-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
როცა ეს კომისია დაინიშნა მე მაშინვე აღვნიშნე მეზობელ ფორუმზე, რომ კომისიის დასკვნა არ იქნება ისეთი როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია აქ მეთქი. რატომღაც ბევრმა დაადგინა, რომ ტალიავინის კომისიას უნდა დაედასტურებინა ის რასაც წერდნენ ლატინინა და ილარიონოვი თავის ცნობილ სტატიებში. რათქმაუნდა ამ ავტორების მუშაობა ჩვენს სასარგებლოდ დასაფასებელია და ჩვენთვის სანუგეშოა, მაგრამ არსებობს რეალობა, რომელიც ჩანდა ქართული ტელეარხებიდან 7 აგვისტოდან 10 აგვისტომდე და ამ რეალობის დამალვა შეუძლებელი იქნება მეთქი. ბევრი შეიძლება ვიკამათოთ რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის დაიწყო 200 წლის წინ, ან სსრკ-ს დაშლისთანავე, ან ომის დაწყებად გამოვაცხადოთ ოსების საშინელი პროვოკაციები 1,2 და 4 აგვისტოს, მაგრამ 1. 7 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის სატელევიზიო მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მუქარა, რომ თუ ცეცხლს არ შეწყვეტთ ჩვენ დავიწყებთ აქტიურ საომარ მოქმედებებსო; 2. ლაპარაკი ცხინვალის აღებისა და ს.ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ; 3. ის რომ არ მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების დროული ინფორმირება რუსების უკვე 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ; და კიდე ბევრი სხვა ჩვენს პოზიციას საგრძნობლად ასუსტებს. მაქსიმუმ რისი იმედიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს ის იქნება, თუ კომისია ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას შეაფასებს, როგორც შეცდომას და რუსების პროვოკაციაზე გაუაზრებლად წამოგებას, ხოლო რუსების მოქმედებას შეაფასებს როგორც აგრესიულს მეზობელი ქვეყნის მიმართ და შეუსაბამოს საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებთან. ეტყობა, ამის იმედიც არა აქვთ და წინასწარ ახდენენ ხალხის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას დასკვნის მიმართ.
-
:sicili: აი, მართლა შიგ არა აქვს მაგ ჩემისას? მაგას ცათამბჯენი რაღაცა მუაგარი გონია რა. მე მგონი ბავშვობიდანა აქვს ფალოსის სიმბოლოების მიმართ ცხოველი ინტერესი რა. :ndzreva:
-
ძალიან რთული და საინტერესო თემაა. ვთვლი რომ დღემდე, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი (და არა მარტო ქართველი ხალხის) ამ საკითხზე ძველი, დამკვიდრებული კლიშეებით აზროვნებს. ამ კლიშეების ფესვები კი ისევ და ისევ საბჭოური მენტალიტეტიდან მომდინარეობს და ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ურთიერთობას არა მარტო მეზობლებთან, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის კუთხური გაუტანლობის ერთერთი მიზეზი.
-
კი მასეა, მაგრამ მაგ ხუნვეიბინის ნაცვლად სხვაც რომ იყოს ვერაფერს შეცვლის, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოში ერთი კაცი იღებს, პასუხისმგებლობა კი ქვეყანას ეკისრება.
-
ბათუმი უფრო მაგარი კურორტია, ვიდრე იბიცა და მონტეკარლო. ბათუმის ოპერის თეატრი ბარსელონას ოპერის თეატრზე უფრო მაგარი იქნება. და ბოლოს გვირგვინი: თქვენზე შრომისმოყვარე და მაგარი ხალხი ევროპაში არ არის (ამას ეუბნება, სამეგრელოში - მეგრელებს, კახეთში - კახელებს, გურიაში - გურულებს, ქართლში ქართლელებს და ა.შ.) რით ვერ გაიგეთ ხალხო, რომ ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრულია: საქართველოს ყავს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე სექსუალური, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მამაცი (ტფუი, ამ საკითხში ცოტა გვერხევა), ინგლისურად ყველაზე კარგად მოლაპარაკე პრეზიდენტი. :misha:
-
-
ელიტიზმი არა Nukriko, რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდება იმას მარაზმი ქვია. :help:
-
:yes2: lasha1997, მეც დაახლოებით ეს პასუხი ამომიტივტივდა, როცა წავიკითხე ჩოხას პოსტი
-
ხოდა მეც მაქა ვარ newstudio, ტერიტორიების წართმევა და სამხედრო ბაზების აშენება მაგ ტერიტორიებზე სწორებდ მაგ მიზანს ემსახურება. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება საქართველოს პრაზიდენტი, მიშა თუ გრიშა. შენ ხომ არ ფიქრობ, რომ მიშას ხათრით შენდება ნაბუკო? ლუკაშენკოს მაგალითმა აჩვენა, რომ ბელორუასიაც კი არ გახდა რუსეთის სატელიტი, როცა პოლიტიკამ ეს მოითხოვა და ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ მიშას გარეშე საქართველო რუსების მორჩილი გახდებაო. რუსეთს არ ჭირდება მორჩილი საქართველო, რუსეთს ჭირდება არასტაბილური და მოდმივად დაძაბულობაში მყოფი საქართველო. ამისათვის კი რუსეთისათვის მიშა არის ყველაზე მისაღები პრეზიდენტი.
