Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. გასაგებია თქვენი პათოსი djabbat. გასაგებია რომ ძნელია უყურო როგორ უტიფრად გართმევს მოძალადე ნაძირალა ტერიტორიას და ამ დროს ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებ. გასაგებია, უმწეობის გრძნობა იმდენად დამთრგუნველია, რომ ძნელია წონასწორობა შეინარჩუნო და მშვიდად შეხედო რეალობას, მაგრამ მიზანი რა არის, რას ვაღწევთ ამ აქციით? დავუმტკიცებთ ღრუსებს, რომ უტეხი ხასიათი გვაქვს, მათი არ გვეშინია და არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას? თუ პროტესტის საჩვენებლად ღრუსეთის საელჩოებიც კმარა მთელს მსოფლიოში. უფრო გაპიარდება და მეტ ყურადღებასაც მიიქცევს. liliko მართალია, ეს ისეთ ახირებას გავს, რომელსაც არანაირი სერიოზული დატვირთვა არა აქვს და ღრუსებისთვის შეიძლება მშვენიერ საბაბად გამოდგეს პროვოკაცია შეგვტენოს და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.
  2. Saturn 100 წლის წინ თხა სამი აბაზი ღირდა. შენც 10 წლის წინანდელს რატომ ადარებ, შეადარე შარშანდელი მაისის ფასებს და ნახავ ფასმა დაიკლო თუ მოიმატა.
  3. Saturn კაი ერთი, საგდაური ფაქტია? თბილისური? რაცხა არა მგონია. ბათუმში უძრავ ქონებაზე ფასები ეცემა და ამბობენ კიდევ უფრო დაეცემაო და მაინცადამაინც შენი ბინის ფასი მატულობს?
  4. analgin, კარგია კაიფის განწყობა რომ მაინც შეგრჩა, თორე მეზობელ ფორუმზე ერთმა უზერმა, ასე შენსავით კრიტიკული თემა გახსნა, კრიტიკა იყო სამართლიანი და ძალიან ჭკვიანურად აგებული (იმ უზერის ყველა პოსტს ეტყობა, რომ განათლებული და ჭკვიანი კაცის მიერაა დაწერილი) და როცა მიშისტებმა ოპონირება ინტელექტუალურად ვერ გაქაჩეს, სულ ღრუტ-ღრუტი ეძახეს. გაბსკდი ნერვებზე, მარა რას იზამ, უმეცრებას საზღვარი არა აქვს.
  5. Saturn ძალიან საეჭვო მოსაზრებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისის ერთერთი მთავარი მიზეზი ზუსტად უძრავ ქონებაზე არანორმალურად გაზრდილი ფასებია.
  6. babuagiorgi, იმედი მაქვს ამ ფორუმზე უფრო რეალისტური კლასიფიკაცია მუშაობს. :nas: არა მგონია lasha1997, თუ რათქმაუნდა მიშიკომ არ დაიწყო ამ ვიზიტის თავისებურად გაშიფრვა და ინიციატივების გენერირებას არ მიჰყო ხელი. იმედი მაქვს გამბედაობა არ ეყოფა babuagiorgi
  7. DARKSIDE OF ME დავიწყე კითხვა და წიგნის დასაწყისშივე შევეჯახე ისეთ რამეს, რის გამოც ალბათ ძალიან გამიჭირდება წიგნის კითხვის გაგრძელება. თუ თქვენ გინდათ გაგვანდოთ რაღაც საკრალური ცოდნა, რომლის შესახებაც ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, სულ არ არის საჭირო ამისათვის მაცნიერების დადანაშაულება ფაქტების დამალვასა და განადგურებაში. ეს არის ტყუილი. თანამედროვე საზოგადოება იმდენად ღიაა და იმდენად ბევრი სხვადასხვა ჭკუის ხალხია ჩაბმული მეცნიერულ კვლევებში, რომ რაიმე ოდნავ მაინც ღირებული ფაქტის დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მე გირჩევთ, თუ რამე ღირებულის თქმას აპირებთ თქვენი წიგნის საშუალებით არ არის საჭირო მეცნიერთა შეთქმულებასთან დაკონტრასტება. პ.ს. არც ბიოლოგი ვარ და არც ანთროპოლოგი.
  8. licemer ამ წინადადებაში სიტყვა "აბსურდული" ზედმეტია. გასაგებია რომ ეს შენი პოზიციაა და ასეთ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ჩემი აზრით შენ ამ სიტყვით თავიდანვე აძლევ ომის დაწყების ფაქტს ცალმხრივ განსაზღვრულობას და ასეთ შემთხვევაში მსჯელობა შემოისაზღვრება მხოლოდ რუსეთის წისქვილით. ომი ვინ დაიწყო და როდის დაიწყო ამაზე მსჯელობა შეიძლება უსასრულოდ. მაგალითისთვის გეტყვი რომ ძალიან ბევრი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი მეორე მსოფლიო ომს პირველის ლოგიკურ გაგრძელებას უწოდებს და ამ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომი პირობითი დასახელება გამოდის. აბსოლუტურად აბსურდული გამონათქვამი იქნებოდა - საქართველომ რუსეთს დაუწყო ომი. ჩვენ ყველანი ვართ აგვისტოს მოვლენების მოწმეები და ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 7 აგვისტომდე და 7 აგვისტოს შემდგომ. ომი საქართველოს რათქმაუნდა რუსეთმა დაუწყო, მაგრამ ამისათვის რუსეთმა საბაბად გამოიყენა ჩვენი სამხედრო ოპერაცია ცხინვალში. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ყველას კარგად გვახსოვს იოსებაშვილის და იმ იდიოტი ქართველი გენერლის (სახელიც აღარ მახსოვს) განცხადებები კონსტიტუციური წყობის აღდგენის შესახებ. მაშინ 9 აგვისტომდე არც ერთ ქართველ ლიდერს არ წამოცდენია, რომ ჩვენ ცხინვალის ოპერაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ ღრუსები შემოგვესიენ როკიდანო. ამ ყველაფრის გაცხადება მოხდა მხოლოდ 12-ის შემდეგ, როცა ღრუსები ქვეყნის სიღრმეში შემოიჭრნენ. მე ვფიქრობ ღრუსები აფხაზეთის ახევაზე (იგულისხმება იურიდიული მხარე) დიდი ხანია ფიქრობდნენ, კოსოვოს აღიარების შემდეგ მათ ჩათვალეს, რომ ამისათვის ხელსაყრელი დრო უკვე დადგა და დაიწყეს კონკრეტული ოპერაციის მომზადება. მე არ ვიცი რა სახელი დაარქვეს ღრუსებმა ამ ოპერაციას, მაგრამ რომ დაერქვიათ "ოპერაცია ნაჟივკა დლია ლაპუხა" ზუსტად ასახავდნენ იმას რაც მოხდა. მიშიკომ ჩაყლაპა პუტინის გადმოგდებული ნაჟივკა. დარწმუნებული ვარ მიშიკოს უახლოეს გარემოცვაშია ის ხალხი ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო. ჩვენ ამას ვერ გავიგებთ მანამ, სანამ ...... გასაგებია სანამ. 7 აგვისტომდე კოკოითი ინტენსიურად ბომბავდა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს და ამაზე აუცილებლად უნდა გაცემულიყო პასუხი, მაგრამ ეს პასუხი არ უნდა ყოფილიყო ცხინვალის დაბომბვა და ცხიბვალსი შესვლა, რაც გახდა კიდევაც ღრუსების შემოჭრის ფორმალური მიზეზი. მე ვფიქრობ, რადგან ხელისუფლება დაჟინებით ცრდილობს გარკვეული თვალსაზრისის დამკვიდრებას საზოგადოებაში ომის დაწყებისა მიომდინარეობის შესახებ ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის გაცხადებული. მალავენ იმას რაც არ აწყობთ. licemer, არა მგონია სიმართლის თქმამ საქართველოს ზიანი მოუტანოს, აი ხელისუფლებას კი შეიძლება სერიოზული ბრალდებები წაუყენოს. აბსოლუტურად გეთანხმებით babuagiorgi
  9. მანქანის მდგომარეობიდან ჩანს საშინელი ავარია ყოფილა. ღმერთმა ამთი სულები გაანათლოს. ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. :resent:
  10. შენს დადებულ ფოტოზე ბეიკერის ადრინდელი ვიზიტია (არა 2003 წლის ვიზიტი), როცა ის ბუშის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი იყო მგონი. ბუნდოვნად მახსოვს, თუ არ ვცდები მაი ვიზიტი საქართველოში იგივე მიზანს ემსახურებოდა რასაც ბაიდენის ჩამოსვლა ამჟამად, მაგრამ იყო დიდი განსხვავებაც. ბეიკერის ჩამოსვლას უნდა გაემაგრებინა შევარდნაძის პოზოციები, რადგან ის დასავლეთში მოიაზრებოდა, როგორც ერთადერთი პიროვნება ვისაც შეეძლო დემოკრატიული რეფორმების გატარება საქართველოში.
  11. საპროტესტო მუხტი არსად გამქრალა, მაგრამ ნიჰილიზმმა და უნდობლობამ მოიმატა king depress. ადრე თუ ხალხს ცოტათი მაინც სჯეროდა უკეთესობისკენ ცვლილებების, ეხლა გაცილებით უფრო მეტია უიმედობის განცდა :resent: .
  12. არ დავიწყებ ჩემი ჰუმანურობის და ტოლერანტულობის შემოტენვას და ერთი ადგილის ქიცინს, პირდაპირ ვიტყვი გაჭრილად არ მომწონს და არც არასდროს მომწონდა. მიზეზი: 1. როგორც ქალი ანტიპატიურია; 2. რევოლუციონერი და ბუნტავშიკია. მე კი რევოლუციების და რევოლუციონერების იდეური მოწინააღმდეგე ვარ. 3. შეიფერა ის ადგილი, რომელიც არანაირად არ ეკუთვნის და იქედან მასწავლებლებს მორალს უკითხავს. :ravic:
  13. მდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჟანგბადის ქიმიურ სინთეზს წყალბადთან ეწოდება წყალბადის წვა და შედეგად მიიღება წყალი. რეაქციის პროცესში გამოიყოფა ენერგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუნებაში ერთერთი ყველაზე ძლიერი კანონი არის ენერგიის მუდმივობის კანონი, ადვილი მიოსახვედრია, რომ წყლის დაშლის პროცესში ჟანგბადად და წყალბადად ენერგია კი არ გამოიყოფა, არამედ შთაინთქმება. :dzili:
  14. არა licemer, ეს თუ მიქარვაა, მაშინ რა ვთქვათ მათზე ვინც მართლა მიქარავს?
  15. ძალიან ცუდი რამე ხდება ძუკუ, ამათზე უპრავა თუ არ მოიძებნა ქვეყანა ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება. ამათ რიტორიკას და ნამოქმედარს რომ ვადარებ სულ ჩერნომირდინის ცნობილი სენტენცია მახსენდება: ხატელი კაკ ლუჩშე, ა პალუჩილას კაკ ვსეგდა.
  16. დიდი მადლობა king depress, ახლა გამოჩნდება სწორად თუ გავიგე ყველაფერი. ესეც მე წყალქვეშა ნავში. სიის ამოკითხვაზე დავაგვიანე და ნაუბახტში ჩამსვეს. :fish: http://i029.radikal.ru/0907/20/28d25dd3306a.jpg
  17. ძუკუ, კი ჩემო ძუკუ ერთი შენ გიცნობდი forum.ge-ზე, იმედია მომავალში სხვებსაც გავიცნობ შენი შუამდგომლობით. king depress ჯერ ქსივა არ მიუღიათ ეტყობა. :crazy2:
  18. ნდაა, მაშ ამით დავიწყოთ აჯობებს არა? მაგრამ ჯერ ვერ გავერკვიე ფოტო როგორ ჩავსვა. სულ მალე ფოტოსაც დავდებ :baby2:
  19. ჩემთვის დიდი პატივია შენი შეფასება. გმადლობთ. დღეს გავიგე ამ ფორუმის არსებობა. შემოსვლისთანავე სასტავი ძალიან მომეწონა. იმედია ძველი სახელების ქვეშ ძველი ხალხია - lasha alo, king depress, babuagiorgi (მახსოვს მისი წასვლა forum.ge-დან) და ალბათ კიდევ ბევრი სხვა. მთავარია ფატალისტები არ შემვარდნენ და არ ჩაძირონ ეს ფორუმიც. მოკლედ კეთილი იყოს ჩემი თითი ფორუმის კლავიატურაზე.კომპზემბეჭდავისსმაილიკი.
  20. მე პირველ რიგში შენ მოგესალმები (შენობით მომართვის წინააღმდეგი თუ არა ხართ) licemer, დანარჩენი მერე ვნახოთ :daleva:
×
×
  • შექმენი...