1. ბატონო პაატა, ქართული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გალელ ქართველებს აიძულებდნენ "აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე" მისვლას. ამავდროულად რუსულ პრესაში ამბობდნენ, რომ იქაური ქართველობა ბაღაფშს უჭერს მხარს, რადგან მას თავისიანად მიიჩნევენ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით. 2. მართალია თუ არა, რომ გალელი ქართველებისთვის ოჩამჩირეს იქეთ გადასვლა საფრთხეს წარმოადგენს? 3. გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია რა ხდება პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში. ის სოფლებიც გაანადგურეს სეპარატისტებმა? არის თუ არა იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობა? 4. უკვე რამდენი ხანია მივიწყებას მიეცა სოფელი პერევი. კვლავ რუსების კონტროლ ქვეშაა ეს სოფელი? 5. აქვთ თუ არა ახალგორელ ქართველებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის საშუალება? თუ იქაც ბლოკ-საგუშაგო აქვთ რუსებს, როგორც ერგნეთში?