Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. Marta1 მაესტროზე თქვა, კაბინეტებში არ შევუშვებთ გაყალბების გზით მოსულ ხალხსო. ისე სანამ დიპლომატი გახდებოდა, უშიშროებაში მსახურბოდა და მარა ხალხი ვეღარ იბრძოლებს ისე, როგორ 7 ნოემბერს... Nukriko ეგ სადმე გსმენია უკვე?
  2. ვეფხვი შენობა ხომ არაა ძალაუფლება. იმ რესურსს რაზეც დგას ეს ხელისუფლება, გადმოიბირებდნენ?
  3. Marta1 რუსთაველზე ოპერის აქეთ იყვნენ. მაგრამ ახლა რომ მახსენდება, მართლა საღოლ იმ დღეს ხალხს. თან მეორე დღეს ბათუმმაც დაგვიპადდერჟკა. დღეს სავარაუდოდ ასე ვეღარ ვიბრძოლებთ.
  4. Marta1 მერე ის უკანა მდგომიც მოიწამლება უკანა მდგომი კი არა, კოლმეურნეობაზეც მოიწამლა ხალხი. რიყე ღია ტერიტორიაა და ეტყობა მაგიტომ არ გაჭრა მანდ ასე ეფექტურად გაზის ბალონებმა. რუსთაველი იმენა გაგუდეს. ვეფხვი კი, მარა არჩევნების მოგება უნდოდათ და არა ნაცების კვოტით. ნაციონალებთან განხეთქილება უფრო ადრე მოხდა.
  5. Marta1 და დაწამლულ მდგომარეობაში გამწვავების თავი რომ აღარ გექნება?
  6. Nukriko თუ ეს ხელისუფლება დაისჯება, გამეორების შანსი ნაკლებია, თუ არ დაისჯება - გამეორების შანსიც მეტია. თორე 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს. ვეფხვი ანუ შენობების დაკავება? შენობა კედლები და ფანჯრებია მხოლოდ. მთავარი მომენტი აქ ძალოვნების გადმობირებაა. მიშამ გადმოიბირა. ამათ ვერა. ან არც უცდიათ. რაოდენობას გააჩნია. 100 000 თბილისის მასშტაბით უკვე კატასტროფაა. 40 000 რომ ყოფილიყო, სხვა სიტუაცია იქნებოდა. Marta1 აბა დაიწამლა ხალხი რუსთაველზე. მანდ გაჩერება ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო. აირწინაღები უნდა დაერიგებინათ მაშინ.
  7. Marta1 7 ნოემბერს ისედაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ. აი მერე წავიდა ჩვენი საქმე უკან და უკან.
  8. Nukriko რავი აბა. თუნდაც იმიტომ რომ კაცის მკვლელი და ხაზინის ქურდი დაისაჯოს. უცხო_პლანეტელი თუ მოთხოვნა სამართლიანია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ითხოვს? (ისე რითაა მომთხოვნი უფრო დიდი პრობლემა ვიდრე მოთხოვნის ადრესატი, ჯერ კიდევ არ დაგიწერია) მართალი ხარ. ნოემბრის აქციები სწორედ ხალხის გამოფხიზლებასავით იყო. მარა ამ დარბევის მერე, და მას მერე რაც 900 რამე შერჩა ამ ხელისუფლებას, ისევ დაიწყო უკუსვლა. ყველას ყველაფერი კიდია. და ეს სწორედ იმის ბრალია, რომ 900-ჯერ შერჩა ამ ხელისუფლებას დანაშაული.
  9. ვეფხვი 2004 წელზე გეუბნები. მაშინ პარლამენტშიც იყვნენ და ხიდაშელ-უსუფაშვილს თანამდებობებსაც სთავაზობდნენ ნაცები. ამ ეტაპზე თბილისის მოგება. მეტ პრასვეტს დღესდღეობით ვერ ვხედავ.
  10. Nukriko ვიღაცა დაუკრავდა ტაშს. უბრალოდ კრიტიკული მასა არ იყო, ვისაც თავისი ძალებით შეეძლო ამის გაკეთება. ანუ ეს არ იყო ხალხის განხორციელებული გადატრიალება. ეს იყო გარედან დაგეგმილი პუტჩი, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა ქონდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან.
  11. ვეფხვი მართლა არავინ თუ არ მისცემს ხმას, გაყალბებაც აღარ უშველის. 26 მაისი ლიდერებმა ჩააფლავეს, თუმცა აქციის გამოცხადების დროს ნათქვამი იყო, რომ აქცია იქნებოდა მშვიდობიანი. რა თქმა უნდა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა იმ დღეს ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ ნაციონალები იმ დღეს ვერ დაემხობოდნენ. საწყის გეგმაში იყო ომი გამძლეობაზე, რაც ხალხმა საბოლოო ჯამში წააგო.
  12. უცხო_პლანეტელი რა არ დააკლო ოპოზიციამ? ოპოზიციის მოთხოვნები იყო სრულიად სამართლიანი. თუ გაინტერესებს ჩამოგიწერ რასაც მოითხოვდნენ. პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო მშვიდობიანი. ხელისუფლებამ კი იმენა შური იძია იმ ადამიანებზე, ვინც მას სიტყვის შებრუნება გაუბედა. პოლიციელები, სპეცრაზმელები და "შავები" ხალხს სადარბაზოებში დასდევდნენ საცემად. რიყეზე ხომ არანაირ გზას არ კეტავდა არავინ? მარა იქ კიდე უარესი დაატრიალეს, ვიდრე პარლამენტთან. ტელევიზია დაარბიეს მარტო იმისთვის, რომ არ მოწონდათ ის რასაც იქ ლაპარაკობდნენ. და ყველაფერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დააგვირგვინეს. მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მშვიდობიან მომიტინგეებს ჯარი დაუპირისპირეს. ამის მეასედი მაინც რა დააშავა მაშინ ოპოზიციამ მითხარი? ოღონდ კონკრეტულად, ეს, ეს და ეს... Nukriko ძირითადი მოტივაცია მაინც ხელისუფლების შეცვლაა და არა ფული. მხარდამჭერებს ვგულისხმობ მე...
  13. Nukriko ხოდა შემცვლელი ნახე და იმ შემცვლელისთვის იბრძოლე. კაი ერთი. ვინ მიგიშვებს აქამდე. შენც გიწერია რა ხდება დღეს უნივერსისტეტში. ძალაუფლება იმათია, ფულიც იმათია. ნუ ფილარმონიაში ალბათ გალაპარაკებენ. მოსასმენად ვინ მოვა, თორე... უცხო_პლანეტელი იმ შუაშია. ზოგს არჩევნებზე მისვლა დაეზარა, ზოგმა მიშაზე უკეთესს ვერავის ვხედავო, დაიკიდა ის ყველაფერი რაც 7-შI ნახა და ხმა მისცა, ბევრი მივიდა არჩევნებზე მარა გაყალბების მერე თქვა, რა ვქნა აბა, და შეეგუა. მოთმენაა, აბა რა არი? Nukriko ხალხისა რა მოგახსენო. ხალხი მაშინაც ითმენდა მშვენივრად ყველაფერს. უბრალოდ კიტოვანი გამოვარდა გაუბიცით და დაამხო გამსახურდია. ხალხს რომ მშვიდობიანად მიეღწიათ ზვიადის ხელისუფლების ცვლილებისთვის, სულ სხვანაირად იქნებოდა დღეს ჩვენი საქმე.
  14. უცხო_პლანეტელი მე სხვანაირად ვფიქრობ. არ ვიცი 7 ნოემბერს საქართველოში იყავი თუ არა. მარა კადრები მაინც გექნება ნანახი. ხოდა ამის მოთმენა იწვევს საზოგადოების ხრწნას. და რაც მეტს მოითმენს, მით უარესს უზამს ალასანია (თუ ვინც მოვა მიშას მერე).
  15. Nukriko და მმართველი პარტიისთვის ეგ რა პორბლემაა. ნაზარბაევი ეგრე არაა? ბიუჯეტი აქვს, ფული აქვს. პოლიცია ყავს რომელსაც ფულს უხდის, ხოდა არი მშვენივრად. ხალხისგან იზოლირება მაგას რამე დისკომფორტს უქმნის? პირიქით, არჩEვნების გაყალბებაზეც კი არ უწევს ნერვიულობა. რომელ წინა პლანზე? ფილარმონიაში?
  16. უცხო_პლანეტელი ვახ. პიროვნებაზე არ მაქვს ლაპარაკი. იმას ვამბობ რომ მკვლელი და ხაზინის ქურდი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. და როცა თავზე გვაჯვავენ იმაზე არ უნდა ვფიქრობდეთ, ხმა თუ ამოვიღეთ, სხვამ უარესად არ დაგვაჯვასო. თუ ასე ვიფიქრებთ, მართლა უარესად დაგვაჯვავს სხვაც. ხოდა როდემდე უნდა გვესხმოდენ თავს? ვეფხვი ქონდათ ნაცების ხელისუფლებაში დარჩენის შანსი და არ დარჩნენ. უცხო_პლანეტელი და არჩანაცვლება უფრო დიდი პრობლემა არ არის?
  17. Nukriko ახლა რომ გითხრა რომელიმე პოლიტიკოსს ვენდობოდე, მოგატყუებ (ერთადერთი შეიძლება სოზარ სუბარს). მაგრამ ის რაც ამ ქვეყანაში ხდება ხო უნდა დამთავრდეს. ხოდა რაც შედარებით რეალურია, იმის იმედი მაქვს. დღესდღეობით ყველაზე რეალური სააკაშვილის ალასანიათი ჩანაცვლება მგონია. არ ვმუშაობ ალასანიას რეიტინგზე. ნაციონალების ანტირეიტინგზე ვმუშაობ ნუ ვცდილობ რომ ვიმუშაო მარა ეგეც არ გამომდის
  18. უცხო_პლანეტელი ხოდა ჩატარდა ეს ტესტი. კოტე კუბლაშვილმა აიტანა კონსტიტუციის გაუპატიურება, უსუფაშვილმა არა. ვანო მერაბიშვილი მილიონერია, სალომე ზურაბიშვილი არა. ერთმა კაცმა როგორ უნდა შეცვალოს საზოგადოება? მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც 7 ნოემბრის მომწყობი ხელისუფლება დამარცხდა, უკვე ცვლილებაა. და ის რომ ამდენი დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება რჩება და რჩება და ამავდროულად ხალხს უფრო მეტად და მეტად აჯვავს თავზე, კიდევ უფრო ხრწნის ხალხის მენტალიტეტს. ვეფხვი დავიწყოთ აქედან: 1. არც ერთი ხმა ნაციონალურ მოძრაობას (რამდენიც არ უნდა გადაგიხადონ). 2. როცა იტყვი, "ვიდგები სანამ შედეგი არ იქნება", მართლა იდგები.
  19. ვეფხვი ხოდა იმ ხალხს დავუჭიროთ მხარი ვისაც ქონდა გამკრიმინალების საშუალება და არ გაკრიმინალდა. იგივე რესპუბლიკელებს. კი არ ვამბობ რომ ვინმე იდეალურია. მარა კრიმინალ ნაცებს ხო მაინც ჯობიან? ის 70 000 კაცი რომ იკრიბებოდა 9 აპრილს, წინასწარ იყო დაანონსებული გეგმა. არანაირი რევოლუცია, ვდგავართ ბოლომდე. ხოდა ვერ იდგა ეს 70 000 კაცი ბოლომდე. დაიღალა ბოლოს. გასაგებია, რომ ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა აქციების მიმდინარეობისას (განსაკუთრებით 26 მაისს). მაგრამ 9 აპრილს ხალხისთვის რომ გეკითხა, ყველა გეტყოდა ოპოზიციის გამო არ ვდგავარო აქ. ხოდა თუ მართლა ოპოზიციის გამო არ იდგნენ, მაშინ რატომ დაიღალნენ ამ ოპოზიციის ქმედებებით? მოკლედ არ აღმოჩნდა მაშინ ხალხი მზად ხელისუფლების შესაცვლელად. დღეს იმასაც ვერ გაძლებს რაც შარშან გაძლო.
  20. უცხო_პლანეტელი არა. ზოგადად ალიანსის და ნაც. მოძრაობის შედარებას ვგულისხმობ. ვის რა პრინციპებით უცხოვრია, და ვის რა დაუშავებია http://planeta.ge/index.php?showtopic=2188...mp;#entry240734 რომ საზოგადოება უნდა შეიცვალოს და ა.შ. არადა საზოგადოება ადამიანებისგან შედგება. და აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი ინდვიდუალურად უნდა შეიცვალოს. ხოდა ყველამ საკუთარი თავიდან რომ დაიწყოს, უკვე შედეგს მივიღებთ
  21. ვეფხვი რაც არ უნდა იყოს უბრალოდ დილეტანტი ჯობია კრიმინალ დილეტანტს. მე სხვა რამე ვიგულისხმე
  22. Nukriko უცხო_პლანეტელი კონკრეტულად დავწერე რითი ჯობია იგივე ალიანსი ნაც. მოძრაობას. მაგრამ არ გინდათ კონკრეტულ რამეებზე კამათი. გირჩევნიათ ცნობილი ფრაზებით ერთი და იგივე იმეოროთ. ხოდა როცა იძახით ხოლმე რომ რევოლუცია ჩვენში უნდა მოხდეს, ჯერ თქვენს თავში მოახდინეთ ეს რევოლუცია ვეფხვი ბაიდენის წასვლის მერე ხო ჩატარდა კიდევ ერთი თუ ორი აქცია, სადაც 150 - 200 კაცამდე იქნებოდა?
  23. ვეფხვი 4 თვიანი მრავლრიცხოვანი აქციები უკვე აქტიური მოქმედებაა. ამ აქციების დაწყების წინ არავის უთქვამს სადმე შევვარდებით და ძალით ავიღებთო ხელისუფლებას. იყო განწყობა, ვიდგებით იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. 4 თვე გაძლო ხალხმა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა შედეგის მისაღწევად. ახლა რომ დაიწყოს რამე, ამდენხანსაც ვერ გაძლებს...
  24. ვეფხვი იყო აქტიური მოქმედებები შარშან გაზაფხულ-ზაფხულში. ამაზე მეტი ხალხი არამგონია ქუჩაში გამოვიდეს. ასე რომ მოდი არსებულ რეალობას დავუბრუნდეთ. უცხო_პლანეტელი მაგრამ როცა კრიტიკული მასის შექმნა არ გამოდის, მაშინ იმ მცირე ნაბიჯები ხო მაინც უნდა გადავდგათ რაც შეგვიძლია? ნაციონალების ხელისუფლების შეცვლა ადგილობრივ დონეზე (ისიც მარტო თბილისში) ოდნავ უკეთესი ძალით ხომ ძალიან ძალიან მცირე მიღწევა იქნება. და ახლა რა? შედეგის სიმცირის გამო, ამისთვისაც აღარ ვიბრძოლოთ?
×
×
  • შექმენი...