Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. newstudio მაგრამ არის ისეთი სიტუაცები და პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც რაც არ უნდა გააკეთო უშედეგო იქნება და ცუდ შედეგს მოიტანს. ჩემი აზრით ესეთი მდგომარეობა იყო 90-იან წლების დასაწყისში. ზვიადს დაუჭერდი მხარს, ტირანიას და სიროკრატიას მიიღებდი არ დაუჭერდი მხარს და ზვიადის წინააღმდეგ იმოქმედები მიიღებდი კიტოვანს და ჯაბას. ამიტომ ჯობდა დაეცადა საზოგადოებას სანამ ნორმალური ძალა არ გამოჩნდებოდა.
  2. newstudio 2010 წელში მოქმედ პოლიტიკურ ძალებში, არანაირი იმედი არ არსებობს.. პირიქით ეხლა არის ჩიხური მდგომარეობა და ამ ბინძურ საქმეში, რაც უფრო ნაკლებ მონაწილეობას მიიღებს ადამიანი, მით უფრო სუფთა გამოვა და შეძლებს, პოსტჩიხურ მდგომარეობიდან ახლიდან დაიწყოს ყველაფრის შექმნა.
  3. lasha_alo shamili თქვენი დიალოგი, კავშირში არ არის თემასთან... რა შუაშია აქ 80-იანი და 90-იანი წლებნის პარტიები? თანამედროებას დაუბრუდით მეგრობრებო...
  4. დამთავრდა ნაციონალისტების "ოქროს ხანა" საქართველოში, ის აღარ გამეორება. ნაციონალიზმა დაიწყო საქართველოს დანგრევა და მერე უკვე ყოფილმა კომუნისტებმა დაასრულეს.. ძირს ნაციონალიზმი!
  5. Lo Janko lasha_alo ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში და რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე მით უფრო მეტად ვხვდები თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს აუტანელი სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც არის ძალიან საშინელი თავის ბუნებით და მისი მართველობის უარყოფითი ნიშნები უფრო მეტ ცუდ შედეგს მოიტანს რაც უფრო დრო გავა. მიშას დამხობა კი არა მგონია დესტაბილიზაციის გარეშე მოხდეს, ეს წარმოუდგენელია, არ არსებობს არც ერთი ნორმალური საშუალება რომ მიშას ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყოს, გარდა პოლიტიკური არეულობის. მეორე მხრივ გვყავს რუსეთი, დაიწყება თუ არა პოლიტიკური არეულობა, რუსეთი კიდე უფრო მეტად შეძლებს, ჩაერიოს ქვეყნის საქმეში და უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდებით, ვიდრე ეს დღეს არის. დესტაბილიზაცია გამოიწვევს ქვეყნის პოლიტიკურ დასუსტებას რაც თავისთავად იმას გამოიწვევს რომ რუსეთის ადვილი მსხვერპლი გახდეს და ადვილი შესაძლებელია, რუსეთმა აქ კიტოვანისა და იოსელიანის მსგავსი ფიგურები კვლავ გააბატონოს. მესამე მხრივ გვყავს უბანძესი ოპოზიცია, თქვენი ალასანიადან დაწყებული გამსახურდია-ძიძიგურით დამთავრებული. იმის გამო როგორ უნდა მოვაწყო დესტაბილიზაცია რომ მსგავსი ნაგავი მოვიდეს ხელისუფლებაში? დესტაპილიზაციას მაშინ ექნება გამართლება, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რომელიც რეალურად საფუძვლიანად შეცვლის სისტემას, დაიწყებს არსებულ სისტემის დემონტაჟს და გაგვიყვას რუსულ გავლენის ზონიდან, დემორკატიული ინსტიტუტების შექმნის მეშვეობით. რადგან ესეთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს, მე უარს ვამბობ მივიღო ამ არასასურველ პოლიტიკურ სიტუაციაში მონაწილეობა. 23 წლის ვარ და პოლიტიკურ მოძრაობაში ჩემი ჩართვა იქნება გაუმართლებელი, დაველოდები 40 წლის სანამ გავხდები, აქამდე თანამოაზრეებსაც გავიჩენ, (გაჩენილი მყავს მცირე ნაწილი) განვითარდებით, შევისწავლი მეტს და მერე გადავწყვეტ რომ ჩავერთო საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საქმიანობაში (ეს ენჯეო იქნება თუ პოლიტიკური პარტია არ ექნება მნიშვნელობა)