-
:siriko: :sicili: , +100% მე არ ვიცი რა დაინახეთ გიორგი თარგამაძეში და რა ჩანდა, მაგრამ ის რაც მისი აჭარაში ყოფნის დროს ჩანდა აქა ბათუმში არა მგონია მასეთი ბეკგრაუნდის კაცმა სიკეთე მოუტანოს ქვეყანას კი არა, საკუთარ პარტიასაც კი. ვისაც მაგ ხვლიკი მოწონს ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. თარგამაძეს ქნარიკაც ჯობია და დაღლილი ვირიც, მიუხედავად მათ მიმართ ჩემი ანთიპათიისა.IMHO
-
lasalexx, მიშაზეც მასე ამბობდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასე არ იყო. არ არის მიშა ის კაცი, რომელიც სხვის ჭკუაზე გაივლის, ავადმყოფური თავმოყვარეობა და სულელური ამბიციები ძლევდა, სამწუხაროდ. სწორად გამიგეთ და მე პირადად მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს სათავეში მოვა ჭკვიანი, გაწონასწორებული, რეალისტი კაცი, რომელიც საღად იაზროვნებს და სწორედაც რომ ივლის ამერიკელების ჭკუით. dire, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მასეა, მართალი ხარ.
-
არ არის გასაკვირი ძუკუ, რუსებმა შარშან აგვისტოში მიიღეს ის რაც უნდოდათ. როგორადაც არ უნდა გვიმტკიცებდნენ ხელისუფლების მესვეურნი, რომ რუსებს მიშას მოცილება უნდათო, სხვა მიზანი საქართველოსთან მიმართებაში მათ არა აქვთ. პირიქით, მიღწეულის გასაპრავებლად მათ სწორედაც რომ ესაჭიროებათ მიშასნაირი იმპულსური და გაუაზრებელი მოქმედების ჩამდენი პრეზიდენტი საქართველოში. IMHO
-
მეც ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, newstudio, რაღაც ცუდი ჩვენს თავს ხდება საკმაოდ დიდი ხანია, ღმერთით ეს ამბავი სპონტანური მოვლენა გამოდგეს და არა გამიზნული პროვოკაცია. არა მაქვს იმედი, რომ პროვოკაციები ჩვენმა ხელისუფლებამ ადეკვატურად შეაფასოს, კიდევ რაღაც სისულელეს ჩაიდენენ. dire, ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როცა დარხევის ხარისხით სომხები უფრო დაზარალდებიან და მათი კეთილგონიერების უფრო მჯერა.
-
პუტინის ინტერვიუ ქართულ ტელეარხთან
Lo Janko replied to kontr-agent 007's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kontr-agent 007, ჯერ არაფერი ყოფილა თორემ ყველა გავიგებდით ალბათ, მაგრამ მაინც რა არის გასაკვირი? პუტინს ქართველებისთვის რამის თქმა თუ უნდა რ2 ყველაზე შესაფერისი არხია. -
პუტინის დარდა ბოდიში მოიხადა ყველამ, მათ შორის კაჩინსკიმაც, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის დანაწილებაში პოლონეთის პასუხისმგებლობა აღიარა. როგორც ეტყობა კრემლის ლილიპუტებს გონიათ, რომ ბოდიშის მოხდა სისუსტის ნიშანია. არა მგონია ბოდიშის მოუხდელობით შეინიღბოს რუსეთის რეალური მდგომარეობა, ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. SCLAVUS IMPERIUM DELENDA EST!!! :papa: მონათა იმპერია უნდა დაინგრეს!!!
-
პარლამენტი ლუსტრაციის კანონის განხილვას იწყებს
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არა მგონია licemer. ხელისუფლების ინიცირებული რომელი კანონი ჩააგდეს მაგ ცხვრებმა. ამ კანონპროექტის განხილვის დაწყება ნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება მძიმე და ბინძური ბრძოლისათვის ოპოზიციის წინააღმდეგ. აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაც ცნობილმა პოლიტიკოსმა თქვა არჩევნებს იგებს არა ის ვისაც ხმას აძლევენ, არამედ ის ვინც ამ ხმებს ითვლისო. ააქაც ანალოგიური სიტუაცია იქნება. ძნელია არაა იმის მიხვედრა თუ როგორ და რა მიზნით შეუძლია ხელისუფლებას ამ კანონის გამოყენება. -
გადაცემა "საკანი №5", სავარაუდოდ, ხვალიდან განახლდება
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიდი მადლობა თანაგრძობისათვის licemer, მაგრამ ჩემთვის ამას აზრი არა აქვს, რადგან აჭარაში მაესტროს ყურების საშუალება კაბელური ტელევიზიით არ არის და რომც მინროდეს მაგ გადაცემის ყურება მაინც ვერ მოვახერხებ. ისე მერჩივნა ყოფილიყო მაესტროს გადაცემები ჩვენთანაც და მე ჩემი სურვილით მეთქვა უარი მის ყურებაზე, მაგრამ ეტყობა პრეზიდენტი მიმიხვდა ჩემს მზაკვრულ გადაწყვეტილებას და თავად არ დაუშვა მაესტროს გასვლა ბათუმში. მადლობის მეტი რა მეთქმის, კაცი ზრუნავს ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. : -
:sicili:
-
newstudio, მე ვფიქრობ 6 თვეც მეტია, უფრო ადრე და ძალიან უცბად.
-
ეს არ არის საკმარისი machkatela, სწავლის გარემო უნდა იყოს სკოლაში და მასწავლებლებმა საკუთარი საქმე უნდა იცოდნენ კარგად. იმ სკოლებში სადაც მოსწავლეებს გაკვეთილის მოყოლა ეგრეხებათ, მასწავლებლებსაც ეგრეხებათ სწავლება და გამოკითხვა.
-
დღემდე არ ცხრება კამათი ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით. თუ ევროპისათვის მეტნაკლებად ყველაფერი გარკვეულია და მათ უკვე დიდი ხანია აღიარეს, რომ მიუნხენის 1937 წლის შეთანხმებამ გზა გაუხსნა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას და ეს შეთანხმება აღიარებულ იქნა, როგორც სამარცხვინო აქტი, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რუსეთი დღემდე არ თანხმდება იმ როლის აღიარებას რომელიც ითამაშა სსრკ-მ და 1939 წლის 23 აგვისტოს სტალინ-ჰიტლერის (ცნობილი როგორც რიბენტრო-მოლოტოვის პაქტი) სამარცხვინო შეთანხმებამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. 1 სექტემბერს პოლონეთში გაიმართება ომის დაწყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრემიერი პუტინი და პოლონეთის ლიდერები. ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთი ევროპისათვის. The Financial Times-ის მიმომხილველი სტივენ ვეგსტილი სტატიაში - Stalin still looms large over eastern Europe (http://www.ft.com/cms/s/0/d6fbf32a-9594-11de-90e0-00144feabdc0.html?nclick_check=1), აღნიშვავს რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის, თუ ღონისძიებების მსვლელობისას გააკეთებს რამდენიმე დამამშვიდებელ რემარკას. არავინ ელის მისგან მობოდიშებას, საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე სიტყვა, რომელშიც გამოხატული იქნებოდა, რომ მას ესმის თუ რატომ არ იზიარებენ რუსეთის მეზობლები მოსკოვის თვალსაზრისს. მე რაცხა არა მგონია, პუტინმა აღმოსავლეთ ევროპის გულის მოსაგებად ისეთი რამე თქვას, რაც თავად მას შეუქმნის პრობლემებს რუს სამხედროთა და იმპერიულად განწყობილ ესტაბლიშმენტში. თქვენ?
-
ააა, გასაგებია, ვნახე ბატალიები მეზობელ ფორუმზეც chegesto. რას იშლი ნერვებს ვერ გამიგია, მითუმეტეს მიშიკოს გამოხტომებზე. მერე რა, რო თქვა საქართველოს კურორტები მონაკოს და იბიცას ჯობიაო. კაცია და გუნება, გემოვნებაზე არ დაობენ. ხო გახსოვს ტარკოვსკის ფილმი "სტალკერი". იქ ერთ ეპიზოდში მწერალი პროფესორს ეუბნება - дикобразу дикобразово. რას იზამ ასეა. :misha: