lasha1997, რატომღაც მგონია დასკვნა იქნება სინამდვილესთან მაქსიმალურად მიახლოებული, რამდენადაც ეს მოცემულ სიტუაციაშია შესაძლებელი, ე.ი. სიმართლე. სიმართლე კი არ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო, ქვეყნისთვის საზიანოა ტყუილი და ორპირობა. მიშამ დაიწყო სამხედრო ავანტიურა, თუ რუსებმა დაიწყეს ინტერვენცია და მიშამ მხოლოდ თავი დაიცავა, თუ მიშა წამოაგეს ანკესზე - ნებისმიერ შემთხვევაში აგრესორი რუსეთია, აქ ორი აზრი არ არსებობს. ტალიავინის კომისიის დასკვნა ჩვენთვის იმ თვალსაზრისითაა საინტერესო, რომ ბოლოსდაბოლოს უნდა გაირკვეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი: 1. ინიციატორია რუსეთის ამ სგრესიის; 2. მსხვერპლია ამ აგრესიის, თუ 3. თანამონაწილეა ამ აგრესიის. არა Siknadmo, მე არა ვარ ფატალიზმის მომხრე. ყველაფერი ჩვენს ხელშია - ჩვენი ავიც და კარგიც.