Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. urfinjus, მაგი თუ დურაჩოკია, მაშინ მაგ კლიპის გამკეთებელი რაღაა?
  2. ფავორიტკა კი არის, მაგრამ 18 სექტემბრის შემდეგ მიხოს ყველაზე ორთოდოქსი ფავორიტებიც კი დადუმდნენ და თუ არ დადუმდნენ ცოტათი ინტონაცია მაინც იცვალეს
  3. ომი აწყოს მას, ვისაც არ აწყობს არჩევნების ნორმალურად ჩატარება, ვინც დარწმუნებულია, რომ არჩევნებში დამარცხდება ;)
  4. ამ ქალს მგონი კლიმაქსი აქვს გართულებულ ფორმებში
  5. არაფერიც არ მოხდება, კატა ხიდან გადმოხტება, მიშა წავა, ბიძო მოვა და ოცნებაც აგვიხდება
  6. ) კიდევ ის შეეკითხეთ დედუქციის მეთოდი თუ იცის და ჯეკ ლონდონზე მოგვიყვეს რამე ჩვენ ბნელებს ;)
  7. lasha_alo შენ არაფერ შუაში არ ხარ ლაშა, ეს როგორ იფიქრე? მე საერთოდ მოვუკელი ფორუმებზე პოსტვას, რაღაცნაირად ინტერესი დავკარგე. ფორუმზე უმეტესად ახალი ამბების და უზერთა განწყობის გასაგებად შემოვდივარ
  8. ეხლა მოვისმინე პასუხები. დიდი მადლობა ლუკა გულწრფელი პასუხებისთვის. თქვენი შემწყნარებლობა მოწინააღმდეგეებისათვის შეიძლება დასაცინი და საქილიკო იყოს, მაგრამ ჩემთვის და ბევრისთვის თქვენი ადამიანური პოზიცია უფრო დამაიმედებელია, იმ თვალსაზრისით, რომ ეგება თქვენნაირად განწყობილი ხალხის წყალობით ეს ქვეყანა გადაურჩეს ფატალურ რყევებს
  9. 1. ლუკა, თქვენ მოჭიდავე - მებრძოლი კაცი ხართ, პოლიტიკაც ბრძოლაა უფრო სასტიკი, დაუნდობელი და ხშირად აკრძალული ილეთების გამოყენებით. თქვენს მიმართ აკრძალული ილეთები გამოიყენეს და მერე გააპრავეს, იქით თქვენ დაგაბრალეს უკუღმართობა. გეტყობათ თქვენ დანებებას არ აპირებთ და როგორ აპირებთ ასეთი წინაპირობის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებას? 2. პირველ კითხვაზე პასუხის შემდეგ, როგორ უთანხმებთ თქვენს რელიგიურ მრწამსსა და პოლიტიკურ ბრძოლას ნაციონალების წინააღმდეგ? ბოლო წელმა აჩვენა, რომ ქართულ პოლიტიკაში არც მორალია და არც ეთიკა.
  10. laci ვარსკვლავებს წყვეტს კი არა ნაცპროპაგანდის ერთერთი კიტია
  11. Anima Libera, თუ საიდუმლო არა არის ეს მარგალიტი სად შეიქმნა და ვინ შექმნა?
  12. ცოტა ფრთხილად აქ ემოციების გამოხატვაში, თორემ ლაშა ბერულავას ნავოდკაში მოხვდებით.
  13. გამოცოცხლება ფორუმს კი არა ქვეყანას სჭირდება
  14. De Niro ატომური იარაღი ჩინეთს ამერიკელების დახმარებით არ გაუკეთებია , ატომური ბომბი ჩინელებმა შექმნეს ჯერ კიდევ 1964 წელს, მაო ძედუნის მმართლელობის პერიოდში. იმდროინდელ ჩინეთზე გაწონასწორებულის თქმა ცოტა გადაჭარბებულია და რაც შეეხება ფანატიზმს , ხალხმა ბეღურები გაწყვიტა ქვეყანაში კულტურული რევოლუციის დროს და პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად რომ ანადგურებდნენ მგონი ყველასათვის ცნობილია. ასე რომ ყველა ხალხს აქვს გასულელების პერიოდი, რომელიც უმეტესწილად მმართველი ელიტის დამსახურებაა. ირანი, როგორც ქვეყანა ერთ ერთი უძველესია მსოფლიოში ყველაზე ძველი თუ არა და ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ ჯობია. ირანთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უფრო ჩვენს ინტერესებშია ვიდრე ირანის. არავინ ატომის ბომბს ჩვენ არ გვესვრის თუ ჭკუით ვიქნებით.
  15. Saturn ვიღაცისთვის ფარსია, ვიღაცისთვის არა. დარწმუნებული ვარ იქ ბევრი ისეთი იქნებოდა გამოსული, ვისაც იმ საწყალი ბიჭის ტოლა შვილები ყავს და გულწრფელად უნდა რომ ასეთ უკანონობას ბოლო მოეღოს. მიშა გამოსვლები და მიშას ცრემლები ფარსი არ არის? რაცხა არ მახსოვს მისას ცრემლებზე წამოგცდენოდეს ანალოგიური ;)
  16. Saturn ეს როგორ სატურნ, შეშფოთდეს და ფეხები უბაკუნოს? თუ ზონდერებს გაალახინოს თავი და მერე მთელი ცხოვრება წამლებზე იჯდეს? შენ რა, სხვას ქცევის ნორმებს რატომ უწესებ? ვისაც უნდა ვაზაგაშვილის მკვლელობას გააპროტესტებს, შენ თუ ზვიადესტების დახოცვის ამბავი მიგაჩნია უკანონოდ, გამოდი და გააპროტესტე, დაგიშალა ვინმემ?
  17. laci , იმედი მაქვს ასე გაგრძელდება მთელი წელი ;)
  18. Saturn ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაათავისუფლა, მთავარია რომ ბიჭები სახლებში დაბრუნდებიან laci ხელისუფლებამ თუ სხვა ვინმემ ნებისმიერ შემთხვევაში დაისმება კითხვა, თუ შეეძლო რატომ ადრე არა? 2 წელი ლოდინი საჭირო იყო? მიუხედავად ამისა ერთმნიშვნელოვნად მადლობა ვინც გააკეთა
  19. საერთაშორისო სააგენტო „Gallup“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე უბედური ერები რუმინელები, ეგვიპტელები და ქართველები არიან. დაწვრილებით აქ http://www.presage.tv/?m=society&AID=9123. ეჭვიც არ მეპარება მიხოს ფანები იტყვიან ვინ ჩემი ფეხებია სააგენტო „Gallup“-იო, ან კიდე გაზპრომი აფინანსებსო, მაგრამ მაინც წაიკითხეთ, საინტერესოა. ;)
×
×
  • შექმენი...