shamili არ ვიცი ვინ სად ვის როგორ ეძახის, მაგრამ ამ ფორუმზე რომელიმე ერის შეურაცხყოფა არ არის დაშვებული. სიტყვა "მოთრეულები" კი აშკარად შეურაცხმყოფელია, თანაც რომ საქართველოში ბევრი ოსი ცხოვრობს და არ იქნება ლამაზი თუ ვინმე ჩვენი ოსი თანამოქალაქე ამას წაიკითხავს. თემას რაც შეეხება, მე წინააღმდეგი ვარ ტერიტორიების მე-14 მე-15 საუკუნეებში არსებული საზღვრების მიხედვით დანაწილების. დედამიწაზე არ არსებობს ისეთი კუთხე, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. ასე რომ მაგ პრინცპით თუ დაიწყო ტერიტორიების გადანაწილება, ქვა ქვაზე არ დარჩება.