აი ამ პოსტებში, ნუ მიწყენს Sakartwelo, პასუხია გაცემული თქვენს მთავარ კითხვაზე lasha1997, დღევანდელი ქართველი ხალხი არის იმპერიული აზროვნების. ეს არცაა გასაკვირი, რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა - с волками жить, по волчьи вить. ვიყავით ერთ იმპერიაში და მენტალიტეტიც დაახლოებით ერთია. განსხვავება იმაშია, რომ აზროვნება კი გვაქვს დიდი და ძლიერი ქვეყნის შესაფერისი, მაგრამ ქვეყანა ამჟამად გვყავს სუსტი და პატარა, ამიტომ ვისაც არ მოწონს წავიდესო, მართლებიც რომ ვიყოთ არ გაგვივა. აქედან დასკვნა გავატრაკებთ - დაგვახურავენ თავზე. ამიტომ ჯობია ჭკოით ვიყოთ და ჩვენს ქედმაღლობას ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას. გერმანელებს სეკულარული დროშა აქვთ და არავინ არ მოსთხოვს მათ დროშის გარელიგიურებას. დანიაში მუსლიმები გამოჩნდნენ მას შემდეგ, როცა დანიას უკვე ქონდა ნაციონალური დროშა, ჩვენ კი დროშა მივიღეთ სულ სხვა პირობებში. სრული რესპექტი lasha1997. Gegius, თქვენს მიერ ჩამოყალიბებული დებულებით ქართველად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მართლმადიდებელი. არ გეთანხმები. არ დამიკოპირებია თქვენი პოსტი Nukriko, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები.