სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ზოგიერთები ჩვენი ხელისუფლებიდან ცდილობენ ძალით დანერგონ ნაციზმი ამ ქვეყანაში. თუნდაც ტერმინი "ღორი". ესაა ტერმინი რომლის გავრცელებასაც ძალით ცდილობენ. ქუთაისში მემორიალის აფეთქება. ეს მემორიალი მიძღვნილი იყო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირებისთვის. ამავდროულად ყოველ 9 მაისს სულ უფრო და უფრო აქტიურად ხდება იმ ქართველების თემის წამოწევა, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მხარეს იბრძოდა. ამას ემატება ის აზრი, რომ თურმე ჰიტლერს ქართველები პრივილიგირებულ ხალხად მიაჩნდა. კინოთეატრებში რუსულად თარგმნილი ფილმების აკრძალვა, ადოლფ ჰიტლერის გამონათქვამების გამოყენება სახელმწიფო ტელევიზიების რეკლამებში, იულონ გაგოშიძის განცხადება, რომ ქართველების და აფხაზების გარდა, სხვა დანარჩენი ერები დიასპორებს წარმოადგენენ. ასე რომ არათუ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება ხდება ქართულ სახელმწიფოში, პირიქით, ყველანაირად ცდილობენ ქართველებში ნაცისტური იდეოლოგიის ჩანერგვას. ჯერჯერობით ეს პროპაგანდა ძალიან მცირე მასებზე მოქმედებს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ისტერიას ძირითადად მაინც ახალგაზრდობა იტაცებს, მომავალში ამან შეიძლება უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს.