Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. ხომ არ გგონიათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის წინააღმდეგ თქვენმა ბრძოლამ შესაძლებელია ახალი პერსპექტივები გაუჩინოს სააკაშვილს გაიხანგრძლივოს თავისი ყოფნა ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობაზე, უკვე პრემიერმინისტრის სახით?
  2. ჩვენს კანონმდებლობაში არ ვიცი, მაგრამ რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი შეურიგებლობისაკენ მოწოდებები და შუღლის დათესვა იმავე მოტივით დემოკრატიულ ქვეყნებში კანონით ისჯება.
  3. ბატონო კახა, მახსოვს თქვენ, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი 2004-2005 წელში აჭარაში დადიოდით და აგროვებდით ხელმოწერებს ავტონომიის გაუქმების მოთხოვნაზე. ახლაც იმავე აზრზე ხართ? თუ ბოლობოლო მიხვდით, რომ ავტონომიაში კი არ არის ბოროტების წყარო, არამედ ავტონომიებთან დამოკიდებულებაში.
  4. კუსტურიცას ფილმებში მთავარი გმირები ან ბოშები არიან ან ბოსნიელები, ის ნაციონალურ თვითიდენტიფიკაციას ფილმებში არ ესწრაფვის. რამდენადაც მახსოვს, თავისი პროტესტი კოსოვოს დამოუკიდებლობისადმი არ გამოუხატავს. აქედან გამომდინარე ძნელია ის დააჯერო, რომ ქართველები ამ ომში ოსებზე და აფხაზებზე უფრო მეტად დაზარალებულები არიან. მოკლედ, იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ რადგან ფილმის შექმნაში რუსები არიან ჩარეული, ისინი შეეცდებიან ფილს მისცენ პროპაგანდისტური ორიენტაცია, რაც კუსტურიცასთვის არ უნდა იყოს მისაღები. თუმცა დიდი ფული დიდი ფულია და ......
  5. რას იზამ chegesto, ჯერ ერთი დიდი ხელოვანია, მეორეც როგორც მხატვარს აქვს უფლება წარმოაჩინოს საკუთარი ხედვა მხატვრულ ნაწარმოებში, მესამე პროტესტის გამოხატვა არ არის აკრძალული, მაგრამ ჩვენთან ყველა პროტესტს მარაზმში გადაზრდის ტენდენცია აქვს და გულის ფხანას და საკუთარი ჭიის გასწორებას ემსახურება. გაიხსენე ჰიუიტი, რომელსაც მანამ ვაგინეთ, სანამ ის კაცი ბოლომდე არ დარწმუნდა თავის "სიმართლეში"
  6. ისა, მგონი შარვლიდან აღარ იღებს, თორე ფილმზე არაფერი უთქვამს.
  7. კანონის დაცვაში სწორედ დამრღვევებისაგან დაცვა ვიგულისხმე.
  8. მეც ვუერთდები მოლოცვებს, მრავალს გაესწარი მხნედ და ჯანმრთელად. :alk:
  9. თუ ვერ უყურებ არც გინდა, ნერვებს ნუ იშლი. 5 : 1 უკვე.
  10. lasha1997, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, ფინეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი და კიდევ ბევრი სხვა, ყველას ვერ ჩამოთვლი. ნორმალური ქვეყნის ასაშენებლად კი საჭიროა კანონმორჩილი მოქალაქე და მოქალაქე მაშინ ხდება კანონმორჩილი, როცა დარწმუნებულია რომ ის კანონები მისი მონაწილეობითაა მიღებული და მისგან არა მარტო მორჩილებას არამედ დაცვასაც მოითხოვს. კიდევ ალბათ ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ ყველაფერს ვერ გაწვდები.
  11. ვულოცავ ყველას ვისთვისაც ეს დღე დღესასწაულია.
  12. Saturn, მგლების მოთაფლვაც შეიძლება, მაგრამ დედის გინებით, უაზრო მატრაკვეცობით და სხვისი ტრაკით ხტუნვით არა.
  13. Saturn გონიერ კაცად გთვლი და ნუთუ ჩემი პოსტიდან წაკუზვა გამომდინარეობს? ამაში მაგრად გეთანხმები და კიდევ დავამატებდი, რომ მონა ორგანზომილებიან სამყაროში ცხოვრობს, მისთვის ან თეთრია ან შავი, ან მოყვარეა ან მტერი და ა.შ., მონისთვის შუალედი არ არსებობს.
  14. ყველას მივმართავ დღეს შევიკავოთ თავი ერთმანეთზე ანგარიშსწორებისაგან, მარტო იმიტომ კი არა რომ სვეტიცხოვლობაა, უფრო იმიტომ რომ ცხელ გულზე კონფლიქტის გარჩევა მიზანშეწონილი არ არის. სხვა დროს, სხვა დროს
  15. კარგი კითხვაა Saturn, არც სხვა პრეზიდენტის ხელში დავუჭერ მხარს. როცა აგრესიული, ძლიერი (სამხედრო თვალსაზრისით) და ირაციონალური ზნის მეზობელი გყავს, რომელიც სულ იმის მცდელობაშია, რომ მსოფლიოს თავისი ძლიერება დაუმტკიცოს, კუნთების დაბერვა არ არის სწორი ნაბიჯი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პირიქით, ამით ჩვენ არა მარტო კარგი პოლიგონი ვხდებით სხვისი ურთიერთობების გარკვევის საკითხში, ამავე დროს მორალურ გასასამართლებელ საბაბსაც ვაძლევთ აგრესორებს.
