Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. FRIDRIX და რას ხედავ ამაში შეუძლებელს? ქართლში თუ მუშაობს მეგრელი სამმართველოს უფროსად, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში იმუშავოს ქართლელმა? Siknadmo ალასანია ბათუმელი მეგრელია და ალბათ მაგიტომ
  2. Siknadmo ახალაიები, რურები, გოროზიები. ამ ახვრების სახით ყველაზე ძლიერი დასაყრდენი ყავს მიშას სამეგრელოში. ეგაა მიზეზი და არა ის, რომ ხალხს ძიან უყვარს ბელადი.
  3. ლ ი ც ი მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ მეგრულს. ბევრს სომხური ლაპარაკიც აღიზიანებს, აზერბაიჯანულიც. ანუ ესაა ნაცისტური იდეოლოგიის გამოვლინება. და მაგას სრული მასშტაბით უნდა ვებრძოლოთ. არამხოლოდ მეგრულად მოლაპარაკე ხალხის მიმართ. აი მსგავსი პოსტებიც მიკვირს. რამდენიმე თვის წინ ვნახე სიუჟეტი ზუგდიდიდან. რომელიღაც ოჯახში რომ შეიჭრა სპეცნაზი, ახალგაზრდა მოკლეს, და დღემდე არ აუხსნიათ არავისთვის რას ერჩოდნენ ამ ადამიანს. ზოგადადაც, ყველაზე მეტ ახვრობას სწორედ სამეგრელოში ჩადიან ნაცები. და ამაზე არ გიჩნდებათ პროტესტი?
  4. Siknadmo და ვინ გითხრა რომ მეგრელებს მიშა უყვართ? უბრალოდ ყველაზე მაგად მანდაა ამუშავებული ნაცების რეპრესიული მანქანა. ლ ი ც ი ეს სხვა პრობლემაა. არაა ნორმალური როცა ადამიანი ხალხს ეთნიკუთი, კუთხური ან რელიგიური ნიშნით ანსხვავებს. და მეგრული ენის სწავლით ამ პრობლემას არა მგონია ეშველოს.
  5. FRIDRIX fashisti ამ თემაში დავწერე გია კრიალაშვილზე, კაცს რუსების აგენტობა დააბრალეს, მოკლეს, მაგრამ დღემდე ვერ ამტკიცებენ რომ ეს კაცი რამე გადატრიალებას გეგმავდა. რატომაა ამის ჩამდენი გრეჩიხაზე უკეთესი გამაგებინეთ?
  6. FRIDRIX და ასე ხელაღებით ვიღაცისთვის აგენტობის დაბრალება რომ არ ჯდება ევროპულ ფასეულობებში, ეგ არაფერი?
  7. FRIDRIX კაი ერთი ფაშისტისა რა მოგახსენო, მაგრამ უნივერსიტეტში ისეთი ახალგაზრდები მინახავს, რომ... რაის ევროპული ფასეულობები. ნამდვილი კომსომოლების დროს ვერ მოვესწარი მე, მაგრამ იუთუბზე ვიდეოებს რომ ვუყურები, ზუსტად იგივე ტიპის ხალხია.
  8. ლ ი ც ი ვისაც სვანურის და მეგრულის გაგონებაზე უსიამოვნოდ აჟრჟოლებს, იმათთვის სხვა რამეებია სასწავლებელი. რაც შეეხება ამ ენების იძულებითი სწავლებას, ამის წინააღმდეგი ვარ. სამეგრელოს და სვანეთის გარდა ამ ენებს ნორმალურად მაინც ვერავინ ისწავლის, სამაგიეროდ სამეგრელოში და სვანეთში მოხდება ამ ენების გაძლიერება, და შესაბამისად ქართულის შესუსტება. მეგრელმა ან სვანმა თუ ქართულად ვერ ილაპარაკა, გინდათ ასეთი სახელმწიფო? მგონი ასეთი რამ მეგრელებს და სვანებსაც არ უნდათ. ასე რომ მგონი ჯობია ისე დარჩეს ყველაფერი როგორც ახლა.
  9. ლ ი ც ი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ პატივს ვცემ როგორც სვანურ, ისე მეგრულ ენას (თუ მაინცდამაინც სიტყვა დიალექტი გეხამუშებათ). მაგრამ ამისდამიუხედავად არ მინდა, რომ ჩემს მშობლიურ ენაში ჩემთვის უცხო სიტყვები გაჩნდეს. არ მოგწონთ OK? ამის ძალიან ბევრი ქართული შესატყვისიც არსებობს: "კარგი", "კეთილი", "კი ბატონო"... რატომ მაინცდამაინც "ჯგირ"? არაა მეგრული ენა ჩემთვის მშობლიური. ვისთვისაც მშობლიური ენა მეგრული ან სვანურია, იმ ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ჩემთვის არაა მშობლიური და რა ვქნა? თანაც უმრავლესობა მეგრელისთვის და სვანისთვისაც მშობლიური ენა სწორედ რომ ქართულია.
