლუციის” განხორციელება საისტორიო მეცნიერებაში. ამ “რევოლუციის” არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ტრადიციული “ისტორის-მოთხრობა” შეცვილილიყო “ისტორია-პრობლემით”. ისტორია-მოთხრობის შექმნა პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის დამსახურება იყო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საისტორიო წყაროების გამოვლენის, შესწავლისა და, მათზე დაყრდნობით, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დადგენის ხაზით. მაგრამ თანდათანობით, როგორც “ანალების” სკოლის ფუძემდებლები აღნიშნავდნენ, გაჩნდა ემპირიზმით შემოფარგვლის საფრთხე, ისტორიკოსი-ერუდიტები თავს იწონებდნენ წვრილმანების ცოდნით და ვერ ხედავდნენ ცოცხალ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების შესწავლა საისტორიო მეცნიერების მიზანი უნდა ყოფილიყო. რეალური ცხოვრება წერილობითი წყაროების ტექსტებით იცვლებოდა. ლ.ფევრი დასცინოდა “სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილ საუნივერსიტეტო ცოდნის “მანდარინებს”, რომელთა თხზულებებში გლეხები, სახნისის ნაცვლად, კარტულარიებით ხნავდნენ”. “ისტორიკოსია არა ის, ვინც იცის, არამედ ის, ვინც ეძიებს”, _ ლ.ფევრის ეს ფრაზა ანალების სკოლის დევიზად იქცა. მათ სცადეს დისციპლინათაშორისი ბარიერების დაძლევა, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური წყაროების, შესასწავლი ეპოქის ლიტერატურისა და ხელოვნების მონაცემების, ტექნიკის, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის გათვალისწინება საისტორიო კვლევის პროცესში. ეს საშუალებას იძლეოდა, შესწავლილი ყოფილიყო ეპოქის ლექსიკონი, სიმბოლური ქმედებები, ქცევა, აზროვნების წესი, მსოფლაღქმა. “უნდა ვაიძულოთ უტყვი საგნები _ ალაპარაკდნენ და მოგვითხრონ თავიანთ შემქმნელებზე ის, რასაც ისინი თავად არ გვიამბობენ. სწორედ ეს მუდმივი მცდელობა წარმოადგენს ჩვენი _ ისტორიკოსების – ხელობის ყველაზე მიმზიდველ მხარეს”, აღნიშნავდა ლ.ფევრი. ამგვარი მიდგომა თავიდან აგვაცილებდა წარსულის ეკრანზე ჩვენი თანამედროვე ეპოქის აზრებისა და გრძნობების პროეცირებას, რასაც შედეგად მოსდევდა რამზეს II-ის, ცეზარის, კარლოს დიდის თუ სხვა ისტორიული პირის წარმოსახვა, “აჭრა” რომელიმე ჩვენი თანამედროვე დიუპონის ან დიურანის “თარგზე”. იმ დროისათვის ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო. ასევე ორიგინალური გახლდათ იდეა იმის თაობაზე, რომ ისტორიული ფაქტები და მოვლენები “მიმაგრებოდა” ბუნებრივ- გეოგრაფიულ გარემოს, რაც მოგვიანებით ჩვეულებრივ და აუცილებელ მოთხოვნად იქცა. ანალების სკოლამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კულტურისა და ცივილიზაციის ცნებებს. მათი თვალსაზრისით, ყოველი კულტურა წარმოადგენს ანსამბლს, რომელიც შინაგანად ჰომოგენურია, მისი კომპონენტები, მათ შორის არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთ მთლიანობას ქმნიან. რაც შეეხება ცივილიზაციას, მასში მთლიანდება მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა მხარე. ცივილიზაციები თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეულ მათგანს განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე აქვს მსოფლაღქმის საკუთარი, განუმეორებელი სისტემა. ცივილიზაციის სპეციფიკის გაგება ნიშნავს მასში მცხოვრები ადამიანის მიერ სინამდვილის აღქმის ხერხების დადგენას, აზროვნების წესის, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების იმ შესაძლებლობათა შესწავლას, რომელთაც ცივილიზაცია “აძლევს” ინდივიდს და რომელთაც იგი იყენებს ავტომატურად, განსჯისა და კრიტიკის გარეშე. ანალების სკოლის დამსახურებაა აგრეთვე მენტალობის ცნების შემოტანა და დამუშავება. მენტალობა მათ მიერ განიმარტება როგორც მსოფლაღქმის შესაძლებლობანი, განპირობებული კულტურითა და ეპოქით. ეს შესაძლებლობანი, რომელიც გარკვეული ეპოქის ადამიანის განკარგულებაშია, მიღებულია მემკვიდრეობით წინა ეპოქისაგან და შეუმჩნევლად იცვლება ისტორიული პრაქტიკის პროცესში. მენტალობა არ არის ფილოსოფიური, მეცნიერული ან ესთეტიკური სისტემა, ესაა საზოგადოებრივი ცნობიერების დონე, რომელშიც აზრი არ არის გამიჯნული ემოციისაგან. ადამიანები იყენებენ მას ისე, რომ არ არ ფიქრობენ მასზე, ვერ ამჩნევენ მას, არ აანალიზებენ მის არსს, წანამძღვრებს თუ ლოგიკურ დასაბუთებულობას. მენტალობის შესასწავლად აუცილებელია როგორც საისტორიო მეცნიერების, ისე ფსიქოლოგთა და ეთნოლოგთა მიერ ადამიანის ფსიქიკის შესწავლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გამოყენება, რაც გააკეთეს კიდეც ანალების სკოლის წარმომადგენლებმა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლ.ფევრმა და მ.ბლოკმა ტერმინი “მენტალობა” ეთნოლოგებისაგან ისესხეს, მაგრამ თუ ეს უკანასკნელნი მხოლოდ პირველყოფილი ადამიანის სპეციფიკურ მენტალობაზე მსჯელობდნენ (ლ.ლევი-ბრიული და სხვები), ანალების სკოლამ ტერმინის მნიშვნელობა გააფართოვა და იგი უფრო რთული და განვითარებული საზოგადოებების ანალიზისათვის გამოიყენა: მ.ბლოკმა _ ადრეულ და კლასიკურ შუასაუკუნეებთან მიმართებაში, ლ.ფევრმა _ აღორძინების ეპოქასთან დაკავშირებით. ანალების სკოლის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ ტოტალური, ან გლობალური ისტორიის შექმნას. ამ ტერმინებს დღეს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. ანალების სკოლისათვის კი ტოტალური ან გლობალური ისტორია არ გულისხმობს მსოფლიო ისტორიას, _ იგი შეიძლება იყოს რომელიმე ადგილის, თემის, ოლქის, მოკლე ქრონოლოგიური მონაკვეთის ისტორია. მაგრამ ეს არის განსაზღვრულ დროსა და სივრცეში მცხოვრებ ადამიანთა ისტორია, განხილული დაკვირვების მაქსიმალურად მრავალი წერტილიდან, სხვადასხვა რაკურსით. ტოტალური ისტორიის მიზანია, დასძლიოს ისტორიის დაყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, რელიგიის, კულტურის და სხვა ისტორიებად. იგი ცდილობს აღადგინოს ისტორიის “მოცულობითი” სურათი. ამ გზაზე ისტორიკოსი მუდმივად აწყდება პრობლემას: როგორ გაამთლიანოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურის სფეროები. ამ მხრივ გაწეული მცდელობანი, როგორც წესი, “მკინძავისეული სინთეზის” შედეგით მთავრედება, ანუ ხდება მექანიკური გამთლიანება, სოციალური და კულტურული მხარეები ლოგიკურად შეკრული და ურთიერთგანპირობებული არ ჩანს. სწორედ აქ ეხმარება ისტორიკოსს მენტალობის კატეგორია: მსოფლაღქმა და კულტურული ტრადიცია, რელიგია და ფსიქოლოგია ქმნიან იმ გარემოს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის რეაქციას ამა თუ იმ გამოწვევაზე. ამიტომ ნებისმიერმა ისტორიკოსმა, კვლევის მიზნის მიუხედავად, მხედველობაში უნდა მიიღოს საკვლევი ეპოქის მენტალობა. წყაროთა “გარეგანი”, წყაროთმცოდნეობითი კრიტიკა უნდა შეივსოს “შინაგანი”, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური კრიტიკით. ანალების სკოლის შემდგომი თაობის წარმომადგენლებმა გააღრმავეს მენტალობის ცნების კვლევა და მისი რამდენადმე განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. თუ ლ.ფევრისათვის ამოსავალი იყო ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების მენტალური მთლიანობა, თანამედროვე ფრანგი ისტორიკოსები გამოდიან ემოციური სამყაროს სოციალურად დიფერენცირებული სურათიდან და ერთმანეთისაგან განასხვავებენ სოციალური ჯგუფებისა და ფენების მენტალობას.
  12. კაცობრიობის ისტორიის ფორმაციული ხედვა ისტორიის ხაზოვანი, პროგრესული განვითარების კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთ საყურადღებო საფეხურს წარმოადგენს მარქსისტული ფორმაციული თეორია. კარლ მარქსისა (1818-1883) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-1895) სახელებს უკავშირდება ისტორიის მატერიალისტური გაგების დამკვიდრება, რომლის მიხედვით: 1. ისტორიული პროცესს საფუძვლად უდევს ობიექტური კანონზომიერებები. ამ თვალსაზრისით, მარქსი და ენგელსი ჰეგელის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამ კანონზომირებათა წყაროს ისინი ეძებდნენ არა აბსოლუტურ გონში, არამედ თვით ისტორიულ მოვლენათა შინაგან ლოგიკაში, რომელიც ადამიანთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად ყალიბდება. 2. საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. წარმოების წესის რევოლუციურ ცვლილებას მოსდევს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნა. სწორედ წარმოების წესის სრულყიფა განაპირობებს საზოგადოების სვლას პროგრესის გზით, თუმცა ეს გზა არათანაბარი და წინააღმდეგობრივია. 3. საზოგადოებრივი ცნობიერება განსაზღვრულია საოგადოებრივი ყოფიერებით. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით. შესაბამისად, სულიერი კულტურა მეორადია მატერიალურთან შედარებით, განპირობებულია მისით. მარქსმა და ენგელსმა ჩამოაყალიბეს მოძღვრება საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების შესახებ. ეს ცნება აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ისტორიულ ტიპს, რომლის სახეს განსაზღვრავს მისი საფუძველი – მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. ამ წესითაა განპირობებული ფორმაციის სოციალური სტუქტურა, პოლიტიკური ირგანიზაცია, სამართლებრივი სისტემა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მხარეები. თითოეულ ფორმაციას შეესაბამება კულტურის განსაზღვრული ტიპი. კაცობრიობის ისტორია წარმოადგენს ერთიან აღმავალ ხაზს. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები _ პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური (რომლის განვითარების უმაღლესი ფაზაა კომუნიზმი) _ წარმოადგენენ საზოგადოებრივი პროგრესის საფეხურებს და თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს. ამ ფორმაციებს სხვადასხვა ტემპით გადის მთელი კაცობრიობა. სხვადასხვა ქვეყანაში ისინი სხვადასხვა დროს აღმოცენდება და მათი არსებობის ხანგრძლიობაც სხვადასხვაგვარია. ამა თუ იმ ხალხმა შეიძლება გამოტოვოს (ან სრულად არ გაიაროს) რომელიმე ფორმაცია (მაგალითად, გერმანელ და სლავ ტომებში, რიგი მიზეზების გამო, მონათმფლობელური ფორმაცია არ ჩამოყალიბდა და ისინი პირველყოფილი თემური წყობილებიდან პირდაპირ ფეოდალიზმზე გადავიდნენ). მარქსი ლაპარაკობდა აგრეთვე “წარმოების აზიურ წესზე”, რომელიც