-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
არა მგონია ძუკუ, თურქები კაი ხანს დუმდნენ, ხმა ამოიღეს მას შემდეგ როცა ბაღაფშის მუქარები გაისმა და ინციდენტი ძალიან გახმაურდა. ჩვენი მხარის გონიერებაზე დიდი წარმოდგენისა არა ვარ, მაგრამ ვფიქრობ 24 წელიც ჩვენებმა სპეციალურად მიარტყეს თურქ კაპიტანს, რომ თურქეთის მხარეც აყვირებულიყო. მგონი ხმამაღალი საერთაშორისო სკანდალი ასეთ ინციდენტზე ჩვენთვის უფრო მომგებიანია ვიდრე რუსებისთვის. კი ჩვენზე იკაიფებენ საიდან მოიტანეს 24 წელიო, მაგრამ იმასაც მიაქცევენ ყურადღებას რომ აფხაზეთის ევროკავშირის და მსოფლიოს მიერ არცნობა არ არის საკმარისი რუსული პოლიტიკის შესაზღუდავად, საჭიროა საერთაშორისო სანქციებიც. შეიძლება ვცდები, მაგრამ სხვაგვარად 24 წელს ვერაფრით ვხსნი.
-
machkatela, როგორ ფიქრობ რას ნიშნავს ეს საქციელი? რაში დაჭირდათ სახლის დადგმა რუსთაველზე? თბილისობისთვის ხომ არ ამზადებენ? თუ შეგიძლია მიპასუხე, თუ რათქმაუნდა პასუხი განსხვავდებაა ამ შემთხვევისათვის ყველაზე შესაფერისი პასუხისაგან - სირებად გვთვლიან და იმიტომ.
-
ჟურნალისტები და მათი როლი საქართველოში.
Lo Janko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997, მე რო აქ ვარ ხო სულ ხელმიწვდომილი მაქვს ყველაფერი. ჩვენთან, ბათუმში აჩვენებენ (ლაპარაკია საკაბელო არხებზე) მხოლოდ ვანოვიზიებს, ე.ი. საზმაუ - იგივე რ1, რ2 და იმედი - იგივე რ3, ამბობენ არის კედევ რ0-იო, მაგრამ ჩვენთან არ აჩვენებენ. ხანდახან ადგილობრივი ოპოზიციური ტელეარხი ტვ25 გამოყოფს ფეხს ხოლმე და ჩაგვირთავს ჩანაწერებს კავკასიიდან ან მაესტროდან. ამ მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩემი აზრით, რ2-ის საინფორმაციო კიდე ყველას ჯობია. ეს არცაა გასაკვირი - ორიგინალი ყოველთვის ჯობია ასლს. ინფორმაციას ძირითადად ვღებულობ ინტერნეტის, წინამდებარე ფორუმის და ჩემს ავტოს რადიოს საშუალებით, მგონი იქ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე ვანოვიზიებში. -
შეიძლება kote-1962 და ამიტომაც მივაწერე არ გეწყინოს მეთქი.
-
შეღებილი ფასადები და დანგრეული სამხატვრო აკადემია
Lo Janko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio, პრომეთს, მედეას, წმინდა გიორგის და სხვა მითიური გმირების ძვირადღირებული მონუმენტების მომრავლებაც სიმპტომატურია. მე მიკვირს დღემდე რატომ არ მოხვდა ეს მოვლენა გვახარიასთანა "მიუკერძოებელი" კვერცხისთავიანი ინტელექტუალების კვლევის სფეროში. დარწმუნებული ვარ ურემი რომ გადაბრუნდება, მერე ბევრს დაწერენ და ამ მოვლენასაც მიაბამენ, როგორც სიმპტომატურს, მაგრამ ამას უკვე ფასი აღარ ექნება. -
newstudio, როდის იყო ხარჯები ამათთვის შემაფერხებელი ფაქტორი? რაც შეეხება ხმაურს, ეს ნაცების ერთერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა.
-
შეღებილი ფასადები და დანგრეული სამხატვრო აკადემია
Lo Janko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან სიმბოლურია newstudio და თან სიმპტომატური. -
newstudio, მე ვფიქრობ ნაცებს არჩევნები კატეგორიულად არ უნდათ, მაგრამ საკმაოდ წინდახედულები არიან და იციან, რომ შესაძლებელია იძულებული შეიქნან ჩაატარონ არჩევნები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერენ, თავს იზღვევენ რა.
-
kote-1962, არ გეწყინოს მაგრამ, რაც შენ აქ დაწერე არის ტიპიური პროფესიონალი რევოლუციონერის მიერ გამოხატული ზიზღი, მათ მიმართ ვის გადასარჩენადაც ვითომცდა ასე თავგადადებული იღწვის რევოლუციონერი. გაიხსენე რა ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში ბოლშევიკები და რა უქნეს შემდეგ იმ ხალხს ვისი სახელითაც ამდენი სისხლისღვრა და ნგრევა გამოიწვიეს. მე პრინციპულად არ ვამართლებ არც ერთ რევოლუციას და რევოლუციონერები რაც არიან ყველამ კარგად ვნახეთ 1789 წლიდან დღემდე.
-
shevardeni1906, მოსამართლე ამ 24 წელს თავისით რომ ვერ გამოაძრობდა მგონი იასნია. საინტერესოა რომელმა ჭკვიანმა, ჩვენი ხელისუფლებიდან, დაავალა მოსამართლეს მაგხელა სროკის მოხევა. გინესის წიგნში შევდივართ? 18 ათასი 24 წლის სანაცვლოდ, მუაგარია!!!! :misha:
-
-Давай по новой Миша, все хуйня. -Сижу нормально? -Глаза только открой и все. name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">
-
სასამართლოებს უცხოელი დიპლომატები გააკონტროლებენ
Lo Janko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს ისტორია რას მაგონებს იცით? ქალი/კაცი რომ ერთ ადგილს აქირავებს და მეზობლებს რომ უმალავს. ეხა, მეზობლებმა ფაქტზე რომ დაასტუკონ, რა, დაანებებს ბოზობას ვითამ თავს? p.s. ქალი/კაცი გენდერული თანასწორობის ხაზგასასმელად დავწერე. -
newstudio, ძნელია ამაში არ დაგეთანხმო. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმევ რომ რეფორმა განათლების სისტემას ესაჭიროებოდა. ეს ყველამ ვიცით და უმაღლესი განათლების რეფორმის ჩატარებას კიდე დიდი ფილოსოფოსობა არ ესაჭიროებოდა, მიდის ევროპაში ბოლონიის პროცესით ცნობილი რეფორმა და უბრალოდ ფეხის აყოლება იყო საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური ელიტის ინტერესები ვერ შეელია ცდუნებას გამოეყენებინა ეს რეფორმა პოლიტიკური მიზნით. ვეთანხმები lasalexxს, ნაცების მიზანი იყო საზოგადოებაში ავტორიტეტული აკადემიური სფეროს უფუნქციოდ დატოვება და დისკრედიტაცია. მოკლედ, გადაღვარეს ნაბანი წყალი და ბავშვიც გადააყოლეს.
-
გაგრძელება არა ძუკუ, სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელებაა ზუსტად ის, რაც ახლა ხდება განათლებში - რეფორმის დამახინჯება. სკოლებიდან უვიცები გამოდიან ზუსტად იგივე (შეიძლება უფრო მეტიც) დოზებით, რა დოზებითაც გამოდიოდნენ რეფორმამდე, ასე რომ ეს ნამდვილად არ არის რეფორმის შედეგი.
-
მე განათლების სფეროში ვმუშაობ და ნაწილობრივ ვეთანხმები licemerს. დასაწყისში, ლომაიას მინისტრობის დროს მართლა ბევრი გაკეთდა, როგორც ინსტიტუციონალური ასევე პროგრამული თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ რეფორმა არათუ შენელდა, სხვა მიმართულება მიიღო. კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ნებისმიერი რეფორმა განწირულია, როცა რეფორმის ინსტრუმენტებს იყენებ პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით. რეფორმას ესაჭიროება გაგრძელება და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. ძუკუ, შენც კარგად იცი რომ ეს განათლების რეფორმის ბრალი არ არის. სახელმწიფო პოლიტიკაა ისეთი რომ საერთოდ არ ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ სფეროებს რომლებსაც არ მოაქვთ მომენტალური ეკონომიკური ეფექტი, არ არიან პოპულარულები, მაგრამ ესაჭიროება ნორმალური, მრავალგანზომილებიანი საზოგადოების ფორმირებას.
-
ალასანია-საქართველოს მომავალი პრეზიდენტი
Lo Janko replied to leonardo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი leonardo, ნებისმიერი დაამარცხებს მიხოს თუ ექნება მხარდაჭერა ხალხისგან და მოსახლეობაც ენდობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ყოფილა საკმარისი. -
და როდის მივყვებოდით რო? newstudio ამერიკელებისაც drabi 39. :yes2:
-
პარლამენტი ლუსტრაციის კანონის განხილვას იწყებს
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არანაირი dire და დარწმუნებული ვარ ნაცებისთვის ამ მძიმე პერიოდში მაგ კანონის მიღების პროცესის დაწყება აუცილებლად გამოწვეულია მისი ეფექტურად გამოყენების პერსპექტივით ოპოზიციის წინააღმდეგ. -
მართალი ხარ dire, არჩევნების პირობებში, რომლის მიღწევა მაშინ გაცილებით ადვილი იყო ვიდრე დღეს, არ მოხდებოდა პოლიტიკურ ძალთა ასეთი დისბალანსი. ნაცებმა, როგორც იტყვიან მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და მერე სხვადასხვა პოლიტ ტექნოლოგიებით (ლეგიტიმურით თუ კრიმინალურით) მოახერხეს ამ უპირატესობის შენარჩუნება დღემდე. ამაში მგონი მთლად მართალი არა ხარ. ამერიკელები პარგმატული ხალხია და თავის რეპუტაციაზე ზრუნვას დიდ ყურადღებას აქცევენ. არა მგონია ამერიკელები აშკარად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში. მათი ზემოქმედების ერთადერთი მისაღები გზაა - შეგვიწყვიტონ ფინანსური დახმარება იმ დონემდე, რომ არ დაზარალდეს მათი გეოსტრატეგიული ინტერესები.
-
ედიკა პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ
Lo Janko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვეთანხმები lasha_alo, მართალია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენი ხალხის შეგნება ძლიერი და სამართლიანი მმართველისკენაა ორიენტირებული. სამწუხაროდ სამართლიანობის გაგება ჩვენთან შორსაა ევროპულისაგან, ამიტომ ვღებულობთ ძლიერ, მაგრამ ფსევდო სამართლიან ლიდერებს.