  6. მე დავუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას მხარს რომლისთვისაც ეს პრინვიპები იქნება უმთავრესი მოტივი, რატომაც მოდიან სათავეში ინდივიდუალიზმი - ყველა ადამიანს აქვს "სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების" უფლება. ინდივიდ თვითმიზანია და არა სხვათა მიზნის მიღწევის საშვალება. თითოეული ადამიანი არის უნიკალური, უპირველეს ყოვლისა, სპეციფიურ შინაგანი თვისებით და მახასიათებლებით. ამიტომ ყველა ადამიანს, ინდივიდს, უნდა ჰქონდეს თავისუფლად წარმოაჩინოს თავი, ისე როგორც მას სურს. რადგან ინდივიდი თავისუფალია, მას აქვს უფლება ჰქონდეს დიდი არჩევანი და არავის არ აქვს უფლება, ან უმრავლესობის სახელით ან სხვა მოტივით შეუზღუდოს მას არჩევანი. ადამიანმა უნდა იცხოვროს საკუთარი სურვილის შესაბამისად და არა უმრავლესობის ან ელიტის სურვილის შესაბამისად. ამიტომაც ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება და მას, სახელმწიფო დაიცავს ბრბოს ან რომელიმე სოციალური ფენის, ან მართველი ელიტის ზეწოლისგან. იყოს იმ რელიგიის აღმსარებლობის, (ან სულ არც ერთ რელიგიის აღმსარებლობის) რომელიც მას მიაჩნია სწორედ და მის რელიგიურ არჩევანის დისკრიმინაციისგან დაიცავს სახელმწიფო. რადგან ვაღიარებთ თანასწორობას, ყველა რელიგიური ინსტიტუტი სახემწიფოს მიერ იქნება თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანზე მორალური ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, არც ერთ სოციალურ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს, იმის უფლება რომ ადამიანი მორალურ წნეხის ქვეშ ჰყავდეს და დისკრიმინაციისგან, როგორიც არის რელიგიური, სექსუალური, გენდერული თუ სხვა სახის დისკრიმინაციიგან დაიცავს ყოველგვარ ინდივიდს თუ ინსტიტუტს (ინსტიტუტში, პირველ რიგში პრესას ვგულისხმობ) სოციალური სამართლიანობა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, საზოგადოებაში მატერიალური გასამჯელოთა და დახმარებათა თანაფარი განაწილება, როგორიცაა: ხელფასი, სხვადასხვაგვარი შემოსავალი, საბინაო საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარებები და ა.შ კაპიტალიზმი დოვლათის შესაქმნელ საიმედო საშულებაა, მაგრამ კაპიტალიზმს ახასიათებს მორალური დეფექტი, განსაკუთრებით კი დოვლათის გადანაწილებაში. ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და მოაგვაროს ეს საკითხი. სახემლწმიფო უნდა ჩაერიოს და ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და ხელი შეუშალოს უცხოურ კომპანიების მონოპოლიზაციას და ადგილობრივი საწარმოოების და ბიზნესის ჩაძირვას. ამიტომ მან ხელოვნური ფასებით, უნდა ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოების განვიტარებას. საგარეო პოლიტიკაში უნდა იჭერდე აშკარა პროდასავლურ კურს მე არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას რომელიც ტრადიციებზე იქნება ორიენტირებული რომელიც რელიგიურ-ეთნონაციონალიზმზე იქნება ორიენტირებული რომელიც იქნება მკვეთრად მემარჯვენე, ნაციონალისტი, კონსერვატორი რომელიც იქნება პრორუსული ძალა არ დავუჭერ იმ ძალას მხარს, რომელიც იქნება მრგვალის მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის ან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი არ დავუჭერ იმ ძალას მხარს რომელიც იქნება გარეული იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა არ დავუჭერ მხარს პოპულისტებს არ დავუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგია და პოლიტიკური ხევები არ დავუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას მხარს რომელიც სიტყვით ადამიანის უფლებებს იცავს, მაგრამ საქმით ადამიანის უფლებებს აშკარად უგულებელყოფს და აშკარად არღვევს (თავისუფლების ინსტიტუტი, საპატრიარქო და მისი პარტიები, თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციები) არ დავუჭერ მხარს ფანატიზმს, ეს იქნება ნაციონალიზმის სახით თუ ბელადომანიის სახით. სამწუხაროდ ესეთ პოლიტიკურ ძალას მე ვერ ვხედავ და ამიტომაც არავის არ დავუჭერ მხარს
  7. მითია რა კაპიტალიზმის სიმახინჯეა ეს პროფესიონალები არიან საქართველოში, მარა პროფესიონალიზმი სახელმწიფო დონეზე არ აწყობ, რადგან მაშინ ის არ გაუვათ რაც გასდით. პროფესიონალიზმის პრობლემა არის უბრალოდ მიზეზი და მეტი არაფერი..
  8. შენ შენზენი ქალაქი ჩინეთში გაგიგია? :DD ნეტა ისეთი იაფი მუშახელი იყო საქართველოში რაც შენზენშია :DD
  9. კერძო საკუთრება დაშვებულია, მარა ჩინური სახელმწიფოს ეკონომიკური კონცეფცია არის სოციალისტური, 8 სახელმწიფოს ბანკის ხელშია იქ მთელი ეკონომიკური ბერკეტები, როდესაც აშშ-ში ნაციონალური ბანკი არის კერძო ბანკი :TAT: ჩვენ ესე წვრილმანებზე თუ წავალთ, იქამდეც შეიძლება მივიდეთ რომ აშშ სოციალისტურია, რადგან როცა მოუნდება ფეხებზე იკიდებს თავისუფალ ბაზრის პრინციპებს და ჩინურ წარმოებას ემბარგოს ადებს. მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ აშშ სოციალიტურია. დიახ ჩინეთი მუშაობს ბაზაზე, დიახ უშვებს კერძო საკუთრებას და კერძო ბიზნეს, მარა ჩინური ეკონომიკა დგას სახელმწიფო ბანკებზე და არა კერძო კომპანიებზე..
  10. newstudio სწორად არ გაგიგია, კაპიტალიზმს ბაზართან ნუ აიგივებ.. ბაზარზე მუშაობს, ეს მართალია, მარა კაპიტალიზმის მთავარ პრინციპს "თავისუფალ ბაზარს" არ აწვება, უფრო სწორედ შიდა ეკონომიკაში, თორე გლობალურ ეკონომიკაში აწვება, რადგან გლობალურ ეკონომიკაში თავისუფალი ბაზარი აძლევს ჩინეთს იმის საშვალებას, დაიპყროს მსოფლიო..
  11. Saturn რა ვიცი, ჩინეთი კი ხდება ეკონომიკური ჰეგემონი მსოფლიოში და ეხლა მიდი და აკრიტიკე, ჩინუტი შედეგები :DD აზრი, მაინც არ ექნება, რადგან სახეზეა აშკარა ჩინური სიძლიერე, რომელიც უკვე 2 ადგილზეა ინდუსრიული განვითარებით და ეწევა აშშ-ს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა 10-11% იმ დროს როცა აშშ-ში 1-2% ეკონომიკური ზრდა.
  12. newstudio 1789 წელს საფრანგეთში გენერალური შტატების მოწვევისას მდაბიო მოსახლეობა (მესამე ფენის – ქალაქთა კორპორაციების წარმომადგენლები) მეფისაგან მარცხნივ ისხდნენ, ხოლო თავად–აზნაურობას უფრო საპატიო მარჯვენა მხარე ეჭირა. მ–ის რეალური შინაარსი დროისა და ადგილის გავლენის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება და საკმაოდ არაერთგვაროვანია, მგრამ როგორც წესი, ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობას, ეგალიტარიზმისკენ სწრაფვას, მუშთა (კარგად ორგანიზებულ) კლასზე დაყრდნობას, მრეწველობის ნაციონალიზაციის მხარდაჭერას, ანტაგონიზმს იერარქიის მიმართ, ნაციონალისტური საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიუღებლობას.