არსებობდა ინდოეთსა და ჩინეთში. სქემის სახით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: ფორმაციათა ცვლის საფუძველია წინააღმდეგობა მუდმივად განვითარებად, დინამიკურ საწარმოო ძალებსა და შედარებით ნელადცვალებად წარმოებით ურთიერთობებს შორის. როცა წინააღმდეგობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, იქმნება ერთი ფორმაციის მეორით შეცვლის პირობა. ყოველი მომდევნო ფორმაცია უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე წინამორბედი. ისტორიის მამოძრავებელი ძალაა კლასთა ბრძოლა, რომელიც მსჭვალავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასაც. თავის უმაღლეს გამოხატულებას კლასთა ბრძოლა რევოლუციაში ჰპოვებს, რომელთაც მარქსი “ისტორიის ლოკომოტივს” უწოდებდა. რევოლუციას შედეგად მოჰყვება ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის მეორით შეცვლა.
  13. Saturn არა ჯერ თქვენ ხომ აჩვენებთ თქვენ თავს (კაპიტალისტები) თან ძალიან ცუდად, ბოლოს მოხდება დისკრედიტაცია თქვენი სისტემის, მერე აბსოლიტური ნიჰილიზმი (მემგონი ეხლა იწყება უკვე ნიჰილიზმის ეპქოა) და შემდეგ გადაფასდება. ისე თუ ხვდებით რომ თქვენმა მართველობამ კაპიტალისტური იდეა საბოლოოდ რომ შეიძლება დაასამაროს ლიბერალიზმი უკვე სალანძღავ სიტყვათ ითვლება
  14. Saturn კი ბატონო მარა კუბაში არ გავემგზავრები, აქ ავაშენებ სოციალიზმს :) :nodar: :nodar:
  15. Saturn რა არ მესმის ერთი. სსრკ-სთან ასოცირებული გყავს მთელი სოციალისტური სისტემა. ჩინეთშიც მოხდა განვითარება და ცვლილება და ჩინეთსაც უნარი აქვს რომ ასე რომ რას ერჩი სოციალიზმს. კონკრეტული სახელმწიფო არ არის სოციალიზმი. რომ აიღო პირველი კაპიტალისტური ქვეყნები, იგივე საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ის პერიოდი იტყვი რა ადამიანის უფლებებიო, ეს იმას არ ნიშნავს რომ სისტემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. რაც შეეხება საბჭოტა კავშირს, ზუსტად ისეთივე შეზღუდული იყო ადამიანთა უფლებები როგორც უამრავ სხვა მემარჯვენულ დიქტატორულ სახელმწიფოში. მითი. კანონი არსებობდა და მორგებული იყო მთლიანად იმ სისტემას და ყველა საქმე კანონის მიხედვით წყდებოდა. კანონში ეწერა რომ ანტიკომუნისტობა არის დანაშაული და გსჯიდნენ ამისთვის, რა თქმა უნდა ლიბერალური კანონები არ იყო, მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ კანონი არ არსებობდა. გუანტანამოს ციხეზე რამე გსმენია? ხო და რომ არ გაინტერესებს ამიტომ არის მახინჯი კაპიტალიზმი. საზოგადოება იმის სდაზოგადოება რომ ერთმანეთზე იზრუნოს და მისი სუსტი წევრები დაიცვას, ეკონომიკურად, სოციალურად და რითაც შეუძLია იმით. სოციალიზმი ამ თანამშრომლობის იდეოლოგიაა, ხოლო კაპიტალიზმი გეუბნება სუსტია უნდა განადგურდეს, სუსტებს ჩვენ სისტემაშI არაფერი ესაქმებათ. შია ესეგი სუსტია, რა ეხლა მილიარდელის პრობლემაა თუ ვირაცას შია.
