Saturn აგიტატორს გააჩნია. თუ მხოლოდ გაზეთები და სარეკლამო ბუკლეტები დააქვს, ალბათ არა. მაგრამ როცა ხმების შესაგროვებლად დადის, ამოწერილი აქვს თუ რომელ ოჯახში მუშაობენ რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, როცა ციხიდან ახლობლის გამოშვების სანაცვლოდ რაღაც "გარანტირებულ ხმებს" აგროვებს, ათას მამაძაღლობას ჩადის და მერე არჩევნების დღეს ამ სიებით ხელში საარჩევნო უბანთან დგას და იწერს ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არა, ამას სერიოზულად შეულძლია შეცვალოს ადამიანის არჩევანი. როცა რაღაც რისკი მაინც არსებობს, რომ "არასწორი არჩევანის შესახებ" ეს აგიტატორშები გაიგებენ, ბევრი არ რისკავს და იმას ხაზავს რასაც ეუბნებიან. ვიცნობ ადამიანს ვისაც ნაცები არ ევასება, მაგრამ საპარლამენტოს წინ ფულიც აიღო, აგიტატორის ფუნქციაც შეითავსა და მთელ თავის ოჯახს ხუთიანი შემოახაზინა.