Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. ლ ი ც ი ვის უნდა დავუსვა დიაგნოზი? ზაქარეიშვილს თუ უზერ sandy-ს?
  2. ძალიან მაგარი ფილმია. და მაგარი საუნდტრეკი აქვს
  3. პოლტერგეისტი გაჩნდა ფორუმზე. ან კიდევ ძიბუკი...
  4. Private Nodari ლუდი ჩამოასხი და ბაზარი არაა ვინ გააერთიანა ეს თემები? ახლა ვიტამინი იფიქრებს, რომ მის დღეგრძელობას ვაპირებდი ლუდით
  5. vitaminC გილოცავ. მრავალს დაესწარი, 2012-მდეც და იმის მერეც
  6. რთული საკითხია. ერთი მხრივ მესამე რეიხი მსოფლიო ისტორიის ნაწილია, და შესაბამისად ვერ იქნება აკრძალული. მაგრამ მეორე მხრივ ამან არ უნდა მიიღოს პროპაგანდის ფორმა.
  7. FRIDRIX ფაშისტურ სახელმწიფოს ამერიკის სატელიტი კოლონია მირჩევნია.
  8. ჰიტლერის და პინოჩეტების ავატარებად დაყენება აკრძალული არაა. მაგრამ ნაცისტური იდეოლოგიის პროპაგანდისგან ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს! FRIDRIX ################## ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ჰიტლერი სხვა სახელმწიფოებზე მაღლა დააყანებდა!
  9. სუპერპოლიტიკოსს ვერ დავასახელებ. შედარებით ნორმალურ პოლიტიკოსად სოზარ სუბარი მიმაჩნია. სუპერნაძირლები მიშა, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია... მოკლედ ე.წ. "ლიდერშიპი".
  10. shavlego91 ყორღანაშვილებს სხვაგან ეძებთ ბატონო შავლეგო. ყორღანაშვილი უფრო ისაა, ვისი წყალობითაც კონფედერაციული მოწყობა სანატრელი გაგვიხდა.
  11. ლ ი ც ი საქართველო, როგორც სახელმწიფო დღეს არის პრიმიტივი. ეს არის ფაქტი. საქართველოს არ შეუძლია საკუთარი თანამოქალქეების დაცვა. სარკოზი-მედვედვის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, რუსებმა დაიკავეს ახალგორი და დღემდე რჩებიან იქ, რუსებმა დაიკავეს სოფელი პერევი. დღემდე იქ აირან, გადაწიეს საზღვარი მამისონთან, პარლამენტის წევრები დღემდე არკვევენ, გადაწიეს თუ არა. ამას სახელმწიფო აღარ ქვია. მთლიანად დამოკიდებულები ვართ სხვა სახელმწიფოს ნებაზე. გავიდნენ რუსები ე.წ. ბუფერული ზონებიდან, ამისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრათ ევროპელებს ძალისხმევისთვის. გაათავიისუფლებენ იმ ბავშვებს, ესეც კარგია. რა მნიშვნელობა აქვს ამას ნოღაიდელის ხელით გააკეთებენ თუ იაკობაშვილის. რუსებმა გადაწყვიტეს საკუთარი კაცის გაქაჩვა და ამის სანაცვლოდ თუ ბავშვების გათავისუფლებას გვთავაზობენ, მე ასეთ გაცვლაზე თანახმა ვარ.
  12. machkatela ვინ გაიგიჟა თავი, ვერ გავიგე. თავიდანვე პოლიტიკური ნიშნით ირჩევდა პარლამენტი საბჭოს წევრებს. მერე ვითომ კომპრომისის სახით 4 ოპოზიციამ აირჩიოსო, და 5-ს ისევ ჩვენ ავირჩევთო. მერე 15-მდე რომ გაზარდეს რაოდენობა, იყო წინადადება, 15-ვე სამოქალაქო სექტორმა აირჩიოსო. არაო, გინდა თუ არა 8 კაცი ჩვენი უნდა იყოსო, 7 ოპოზიციამ გადაწყვიტოსო, ოპოზიციის ნაწილმა დაუთმო თავისი კვოტა სამოქალაქო სექტორს, ნაწილმა არ დაუთმო. მაგრამ აზრი? უმრავლესობა მაინც მიშასია.
  13. სულ ფეხებზე მკიდია რას წერენ გვერდით ფორუმზე და რას ფიქრობენ ხელისუფლებაში. ამ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენ დღეს ვართ, ნებისმიერი ძალისხმევა ამ ბავშვების გასათავისუფლებლად მისასალმებელია.
  14. kote-1962 მაინც ტეხავს ასეთი ლუსტრაცია. თარგამაძის მხრიდანაც კი. ცუდს არაფერს ვუსურვებ კარდუებს. უბრალოდ ხელისუფლება რომ შეიცვლება, რა ფულიც აიღო ამ ხალხმა ბიუჯეტიდან, ბოლო თეთრამდე უნდა დააბრუნებინო.
  15. ეგენი ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ? :husein:
  16. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ამ ბავშვების გათავისუფლების შნო. თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუნდაც ეს ნოღაიდელი იყოს...
  17. ძალიან იშვიათობაა, რომ ქართველი პოლიტიკოსი ასე საღად აზროვნებდეს მაშინ, როცა საქმე ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ეს კონფლიქტები ძალით ვერ გადაწყდება! ამის თქმის გულისთვის სდებენ ამ კაცს ბრალს ღალატში. და სწორედ ამის ღიად გაცხადების გამო დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს.
  18. გილოცავ, მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად :alk:
  19. Gagi 67 ტოვარიშჩ მირონოვი ვინაა? მოლდოვას პრეზიდენტი ვორონინი იყო, რომელიც სულაც არ იყო პრორუსული ორიენტაციის. და ახლა ხომ საერთოდ პროდასავლელი პრეზიდენტი ყავთ. მაშინ რატომ არ იყო საქართველო მზად თავდაცვითი ომისთვის. რატომ იყო ქართული ჯარი წარმატებული შეტევაში და აბსოლუტურად მოუმზადებელი თავდაცვისთვის?
  20. Gagi 67 ვახ. უკრაინას არ დაარტყა, მოლდოვას არ დაარტყა და რაღა მაინცდამაინც ჩვენ დაგვარტყავდა?
  21. Gagi 67 სამწუხაროდ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს არ აქვთ ინტერნეტის ფუფუნება, და ვერ გიპასუხებენ. მე ის ვიგულისხმე, იმის იმედით რომ არავინ წაიკითხავს პროსტინა პოსტს, შეურაცხმყოფელ ფრაზებს ნუ გამოიყენებს ნურავინ. Gagi 67 რა უფრო მნიშვნელოვანია. ოკუპირებულადცნობის რაღაც ბუნდოვანი მცნება თუ ბავშვების გათავისუფლება?
×
×
  • შექმენი...