  13. მეც ესე ვხედავ :DD მე მაგარი გამიტყდება შეყვარებული ან ცოლი რომ მყავდეს ჩემზე მაღალი, ამიტომ არ მეყოლება :DD
  14. nikusha_marx შენ ხარ ქართველი ერის დაუძინებელი მტერი... :DD
  15. პირველყოფილ ადამიანისთვის საზღვარი ზებუნებრივსა და რეალურ სამყაროს შორის არ არსებობდა. სამყარო იყო მთლიანი, რომელშიც ზებუნებრივი და რელური სამყარო ერთმანეთში იკვეთებოდა. სამყარო აღიქმეოდა „მაგიურ ადამიანისათვის“ როგორც მატერიალ-სულიერი ერთობა, ღმერთებისა და ადამიანების, წმინდა ცხოველების, რომლშიც არსებოდა მკაცრი იერარქია სულებისა, ადამიანებისა და ღმერთებს შორის. თავის რიტუალებში ადამიანები იმიტაციას უკეთებდნენ ბუნების ცხოვრებას, თითქოს მის ცხოვრებაში იღებდნენ ამით მონაწილეობას, ტოტემიზმით დაიბადა წმინდა ცხოველთა სამყარო. მათი სიცოცხლე იყო წმინდა და ადამიანს ეშინოდა დაერღვია ერთი რგოლი მაინც იმ ჯაჭვიდან რასაც კოსმიური მისტერიები ერქვა. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი გრძნობდა თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე ამ უკანასკნელ საუკუნეში. ის ბუნების სამყაროს არ განიხილავდა როგორც მისგან გამიჯნულს, ის განიხილავდა ბუნებას როგორც სამყაროს ნაწილს, რომელშიც ის ცხოვრობდა. ქალაქის აშენება ადამიანის მიერ, იყო პირველი ნაბიჯი გადადგმული ადამიანის თვითიზოლაციისა ბუნებისგან. ქალაქი - ეს არის სიმბოლო ადამიანის იზოლაციისა ბუნებისგან და ამავე დროს მისი შემოქმედების აქტიურობის. რა თქმა უნდა ქალაქს თავისთავად შემოაქვს სიმახინჯე ბუნებაში, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ ქალაქი დაეხმარა ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი. ის დაეხმარა პიროვნების განთავისუფლებას. ქალაქის კედლებმა ადამიანი ამოგლიჯა ბუნებას, მაგრამ მისცა საშვალება შეეცნო ახლებურად სამყარო. ქართული საზოგადოება არის აგრარული საზოგადოება, აგრარულ საზოგადოებისთვის კი დამახასიათებლია ბუნებასთან ურთიერთობა და ბუნების გაფეტიშება. ის არ არის ჯერ თვითიზოლურებულ ბუნებისგან, ამიტომ მისი რწმენა-წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში ძალიან წააგავს, პრიმიტიულ რწმენა-წარმოდგენებს. ქართული საზოგადოება იყო აგრარული საზოგადოება, საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ კომუნისტური მართველობის პერიოდში, საქართველოში პრობლემა იდგა მუშათა კლასის შექმნის პრობლემა, ამიტომ კომუნისტებმა გადაწყვიტეს სოფლად მცხოვრები ადამიანები, ჩაესახლებინათ ქალაქებში. მოხდა სამოქალაქო ცხოვრებაში, სოფლურ ფასეულობების გაბატონება, სოფელმა დაიპყრო ქალაქი და საქალაქო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა. სოფლის მოსახსლეობის კულტურული გარდაქმნა სამოქალაქო საზოგადოებად ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებას მოუწყეს საშინელი რეპრესიები და მათ ადგილი დაიკავეს სოფლიდან ჩამოსულმა, ახალმა მუშათა კლასმა. სოფლიდან ჩამოსულმა მოსახლეობა, სოფლიდან წამოიღო ის რწმენა-წარმოდგენები რაც სოფლად არსებობდა. პირველყიფილ თემურ წყობილებაში მაგი-შამანები ასრულებდნენ ტომის ბელადის როლს. ქურუმებს, მაგებს ჰქონდათ ქარიზმა, რომელიც შთააგონებდა ადამიანებს მათ კავშირზე ღმერთებთან. ტომი მათი მეშვეობით ელაპარაკებოდა ღმერთებს. მსგავსი