Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. choxa, რათქმაუნდა არამარტო, მაგრამ ამჟამად მგონი მარტო ეგ სისტემა დარჩათ იმედად და კიდე ტელემედიის ზემოქმედების ძალა, რომელიც შეიძლება ძალოვნებზე უფრო მნიშვნელოვანია. ეეხ!
  2. chegesto, მართალია არ ვიცი რაზე საუბრობ, მაგრამ მაინც გირჩევ გულთან ახლოს არ მიიტანო. დღეს ისეთი კარგი ამინდია, ბათუმში ყოველ შემთხვევაში, რომ ტელევიზორს და იმედს მითუმეტეს არავინ უყურებს. ასე რომ ისულელონ რამდენიც უნდათ.
  3. ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სტრატეგია რეგიონებში ცხოვრების გასახალისებლად, გარდა ერთეული პიარ აქციებისა იქ ფაქტიურად არაფერი კეთდება. რა უნდა ქნას საზოგადოების ინიციატივამ, როცა რეგიონებს ინვესტიციები და განვითარების პროექტები ესაჭიროებათ. ისევ ხელისუფლებისკენ იყურებიან, კიდე მათი იმედი აქვთ, აბა რა ქნან? კაი ბატონო განაახლეს სიღნაღი და ეს ნამდვილად კარგი საქმე იყო. ბათუმს რაღაში ჭირდებოდა ამდენი ამბავი? საკურორტო და საპორტო ქალაქია და თავადაც, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობითაც შეძლებდა ბევრ რამეს. განეხორციელებინათ ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, თელავის, ხაშურის და სხვა მსხვილი რეგიონული ცენტრების ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტი და ჩაედოთ ინვესტიციები მაგ საქმეში, ქვეყანას მეტი სარგებელი ექნებოდა.
  4. გამარჯობათ lasha_alo! ყველა ხელისუფლების უკვდავი რეზერვი.
  5. lasha1997, მგონი მაგ პროცესი უკვე დაწყებულია იქითა ფორუმზე. მე იქ ხშირად შევდივერ და ჩემი დაკვირვებით ბევრი ნიკი, რომლებიც ადრე თავგამოდებულები იყვნენ ეხლა უკვე სკეპტიკურად აფასებენ სუპერბიჭუნას პერსპექტივებს.
  6. lasalexx, აბა ახლა საკურორტო სეზონს ხომ არ ჩააგდებდნენ კაცო. პალეზნოე ს პრიატნიმ.
  7. ამ პიროვნების შესახებ ღრმა ცოდნას ეფუძნება თქვენი დასკვნები, თუ ვარაუდით გამოთქვამთ ამ მოსაზრებას?
  8. Nukriko, იმავე თავისუფლების ინსტიტუტში იყო სუბარიც და არ აუბა მხარი ბოკერიებს და მისთანებს ხო. ნუ, რა უნდა ქნას კიდე ისეთი, რომ მასში ეჭვი არ შეგვეპაროს? სუბარში და ბოკერიაში კი არაა საქმე, საქმე იმ საზოგადოებაშია, რომელიც ადვილად ეგუება უსამართლობას და ადვილად ხდება ფსევდოეროვნული დემაგოგიის მატარებელ ავანტურისტთა მხარდამჭერი.
  9. Nukriko, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვინ გაწყვიტა შე კაცო. საიდან ასეთი უნდობლობა ყველაფერისადმი და ნიჰილიზმი ყველას მიმართ. სულით და ხორცით მინდობა არავისზე არაა საჭირო, მაგრამ ყველას ასე ეჭვის თვალით უყურო? სუბარი არ იმსახურებს "" ჩასმას ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.
  10. ეს ყველაზე ადვილი იყო. პატიოსანი კაცი ასეც უნდა იქცეოდეს. ჯიგარი ხარ, რომ მაგენს არ მიეცი შენი ძალით მოშორებით კაიფის განცდის საშუალება. ფსიქოლოგებს ვკითხოთ, ისინი გვეტყვიან რომ არსებობენ ასეთი ფსიქოტიპები და მათ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლიათ. აქედან დასკვნა - მიშა დერ გნაც. არის უნდა აგონ.
  11. მე მახსოვს newstudio, სრული მარაზმი და განუკითხაობა იყო
  12. მე ცუდ ადამიანობაზე გავაკეთე კომენტარი newstudio, ადოლფიც შეიძლება სულ არ ყოფილიყო ცუდი, რომ არა ძალაუფლება. ასე რომ, ძალაუფლება რომ არ ქონოდა მიშიკოც შეიძლება კარგი კაცი ყოფილიყოო, უსაგნოა.
  13. :misha: :sicili: ადოლფიც, პოლიტიკაში რომ არ წასულიყო ერთი უსახური ავსტრიელი მხატვარი იქნებოდა.
  14. არც თუ ისე რთული ყოფილა საქართველოში ადამიანთა დამორჩილება. ჰომო სოვიეტიკუსი მორალურად ყოველთვის მზადაა ემონოს უხეშ ძალას, რომელიც კარგად შეიფუთება ნაციონალისტურ გარსში. ავტორიტარული სისტემა ტყდება იქ სადაც ყველაზე ხისტი ადგილი აქვს. თუ შენ შენი პოსტით ახალაიას დანიშვნას გულისხმობ, გეთანხმები, ძალოვანი სტრუქტურა მაგ დანიშვნით გადაიქცა ერთ ხისტ ჯავშნად, რომელიც მუდმივ დაძაბულობაში იქნება და ბოლოს გარდაუვლად დაიმსხვრევა. მთლად ვერ დაგეთანხმები, ლენინი და სტალინი კი იყვნენ იდეალისტები, მაგრამ ამავე დროს უდიდესი გარეწრებიც იყვნენ და მე მგონი სტალინის შემთხვევაში გარეწრობა პირველადი იყო. ისე, იდეალისტებს რომ ხელისუფლებაში არაფერი ესაქმებათ გეთანხმები. არ უწყიან რასაც იქმენ, გონიათ მათ შემთხვევაში წესი დაირღვევა. გაგიმარჯოს choxa!, ძალიან კარგი რომ დაბრუნდი. :hello:
  15. არ ვიცი newstudio, შიძლება გაიყიდა კიდევაც, მაგრამ თუ ამ მინავლებამ შეტაკება და სისხლისღვრა ააცილა ქვეყანას, მე პირადად მადლობას ვუხდი გრეჩიხებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიმდევარი არა ვარ და მიშიკოს მიმართ როგორიც ვარ აქ ბევრმა იცის.
  16. newstudio, რაც მახსოვს მაგი სულ მასე ლაპარაკობს და შეიძლება გაპრეზიდენტებამდე იყო ფორუმელი. არაფერი არაა გამორიცხული, როცა მიშიკოზეა საუბარი
  17. არაა გამორიცხული newstudio, მაგრამ თუ რომელიმე ფორუმზეა, პლანეტაზე ალბათ არა, უფრო მეზობელ ფორუმზე იქნება. იქ უმრავლესობა მისი სასტავია.
  18. Lo Janko

    The Beatles

    lasha1997, კლასიკურ როკში რას გულისხმობ, ძველ ტრადიციულ როკს (ძირითადად 70-ანი წლები), თუ როკს კლასიკური მუსიკის ელემენტებით? ბითლზი როკ მუსიკას არ განეკუთვნება.
  19. გილოცავთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ ზრახვაში.
  20. ნიკარაგუას რას ვემართლებით newstudio, კი მაინც ვიცით ძალიან შორსაა და თუ ვკიდივართ არცაა გასაკვირი, მაგრამ დღეს გავიგე, რომ მეზობელ ქვეყანაში მაღაზიებში აფხაზური აჯიკა გამოჩნდაო და ეს უფრო საგანგაშოა, თან ცინიკურია, რადგან თუ მათ აჯიკა უნდოდათ ჩვენგანაც შეეძლოთ ამის წაღება.
  21. თორე ჯერ არ უქნია Saturn, ამოგიყარო ეხლა მიშიკოს დითერამბები პუტინის თვალებზე? და ივანოვის ვიზიტი ე.წ. ვარდების რევოლუციის მერე რას ნიშნავდა?
  22. მიშას თუ ძალიან გაუჭირდა რუსებსაც აუთამაშებს უკანალს. ერთხელ უკვე იყო მაგის სუსტი, მაგრამ მაინც შესამჩნევი მცდელობა. გაიხსენეთ, ეკა ტყეშელაშვილი (მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი) საფრანგეთში ნატოს მინისტერეალზე, რომ იყო და მინისტერიალმა მიშიკოსათვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო მაშინ. მიშა გაბრაზდა და ტყეშელაშვილი ისე გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომ საწყალი კაი ხანი მინისტრის რანგში აგრძელებდა იქ შეხვედრებს, სანამ არ უთხრეს სტოპო. ია მაშინ მიშიკომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ნატო და ნატოს მინისტრების დასანახად, დემონსტრაციულად შესთავაზა საგარეო საქმეთა მინისტის ადგილი ყოფილ ელჩს რუსეთში ზურაბ აბაშიძეს. ეს იყო სპეციალური გზავნილი საგარეო ვექტორის შესაძლო ცვლილების თაობაზე და დასავლეთის შანტაჟის მცდელობა, საბედნიეროდ ზურაბი არ დათანხმდა ამ შეთავაზებას და შემდეგ დაინიშნა რუსეთის მოქალაქე ვაშაძე. სასაცილოა მიშიკოს პოლიტიკანური თამაშები, მაგრამ რას იზამ ბურთიც მისია ჯერჯერობით და მოედანიც.
  23. newstudio, ერთხელ ჩემს აწ განსვენებულ ბიძას ვკითხე რატომ ნიშნავს ამდენ იდიოტს ასლან აბაშიძე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მეთქი. და რა მიპასუხა იცი? აჭარა ძალიან პატარაა იმისათვის, რომ ბევრი ჭკვიანი კაცის სამართავი იყოსო და ამიტომ ბაბუც მასზე ჭკვიანებს კი არ ეძებს სულელ შემსრულებლებს ეძებსო. მე ვუყურებ ზუსტად იგივეს ფიქრობს მიშიკოც, ოღონდ საქართველოზე, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოს მიხომ, რომ აბაშიძეს კრიტიკულ მომენტში იმ იდიოტებმა ოპტომ შეაქციეს ზურგი და მარტო დატოვეს.
×
×
  • შექმენი...