Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. lasha_alo ასტრალური სხეული როგორია?
  2. Nukriko შენთვის ფანტაზიაა, ჩემთვის არაა ფანტაზია შეიძლება შენ არ განიცდი სიკვდილის პანიკურ შიშს, მარა სტატისტიკის მიხედვით ეგ ფობია ყველაზე მეტად ათეისტებს ჭირთ. ლინკს ნაღდად ვერ მოვძებნი ახლა. კაი ხნის წინ ვნახე ეგ. საპატრიარქოს გაზეთი არ იყო. ჩვეულერივი საიტი იყო, არარელიგიური.
  3. Saturn ლინკი არ მომაძებნინო ახლა ერთი პერიოდი მაინტერესებდა ეგ თემატიკა და რომელიღაც რუსულ საიტზე ვნახე :რუსეთუმესსმაილი: კი, მაგრამ რამდენ ათეისტს ჯერა ამის? Nukriko ჩვენ ნარკომანებს გვადარებენ, და თქვენ სიკვდილის შიში გიტყდებათ?
  4. lasha_alo კი მაგრამ მორწმუნეები არ ვიცით "იქ" რა გველის. აი ათეისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ "იქ" არ არსებობს. ანუ არაფერი არ ელით. და ამის გამო მათი შიში ბევრად უფრო ძლიერია.
  5. dire ზოგადად სიკვდილის ყველას ეშინია. მე პანიკური შიში ვიგულისხმე. სიკვდილის ფობია არსებობს (სახელი აღარ მახსოვს). ძალიან ხშირად როცა ფიქრობს ადამიანი ამაზე, და ფიქრის დროს ცივი ოფლი ასხავს და ა.შ. ასეთი ფობია ძირითადად ათეისტებს აქვთო. რამდენად მართალია არ ვიცი.
  6. Saturn თითქმის ყველა დაშავებულს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. დაშავებულებს შორის პროცენტულად უფრო მეტი ცნობადი ლიდერია, ვიდრე ჩვეულებრივი მომიტინგე. ყველაზე მეტად იმ ხალხს მოხვდა, ვინც ბურჯანაძესთან ახლოს იდგა. პერიმეტრის იქეთ წინასწარ შეუშვეს რუსთავი 2-ის ოპერატორი, რომ შიგნიდან გადაეღო ის უმსგავსობა. თუ ეს ყველაფერი დამთხვევაა, მაშინ მელორ ვაჩნაძეც ჰაერში იქნევდა მუშტებს, და ერთი მუშტი სრულიად შემთხვევით ავალიანს მოხვდა.
  7. lasha_alo სადღაც წავიკითხე თუ რატომ აქვს ზოგიერთ ათეისტს ასეთი აგრესია რელიგიის მიმართ. ათეისტებს ძალიან ეშინიათ სიკვდილის (იმიტომ რომ არ ჯერათ სიცოცხლის სიკვდილის მერე). ხოდა მათ გამუდმებით ტანჯავს ეს შიში. ძალიან ბევრს აღიზიანებს, რომ გვერდით მყოფ მორწმუნეს ეს შიში არ აწუხებს იმ დოზით, როგორც მას. და ამის გამო აგრესია უჩნდება მორწმუნეების და ზოგადად რელიგიის მიმართ.
  8. Saturn შენ არ მიგულისხმიხარ. იმ შენობაში მყოფი პოლიციელები ვიგულისხმე. იქ თუ ვინმე შენი ახლობელი იყო, როგორც გინდა ისე მიიღე. ვინც ამ ტყვიებს ისროდა ასრულებდა მიშას ბრძანებას, რომელიც მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების მიზნით იყო გაცემული. და თავმოყვარე პოლიციელი მსგავს ბრძანებას არ შეასრულებდა. Saturn ისე კი კარგია, რომ ხალხისთვის პლასტიკური ტყვიების სროლა სამარცხვინო საქციელად მიგაჩნია
  9. Saturn ვერ მივხვდი? მაგათ 3 მილიონი კაცი აგინებს. მთლად მაგდენი პოლიციელიც არ ყავთ, რომ 3 მილიონივე ცემონ. მარა ვისაც სცემენ, ხაზგასმით სცემენ, ყველას დასანახად და გასაგონად, რომ "ეს ჩვენ ვიყავით. და ამ ნაცემის ადგილას ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთო."
  10. Saturn მოიცა, შენ გინდა თქვა რომ სხვანაირად ფიქრობენ? აბა მაისაშვილს შუბლში ტყვია მიარტყით ვისი ბრძანება იყო? ან ნოემბრის აქციების დროს, ვიღაც ახალგაზრდამ მერაბიშვილის სახლთან კაბა რომ ჩამოკიდა, და მერე მაინცდამაინც ის ახალგაზრდა რომ ცემეს. ან ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი აიღე. ზუსტად ასე ფიქრობენ, უბრალოდ ჩვენი საამაყო პოლიციის საშუალებით ახორციელებენ ანგარიშსწორებას. და ამ "საამაყო პოლიციელებს" ისევ გალახულების გადასახადებიდან შეგროვებულ ბიუჯეტიდან უხდიან ფულს.
  11. analgin ყველა ცივილურ ინგლისურენოვან არხზე beep - ს ადებენ მაგ სიტყვას არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენც ევრპის ნაწილი ვართ ლ ი ც ი ხელისუფლებას მოცილდნენ ესეთი ადამიანი (რადგან ისინი არ გამოხატავენ უმრავლესობის აზრს), და რა სიმღერაც უნდათ, ის სიმღერა იმღერონ.
  12. newstudio რა თქმა უნდა არის. და ფორუმის წესებით ამის დამწერი უნდა დაისაჯოს. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ეს თემა სწორედ იმისთვის იყო გახსნილი, რომ თემის ავტორი დასჯილიყო, ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ამის დამწერის დასჯა სწორედ მისი არდასჯა იქნება
  13. Leo_Nafta კრიტიკის უფლება გაქვს, მაგრამ შეურაცხყოფის არა. შენ თუ ვინმეს აკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ მართალი ხარ, და ის მტყუანი. შენს თვალში ასეა, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში უმრავლესობა წყვეტს. შენ შეგიძლია სცადო ამ უმრავლესობის გადარწმუნება. ოღონდ ყველაფერი კორექტულობის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.
  14. kisa ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. უბრალოდ გია კრიალაშვილის ამბავი უცნობის ღობეზე გადაძრომის პერიოდს ემთხვევა... და წესით ერთი თუ ახსოვთ, მეორე მითუმეტეს უნდა ახსოვდეთ მეთქი.
  15. Leo_Nafta რატომაა საზოგადოებრივი? მოდერობის გამო მომიწია ამ რაღაცეების წაკითხვა (თორე ჩემი ნებით მაგას რა წამაკითხებდა ), იმისდამიუხედავად რომ ძალიან ბევრი სისულელე წერია, არ გამიპროტესტებია. უბრალოდ ვიკითხე თემა რომ გადავიტანო, ხომ არ გეწყინებათ თქო. ათეისტების მრავალხმიანი პროტესტის გათვალისწინებით არ გადავიტანე. ხოდა გეკითხები, რა აზრი დევს ამ თემაში? ათეისტებს მაინც არ გწამთ ღმერთის და წესით რელიგიური საკითხები არ უნდა გაინტერესებდეთ. მორწმუნეები როგორც ხედავ ამ სისულელეებით არ ინტერესდებიან, და არც კითხულობენ. ხოდა ვინ უნდა მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა? ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გინდათ ვინმემ გამოლანძღოს ამ სტატიის ავტორი, რომ მერე თქვათ "აი რა აგრესიულები არიან მართლმადიდებლები".
