Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. ამიტომ სოციალიზმს უნდა დავადგეთ.. ელემენტარული ჭეშმარიტება. სანამ "თავისუფალი ბაზრის" პრინციპების იდეალიზება იქნება, მანამდე ბენდუქიძეებს და სიმახინჯეს ვერ მოვიცილებთ
  2. სისხლი არ დაღვაროთ ბავშვებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :huhu: :huhu: :givi:
  3. დაიწყო ვაი პატრიოტიზმი და ანტიპატრიოტიზმის უსასრულო დუელი ამ ფორუმზე?
  4. XXI საუკუნის თარგმანი უფრო გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველწყაროდან ყველაზე ზუსტი ნათარგმნი ეს არის.
  5. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომელიც გამოუყენებელია. ძლიერი ნების მქონე ხალხი ყველანაირ წინააღმდეგობას გადალახავს და ააშენებს ნორმალურ სახელმწიფოს მაგრამ რაც მე დავაკვირდი ქართველები ვართ რუსულად კარგად ჟღერს "ხრუპკი" ხალხი. ტირილი გვიყვარს, წუწუნი გვიყვარს "ვაი ეს რა დღეში ვართ", უბედურების ერთმანეთზე დაბრალება გვიყვარს. რეალურად ყველა ჩვენგან ხელისუფლებაში რომ მოდის ისეთივე ტიპად გარდაიქმნება ხოლმე როგორიც ნაციონალები არიან, ეხლა ბევრი იტყვის: "მე არ ვარ ესეთიო!" მაგრამ ფაქტია საქართველოში ეს აზროვნებაა ჩამოყალიბებული და ისეა ფესვგამდგარი რომ მისი შეცვლა წარმოუდგენელი მგონია. მე ამჟამინდელ ქართულ მსოფლმხედველობას, ფსიქოლოგიას უფრო მონურ ფსიქოლოგიას დავარქმევდი. უბრალოდ აქ ერთი მომენტია, მონა ბატონს დაემორჩილება, მარა მეორე მონას არა და ამ მეორე მონას რომ არ ვემორჩილებით, მაგრები გვგონია თავი.
  6. სერიოზულად რომ ვთქვა, მიკი მაუსი მართავს სამყაროს ერთმა ისეთმა კაცმა მითხრა, რომ შანსი არ არის რომ მოეტყუებინა
  7. მაგარი თეორიები ააწყეთ ვიწერ მე :DD
  8. ეს არის ხაფანგი, ჩვენთვის დამზადებული მე დარწმუნებული ვარ ესეთ ხაფანგებს ძალიან ბევრს დადებენ, აი რუსეთი დასუსტდა რეგიონში, ეხლა გაქვთ შანსი რომ დაიბრუნოთ აფხაზეთი.. ამ დროს კი ისინი ემზადებიან რომ შეგვითრიონ ხაფანგში. არ დაუჯეროთ რუსულ სტატიებს..
  9. analgin მოდი სანიზლაო, რომ თუ კი რუსეთი არ დაუჭერს მხარს ოპოზიციას და ჩათვლიან რომ მიშა დატოვონ, ვერც ვერაფერს გააკეთებს ოპოზიცია. დღეს საქართველოში პოლიტიკას აწარმოებს, რუსეთი. ჩვენი პოლიტიკოსები გამოიყენება მხოლოდ ტელევიზორში დადგმული სცენების საჩვენებლად და ფულსაც იღებენ, სხვა დანარჩენს რუსეთი აკეთებს. ასე რომ ოპოზიცია თავდაყირაც რომ დატრიალდეს ვერაფერს ვერ შეცვლის რუსეთის გარეშე.
  10. ნაციონალიზმი აღარ ქვია ამას, ამას ქვია ზღაპრიონალიზმი
  11. Jonathan Livingston და ვის დავუტოვო? ამ სირიკოებს? ეს სირიკოები ჩემზე დიდხანს ვერ იბლატავებენ, თავისით მოუვათ კრახი. ესეთი სისტემები და ესეთი პოლიტიკოსების არსებობა არის ძალიან ხანმოკლე. მათ პოლიტიკურ სიკვდილში საზოგადოების არნდობა შეუწყობს ხელს, როდესაც ისინი იაქტიურებენ, საზოგადოება დაიკიდებს და თავისით წავლენ ნაგვისკენ. ამ პერიოდში კი არის უიმედო, ხოლო მალე ალბათ მოუწევთ ნაგვისკენ წასვლა და კიდე სიგარეტი კარგია ჯამრთელობისთვის
  12. არ გამოჩნდება.. სირების გაერთიანება?