ადამიანები განიხილებოდა როგორც ზეადამიანები. დამოუკიდებლობის პერიოდში კარგად გამოჩნდო ეს რწმენა წარმოდგენები „ბელადის“ კულტში. ზვიად გამსახურდიას, ზეკაცად ქცევა იყო პირდაპირი შედეგი, აგრარული რწმენა-წარმოდგენების და კომუნისტური წარსულის. პოლიტიკური კერპების მსხვერევის შედეგად, ახალი რელიგირუი კერპი შეიქმნა ქართულ საზოგადოებაში, ეს არის ილია II-ის კერპი. დღევანდელ ადამიანების წარმიოდგენები ილია II-ზე თითქმის იდენტურია პირველყოფილ ადამიანის წარმოდგენებისა ქურუმებზე. „,მაგიურ ადამიანის“ წარმოდგნებით სამყაროზე ზემოქმედებისთვის საჭირო იყო მაგიური რიტუალების ჩატარება. რთული მაგიური რიტუალების და შელოცვების შედეგად მზადდებოდა უამრავი თილისმა. თილისმა იცავდა ადამიანებს მტრებისგან, დაავადებებისგან, გველის კბენისგან და ა.შ თანამედროვე ქართველ ადამიანს მსგავსი წარმოდგნები აქვს, უამრავ რელიგირუ რიტუალის მიამრთ. უამრავი ხატი, ჯვარი იყიდება მხოლოდ იმიტომ, რომ მორწმუნეებს ჯერათ, რომ მათი მეშვეობით ისინი იქნებიან უფრო დაცულები, უფრო ჯამრთელები და უფრო წარმატებულნი. ადამიანებს ახასიათებთ თავისუფლების სიყვარული, მაგრამ ამავე დროს ისინი გაურბიან მას, საპასუხისმგებლო, რისკიან ინიციატივეებს, ადამიანები სხვის მხრებზე კიდებენ და მას ემორჩილებიან. გონების შიში, როცა სურვილი არ გაქვს თვითონ იფიქრო, თვითონვე გამოიყენო საკუთარი ნააზრევი. მოთხოვნა რწმენისა, საიდუმლოების, ავტორიტეტის. მოთხოვნილება იმისა რომ საერთოდ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი, გახდე მასის ნაწილი - მხოლოდ ასე შეიძლება დაინახო, ცხოვრების რაღაც აზრი, როგორც უკვდავების გარანტია იქნება. ამის მიზეზებია: 1) ე.წ „ჯოგური ცნობიერება“, მოითხოვს მტკიცედ დამორჩილდეს მკაცრ ხელს 2) მოთხოვნილება ადამიანის სულისა მოიპოვოს უმაღლესი ჭეშმარიტება, ცხოვრების აზრი. დამორჩილების წყურვილი არის ათავიზმი, ინსტინქტი, რომელიც ადამიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს პირუტყულ საზოგადოების, რომელსაც როგორც წესი ხელმძღვანელობს ბელადი. ხოლო ძებნა ცხოვრების აზრი, იდეალი - რომელიც კულტურის განუყოფელი ნაწილია, ახასიათებს ადამიანს როგორც ინტელექტუალურ არსებას. ღვთაებრივ მართველის რწმენა იყო ძველ აღმოსავლურ საზოგადოების მსოფლმხედველობის ნაწილი, რომელიც თამაშობდა განსაკუთრებულ როლს მათ კულტურაზე და სოციალურ ცხოვრებაზე. მეფე-ღმერთი არც თუ ისე ეყრდნობოდა შემოქმედ და ინიციატორებს, თავიანთ იარაღად იყენებენ ჩინოვნიკების მთელ წრეს. უძველეს ბიუროკრატების არსებობა მტკიცდება უამრავი წყაროთი. მაგიზმი ამოდის იმის რწმენით, რომ არსებობს კოსმოსური წესრიგი, რომელსაც ადამიანი უნდა დაემორჩილოს და რომელზეც ადამიანს მაინც შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება, კონკრეტულ ქმედებით - მაგიურ რიტუალით. ზემოქმედების მოხდენა კი შეუძლია მხოლოდ ღმერთისგან რჩეულებს. დღესდღეობით ესეთ რჩეულად ითვლება ილია II. http://nukriko.blogspot.com/
  16. nikusha_marx მემგონი ჩეგეს გზა უკვე მოძველებული გზაა.. თუმცა უკიდურეს შემთხვევაში ჩეგეს გზა გამოსაყენებელი გზაა...
  17. მემარცხენე არ არის ლეიბორისტები, ლეიბორისტები ისეთ რაღაცას ითხოვენ, მონარქიის აღდგენას და ა.შ რომ მემარცხენეობაში არ ჯდება..