  16. ხალხო დაატორმუზეთ. ნუ მისცემთ თქვენს მრისხანებას გასაქანს და ნუ წაწყმიდავთ უკვდავ სულს. შერიგდით! ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დღეს ნუ იჩხუბებთ და ეგება ხვალინდელი დღე ყველასთვის სასიკეთო იყოს. ბოდიშს ვიხდი ზედმეტი პათეტიკისათვის, მაგრამ სხვა ფორმა უბრალოდ ვერ ვნახე.
  17. lasha1997, დოუნანა პოლიტიკა უნდა დაამთავრონ ეს მართალია, მაგრამ პარლამენტში კონსტიტუციის დარღვევით ან მიშიკოს შესწორების ხარჯზე შესვლა დიდი შეცდომა იქნება მგონი. როცა საქმე გაქვს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც არანაირ ფაქტობრივ დათმობაზე არ მიდის, პირიქით ყველანაირად ცრდილობს შეავიწროვოს ოპონენტი და მოახდინოს მისი მარგინალიზაცია, ალბათ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო იმ ძალებთან, რომელსაც ხელისუფლება ეყრდნობა. მეტი მოძრაობაა საჭირო რეგიონებში და ხალხთან შეხვედრები, ამისათვის კი რეგიონულ პარტიულ ორგანიზაციებში ნებისმიერი მსურველის მიღება კი არაა საჭირო, ისეთი პიროვნებებით ხალხით უნდა დაკომპლექტდეს ვისაც ხალხში ავტორიტეტი აქვს.
  18. ძუკუ, პიარის დიდოსტატები არიან და ტყუილის ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ ამას დაუმატე საიდუმლო პოლიცია და ტოტალური კონტროლი, რას მიიღებ? სწორია - ნეობოლშევიზმს. ნამდვილად choxa, მე მას პირადადაც ვიცნობდი, არ იყო ურიგო პიროვნება, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო სიმპატიური და ამის გამო ქარიზმა აკლდა. მაგარი გამაწონასწორებელი იყო ამ აგრესიულ სბროდში. ყველა ვიწრო პარტიული და პიროვნული ინტერესის გამართლება პატრიოტიზმის სოუსითაა შემოსილი, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ბეჭებზე დებს ჩვენთან.
  19. prologic, ვანოვიზიების ყურებასაც არ ჯობია რო? დიდ ყურება სახედრად მაინც არ იგრძნობ კაცი თავს.
  20. newstudio, ესენი ხვალინდელ დღეზე უკვე აღარ ფიქრობენ. სარანჩასავით არიან რა, მთავარია დღეს იყვნენ, ხველეზე ხვალემ იფიქროს.
  21. არა Saturn, უბრალოდ როცა ტელევიზორს ვუყურებ ძირითადად ენიმალ პლანეტი, დისკავერი და ნეიშნალ ჯეოგრაფიკი მაქვს ჩართული და იქ ხშირადაა გადაცემები პრიმატებზე. პრიმატების საზოგადოებასა და ჩვენს საზოგადოებას შორის ბევრ საერთოს ვნახულობ
  22. მეც მანდა ვარ lasha1997, ამერიკაში ქვეყნის ინტერესებისათვის კეთდება და საზოგადოება მაინც არ ეპუება პირადი უფლებების შელახვის დაშვებასაც კი, თუგინდ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რადგან არ არსებობს მექანიზმი და გარანტია რომ ამ შესაძლებლობას ვინმე პირადი ინტერესისათვის არ გამოიყენებს. ჩვენთან კი სატელეფონო ჩანაწერებისგან შოუებს აწყობენ და უსაზიზღრეს მარაზმამდე მიდიან, განმკითხავი არავინაა, ხოლო ვანოს კამანდა ამას რისთვისაც იყენებს ამაში ეჭვი მგონი სატურნსაც არ ეპარება.
  23. lasha1997, მაქ კი მაინც ბომბის ხსენებაზე იწერება ბაზარი და ჩვენთან, ჰალსტუხის, მთავარდარსალის, მიკუზას და ა.შ ნათვამებს იწერენ.
  24. Saturn ეს ისე არა, სტალინისტებს ბერიას სასტავი რომ არ მოწონთ და რეპრესიები სტალინმა კი არა ბერიამ ჩაატარაო არა? ან კიდე, სტალინი გენსეკი იყო და ტერიტორიები (სოჩი, საინგილო, ალავერდი) ორჯონიკიძემ გაასხვისაო არა? კი მართალი ხარ - დომინანტი ხვადის უცოდვილობის პრინციპი დაცული უნდა იყოს.
  25. newstudio, შესაძლებელია თავიდან უნდოდა მხსნელად მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მარტო სურვილი რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა. თუ გახსოვთ ტარკოვსკის ფილმი - "სტალკერი", იქ ლაპარაკია გამყოლის მასწავლებელზე სახელად დიკაბრაზზე, რომელმაც თავი მოიკლა. ხოდა როცა არკვევენ რატომ მოიკლაო, მწერალი ამბობს სტალკერისთვის სურვილების ოთახში შესვლა არ შეიძლებოდაო, მაგრამ მან დაარღვია კანონი და მაინც შევიდაო. ამის მერე ზღაპრულად გამდიდრდა და თავი მოიკლაო. მოკლედ გაცნობიერებულად ისურვაო ერთიო და მიიღო სულ სხვაო - ის რაც მის ბუნებაში იყოო, ამიტომაც მოიკლა თავიო. дикобразу дикобразово. მეც ვფიქრობ ადამიანს ყოველთვის უფრო კარგად გამოსდის ის საქმე, რომელიც მის ბუნებას შეესაბამება. რათქმაუნდა არის.
×
×
  • შექმენი...