  10. Siknadmo რომელ ბარბარიზმებს გულისხმობ? თუ "ტრანსპარენტურს" და "კაროჩეს", მაშინ ამ სიტყვებს უკვე აქვთ ქართული შესატყვისები: "გამჭვირვალე" და "მოკლედ". ვარდის და სუფრის ჩანაცვლება კიდევ არ მიმაჩნია სწორად. ჩემთვის ვარდი და სუფრა უფრო მშობლიურია, ვიდრე ამ სიტყვების მეგრული ან სვანური შესატყვისები.
  11. მეგრული და სვანური ენები საქართველოს ორი კუთხის დიალექტებია. და არამგონია იქაური სიტყვების ქართულ ენაში ჩანერგვის იდეა მოეწონოს სრულიად საქართველოს. სიმართლე გითხრათ მეც არ მომწონს კუთხურობის წინა პლანზე წამოწევა. თუმცა ამ ორივე ენა-დიალექტს დიდ პატივს ვცემ.
  12. irene თუ გახსოვთ მაისის თვეში გლდანის გზაზე სრულიად უმიზეზოდ ჩაცხრილეს გია კრიალაშვილი. უმიზეზოდ იმიტომ ვამბობ, რომ იმ ამბის შემდეგ 8 თვის მერეც ვერ დაადასტურა გამოძიებამ, რომ ეს ხალხი რუსების დახმარებით თბილისში გადატრიალებას გეგმავდა. არადა ერორმა პირველივე დღეს უაპელაციოდ გამოგვიცხადა რომ ეს ადამიანები ქვეყნის მოღალატეები იყვნენ. ანუ ერთი, რომ ადამიანი მოკლეს და მეორე რომ ადამიანს ცილი დასწამეს ყველაზე ცუდ რამეში, რისი ჩადენაც ადამიანს შეეძლო საკუთარი ქვეყნის წინაშე. ადამიანი ან ეგუები მსგავს რამეებს ან არა, რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა გრეჩიხამ საკანში? რაც არ უნდა ეთქვა, ამ ორი ფაქტის შედარება შეიძლება?? ერორები ნებისმიერი ოპოზიციის ლიდერის ანტიპიარზე იმუშავებენ. ადრე ასეთი გრეჩიხა იყო, ახლა ალასანიაა, ხვალ შეიძლება კიდევ ვინმე სხვა იყოს. უბრალოდ "მიშა მირჩევნიას" თქმით, თქვენ მათ კრიალაშვილის ამბის გამეორების უფლებას აძლევთ. შეიძლება ვცდები, არ ვიცი...
  13. გილოცააავთ!!! http://blogs.sun.com/HPC/resource/champaign.jpg
  14. რატომ იშლით ნერვებს ამ ახალ წელს რუსთავი 2-ით და ფორუმ.გეთი?? ---------------------------------------------------------------- გილოცავთ აწ უკვე დამდგარ 2010 წელს. ძალიან პოზიტიური ყოფილიყოს ეს წელი ყოველი თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
  15. მეც კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. lasha1997 სიმპატიური ლეოპარდია, რას ერჩი?
  16. ყველას, განურჩევლად ეთნიკური ნიშნისა თუ კანის ფერისა, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსისა, ვუსურვებ რომ ყველაფერი უარყოფითი ძველ წელში დაეტოვებინოს და ახალ 2010 წელს მარტო კაი ამბები ენახოს. გილოცავთ ყველა პლანეტელს დამდეგ ახალ წელს. მრავალს დაესწარით. ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ყველა სურვილის ასრულებას გისურვებთ ამ ახალ წელს. ხოდა კიდე მაგარ გართობას ამ ახალ წელს...
  17. და კარგად მოწმენდილი რომ არ ქონდეს? :husein:
  18. Malina მაგის შემოწმებას როგორ აპირებ? :rolleyes:
  19. ამის საპასუხოდ პუტინი "ქართველი სტალინის და ბერიას ხელით დაღუპულ ყველა უდანაშაულო რუსი ადამიანის მემორიალს" დადგავს სადმე. ამის საპასუხოდ ჩვენ პუშკინის ძეგლს ავაფეთქებთ, პუტინი საპასუხოდ კიდვ რამე ახვრობას იზამს და ასე აშენდება ჩვენი ბედნიერი ქვეყანა...
×
×
  • შექმენი...