  18. ერის დღევანდელი გაგება საერთოდ სხვგანაირი და მაშIნ ერი როგორც ესეთი, არ არსებობდა.. მეორეც ბაგრატიონებმა, როგორც უამრავმა სხვა დინასტიამ ოფიციალურად გამოაცხადა რომ ისინი იყვნენ ქრისტეს ნათესავები და ამიტომაც მართავდნენ ქვეყანას. ნუ აზროვნებთ ისტორიაზე თანამედროვე გადმოსახედიდან, ამიტომაც ისტორიას ვერ გაუგებთ..
  19. ის სხვა კრიზისია, მე ვამბობ საზოგადოებიდან მომავალ კრიზისზე და არა მთავრობიდან მომავალ კრიზისზე.. საზოგადოებამ უნდა უთხრა, ეხლა ადექით და დაახვიეთ აქედან... ორი ამდენს მიშაზე წერენ.. ეს არ ნიაშნავს იმას რომ ალასანიას უჭერენ მხარს და არა მიშას...
  20. giauridia სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს და განავითარო საზოგადოება, თუ ამის ნება ექნება. ხელშეწყობა საზოგადოებრივ მოძრაობების, გაერთიანებისა, მაგ: პროფკავშირის განვითარება და ა.შ შეუძლია სახელმწიფოს, როგორც ეს რუზველტმა გააკეთა და ამით საზოგადოებას უფრო მეტი პასუხიმგებლობაც დააკისრა. ჩვენი სახელმწიფო კი ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, შესაბამისად არანაირი გარემო-პირობა არ არსებობს იმის რომ საზოგადოებამ გნვითარება დაიწყოს. არანაირი ბარბაროსული დემოკრატია არ არის საქთველოში, საქართველოშია ჩამოყალიბებული ავტოკრატია, უფრო ზუსტად ბელადომანია. ბელადს რაც დაესიზმრება იმას აკეთებს. დემოკრატია მოქალაქეებისთვის არის საკუთარი ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშვალება. ძალიან ვიწრო ინტერესების დაცვა შესაძლებელი ხდება სწორედაც დემოკრატიის დროს. როდესაც საზგადოება არ იცავს საკუთარ ინტერეს და რაღაც პოპულიზმის მსხვერპლი ხდება, იქ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია.
  21. სანამ სააკაშვილი ან რომელიმე რუსეთუმე პოლიტიკოსი იქნება სათავეში, ნატო-ს უნდა დავემშვიდობოთ და რუსეთის ვასალობას უნდა შევეგუოთ.
  22. Jonathan Livingston ჯერ არც ერთ არჩევნებზე არ ვყოფილვარ და ტრადიციებს აუცილებლად გავაგრძელებ... უაზრობაზე წასვლა და დროის დაკარგვას მირჩევნია რამე სხვა საქმეს მოვკიდო ხელი..
  23. newstudio შევარდნაძიზმი გამოდის პირად რაღაც კლანურ, სანათესაო, საახლობლო ინტერესებიდან. მისი მთელი დიპლომატია მთავრდება პირად ინტერესებზე (და არა სახელმწიფო) ალასანიასაც უნდა იგივე, მარა დამიჯერე, ალასანია გაცილებით უარესი შევარდნაძე იქნება.. სხვა სიტყვებით თქვი ის რაც მე გითხარი.. არჩევანი არ გაქვს. თუ პოლიტიკოსებში არჩევანს ვერ აკეთებ, არსებობს კიდე უამრავი გზა, რომლითაც შეძლებ შენ ინტერესების დაკმაყოფილებას.. მე პირადად არ ვაპირებ არჩევნებში წასვლას..
  24. ჯერ ესერთი ისტორია გიდევს 1918-21 წლების და იქაური ნეიტრალიტეტის ამბავიც გეცოდინება შენ.. მეორეც, დაუცველი ნეტრალური ქვეყანა ადვილი ლუკმაა დიდი იმპერიისა.. გარეშეში თუ იმას ხულისმობ რაც ეხლა არის კი, ანუ ოფიციალურად აღიარებენ რომ საქართველოს ნაწილია, მარა რეალურად იქ რუსი იქნება. მაგრამ ნატო აქ რომ იყოს, კაკ მინიმუმ იმის საფრთხე არ იარსებებს რომ რუსული ტანკი თბილის მოადგება..
×
×
  • შექმენი...