  16. kisa ბელადმა თქვა, რომ პოლიცია ლეგიტიმურ ძალას იყენებსო, ყველა დანარჩენი არალეგიტიმურსო. და საერთოდ, რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი. გია კრიალაშვილის მკვლელობა და მოღალატეობის ბრალდება არ ახსოვთ, და უცნობის ღობეზე გადაძრომას ვერ ივიწყებენ. რა შედარებაზე ელაპარაკები
  17. kisa რელიგიის განყოფილებაში პროვოკაცია ტეხავს? Saturn რატომ აწუხებს ასე ძაან რელიგიის თემა ათეისტებს? პირიქით არ უნდა ხდებოდეს წესით?
  18. ეს თემა რელიგაში რომ გადავიდეს, ეწყინება ვინმეს?
  19. Saturn რა სასჯელს ითვალისწინებს ეს დანაშაული? და თან ავალიანი რომ ცდილობდა იმ საკნის გადმოყირავებას, ეგ არ იყო დანაშაული? ის საკანი რომ გადმოყირავებულიყო, რამდენი ადამიანი დაშავდებოდა?
  20. Saturn რატომ იყო ის მიტინგები პროვოკაცია? ხალხს ქონდა სრულიად საფუძვლიანი მოთხოვნები, რაც ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა და ძალა დაუპირისპირა. რა გასაკვირია, რომ ამ ფონზე მომიტინგეების დედისმაგინებელ ჟურნალისტს სიფათში მოხვდა?
  21. machkatela ამაზე უკვე დავწერე წინა პოსტში. მთლად ყველაფერს ავალიანს რა თქმა უნდა ვერ დავაბრალებთ. მაგრამ ის ერთ ერთი საწყისი რგოლი იყო ამ პროვოკაციაში. ამ ახალგაზრდების უმიზეზო ცემა, შემდეგ იმ წერილის გამოშვება სამმართველოდან. მათ მშვენივრად იცოდნენ რომ ამას მოყვებოდა აქცია სამმართველოსთან. შემდეგ პლასტიკური ტყვიებით იქ მყოფი პოლიციელების შეიარაღება. ბრძანება "თავებში ესროლეთ, განსაკუთრებით ლიდერებს". ეს იყო ძალადობის ერთიანი ჯაჭვი. და ავალიანი ამ ჯაჭვის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა.
  22. Saturn დერეფანში გავლის დროს დედის გინება ატეხა და საკნის გადაყირავება სცადა. ფორუმ.გე-ზე ქონდა მსგავსი მოწოდება გაკეთბული ამ ამბიდან ორი დღის წინ. ამ ამბების მერე კი ფორუმ.გეს ერთ ერთ მოდერატორს ამ პოსტის წაშლა სთხოვა. და იმ მოდერატორმაც რა თქმა უნდა წაუშალა ის პოსტი უბრალოდ წაშლის მომენტში ნანა ლეჟავას უკვე მომზადებული ქონდა სიუჟეტი და ის პოსტი იმ სიუჟეტში მოხვდა.
  23. machkatela სამაგიეროდ გია კრიალაშვილის სისხლზე ალბათ გული არ აგრევიათ. ამ სისხლის კვალი ხომ მკვლელობიდან ერთ საათში ჩამორეცხეს და იმ ადგილას ახალი, ევროპული სტანდარტის ასფალტი დააგეს
  24. machkatela გვიხარია რა შუაშია. იმ ეპიზოდში ავალიანმა მოაწყო პროვოკაცია. იმედია ახლა მაინც აღარ გეპარება ამაში ეჭვი. და იმ პროვოკაციას ძალიან დიდი ძალადობა მოყვა ხელისუფლების მხრიდან, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მაგრამ ზოგიერთს ავალიანისთვის მოხვედრილი ერთი მუშტი უფრო დაამახსოვრდა. თუმცა მე დამავიწყდა, რომ სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის ლეგიტიმურია. ბელადმა ხომ ასე თქვა...
×
×
  • შექმენი...