  13. ერთი მხრივ ნაცმო. რომლებსაც სულ ცალ ფეხზე კიდიათ ადამიანი, ისე მიაყენებენ შეურაცხყოფას (შეურაცხყოფას ვინღა ჩივის, სიცოცხლე როცა არ გაქვს დაცვული?) მეორე მხრივ ნოღაიდელი, გრეჩიხა, ალასანია. მესამე მხრივ პასიური და უიმედო ხალხი (სწორია რომ ამ სირების იმედი არ აქვთ) ერთი სიტყვით არაფრის იმედი არ არის, ყოველ შემთხვევაში უკეთესობის იმედი არ არის.. შესაბამისად გამოსავალი არ არსებობს. ეხლა ვიღაც იტყვი აი ოპოზიცია დაამხობს მიშასო, მერე რა? ოპოზიცია არანაირად არ არის მიშაზე უკეთესი. მე ოპოზიციისთვის რატომ უნდა ვიბრძოლო ვერ ვხვდები, მე უკეთეს მომავლისთვის მიდნა ვიბრძოლო, ხოლო მიშა იქნება თუ გრიშა ეს არ მაინტერესებს. მე პირადად გამოსავალს ვერ ვხედავ და ესეთ კრიზისულ და უიმედო მდგომარეობაში როგორშიც ეხლა ვართ დიდი ხანია არ ვყოფილვართ დაჟე შევარდნაძის დროს იყო რაღაცის იმედი...
  14. და რა განსხვავებაა მათ შორის ნოღაიდელი არის და იყო ამ ხელისუფლების წევრი.. ეხლა საკუთარი თავის ალტერნატივას რომ შექმნი, ამას გავს ეს ამბავი.
  15. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში, ყალიბდებოდა ისეთი ინსტიტუტები რომლებიც მოითხოვდნენ აბსოლიტურ მორჩილებას. მორჩილება თავისთავად კარგ „საქმედ“ მიიჩნეოდა და იყო პერიოდები როდესაც მორჩილება გაიდეალიზებული იყო. ძირითადად ძლიერი სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების მორჩილების იდეალიზება იყო. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში შიდა დაპირისპირება იყო, თუ რომელ ინსტიტუტს სახელმწიფოს თუ რელიგიურს უნდა ჰქონოდა უფრო მეტი ავტორიტეტი. შემდეგ მოხდა ე.წ „სულიერი ამბოხი“ ძველი ავტორიტეტებისადმი, მონარქის ავტორიტეტისადმი თუ რელიგიური ავტორიტეტებისადმი. ამბოხი გამოიხატა იმაში რომ გაიდეალდა ადრე არსებული ანტიიდეალები, ის რაც იგმობოდა ამ ინსტიტუტების მიერ. ამბოხი იყო სხვადასხვა გვარი, თუმცა საერთო ჯამში ამ ამბოხმა გამოიწვია საზოგადოების განთავისუფლება ყოვლისმომცველი სისტემებისგან. ადამიანის ცხოვრება გახდა უფრო დაცული გარე ავტორიტეტების ჩარევისგან და ადამიანმა მოიპოვა გარკვეულწილად თავისუფლება, რელიგიური ინსტიტუტებისგან. ევროპული კულტურა ეს არის ერთი მხრივ იმ შუა საუკუნოვან ღირებულებების (ქრისტანობის) მეორე მხრივ „ამბოხებული“ ღირებულებების ნაზავი. ეს ორი ერთმანეთისგან დაპირისპირებულმა ღირებულებებმა შექმნეს ახალი თავისუფალი სივრცე. საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან დაწყებული სექსუალური რევოლუციით დამთავრებული, შეიქმნა უამრავი ალტერნატივა და ყოვლისმომცველი სისტემები და ავტორიტეტები გაანადგურა. მეორე მხრივ ბევრი უარყოფითი მოვლენა ჰქონდა ამ რევოლუციებს, მაგალითად საფრანგეთის რევოლუციამ ერთი ყოვლისმომცველი სისტემა მეორე ყოვლისმომცველ სისტემით ჩაანაცვლა, ბრბოს მართველობა იყო ყოვლისმომცველი და ადრე თუ კონკრეგული სასულიერო პირი ბრბოს მეშვეობით ეროდა ადამიანიანის პირად ცხოვრებაში, რევოლუციის დროს ბრბოს მეშვეობით პოლიტიკოსი ეროდა ადამიანების პირად ცხოვრებაში. უავტორიტეტო და არა მყარმა სისტემამ გამოიწვია ე.წ თავისუფლებისგან გაქცევა. შედეგად კი თავისუფლებისგან გაქცეული ხალხმა კვლავ დააბრუნა ახალი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი, მუსოლინი და ა.შ ავტორიტეტის გაქრობა დაუცველობის შეგრძნებას ტოვებს, ადამიანი რომელიც ემორჩილება ავტორიტეტს, იმის მიუხედავად რომ ავტორიტეტის ბრძანება არის უსამართლო, მორჩილებით ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან მისთვის უფრო მთავარია მყარი სისტემის არსებობა, იმის მიუხედავად რომ ეს სისტემა უსამართლოა, ვიდრე არამყარ სამყაროში სადაც მუდმივად ყველაფერი მოძრაობს და არ იცი ხვალე რა იქნება. ამიტომ საზოგადოება თუ არ არის მიჩვეული ამ ქაოსურ სამყაროში ცხოვრებას და მას ურჩევნია უსამართლო მაგრამ მყარ სამყაროში იცხოვროს, იგი მუდამ ეძებს ავტორიტეტებს, რომელიც მას დაპირდება მყარ და სტაბილურ სამყაროში აცხოვროს. აბრაამისეული რელიგიები უპირველესაყოვლისა პირდებოდა საზოგადოებას “შეუცვლელ“ სმყაროში ცხოვრებას. მსგავსი რელიგიები გმობენ ყოველივე ახალს (თუ არ გმობენ უჭირთ ახლის მიღება) და იდეალიზებას უკეათებენ იმ უცვლელ პრინციპებს, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე იყო მიღებული. ამ პრინციპების შეუცვლელად დაცვას აიდეალებენ და ამავე დროს ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი იცხოვრებენ სტაბილურ სამყაროში, რომელიც არ იცვლება. ამბოხებული ადამიანი ეს რეალურად არის ყოფილი მონა, რომელმაც თქვა „არა“! მან უთხრა არა იმ უსამართლობას რაც მას მიაჩნდა უსამართლობად, მან უთხრა იმ უსამართლობის წყაროს უარი დამორჩილებოდა რომელიც მას აიძულებდა ისე მოექცა როგორც რომელიმე კონრეტულ ავტორიტეტს უნდოდა. ამბოხებული ადამიანი ეს მეორე მხრივ არის არტისტიც რომელიც საზოგადოებას თავის საქციელით ეუბნება რომ ის საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს, რომ აღარ შეიძლება ისე ცხოვრება როგორც ამას ჩვენ რომელიმე ავტორიტეტები გვეუბნებიან. როგორც წესი ამბოხებული ადამიანი, უარყოფს იმ ღირებულებებს რა ღირებულებებსაც ატარებს არსებული სისტემა და საპირისპირო ღირებულებებს ირჩევს. როგორც წესი ეს საპირისპირო ღირებულებები არსებულ სისტემისთვის აღიქმევა როგორც გარყვნილება და როგორც დეგრადაცია. ხოლო ამბოხებულისთვის კი ის ღირებულებები რომელსაც ატარებს სისტემა, მიიჩნევა როგორც უსამართლობის წყარო და როგორც მისი და საზოგადოების უბედურების წყარო, შესაბამისად ბოროტებად აღიქმევა. ქართული საზოგადოება ცხოვრობდა სტაბილურ კომუნისტურ სისტემაში, რადგან ყველამ იცოდა რა მოხდებოდა ხვალე, რომ იმის მიუხედავად რომ უსამართლოა სისტემა, მაინც სტაბილურად არსებობა შეიძლება. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო ქაოსი, ადამიანებმა აღარ იცოდნენ თუ რა მოხდებოდა ხვალე და დაიწყეს ახალი ავტორიტეტის ძიება. უარი თქვეს საკუთარ თავისუფლებაზე და ეს თავისუფლება ავტორიტეტებს გადასცეს. ერთადერთი ინსტიტუტი რომელიც სტაბილურად არსებობს და ძლიერდება (მატერიალურად) ეს არის ეკლესია, იდეალიზება სწორედ ამ სტაბილურობის დანახვამ გამოიწვია, ყოფილი ე.წ „ინტელიგენცია“ დაიწყო საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ დამალვა. ყოველგვარი ამბოხება ამ სისტემისადმი მიიჩნევა დანაშაულად. დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება იმ პროცესში, რასაც ქვია „თავისუფლებისგან გაქცევის“ პროცესი.
  16. SSDK ორგანიზებული ძალის არსებობა თავად საზოგადოებაში. საზოგადოებაში ამ ძალის არ არსებობის შემთხვევაში, ყველა პოლიტიკოსი ადვილად შეძლებს დაპირებები არ შეასრულოს. პატივს მხოლოდ ძალას სცემენ, ხოლო ბრბო უჭკუოა ასე რომ ბრბო ძალა არ არის, ხოლო ორგანიზებული ძალა საზოგადოებიდან არის უკვე ძალა, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ.. თუმცა მე რომ ვხვდები რომ მსგავსი ძალა ვერ შეიქმნება, რადგან ბრბოშჳ ყოფნა ჩვენს საზოგადოებას მოსწონს, ამიტომაც ვარ სრულიად გულგრილი ამ პოლიტიკურ პროცესებისადმი, ამიტომაც არაფრის და არავის არ მჯერა.
  17. ისე არც ერთს, მარა მკვეთრად პრორუსულებს ესენი მაინც მირჩევნიან
  18. SSDK ხო ხვდები რამდენად დეფექტიანია ესეთი აზროვნება და რეალობაშI რამდენად უვარგისია.
  19. სუბარი როგორც ლიდერი ვერ გაქაჩავს. ალბათ ერთ ერთი ყველაზე ნათელი წერტილია, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. მაგრამ ლიდერობას ვერ გაქაჩავს.
  20. choxa SHARI რა მიშისტებივით ლაპარაკობთ? "დააცადე მიშას, მალე გააერთიანებს საქართველოს" "დააცადე ირაკლის, მალე გააბრწყინებს საქართველოს"
  21. McLaren ნიკი რატომ შეიცვალე? სწორი საკითხის მიდგომას ვერ ვხედავ იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკოს ჩემი ხმა მივცე მხოლოდ იმიტომ რომ ტელევიზორში გამოდის და ზღაპრულ საქართველოს მპირდება. გარანტიები არის საჭიროს. რა გარანტიას და ბერკეტს მაძლევს ოპოზიცია რომ იგივეს არ გამიეორებს. ხო და შესაბამისად არც გაურკვევლობის გამო ჯობია ბრძოლა. ჯერ გამარკვიონ და მერე გადავწვეტ ვის დავუჭირო მხარი და ვის არა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში მსხვერპლის როლი გვექნება. და რა განსხვავებაა ეს ხელისუფლება დაგაჯდება თუ შემდეგ მოსული ხელისუფლება?
  22. სათაური ვერ მოვუგონე, თუმცა შეკითხვა კი მაქვს. აი მაგალითად დავუჭირე მხარი რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს, სიტყვაზე ვამბობ აქ ალასანიაა პოპულარული და ალასანიას დავუჭირე მხარი, აი ვიაქტიურე დრო დავკარგე, აქციებზე ვიარე და ა.შ და ბახ და ალასანია მოვიდა პრეზიდენტად. ამ დროს მიშასავით იმედები არ გაამართლა და მიქარა რაღც რაღაცეები, რა ბერკეტი მექნება მე (ანუ საზოგადოებას) რომ გავაკონტროლო ის პრეზიდენტი? თუ ისევ ხელახლა უნდა დავიწყო ბრძოლა ალასანიას წინააღმდეგ და კიდევ რამოდენიმე წელი დავხარჯო სხვა ლიდერის გაპრეზიდენტებას. რა შეუძლის ალასანიას გაპრეზიდენტების შემდეგ ისევე დაიკიდოს საზოგადოება როგორც მიშამ დაიკიდა? დღეს ოპოზიციის როლში რომ არის, მათი გაკონტროლება არ შეუძლია საზოგადოებას და პრეზიდენტი რომ გახდება რითი შეძლებს?
×
×
  • შექმენი...