  16. Saturn შენ ეხლა მითოლოგიზირებულ წარსულზე მელაპარაკები. ადამიანი უზრუნველყოფილი იყო საშუალო დონის ცხოვრებით, უამრავი რამ უფასო ჰქონდა, გათბობიდან დაწყებული ელექტროენერგიით დამთავრებული თუ უფასო არა იაფი იყო. ადამიანური საარსებო მინიმუმი და მეტიც, საშუალო დონე არსებობდა. დეფიციტური ეკონომიკა ახასიათებდა იმ სისტემას, ეს მართალია და საქონლებზე მუდამ დეფიციტი იყო. მაგრამ აბა გადახედე იგივე აშშ-ს რამდენი ნაკლოვანება აქვს, ოღონდ მითიურ აშშ-ს არა. მათთან თანასწორუფლებიანობა 60-იანებადმე რეალურად არც არსებობდა, ზანგები ავტობუსში უდნა მჯდარიყვნენ უკან. ესეთი კანონი სსრკ-ში არსებობდა? წერა-კიტხვის უცოდინარი აშშ-ს უფრო მეტი ჰყავდა ვიდრე სსრკ-ს. შენი აზრით დღეს სამედიცინო დაზღვევა რამდენ პროცენტ ამერიკელს აქვს? ან საკუთარი სახლი რამდენ ამერიკელს აქვს? რომ იცოდე ბევრი სიმახინჯე არსებობს აშშ-შიც სიმახინჯე ყველგან არსებობს და ეს იმას არ ნიშნავს რომ მის გვერძე ბევრი დადებით მომენტი არ არსებობს. სსრკ მახინჯი იყო იმიტომ რომ ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემა არსებობდა და იმპერია იყო და მაგიტომ დაიშალა და არა იმიტომ რომ ეკონომიკურ კრიზის განიცდიდა.
  17. სატურნს ჰგონია რომ მე "საბავშვო ბაღის დონის ვარ" არაა პრობლემა, იფიქროს ესე, არც მტკციებულებას მოვთხოვ არც არაფერს. მარა საინტერესო ის არის რომ ერთმა იუზერმა სატურნის ეს შეხედულება გამოიყენა იმისთვის, რომ რაღაცნაირი დაპირისპირება მომხდარიყო. სატურნი აყვა და მე რომ სხვანაირად მეაზროვნა, მეც უნდა ავყოლილიყავი და დამეწყო მტკიცება სატურნისთვის რომ უკეთესი ვარ და მისი შეხედულებაა "ძეცკი სადი" მე მაგას არ ვაპირებ თუმცა ამას მაინც ვუპასუხდებ, ყოველგვარ ნიშნის მოგების გარეშე. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იამს რომ ეკონომიკა ვითარდება და ეს იმას ნიშნავს რომ სსრკ-ს დანგრევის მიზეზი ეკონომიკა არ იყო და სხვა რამეში უნდა ვეძებოთ დანგრევის მიზეზები. არ ეთანხმები პაჟალსტა, ეს არ არის პრობლემა, მარა არგუმენტი მოიყვანე რატომ.
  18. Saturn რაში არ მეთანხმები ერთი? : გინდა დიქტატორები ჩამოგითვალო კაპიტალისტური სისტემიდან? : თუ კაპიტალიზმს არ ახასიათებს ავტორიტარიზმი? : ისტორიას გადახედე და გაიგებ
  19. Saturn პოლიტიკური სისტემა სულ სხვა რამეა და ეკონომიკური სისტემა სულ სხვა რამეა არ არის აუცილებელი დემოკრატია იმისთვის რომ ან კაპიტალიზმა ან სოციალიზმა იარასებობს, ასევე არც დიქტატურაა აუცილებელი. მართველობის სისტემა გეშლება სოციალურ და ეკონომიკურ სისტემაში და ამ დროს უშვებ დიდ შეცდომას. კი კრახი განიცადა სსრკ-მ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სოციალიზმმა განიცადა კრახი. ჩინეთი, სკანდინავია და იგივე გერმანია ამის მტკიცებულებაა. მეცოდება შვედები, სათაგურში ცხოვრობენ თურმე : რა თქმა უნდა და ეს არის სახელმწიფო საზოგადოებას როდესაც არ გააჩნია ერთი სდტრატეგია იმ დროს ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბთა ფენა იქმნება, ასევე თუ არ იარსებებს ძლიერი სოციალური ურთიერთობები, რომ ვიღაც ერთი არ წააბლატაონ, თუ არ გადაუხდის საზოგადოებას და ხელისუფლებას ფულს ბიზნესმენი, საზოგადოებრივი ბოიკოტი ექნება და არავინ შეიძენს არა მარტო მის საქონელს არამედ არ იმუშავებს მის ფირმაში. ნიჭიერი ხარ, ძალიან კარგი, მაგრამ შენი ნიჭი კეთილი ინებე და საზოგადოებას მოახმარე, რადგან ესდ საზოგადოება შენ გიქმნის იმის შესაძლებლობას რომ შენი ნიჭი გამოამჟღავნო. FRIDRIX სად ერთი? : რაღაცეებს ნუ იგონებ ეხლა : სოციალური სამართლიანობას რას ეძახი? და რაა შეიცვალა რომ? დღესაც ამერიკაშI გყავს მდიდარი მამიკო მომავალი გარანტირებული გაქვს, ხარ ზანგი ღარიბთა ფენაში, ძალიან მცირეა იმის შანსი რომ ელემენტარულად განათლება უმაღლესში გააგრძელო. ზატო სოციალისტურ ქვეყნებში, კლასები ესე არ არსებობდა, ჩვეულებრივი გლეხის ბიჭი შეიძლებოდა გამხდარიყო ცეკას მდივანი და მეტიც, დღეს პრეზიდენტს ან გუბერნატოს ვერ ნახავ საშუალოზე მაღალ ფენას რომ არ განეკუთვნებოდეს. ერთი მითხარი რომელი ჩვეულებრივი დაბალი ფენის წარმომადგენელი იცი შენ ამერიკის პრეზიდენტად?
  20. Saturn ავტოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანი ქმნის სისტემას, შესაბამისად როცა ავტოკრატიულია სისტემა, იქ ის სისტემა იქმნება რაც იმ პიროვნების ახირებაზეა დამოკიდებული. ჩამოთვალე კაპიტალიზმის დადებითი მხარე, რატომ უნდა დაუჭიროს ჩვეულებრივმა მოქალაქემ კაპიტალისტურ სისტემას მხარი და არა სოციალისტურს, იმ სოციალისტურს რომელიც უფასო სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ სამართლიანობას, უფასო განათლებას პირდება.
  21. Saturn მიშა ამბობს რომ ლიბერალურ ეკონომიკას ატარებს და მთელი თავის პროპაგანდა ამისკენ აქვს მომართული : ხო და თავისუფალი არის ჩვენი ბაზარი, უცხოურ კაპიტალისადმიო და რაღაც კვლევებს გვაძლევს თუ რამდენად თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს, ხო და მაშინ გეკითხები, რატომ ვერ განიცდის განვითარებას ქართული ეკონომიკა? : უკაცრავად მაგრამ იდეალური სისტემა არ არსებობს და არ იარსებებს, ნაკლოვანება ყველაფერს აქვს, უბრალოდ რაც უფრო ცოტაა ეს ნაკლოვანება მით უკეთესია. კლასიკურს კი რაც შეეხება, ნეოლიბერალიზმიც არ არის კლასიკური კაპიტალიზმი, ყველა სისტემა ვითარდება და გარდაიქმნება. საბჭოთა კავშირში იყო რეალურად არა ის რაც მარქსმა აღწერა, შესაბამისად სსრკ-ს კრიტერიუმით რომ საზღვრავ სოციალიზმს, ვერ გამოდის სსრკ კლასიკური სოციალისტური ქვეყანა : FRIDRIX 12% ზრდა აქვს, იმდ როს როცა აშშ-ს 2-3% ზრდა აქვს, თან ისიც გაიტვალისწინე რომ კრიზისი ჩინეთს არ შეეხო (სოციალიზმის გამო) უკაცრავად და ომი მიშიკომ დაიწყო თუმცა სოციალური თანასწორობა და ომი ამ შემთხცვევაში ერთმანეთთან კავშირში არ არის. შენ გგონია ეკონომიკურად დაინგრა სსრკ? სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა 2% იყო დღეს კი 2% ეკონომიკური ზრდა განვითარებულ სახემწიფოებს დღეს 2% რომ აქვს ზრდა, ნორმალურად ითვლება. სსრკ დაინგრა იმიტომ რომ იმპერია იყო და იმპერიის ბუნებიდან გამომიდნარე დაინგრა...
  22. kisa კაი ეხლა, გაგანია კაპიტალიზმია. FRIDRIX ეჰ რატომ არის მაშინ ხვალინდელი მსოფლიო ბატონი ჩინეთი. რატომ უსწრებს განვიტარების ტემპებით აშშ-ს 12% განვითარების ტემპი აქვს იმ დროს როცა აშშ-ს 2-3% არ აღემატება დედა დედა რა მახინჯია შვედური სისტემა და რა ლამაზია ქარტული სისტემა ვაიმე საცოდავი სკანდინავიელები მეცოდნებიან
  23. kisa ამბობს რომ კაპიტალიზმი მაგარიაო, ხო და მითხრას დღეს ხო კაპიტალიზმია საქართველოშია, რა მოიტანა საზოგადოებისთვის ამ სისტემამ კარგი?
  24. დიახთ იყო მახინჯი, რადგან დეფიციტური იყო. სანამ ცნობა მივიდოდა ზემოთ თუ რა იყო საჭირო, დეფიციტს განიცდიდა კონკრეტული საქონელი. თუმცა შენ არ იცი სოციალიზმი რომ არა დღეს 1000-ჯერ მახინჯი სისტემა გექნებოდათ. სახელმწიფო არ უნდა ჩარეულიყო და ბაზარს ყველაფერი დაერიგულირებინა. გამოდიდოდა რომ ადამიანს უნდა გადაუხდიდა ფულს ბიზნესმენი უნდა არა, ამ ურთიერთობაში სახელმწიფო არ უნდა ჩარეულიყო. სხვათა შორის ამიტომ იყო გამოყენებული იგივე ინგლისში 19-ე საუკუნეში ბავშვთა შრომა. სოციალიზმა მისცა ადამიანს უფასო განათლება, უფასო დაზღვევა და ქონების თანასწორი გადანაწილება. კომუნიზმი რომ არ გევასება, გაცილებით მეტი საწარმო მუშაობდა, გაცილებით თანასწორედ იყო განაწილებული ქონება (ეხლა რომ არის არათანასწორედ, მაშინ მსგავსი რამე არ ყოფილა) და რამე აგტკივდებოდა სავადმყოფოში წასვლა პრობლემა არ იყო, ასევე უფასო განათლება არსებობდა. დღეს რომელია მათგან ერთი მითხარი? რამე მრეწველობას ქმნის ჩვენი ხელისუფლება, ტექნიკურ პროგრეს ქმნის, დაჟე უფასო განთლება უმაღლესში გააუქმა, ყველავარიანტში 100% დაფინანსებაც რეომ მიიღო მაინც გიწევს გადაიხადო ფული აი რითია მიშას სისტემა იმ სისტემისგან უკეთესი?
×
×
  • შექმენი...